„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2011
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ბუცხრიკიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/450/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები: „ლ1) საოპერაციო დღე - კომერციული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომაც ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად; ლ2) საბანკო დღე - კალენდარული დღე, რომლის დროსაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის საშუალებით.“. 2. მე–2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით.“. ბ) მე–4–43 პუნქტები ამოღებულ იქნას. 3. მე-4 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული. 4. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე: ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება; ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული; გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი; 6 დ) ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი; ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.“ 4. მე–16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი წევრებისაგან. წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის არ არის ბანკთან დაკავშირებული პირი და მას ან/და მასთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირებს, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან არ გააჩნიათ ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულება.“. 5. მე–19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ეროვნული ბანკის წესები, ნორმატივები და ინსტრუქციები, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ კომერციულ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული თარიღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.“. 6. მე–20 მუხლს: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) უპროცენტო საბანკო მომსახურება.“. ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე–3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე და სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვებამდე, ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა.“. 7. 22–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკს არ აქვს უფლება რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო 7 მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ მომხმარებელს არ მიეცა აღნიშნული არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა.“. 8. 33–ე მუხლის მე–5 პუნქტი ამოღებულ იქნას. 9. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10 პუნქტი: „10. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ბანკის აქტივს წარმოადგენდა, ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომელზეც განკარგვის უფლებას იძენს ეროვნული ბანკი. იმ შემთხვევაში, თუკი ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, იგი გადარიცხულ უნდა იქნას ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილებულ იქნას ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი განკარგვის მიზნით, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ– სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დაკმაყოფილების მიზნით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია კომერციული ბანკების ლიკვიდაციის შემთხვევაში მათი აქტივების განაწილებასთან დაკავშირებით არსებული გარკვეული საკითხების დაზუსტებისა და საბანკო საქმიანობის ჩამონათვალის გაზრდის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია დარეგულირდეს იმ აქტივების განკარგვის საკითხი, რომლებიც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივს წარმოადგენდა. ამასთან, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად აუცილებელია საბანკო სივრცეში შემოღებულ იქნას საბანკო საქმიანობის ახალი ფორმა, როგორიცაა უპროცენტო საბანკო მომსახურება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საბანკო საქმიანობის ჩამონათვალს ემატება ისეთი საბანკო საქმიანობა, რომელიც ნებადართულია ისლამური საფინანსო ინსტიტუტებისათვის. თუმცა კომერციული ბანკების მიერ აღნიშნული საბანკო საქმიანობის სახეობის განხორციელება საჭიროებს ეროვნულ ბანკთან წინასწარ შეთანხმებას, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ბანკის აქტივს წარმოადგენდა, ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომელზეც განკარგვის უფლებას იძენს ეროვნული ბანკი. იმ შემთხვევაში, თუკი ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, იგი გადარიცხულ უნდა იქნას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილებულ იქნას ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არა-ფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი განკარგვის მიზნით, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დაკმაყოფილების მიზნით.“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება 9 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსური ვალდებულების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი 10 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და ზვიად კუკავა 11