„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2011
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ბუცხრიკიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/450/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N2122, 31 მაისი, 1997, გვ. 15) მე–13 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე–4 პუნქტი: „4. მზღვეველს ეკრძალება: ა) გასცეს სესხი საკუთარი აქციების შესაძენად; ბ) გასცეს სესხი მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის ადმინისტრატორის აქციების შესაძენად; გ) გასცეს სესხი შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად.“. მფლობელის ან მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია მზღვეველის ფინანსური სიმყარის დამატებითი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შემოღებულ იქნას მზღვეველი ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმები ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მე–13 მუხლს ემატება ახალი რედაქციის მე–4 პუნქტი, რომლის თანახმად, მზღვეველს ეკრძალება: ა) გასცეს სესხი საკუთარი აქციების შესაძენად; ბ) გასცეს სესხი მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან ადმინისტრატორის აქციების შესაძენად; გ) გასცეს სესხი შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსური ვალდებულების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. 13 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და ზვიად კუკავა 14