„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 144–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთან, კანონპროექტს
გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს,
უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს,
საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის
მარეგულირებელი კანონპროექტები ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;“.
2. 148–ე მუხლის:
ა) მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად
გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას, მოთხოვნის
შემთხვევაში – ცალკეულ პარლამენტის წევრებს, და განთავსდება პარლამენტის
ინტერნეტ-გვერდზე.
საფინანსო
სექტორის
წარმომადგენლის
საქმიანობის
მარეგულირებელი კანონპროექტები ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.
ბ) მე–10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე–11 პუნქტი:
„11. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა
საქართველოს ეროვნული ბანკი წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემს თავის
შენიშვნებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელ
კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ვადაში არ
წარმოადგენს შენიშვნებს პარლამენტში განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით,
კანონპროექტი ჩაითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწონებულად.“.
3. 153–ე მუხლის მე–8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 პუნქტი:
„81. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი
კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად მოწვეულ უნდა
იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.“.
4. 217–ე მუხლის მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნას.
5. 237–ე მუხლის მე–5 პუნქტი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე
26
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის
მიღების
მიზეზია განხორციელდეს საქართველოს
ეროვნული ბანკის მონაწილეობა საფინანსო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობის
მარეგულირებელი კანონპროექტების შემუშავებაში და განხილვაში.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის შემუშავება მიზნად ისახავს უზრუნველყოფილ იქნას
ეროვნული ბანკის ინფორმირება საფინანსო სექტორის წარმომადგენელის საქმიანობის
მარეგულირებელი კანონებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის
პროექტის
თანახმად,
თუ
კანონპროექტი
არეგულირებს
საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობას, მაშინ ეს კანონპროექტი უნდა
გაეგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების
მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს ეროვნული ბანკი
წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემს თავის შენიშვნებს საფინანსო სექტორის
წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელ კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ
საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს პარლამენტში
განსახილველ
კანონპროექტთან
დაკავშირებით,
კანონპროექტი
ჩაითვლება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწონებულად. ამასთან, საფინანსო სექტორის
წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის განხილვის დროს
კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად მოწვეულ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული
ბანკის წარმომადგენელი
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
რეგლამენტის პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება
საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
27
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე)
რეგლამენტის
პროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის
დირექტივებს.
პროექტის
მიღება
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ეროვნული ბანკი
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
ან/და
ექსპერტის
(დაწესებულების)
მონაწილეობდა
შემუშავებაში
შეფასება
საქართველოს
მონაწილე
კანონპროექტის
ორგანიზაციის
მიმართ,
ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) რეგლამენტის პროექტის ავტორი
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.დ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და
ზვიად კუკავა
28