„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1531 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1531. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული
ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა
1. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის
გამოყენების წესების დარღვევა მათ შორის ანგარიშსწორების პროცესში უცხოური
ვალუტის გამოყენება (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი
ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
2. მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის მიერ
მომხმარებლისაგან ანგარიშსწორების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გადასახდელად ვარგისი ლარის ბანკნოტის ან
მონეტის რომელიმე ნომინალის მიუღებლობა –
გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
3. მომხმარებელთან
ანგარიშსწორების
ერთი
თეთრის
სიზუსტით
განუხორციელებლობა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
2. 1534 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 1535 მუხლი:
„მუხლი1535. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დარღვევა
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დარღვევა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის – 3000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: კონფისკებული რეპროდუქციები
გადაეცემა სებ–ს მისი მოთხოვნის საფუძველზე.“.
ექვემდებარება
განადგურებას
ან
3. 1654–1659 მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. 2092 მუხლი ამოღებულ იქნას.
15
5. 239–ე მუხლის:
ა) მე–19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1535, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე,
194-ე
და
195-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
1793,
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.
ბ) 26–ე ნაწილი ამოღებულ იქნას.
6. 249–ე მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
1
1
„2. ამ კოდექსის 58 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 114 , 1282, 155 ,
2
155 ,
157-ე
და
1901
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით
შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას
ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. 252–ე მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 47-ე–1002, 103-ე–1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე–1542, 156-ე,
1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724, 173-ე, 1731, 1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1744,
175-ე, 1751, 1752, 1771–17710, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966 და
1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება
სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან
ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი
შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
8. 262–ე მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 421, 422, 45-ე, 161-ე, 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2
და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ
კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 1745, 1747 მუხლებით
გათვალისწინებული – სამი დღის განმავლობაში, ამ კოდექსის 50-ე მუხლით
გათვალისწინებული – ხუთი დღის ვადაში, ამ კოდექსის 47-ე–1002 მუხლებით, 103-ე–
1051, 1071 მუხლებით, 141-ე, 143-ე–153-ე მუხლებით, 1541, 1542, 156-ე–158-ე, 1581, 159-ე,
1591, 1592, 1593, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 174-ე, 175-ე, 1771, 1791
მუხლებით, 180-ე–1831 მუხლებით, 185-ე–1871, 1872, 189-ე მუხლებით, 192-ე, 195-ე, 1962–
1966 მუხლებით, 1971 მუხლით გათვალისწინებული – შვიდი დღის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
16
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ახალი ორგანული კანონის მიღება, რომლის 52–ე მუხლი ითვალისწინებს
ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად
მონაწილეებს დაუწესოს ფულადი ჯარიმები
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მოთხოვნების შესრულებისათვის ხელშეწყობას, რადგან ორგანული კანონის 52–ე
მიუხლის „ზ“ ქვეპუნქტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი
ფასიანი ქაღალდების
ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს უწესებს სანქციებს, მათ შორის, ფულადი
ფორმით. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესის კი განისაზღვრება
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით და ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ხდება იმ მუხლების ამოღება, რომელი მუხლებიც
ითვალისწინებდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეებისათვის
ჯარიმის დაკისრების წესს და ოდენობას, აგრეთვე უქმდება მითითებები, რომლის
თანახმადაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ადგენდა
სამართალდარღვევის ოქმებს და თავად ჰქონდა კოდექსის 1654–1659 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა
და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
პარალელურად ახალი რედაქციით ყალიბდება 1531 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს
სახდელის ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული
ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისთვის. ამასთან ემატება 1535 პუნქტი,
რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების
რეპროდუცირების წესის დარღვევისთვის და გამოიწვევს ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 3000 ლარის
ოდენობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
17
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
გავლენას
იქონიებს
იმ
პირებზე,
რომლებიც
დაარღვევენ
კანონმდებლობით დადგენილ წესებს და სამართალდაღვევისათვის შეეფარდებათ
ადმინისტრაციული სახდელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
18
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და
ზვიად კუკავა
19