„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N14, 3.06.2003, მუხ. 90) მე–20 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და
საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი
წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
შეთანხმებით გამოცემული
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საბანკო
დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული
ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის
წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
23
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ეროვნული ბანკის იარაღისა და
საბრძოლო
მასალის
შენახვასთან
დაკავშირებული
საკითხის
დარეგულირების
აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დარეგულირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის
იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვასთან დაკავშირებული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
სისტემის,
საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და
საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი
წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საბანკო დაწესებულებებისა და
სამოქალაქო
ავიაციის
საავიაციო
უშიშროების სტრუქტურული
ქვედანაყოფების
საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
24
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და
ზვიად კუკავა
25