„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე–2 მუხლის:
ა) 43–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც
არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი,
რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი)
წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ
ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული
მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“.
ბ) 54–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა
ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული
ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის,
საფონდო
ბირჟის,
ცენტრალური
დეპოზიტარის,
საბროკერო
კომპანიის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და
ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით.
საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური
ინსტიტუტების ჩამონათვალი.“.
გ) 61–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ
გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი,
რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას:
ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი
ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვების
მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი;
ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო
სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან
ქაღალდებს;
გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების
რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს.”.
32
2. მე–10 მუხლის მე–7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს
5 დღისა შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და
თარიღის ჩვენებით) საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც
სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის
მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);“.
3. მე–11 მუხლის:
ა) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით
წარსადგენი ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი.“.
4. მე–12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი საქართველოს
ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების
პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა რეგისტრირებული ან/და ბენეფიციარი
მესაკუთრეც ის არის.“.
5. მე–15 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემთავაზებელს ეკრძალება სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის
საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი
ქაღალდების 10%-ზე მეტის რეგისტრირებული მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა:
ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი
ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს
ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;
ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს
გაზეთში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.“.
6. 27–ე მუხლის პირველ პუნქტს:
ა) დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ბ1“ და „ბ2“ქვეპუნქტები:
„ბ1) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული
ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან
შესაბამისობის შესახებ;
„ბ2) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული
შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის
შესახებ;“
ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:
33
„დ1) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის
მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ
და მომზადებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
„დ2) დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან
(დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული
მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების
თაობაზე;“
7. 28–ე მუხლის მე–2 პუნქტს:
ა) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები
„ბ1) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული
ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან
შესაბამისობის შესახებ;
„ბ2) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული
შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის
შესახებ;“.
ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:
„დ1) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის
მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ
და მომზადებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
„დ2) დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან
(დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული
მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების
თაობაზე;“.
8. 32 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან
განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ
შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
საქართველოს ეროვნულ ბანკს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ
სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.“.
9. მე–40 მუხლის მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და მისი მმართველი ორგანოს წევრებს
არ აქვთ უფლება, იყვნენ იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფასიანი
ქაღალდების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები, რომლისთვისაც ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვან
წილზე ნაკლები წილის რეგისტრირებული მესაკუთრეობის შემთხვევაში ამის შესახებ
ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.“.
10. 434 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მომსახურებას უწევენ
დაკავშირებული პირები ან ამ ფონდში მმართველები ან რეგისტრირებული
34
მესაკუთრეები არიან დაკავშირებული პირები,
ვალდებულია ასეთი ინფორმაცია გახადოს საჯარო.“
მაშინ
საინვესტიციო
ფონდი
11. 44–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. გაყალბება და მანიპულაცია
აკრძალულია ყოველგვარი საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან
ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის
შექმნის მიზნით:
ა) საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება,
რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს რეგისტრირებული მესაკუთრეობაში;
ბ) ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო
ბრძანებების პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
35
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ტერმინის – „ბენეფიციარი მესაკუთრის“ ახალი
ტერმინით – „რეგისტრირებული მესაკუთრით“ ჩანაცვლების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
განხორციელდეს
ტერმინის
–
„ბენეფიციარი
მესაკუთრის“ ახალი ტერმინით – „რეგისტრირებული მესაკუთრით“ ჩანაცვლება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის ცალკეულ მუხლებში ხორციელდება ტერმინის „ბენეფიციარი მესაკუთრის“
ჩანაცვლება ტერმინით „რეგისტრირებული მესაკუთრე“. პარალელურად ხორციელდება
ფინანსური
ინსტიტუტების
ჩამონათვალის
დაზუსტება.
ასევე
ლიცენზიის
მაძიებლებისათვის ემატება დამატებითი მოთხოვნები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
36
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და
ზვიად კუკავა
37