„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 26.03.2008, მუხ. 46) მე-19
მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბანკო საქმიანობაში ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების
სტანდარტები და წესები ძალაში რჩება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
პირობების დადგომამდე ან/და ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ საზღვარგარეთ
გაცემულ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატთა აღიარებიდან 1 წლის განმავლობაში.
კომერციულ
ბანკს
უფლება
აქვს
შეიმუშავოს
და
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას
ელექტრონული
(ციფრული)
ხელმოწერის
გამოყენების
უსაფრთხოების
კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული
პოლიტიკა.
კონკრეტული
საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების
უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე, კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას
გამოყენებულ ელექტრონულ (ციფრულ) ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი
ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
45
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნულ
ბანკთან შეთანხმებული
კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული
(ციფრული) ხელმოწერის გამოყენების აუცილებლობა
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კომერციული ბანკების მიერ განხორციელდეს საქართველოს
ეროვნულ
ბანკთან
შეთანხმებული
კონკრეტული
საბანკო
მომსახურების
გაწევისას
ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
საბანკო
საქმიანობაში
ელექტრონული
(ციფრული)
ხელმოწერის გამოყენების სტანდარტები და წესები ძალაში რჩება ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული პირობების დადგომამდე ან/და ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ
საზღვარგარეთ გაცემულ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატთა აღიარებიდან 1 წლის
განმავლობაში. კომერციულ ბანკს უფლება აქვს შეიმუშავოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს
შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას
ელექტრონული
(ციფრული)
ხელმოწერის
გამოყენების
უსაფრთხოების
კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული
პოლიტიკა.
კონკრეტული
საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების
უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე, კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას
გამოყენებულ ელექტრონულ (ციფრულ) ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი
ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
46
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში,
ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და ზვიად
კუკავა
47