„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 63 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ამ კანონით დგინდება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის
არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპები, რაც ქმნის თავისუფალი
ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველს.
2. ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის
არამართლზომიერად შემზღუდავი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და
კონკურენციის დარღვევის პრევენციისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები,
უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია.
3. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ისეთ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს შესაბამის ბაზარზე და
არამართლზომიერად ზღუდავს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების
ბაზრებზე არსებულ კონკურენციასა და თავისუფალ ვაჭრობას;
ბ) სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ
ქმედებებსა ან/და გადაწყვეტილებებზე, ან იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებიც
მნიშვნელოვნად ზღუდავს (ან შეუძლიათ შეზღუდონ) კონკურენტული გარემო და
თავისუფალი ვაჭრობა.
4. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე;
ბ)
„ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ ურთიერთობებზე.
გ) თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოქმედ მეწარმე სუბიექტის საქმიანობაზე;
დ) ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ობიექტებზე;
ე) შრომით ურთიერთობებზე;
ვ) ბაზრზე, რომლის საბაზრო ბრუნვა არ აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის
1
0,25%–ს;
ზ) თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საჭირო საქონელსა და
მომსახურებაზე.
5. თუ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებს, სხვა კანონი სპეციფიკური
ურთიერთობებისათვის განსხვავებულად არეგულირებს, მაშინ უპირატესობა ენიჭება
სხვა კანონს.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის
უზრუნველყოფა, კერძოდ:
ა) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ორგანოს
ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან ბაზარზე შესვლის
ადმინისტრაციული,
სამართლებრივი
და
დისკრიმინაციული
ბარიერების
დაუშვებლობა;
გ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვებისათვის პირობების
უზრუნველყოფა;
დ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი
შეზღუდვის დაუშვებლობა;
ე) ეკონომიკური აგენტების საქმიანობისას მათი თანაწორუფლებიანობის
დაცვა;
ვ) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა;
ზ) სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
მხრიდან
ეკონომიკური
აგენტებისათვის
ისეთი
ექსკლუზიური
უფლებამოსილებების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც არამართლზომიერად
ზღუდავს კონკურენციას;
ი)
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ
გადაწყვეტილების
მიღებისას
მაქსიმალური
საჯაროობა,
ობიექტურობა,
არადისკრიმინაციულობა
და
გამჭვირვალობა.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეკონომიკური აგენტი – პირი, რომელიც განურჩევლად რეზიდენტობისა,
საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ასევე
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანებები,
რომელიც არის ბაზრის მონაწილე ან/და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
ბ) კონკურენცია – მეტოქეობა შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ
ეკონომიკურ აგენტებს შორის ბაზარზე უპირტესობის მოსაპოვებლად.
გ) კონკურენტი ეკონომიკური აგენტი – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ან
პოტენციური ეკონომიკური აგენტი.
2
დ) პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი - დაინტერესებული
ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის
ბაზარზე შესასვლელად.
ე) არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტი - ეკონომიკური აგენტი, რომლიც არ
წარმოადგენს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს.
ვ) ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი – საქონელი ან საქონელთა ჯგუფი,
რომელთაც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად
დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება ჩაანაცვლონ
ერთმანეთი მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში.
ზ) შესაბამისი ბაზარი – არეალი, სადაც ხდება ურთიერთჩანაცვლებადი
საქონლისა და მომსახურების მიმოქცევა და რომელიც მოიცავს საქართველოს
ეკონომიკურ საზღვარს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აღემატება მას. შესაბამისი
ბაზრის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დაუკვირვებადი
ეკონომიკური საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ბაზარი განისაზღვრება „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.
თ) დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა – სტატისტიკურ აღრიცხვას
დაუქვემდებარებელი წარმოება, მათ შორის:
წარმოება საკუთარი მოხმარების
მიზნით ან შინამეურნეობების არაორგანიზებული წარმოება გაყიდვის მიზნით,
რომელთა ერთობლივმა საბაზრო წილმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამის
ბაზარზე. ასევე, დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს
ორგანიზებულ წარმოებას, რომელიც არ ექვემდებარება სტატისტიკურ აღრიცხვას,
თუკი სექტორის სტრუქტურული მახასიათებლების გამო რთულია მისი
სტატისტიკური კლასიფიცირება შესაბამისი ბაზრისათვის მიკუთვნების მიზნით.
ი) დომინირებული მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური
აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, როდესაც მის მოქმედებასა და ეკონომიკურ
გადაწყვეტილებაზე არსებით გავლენას ვერ ახდენენ კონკურენტები, მიმწოდებლები
და მყიდველები და იგი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო წილს. ელექტრონული
კომუნიკაციების
სფეროში
დომინირებული
მდგომარეობა
განისაზღვრება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, როგორც
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.
კ) მნიშვნელოვანი საბაზრო წილი - შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტს
ან ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკურ აგენტებს აქვს დომინირებული
მდგომარეობა, თუ მას/მათ უკავია შესაბამის ბაზრის (საბაზრო ბრუნვის) არანაკლებ
40 პროცენტი.
ლ) ურთიერთდამოკიდებული პირები – განისაზღვრება, როგორც:
ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო
საბჭოს წევრი ან დირექტორი და ამავე დროს, წარმოადგენს სხვა ეკონომიკური
აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან დირექტორს, რაც საშუალებას აძლევს მას
3
განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი.
ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო
საბჭოს წევრი და ამავე დროს, ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების
მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც საშუალებას აძლევს მას
განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი.
ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს მნიშვნელოვანი ხმის უფლებას და ასევე, ფლობს
სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვანი ხმის უფლებას, რაც საშუალებას აძლევს
მას განახორციელოს სხვა ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი
კონტროლი.
მ) კონტროლი – მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია არსებითი
ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და ამავე
დროს:
მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის
ისეთ ოდენობას, რაც მას საშუალებას აძლევს დანიშნოს მმართველო ორგანოს
წევრების უმრავლესობა.
მ.ბ) პირს აქვს საოპერაციო აქტივების მთლიან ან მნიშვნელოვან ნაწილზე
სარგებლობის უფლება.
მ.გ) პირი წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან დირექტორს;
მ.დ) პირი ფლობს მნიშვნელოვან ხმის უფლებას ტრანზაქციებზე.
ნ) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელიც საჩივრით მიმართავს
სააგენტოს, იმის თაობაზე, რომ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის
შედეგად, მას უშუალოდ მიადგა მატერიალური ან/და ქონებრივი ზიანი.
ო) განმცხადებელი – პირი, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია ან რაიმე სახის
მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს კონკურენციის კანონმდებლობის
დარღვევას, თუმცა ამ კანონის დარღვევის შედეგად მას არ ადგება უშუალო
მატერიალური ან/და ქონებრივი ზიანი.
პ) ჰორიზონტული შეთანხმება – კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის
დადებული შეთანხმება, რომლის საგანია საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების
პირობები.
ჟ) ვერტიკალური შეთანხმება – შეთანხმება არაკონკურენტ ეკონომიკურ
აგენტებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ საქონლის ან/და მომსახურების
წარმოების ან/და მიწოდების მთლიანი ციკლის სხვადასხვა ეტაპზე და რომლის
საგანია საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების პირობები და რომელიც გავლენას
ახდენს საბოლოო პროდუქტის მიწოდებაზე.
რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და
ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები,
რომლებშიც
დამოუკიდებელი
ეროვნული
მარეგულირებელი
ორგანო
უფლებამოსილია განახორციელოს სატარიფო პოლიტიკა.
ს) სახელმწიფო დახმარება (სუბსიდია) – ეკონომიკური აგენტების მიმართ
4
მიღებული
ინდივიდუალური
გადაწყვეტილება,
რომელიც
მოიცავს
გადასახადებისაგან გათავისუფლებას, შემცირებას ან მათ გადავადებას, ვალების
ჩამოწერას, რესტრუქტურიზაციას, სესხების გაცემას ხელსაყრელი პირობებით,
საოპერაციო აქტივების გადაცემას, ფულადი დახმარების გაწევას, პრეფერენციულ
პირობებს სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტიას და სხვა
ექსკლუზიური უფლებების მინიჭებას, რომლებიც ანიჭებენ უპირატესობას
გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებაში.
სახელმწიფო დახმარება არ გულისხმობს პრივატიზების პროცესს, ლიცენზიების
ან/და ნებართვების გაცემას, ასევე იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომლებიც
ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ.
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით.
ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი – სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე,
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ან სახელმწიფო საწარმო ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი
შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს
უფლებამოსილებას სახელმწიფო დახმარების გასაცემად.
უ) სტრუქტურული სანქცია – სანქცია, რომელიც გულისხმობს შესაბამისი
ეკონომიკური აგენტის მიერ წილის ან/და აქტივების გაყიდვის ვალდებულებას.
ფ) ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის
მეშვეობითაც ხდება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის წარმოება ან/და
მიწოდება და რომელიც ფუნქციონალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქვეყნის
უსაფრთხოებისათვის
და
აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროების
უზრუნველსაყოფად.
ქ) არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი – საქონელი, რომლის წარმოება,
იმპორტი, მიწოდება და მოხმარება ხდება შეზღუდული (სპეციფიკური),
განსაკუთრებული პირობებით, რაც შეიძლება განპირობებული იყოს, მათ შორის,
ამოწურვადი რესურსებით ან/და მოწიდების საშუალებების შეზღუდულობით.
მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო
1. ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს
წარმოადგენს
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანებულებით
შექმნილი
დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. სააგენტოს ნორმატიული აქტია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება.
5. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობასა და გადაწყვეტილების
მიღებისას.
5
თავი II
ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და
კონცენტრაცია
მუხლი 5. დომინირებული მდგომარეობა
1. ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ შესაბამის ბაზარზე დომინირებული
მდგომარეობის ფლობა დასაშვებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური
აგენტის/აგენტების მიერ ხდება აღნიშნული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ამ
კანონის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად.
2. ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი ბაზრის დომინირებული
მდგომარეობის ბოროტად გამოყენების განსაზღვრისას მნიშვნელოვანი საბაზრო
წილის ფლობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა.
3. მნიშვნელოვანი საბაზრო წილის განსაზღვრა ხორციელდება ეკონომიკური
აგენტის მიერ შესაბამის ბაზარზე, როგორც წესი წინა 3 ფინანსური წლის გაყიდვების
რაოდენობის წილის მიხედვით. სააგენტო შეიმუშავებს მნიშვნელოვანი საბაზრო
წილის გამოთვლის მეთოდოლოგიას.
4. გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტომ დომინირებული მდგომარეობის
განსაზღვრისას სათანადო დასაბუთების საფუძველზე, შესაბამისი ბაზრის
ციკლურობის გამო, შეიძლება გაითვალისწინოს 3 ფინანსური წელზე მეტი ან
ნაკლები პერიოდი.
5. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის დადგენისათვის აღებული ფინანსური
წლის შემდეგ საქმის განხილვის პერიოდისათვის ეკონომიკური აგენტის საბაზრო
მდგომარეობა შეიცვალა, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს საქმის განხილვის
პერიოდისათვის ეკონომიკური აგენტის არსებული საბაზრო მდგომარეობა.
6. მნიშვნელოვანი საბაზრო წილის განსაზღვრისას
გათვალისწინებული
უნდა იქნას დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
7. შესაბამის ბაზარზე დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობის წილის
განსაზღვრისათვის, სააგენტოს უფლება აქვს აწარმოოს კვლევა, გამოიყენოს
არსებული კვლევა ან/და ექსპერტული შეფასება.
მუხლი 6. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
1. ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამის ბაზარზე დომინირებული
მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
2. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გულისხმობს
ეკონომიკური აგენტის მიერ:
ა) სავაჭრო პირობების არსებით ცვლილებას დამოუკიდებლად კონკურენტი
ეკონომიკური აგენტების რეაგირების გათვალისწინების გარეშე, რაც მომხმარებელს
6
აყენებს მნიშვნელოვან ზიანს;
ბ) წარმოების, საქონლისა და მომსახურების ბაზრების ან ტექნოლოგიების
განვითარების მიზანმიმართულად შეზღუდვას და/ან კონტროლს, რომლის მიზანია
სხვა აგენტების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვა;
გ) გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში მიზანმიმართულად
დისკრიმინაციული
პირობების
დაწესებას
იდენტურ
ტრანზაქციებზე
(გარიგებებზე);
დ) გარიგების წინაპირობის დაწესებას, რომელიც დამატებით ისეთ
ვალდებულებებს აკისრებს გარიგების სხვა მხარეს, რომელთაც ლოგიკური კავშირი
არ აქვთ გარიგებასთან.
3.
ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებელი სავაჭრო
პირობების მნიშვნელოვან ცვლილებად არ განიხილება ისეთი ცვლილება, რაც
განპირობებულია ბაზარზე არსებული მოთხოვნით, ახალი ტექნოლოგიების
გამოყენებით, წარმოების პირობების ცვლილებით ან სხვა გარემოებებით, რაც
უკავშირდება ბაზრის ფუნქციონირებას.
მუხლი 7. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებები, გადაწყვეტილებები და
შეთანხმებული ქმედებები
აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი სახის ხელშეკრულებები,
გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები (შემდგომში – ხელშეკრულებები),
რომლიც მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას,
კერძოდ:
ა)
აწესებს შეთანხმებულ ფასს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების
რეაგირების გათვალისწინების გარეშე და მომხმარებელთა საზიანოდ;
ბ)
წინასწარ
მიზანმიმართულად
აწესებს
სატენდერო
შეთავაზების
შეთანხმებულ პირობებს შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული
ეკონომიკური აგენტებისათვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან
უპირატესობის მიღების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის
საზიანოდ.
გ) სხვა აგენტების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის მიზნით, ზღუდავს
წარმოებას, სასაქონლო და მომსახურების ბაზრებს ან ტექნოლოგიების განვითარებას;
დ) მიზანმიმართულად აწესებს დისკრიმინაციულ პირობებს გარკვეულ
სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში თანაბარ ტრანზაქციებზე, რითაც ხდება
სავაჭრო პარტნიორების არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
ე) აწესებს გარიგების ისეთ წინაპირობას, რომლითაც გარიგების სხვა
მხარეებს აკისრებენ დამატებით ისეთ ვალდებულებებს, რომელთაც ლოგიკური
კავშირი არ აქვთ გარიგებასთან.
მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდავი ხელშეკრულებები
ამ კანონის მე–7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება
ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებზე, თუ:
7
ა) ჰორიზონტული ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი საბაზრო წილი
შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 25%-ს;
ბ) ვერტიკალური ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი
შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 40%-ს;
გ) მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავს როგორც
ჰორიზონტული, ისე ვერტიკალური ხელშეკრულების მახასიათებლებს, შესაბამისად
რთულია მისი კლასიფიკაცია ჰორიზონტულ ან ვერტიკალურ ხელშეკრულებად და
ამ ხელშეკრულების მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ
აღემატება 40%-ს.
მუხლი 9. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების აკრძალვიდან
გამონაკლისები
1. მე–7 მუხლი არ ვრცელდება ხელშეკრულებათა იმ კატეგორიებზე,
რომლებიც ზღუდავს კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, მაგრამ მომხმარებლები
იღებენ სარგებელს ასეთი ხელშეკრულებების შედეგებიდან, რადგან ეს
ხელშეკრულება მიზნად ისახავს:
ა) წარმოების და/ან მიწოდების გაუმჯობესებას;
ბ) ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობას;
გ) რეგიონალურ განვითარებას.
2. მე–7 მუხლი არ ვრცელდება ინფრასტრუქტურულ სფეროში არსებულ
ხელშეკრულებისა და გადაწყვეტილებათა იმ კატეგორიებზე, რომელიც შესაბამისი
ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს კონკურენციის
შეზღუდვად, მაგრამ მიზნად ისახავს წარმოების და მიწოდების გაუმჯობესებას,
ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობას, რეგიონალურ განვითარებას.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი და მე–2
გამონაკლისები
კონკურენციის
პუნქტების
საფუძველზე
განსაზღვროს
შემზღუდველი ხელშეკრულებების აკრძალვებიდან.
4. ამ მუხლით მე–3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები
კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების აკრძალვებიდან შეიძლება
დადგინდეს გარკვეული ვადით და პერიოდულად გადაიხედოს.
მუხლი 10. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა
დაუშვებელია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებმა:
ა) დააწესონ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა
შეღავათები, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და
იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც
გათვალისწინებულია ამ კანონის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტით;
ბ) აკრძალონ, შეაჩერონ ან სხვაგვარად შეაფერხონ ეკონომიკური აგენტის
სამეწარმეო
საქმიანობა
და
დამოუკიდებლობა,
გარდა
საქართველოს
8
კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
გ) შექმნან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები
ან უკვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭონ ისეთი უფლებამოსილება, რომელიც
გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;
დ) მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური
აგენტისთვის დომინირებული მდგომარეობის მინიჭებას, თუ ამით არსებითად
იზღუდება კონკურენცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
გამონაკლისებისა.
მუხლი 11. კონცენტრაცია
1. კონცენტრაცია გულისხმობს:
ა) ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმას, რომლის
დროსაც ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი უერთდება მეორეს ან ორი ან მეტი
ეკონომიკური აგენტი ერთიანდება ერთ ახალ ეკონომიკურ აგენტად.
ბ) როდესაც პირი, რომელიც აკონტროლებს სულ მცირე ერთ ეკონომიკურ
აგენტს, გარიგების საფუძველზე მოიპოვებს სხვა ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირ ან
არაპირდაპირ კონტროლს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კონცენტრაციას
წარმოადგენს კონცენტრაცია, რომლის შედეგად იქმნება ან ძლიერდება
დომინირებული მდგომარეობა.
3. კონცეტრაცია არ იკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის იწვევს
შესაბამის ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას და ადგილი აქვს
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
4. კონცენტრაციად არ განიხილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ქმედებები ხორციელდება „გადახდისუუნარობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და
ლიკვიდაციის პროცესში, ასევე არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების
შერწყმა ან ერთ–ერთის მიერ მეორეზე კონტროლის მოპოვება.
5. ეკონომიკური აგენტების შერწყმასა და წილის შეძენასთან დაკავშირებული
ურთიერთობები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირდება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც კონცენტრაციის შედეგად მოიპოვებენ
შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელ საბაზრო წილს,
შეუძლიათ სააგენტოს წარუდგინონ წერილობითი შეტყობინება დაგეგმილი ან
არსებული კონცენტრაციის შესახებ.
7. სააგენტომ 20 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეითანხმოს ამ მუხლის მე–6
პუნქტით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინება და აცნობოს შესაბამის
ეკონომიკურ აგენტებს.
8. ამ მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სააგენტოს მიერ
პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება თანხმობად.
9.
სააგენტო
უფლებამოსილია
ეკონომიკური
აგენტებს,
რომლებიც
9
კონცენტრაციის შედეგად მოიპოვებენ დომინირებული მდგომარეობას, მოსთხოვოს
იმ
გარიგებებთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
მიწოდება
გარკვეული
პერიოდულობით, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს
შესაბამის ბაზარზე არსებულ კონკურენციის შეზღუდვაზე.
10. განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეიძლება ეცნობოს სააგენტოს
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის
ეკონომიკური აგენტი პირდაპირ ან არაპირდაპირ მოიპოვებს კონტროლს სხვა
ეკონომიკური აგენტზე.
თავი III
სახელმწიფო დახმარება
მუხლი 12. სახელმწიფო დახმარება
1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც
ზღუდავს კონკურენციას ან ქმნის მისი შეზღუდვის საშიშროებას, გარდა ამ მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება და არ საჭიროებს
შეთანხმებას სააგენტოსთან:
ა) სახელმწიფო დახმარება, რომელიც გაიცემა ფორს მაჟორული შემთხვევებისას;
ბ) ინდივიდუალური სოციალური დახმარება;
გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ეკონომიკური
საქმიანობის ან ეკონომიკური ზონის განვითარების ან/და კულტურისა და
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით გაცემული
სახელმწიფო დახმარება;
დ) ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ობიექტებზე გაცემული
სახელმწიფო დახმარება;
ე) სამეცნიერო კვლევებზე;
ვ) უმნიშვნელო ოდენობით გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო
დახმარება, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება;
ზ) გადასახადების შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის შემთხვევები, თუ
აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა;
თ) საგადასახადო დავალიანების, გადახდევინების, უზრუნველყოფის
ღონისძიებების
შეჩერებისა
და
საგადასახადო
დავალიანების
ჩამოწერის
შემთხვევები.
მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურის ზოგადი წესი
10
1. სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს სახელმწიფო დახმარების გაცემის
პროცედურის ზოგად წესს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე, სახელმწიფო
დახმარების გამცემი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს
ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების განხორციელების საჭიროების, სახელმწიფო
დახმარების ფორმისა და მიმღები სუბიექტების შესახებ.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემმა ამ მუხლის მე–2 პუნტით განსაზღვრულ
განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება, რომ
გასაცემი სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სახელმწიფო დახმარების გამცემმა სააგენტოს უნდა აცნობოს სახელმწიფო
დახმარების გაცემის პირობების არსებითი ცვლილების შესახებ.
მუხლი 14. სახელმწიფო დახმარების შეთანხმება
1. სააგენტო მისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ადგენს
გასაცემი სახელმწიფო დახმარების შესაბამისობას ამ კანონით განსაზღვრულ
დებულებებთან და არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს სამართლებრივ
დასკვნას აღნიშნული დახმარების ამ კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
სამართლებრივი დასკვნის გაუცემლობა ჩაითვლება თანხმობად.
2. სახელმწიფო დახმარების გამცემის ქმედების ამ კანონით განსაზღვრულ
დებულებებთან
წინააღმდეგობის
გამოვლენის
შემთხვევაში,
სააგენტო
უფლებამოსილია მოითხოვოს დასაბუთება სახელმწიფო დახმარების გამცემისაგან
ან/და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ
სამართლებრივ დასკვნას და რეკომენდაციას სააგენტო წარუდგენს საქართველოს
მთავრობასა და სახელმწიფო დახმარების გამცემს.
4. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს სამართლებრივი დასკვნა და
რეკომენდაცია წარედგინა ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად,
იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მუხლი 15. გაცემული სახელმწიფო დახმარების გასაჩივრება
თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს
კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, ან დარღვეულია თავისუფალი ვაჭრობისა და
კონკურენციის კანონმდებლობა სახელმწიფო დახმარების პროცედურასთან
დაკავშირებით, პირს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ზიანი, შეუძლია გაასაჩივროს
გაცემული სახელმწიფო დახმარება სასამართლოში.
11
თავი IV
კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მუხლი 16. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა
ეკონომიკის ყველა სექტორში;
ბ) ეკონომიკური აგენტების მხრიდან კონკურენციის დარღვევის ფაქტების
გამოვლენა;
გ) სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების და
გადაწყვეტილებების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სახელმწიფო დახმარების შეთანხმება;
ე) კონკურენციის შემზღუდავი სახელმწიფო დახმარების გამოვლენა და
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული
უფლებამოსილების შესრულება;
ზ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის
ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 17. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და
ანგარიშვალდებულება.
2. სააგენტოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო მისი საქმიანობის
გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 18. სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტოს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებები ეკონომიკურ აგენტებთან
მიმართებაში:
ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის
საფუძველზე;
ბ) მოითხოვოს ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი
ეკონომური აგენტისა და სხვა დაინტერესებული მხარისაგან კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების მიუღებლობის შემთხვევაში,
12
მოკვლევის მიზნით, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, ეკონომიკური აგენტის
მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
დ) საჩივრის არსებობის შემთხვევაში, მოიწვიოს მხარეები მათგან ზეპირი
ახსნა-განმარტების მიღების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მოაწყოს
შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან;
ე) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე
შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტები;
ვ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში,
ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა;
ზ) მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა;
თ) მიმართოს სასამართლოს, ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის
მოთხოვნების
დარღვევით
განხორციელებული
ქმედების
ან
მიღებული
გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;
ი) მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;
კ) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დაუკვირვებადი
ეკონომიკის მასშტაბები, საქმის თავისებურებიდან გამომდინარე.
2.
სააგენტოს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებები სახელმწიფო
ორგანოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებაში:
ა) მოსთხოვოს სახელმწიფო ორგანოს ამ კანონის დებულებების შესაძლო
დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
ბ) წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია წარუდგინოს ამ
კანონის დამრღვევ სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს, მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესახებ;
გ) მიმართოს რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას, შესაბამის ბაზარზე
შესვლის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების
აღმოფხვრის შესახებ;
დ) მიმართოს რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას, გააუქმოს
კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, იმ შემთხვევაში,
თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;
ე) დასვას საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე, სახელმწიფო დახმარების
გაცემისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში;
ვ) მიმართოს საქართველოს მთავრობას სამართლებრივი დასკვნით და
საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება
მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;
ზ) უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით
მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება;
თ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ყოველწლიურად გაწეული
საქმიანობის ანგარიში.
13
3. სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე,
მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების და
გადაწყვეტილებების შეჩერება.
მუხლი 19. სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები
1.
სააგენტოს
საქმიანობის
პრიორიტეტულ
მიმართულებებს
პერიოდულად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2.
სააგენტო საჩივრებს ან/და განცხადებებს განიხილავს მთავრობის მიერ
დამტკიცებული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.
3.
სააგენტო არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება
დადგეს, სააგენტოს მიერ საჩივრის ან/და განცხადების განხილვაზე უარის თქმის
გამო, თუ საჩივრი ან/და განცხადება არ შეესაბამება პრიორიტეტულ მიმართულებებს
ან სხვა დასაბუთებული საფუძვლის გამო.
4.
სააგენტო არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება
დადგეს ბაზარზე თუკი ამ საკითხებზე სააგენტოსადმი მიმართვა არ ყოფილა.
მუხლი 20. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
1.
სააგენტო ვალდებულია:
ა)
დაიცვას
ეკონომიკური
აგენტებისაგან
მიღებული
ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირების პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომლებიც
წარმოადგენენ ინფორმაციის მიმწოდებლებს და მიმართავენ სააგენტოს თხოვნით
მათი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2.
დაუშვებელია
კონფიდენციალური
ინფორმაციის
გაცემა
და
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გავრცელება,
გამონაკლისებისა.
3.
დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური
ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი მიზნით, აკადემიური,
სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის.
4.
სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა
გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
5.
ბრალეულობის ან/და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით,
სააგენტოს უფროსი ახორციელებს შემდეგი დისციპლინური სახდელების
შეფარდებას:
გაფრთხილება,
ხელფასის
დაკავება
ან/და
სამსახურიდან
გათავისუფლება.
6.
განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე
მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და
გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
14
მუხლი 21. ინტერესთა კონფლიქტი
1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაინტერესებული მხარეებისაგან
დამოუკიდებელია პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების
მიღებაში.
2. სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონეს ფინანსური ან სხვა საქმიანი
ურთიერთობა იმ ეკონომიკურ აგენტთან, რომელის მიმართაც ახორციელებს საქმის
მოკვლევას.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ
საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა
დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.
თავი V
აღსრულება
მუხლი 22. საჩივრის ან/და განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირები
1.
სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ეკონომიკურ აგენტს
(მომჩივანი), რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის
შედეგად უშუალოდ მიადგა ზიანი.
2.
სააგენტოში განცხადების წარდგენის უფლება აქვს პირს (განმცხადებელი),
რომელსაც გააჩნია ინფორმაცია ან რაიმე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ
ადგილი აქვს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა ამ კანონის
დარღვევის შედეგად მას უშუალოდ არ მიადგა ზიანი.
3.
მომჩივანმა სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარმოადგინოს
მტკიცებულებები.
4.
მომჩივანი განიხილება მხარედ და მას ეკისრება მტკიცების ტვირთი.
5.
განმცხადებელი არ განიხილება მხარედ.
მუხლი 23. საჩივრის ან/და განცხადების მიღების წესი
1. სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის ან/და
განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.
2. სააგენტო წერილობით აცნობებს მომჩივანს ან/და განმცხადებელს საჩივრის
ან/და განცხადების საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების ან დაწყებაზე უარის
თქმის შესახებ.
3. სააგენტოს უფლება აქვს მოსთხოვოს მომჩივანს ან/და განმცხადებელს
დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მიწოდება და განუსაზღვროს ვადა
15
მათი წარდგენისათვის.
4. საჩივრის და განცხადების ფორმას და წარდგენის წესს შეიმუშავებს და
ამტკიცებს სააგენტო.
5. მომჩივანი ან განმცხადებელი იხდის სააგენტოს მომსახურების საფასურს
საჩივრის ან განცხადების წარდგენასთან ერთად. სააგენტოს მომსახურების სახე და
საფასური მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 24. საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები
1.
სააგენტოს უფლება აქვს უარი თქვას საჩივრის ან/და განცხადების
საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ არის წარმოდგენილი
გამოთხოვილი ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში;
გ) არ არის წამოდგენილი საჩივრის ან/და განცხადების წარდგენის საფასურის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) წარმოდგენილი საჩივარი ან/და განცხადება არ შეესაბამება სააგენტოს
საქმიანობის მე–19 მუხლით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ე)
თუ
მოპასუხე
ეკონომიკური
აგენტის
მიმართ
აღძრულია
გადახდისუუნარობის საქმე.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლის არსებობისას, მომჩივანს უფლება აქვს კონკურენციის დარღვევასთან
დაკავშირებით მიმართოს სასამართლოს.
3.
სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის
შემთხვევაში ამ კანონის 23–ე მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული
მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის არ ბრუნდება.
მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი
1.
სააგენტო საჩივრის ან/და განცხადების საფუძველზე საქმის მოკვლევის
დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იწყებს საქმის არსებით
განხილვას და იღებს გადაწყვეტილებას არაუმეტეს 3 თვის ვადაში.
2.
საქმის
მოკვლევა
მისი
მნიშვნელობიდან
და
სირთულიდან
გამომდინარე შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით,
მაგრამ არაუმეტეს დამატებით 6 თვისა.
3.
ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული ვადა, გონივრული
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია 3 თვით გახანგრძლივდეს.
4.
სააგენტო მომჩივანს ან/და განმცხადებელს წერილობით აცნობებს
საქმის მოკვლევის გაგრძელების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისათვის
დადგენილი ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე.
5.
საქმის მოკვლევის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს
უფლება აქვს დაინტერესებული მხარისაგან გამოითხოვოს
ინფორმაცია და
დოკუმენტაცია.
16
6.
საქმის მოკვლევის პროცესში, სააგენტოს უფლება აქვს შესაბამისი
ეკონომიკური აგენტისაგან გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.
7.
საქმის
მოკვლევის პროცესში, სააგენტო იწვევს დაინტერესებულ
მხარეებს, მათგან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით.
8.
სააგენტოს უფლება აქვს ადგილზე შეამოწმოს ეკონომიკური აგენტი,
რომლის მიმართაც არსებობს საჩივარი ან/და განცხადება.
9.
სააგენტო
უფლებამოსილია
მიმართოს
მოტივირებული
შუამდგომლობით სასამართლოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული
ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების განხორციელების მიზნით, შემდეგ
შემთხვევებში:
ა) თუ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებით
შეუძლებელია საქმის მოკვლევისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის
მიღება;
ბ)
არსებობს
საქმის
გარემოებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
განადგურების ან/და დამალვის საშიშროება;
გ) მხარეები არ ასრულებენ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებას;
დ) აქტივების ვიზუალური დათვალიერების საჭიროების შემთხვევაში.
10.
მხარის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ან მოთხოვნილი
ინფორმაციის არასრულად მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
11.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება მოიცავს:
ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის,
მათ
შორის
ფინანსურ-ეკონომიკური
დოკუმენტაციის
გაცნობას,
მისი
კონფიდენციალურობის მიუხედავად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლების
გადაღებას;
გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;
დ) დაშვებას ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის
ადგილზე.
12.
თუ მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე საქმის მოკვლევის დაწყების
შემდეგ, საქმის მოკვლევა წყდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს
დასაბუთებული მტკიცებულება, რომ ადგილი აქვს კონკურენციის მნიშვნელოვან
შეზღუდვას.
13. თუ მომჩივანი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის შედეგად
მიღებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს
სასამართლოში.
მუხლი 26. ღონისძიებები კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით სასამართლოს მიერ საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე, ეკონომიკური აგენტისათვის კონკრეტული ქმედების
17
დროებით შეჩერების შესახებ, რომელზეც არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ იგი
იწვევს ამ კანონის მე–6 და მე–7 მუხლებით გათვალისიწინებულ კონკურენციის
მნიშვნელოვნად შეზღუდვას.
ბ) მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს საქმის გარემოებებთან დაკავშირებული
ინფორმაციის წარდგენა სააგენტოს მიერ დადგენილი პერიოდულობით.
2. სააგენტო, მომჩივანის თანხმობის საფუძველზე, არ მიმართავს სასამართლოს
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ შესაბამისი ეკონომიკური აგენტი
აღიარებს საქმის მოკვლევის შედეგად გამოვლენილ კონკურენციის დარღვევას და
სააგენტოს ბრძანების საფუძველზე აღნიშნული ეკონომიკური აგენტი წყვეტს
კონკურენციის შემზღუდავ ქმედებას. ამ შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილება
საბოლოოა.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სააგენტო
კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდავი ქმედების აკრძალვასთან ერთად,
შესაბამის ეკონომიკურ აგენტს დააკისრებს ამ კანონის 33–ე მუხლით განსაზღვრულ
ადმინისტრაციულ ჯარიმას.
მუხლი 27. ხანდაზმულობა
1.
ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან
დაკავშირებული დავის ხანდაზმულობის ვადა არის დარღვევის ჩადენიდან ან
დარღვევის შესახებ შეტყობინებიდან არა უმეტეს 3 წელი.
2.
იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების
დარღვევა განგრძობითი ხასიათისაა, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დინება
აითვლება დარღვევის ჩადენის დაწყებიდან.
მუხლი 28. უფლებამოსილი სასამართლო
1.
ამ კანონის დარღვევასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლო.
2.
მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ
სასამართლოში საქმის წარმოების დაწყება წარმოადგენს ამ კანონის დარღვევისათვის
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე
უარის თქმის ან შეწყვეტის საფუძველს.
მუხლი 29. სასამართლოსათვის საქმის გადაცემა
1. თუ საქმის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ამ კანონის დებულებების
დარღვევა, სააგენტო საქმეს გადასცემს სასამართლოს შემდგომი განხილვისათვის და
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს
უფლება აქვს სასამართლოს წინაშე წარსდგეს შუამავლობით ეკონომიკური აგენტის
მიმართ გამოსაყენებელი ჯარიმის თაობაზე.
3. სააგენტო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოდის როგორც მომჩივანი.
4. პირი, რომლის საჩივრის საფუძველზე განხორციელდა სააგენტოს მიერ
18
საქმის შესწავლა სასამართლოში გამოდის როგორც მესამე პირი.
5. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ სააგენტოს,
როგორც მომჩივანს და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს.
6. მესამე პირს უფლება აქვს, სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების
გამოტანის შემთხვევაში, იდაოს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო საქმის
განხილვის წესის შესაბამისად.
7. ამ კანონის VII თავით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და სანქციის
დაკისრების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი VI
თანამშრომლობა სააგენტოსა და დამოუკიდებელ
ეროვნულ მარეგულირებლებს შორის
მუხლი 30. თანამშრომლობა კონკურენციის დარღვევის შემთხვევების შესწავლისას
სააგენტო და შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებლები,
თანამშრომლობენ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებში
კონკურენციის დარღვევის შემთხვევების შესწავლის პროცესში.
მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები
1.
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოში წარდგენილი იქნა საჩივარი სატარიფო
რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროებში კონკურენციიის შესაძლო დარღვევის
შესახებ, აღნიშნული საჩივარი სააგენტომ უნდა გადაუგზავნოს შესაბამის
დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებლს.
2.
დამოუკიდებელმა
ეროვნულმა
მარეგულირებლმა,
სატარიფო
რეგულირების
მქონე
ეკონომიკურ
სფეროში
კონკურენციის
დარღვევის
შესწავლისათვის საქმის დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.
3.
დამოუკიდებელი
ეროვნული
მარეგულირებლის
მოთხოვნის
საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები
სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროებში კონკურენციის დარღვევის
შემთხვევების შესახებ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებლებისათვის
წარსადგენად.
4.
კონკურენციასთან დაკავშირებულ
საკითხებზე დამოუკიდებელ
ეროვნულ მარეგულირებელს შეუძლია კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს.
19
5.
სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის
დარღვევის შემთხვევების შესწავლისათვის შესაძლებელია შეიქმნას ერთობლივი
სამუშაო ჯგუფი.
6.
დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა შესაძლოა მიმართოს
სააგენტოს, სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროში კონკურენციის
დარღვევის შემთხვევის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით.
7.
სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებში, მესამე მხარის
ქსელში დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები
რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით და არ წარმოადგენს ამ კანონის
რეგულირების სფეროს.
8.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წინასწარ რეგულირებას და
ავტორიზებულ პირთა მიერ მათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულებაზე
მონიტორინგსა და აღსრულების უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”
საქართველოს
კანონით
დადგენილი
წესით;
კომისია
”ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით არეგულირებს,
განიხილავს და წყვეტს ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილ, მათ შორის
ავტორიზებულ პირებზე დაკისრებული შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებების
შესრულებასთან დაკავშირებულ დავებს.
თავი VII
სანქციები
მუხლი 32. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა
სააგენტოსათვის ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის ინფორმაციის
მიუწოდობლობა გამოიწვევს იურიდიული პირების დაჯარიმებას ათასიდან სამი
ათას ლარამდე.
მუხლი 33. ჯარიმა
1.
ამ კანონის მე–6 და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის
მნიშვნელოვნად შეზღუდვის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა,
რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფინანსური წლის განმავლობაში
ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული მოგების 10%–ს.
2.
ამ კანონის მე–6 და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის
მნიშვნელოვნად შეზღუდვის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა,
20
რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფინანსური წლის განმავლობაში
ეკონომიკური აგენტის ბრუნვის 2%–ს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ეკონომიკურ
აგენტს იმავე ფინანსური წლის პერიოდის განმავლობაში არ მიუღია მოგება.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენისას, მხედველობაში
მიღებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის
ხანგრძლივობა და მოცულობა.
მუხლი 34. სტრუქტურული სანქცია
1. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სტრუქტურული სანქცია დამრღვევი
ეკონომიკური აგენტის მიმართ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ეკონომიკურ
აგენტს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ იგი ამ კანონის მე–6
მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას ჩაიდენს განმეორებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით 33–ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის
გამოყენებით
შეუძლებელია
კონკურენციის
დარღვევის
აღკვეთა,
მაშინ
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტრუქტურული სანქცია.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტის შემთხვევაში, სტრუქტურული სანქცია
გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც კონკურენციის დარღვევით მიყენებული
შედეგების აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება.
თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 35.
1. 2016 წლის პირველი იანვრიდან, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა (გარდა ამ კანონითა და
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებისა) და კონკურენციის
შემზღუდველ
ხელშეკრულებებზე,
გადაწყვეტილებებსა
და
შეთანხმებულ
ქმედებებზე გავრცელდება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“
კანონი და მის აღსრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს
სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
2. ეს კანონი არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
არსებულ იმ ხელშეკრულებებსა და გადაწყვეტილებებზე, ასევე ადმინისტრაციულ
ორგანოების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დადებულ იქნა ამ კანონის ძალაში
შესვლამდე.
21
3. ეს კანონი არ ვრცელდება ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის
სფეროშიარსებულ იმ ხელშეკრულებებსა და გადაწყვეტილებებზე, ასევე
ადმინისტრაციულ ორგანოების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დადებულ იქნა ამ
კანონის ძალაში შესვლამდე.
4. ეს კანონი არ ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის
სფეროში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დადებულ ხელშეკრულებებსა და მიღებულ
გადაწყვეტილებებზე, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებზე.
5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გაუქმებულ იქნეს 2005 წლის საქართველოს
კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“.
5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
22
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებაზე მომავალი მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი
დაიწყო 2009 წელს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების
დაწყებისათვის მომზადების პროცესს საფუძველი დაუდო ევროკომისიის ფაქტების
შემსწავლელი მისიის (Commission services' fact-finding trade mission) ვიზიტმა
თბილისში, 2008 წლის 13-14 ოქტომბერს.
აღნიშნული ვიზიტის შედეგად, 2009 წლის მარტში ევროკომისიამ საქართველოს
მთავრობას გაუგზავნა რეკომენდაციები საქართველოში სხვადასხვა სფეროში
განსახორციელებელი რეფორმების შესახებ (EU Commission’s Recommendations Regarding
Georgia’s Preparedness for the DCFTA Negotiations).
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
მოლაპარაკებების
დაწყებისათვის
ევროკომისიის
მიერ
პრიორიტეტულად
დასახელდა შემდეგი 4 სფერო, მათ შორის კონკურენციის სფერო.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
(DCFTA) მოლაპარაკებების დაწყების წინამოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში,
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკურენციის პოლიტიკის
ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესაბამისად შემუშავდა „თავისუფალი ვაჭრობისა და
კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
კონკურენციის
კანონმდებლობის
საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებთან.
მიახლოება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: თავისუფალი ვაჭრობისა
და კონკურენციის არამართლზომიერი შემზღუდავი ქმედებების, თავისუფალი
ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის პრევენციისა და აღკვეთის სამართლებრივი
საფუძვლების განსაზღვრა. ისეთ ქმედებებზე რეაგირება, რომლებსაც ადგილი აქვს
23
შესაბამის ბაზარზე და არამართლზომიერად ზღუდავს საქართველოს სასაქონლო და
მომსახურების ბაზრებზე არსებულ კონკურენციასა და თავისუფალ ვაჭრობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან წესდება ახალი ტიპის ჯარიმა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის
მიღება
არ
ახდენს გავლენას
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებსა და საერთაშორისო
მოთხოვნებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
24
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე
მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა და
ევროკომისიის მიერ შერჩეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.
25