„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.09.2011
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 55 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) ამოღებულ იქნას 195-ე მუხლი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. კანონპროექტის შემუშავებამ განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას მონოპოლიური საქმიანობიდა და კონკურენციის შეზღუდვისათვის. ცვლილება აუქმებს სისხლის სამართლის კოდექსის 195–ე მუხლს. ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდავი ქმედებების ჩამდენი ეკონომიკური აგენტების მიმართ. პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმებს და სხვა სახის სანქციებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები 39 კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა. 40