„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.09.2011
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში წიაღის შესახებ (პარლამენტის უწყებანი, N16, 17 მაისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–14 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისას“. შესახებ 2. 21–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია: წიაღით რაციონალუური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა; ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, კონკურენციის პოლიტიკის გატარება წიაღით სარგებლობის სფეროში; წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის უცხოელების, აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა .” 3. 33–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. კონკურენციის პოლიტიკის მოთხოვნები: 1. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას წიაღით სარგებლობის სფეროში. 2. აკრძალულია წიაღით მოსარგებლებთა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვა. 3. წიაღის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 41
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. კანონპროექტის შემუშავებამ განაპირობა წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მიზნად განისაზღვრა კონკურენციული პოლიტიკის გატარება წიაღით სარგებლობის სფეროში. ცვლილების თანახმად დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციას. წიაღის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება 42 კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა. 43