„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N003, 27 მარტი, 1996, გვ. 15) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა
შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება
დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე,
აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას
მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის
შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის
შესაძლებლობას
ან
საშიშროებას.
საბანკო
საქმიანობაში
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული
ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ
პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
29
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. კანონპროექტის შემუშავებამ
განაპირობა “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”
საქართველოს კანონის გარკვეული ნორმების შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: კომერციული ბანკების
სფეროში კონკურენციის პოლიტიკის გამტარებელი არის ეროვნული ბანკი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის
მიღება
არ
ახდენს გავლენას
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება ევროკავშირის
30
დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე
მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.
31