„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.09.2011
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 59 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N33, 10 ნოემბერი, 2001, მუხ. 132) მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი გაუქმებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 35
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. კანონპროექტის შემუშავებამ განაპირობა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის თანახმად, უქმდება მე–4 მუზლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება ექნება სსიპ კონკურენციისა და სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან 36 კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა. 37