„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ"
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კოდექსი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის შესახებ
კარი I
ზოგადი დებულებები
თავი I
შესავალი დებულებები
მუხლი 1. კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კოდექსის მიზანია
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების
ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბება მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
2. ეს კოდექსი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტიბუციაზე,,
რომელიც ხორციელდება
საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე პირველად
წარმოებაზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და
ფიტოსანიტარიული კონტროლი, , რომელიც დაკავშირეულია საქონლის
ეკონომიკური საზღვრზე გადაადგილებასთან (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და
ტრანზიტი) რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით
და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4.
ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და
მოთხოვნებს;
ბ) სურსათისა/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს;
გ)
სურსათის/ცხოველის
საკვების
და
პირველადი
წარმოების
მიკვლევადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
44
დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი
ორგანოების კომპეტენციებს;
ე) ბიზნეს–ოპერატორის ვალდებულებებს;
ვ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინს;
ზ) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაზე შესაბამის პასუხისმგებლობებს.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამარტივებული მოთხოვნები
ვრცელდება:
ა) იმ ბიზნეს–ოპერატორზე, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე
ბიზნესის სტატუსი და რომელიც ეწევა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას.
ბ) იმ ბიზნეს–ოპერატორზე, რომელიც ეწევა სურსათის/ცხოველის საკვების
წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას
ტრადიციული მეთოდების გამოყენებით;
გ) იმ ბიზნეს–ოპერატორზე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული
წესით ეწევა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და
დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას.
6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების
სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის (შემდგომში – ოჯახური
წარმოების სუბიექტი) მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე.
7. ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სახელმწიფო კონტროლის
ფარგლებში,
ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება
ამ კოდექსით
გათვალისწინებული მასთან დაკავშირებული დებულებები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.
სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული
ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე, მოიცავს: ყველა სახის სასმელს
(მათ შორის სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ
ნივთიერებას წყლის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში
მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის
საკვებს, ცოცხალ ცხოველს, მცენარეებს მოსავლის აღებამდე, პრეპარატებს ან
სამკურნალო საშუალებებს, კოსმეტიკას, თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტებს,
ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და
დამაბინძურებლებს.
2. პირველადი წარმოება –
პროცესი, რომელიც მოიცავს მცენარის მოყვანას,
მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით; ცხოველის გაზრდას, მოშენებას
დაკვლამდე, რძის წველის ჩათვლით. ასევე, პირველადი წარმოება
მოიცავს
ნადირობას, თევზჭერასა და ველური მცენარეების შეგროვებას.
45
3. პირველადი პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან
ცხოველის საკვებად და მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე,
მათ შორის
ნიადაგიდან, ცხოველის მოშენების, ნადირობისა და თევზჭერის
შედეგად.
4. ცხოველის საკვები –
სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის
საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული თუ გადაუმუშავებელი
ნივთიერება ან პროდუქტი, საკვებდანამატის ჩათვლით.
5. სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველი (შემდგომში –ცხოველი) –
ყველა სახის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი
ცხოველი,
ამფიბია,
კიბოსნაირი,
მოლუსკი,
საინკუბაციო
კვერცხი,
განაყოფიერებული ქვირითი, რომლებიც გამოიყენება სურსათის საწარმოებლად.
6. სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი მცენარე (შემდგომში – მცენარე) ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები, თესლებისა და გენეტიკური მასალის
ჩათვლით.
7. სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული
ქმედება,
რომელიც
ხორციელდება
ბიზნეს–ოპერატორის
მიმართ,
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის
მიზნით. სახელმწიფო კონტროლის სახეებია: სურსათის/ცხოველის საკვების
კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარული კონტროლი.
7.1. სურსათის /ცხოველი საკვების უვნებლობის კონტროლი – ქმედება, რომელიც
ხორციელდება ბიზნეს–ოპერატორის მიმართ სურსათისა/ცხოველის საკვების
კანონმდებლობით გათვალისწინებული უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით.
7.2. ვეტერინარული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ბიზნეს–
ოპერატორის მიმართ ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
7.3. ფიტოსანიტარიული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ბიზნეს–
ოპერატორის მიმართ მცენარეების მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის მიზნით.
8. უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი.
9. გადამუშავება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად
პროდუქტს, მათ შორის გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება,
გამოშრობა,
46
დამარილება, გამოწურვა ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია.
10. გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ
გაუვლია გადამუშავების პროცესი, და რომელიც დაიკლა, დაიჩეხა, დაიჭრა
ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, გატყავდა, დაქუცმაცდა,
გაიწმინდა, მოიჭრა,
მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა.
11. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება
გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად.
გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს,
რომლებიც აუცილებელია მათი წარმოების ან მათთვის სპეციფიკური თვისებების
მინიჭებისათვის.
12. საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც
ჩვეულებრივ პირობებში არ
გამოიყენება საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების,
გადამუშავებისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ხდება
სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი.
13. მავნე სურსათი/ცხოველის საკვები – სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
14. ბიზნეს–ოპერატორი
–
მეწარმე
სუბიექტი,
რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებულია სურსათის/ცხოველის საკვების
ბიზნეს–ოპერატორად და რომელიც პასუხისმგებელია სურსათის/ცხოველის საკვების
წარმოებასთან, გადამუშვებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად
წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
15. წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი
ეტაპი სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტის,
პირველადი წარმოების,
გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის ან საბოლოო
მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით.
16. ტრადიციული მეთოდი – მეთოდი, რომელიც გულისხმობს სურსათის/ცხოველის
საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად
წარმოებას ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული
მეთოდების
გამოყენებით,
ტრადიციული
ადგილობრივი
ფერმერული
მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით.
17. მაღალმთიანი რეგიონი – გეოგრაფიული არეალი, რომელიც შეესაბამება
47
“მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური
და
კულტურული
განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი
რეგიონის ცნებას.
18. ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი
წარმოება პირადი მოხმარების მიზნით.
19. ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად
წარმოებას
არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით.
20. მცირე ბიზნესი – ბიზნეს-ოპერატორი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება
500 000 ლარს.
21. ბაზარზე განთავსება – სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის,
ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის და აგროქიმიკატის საბოლოო
მომხმარებლისათვის მიწოდება მისი რეალიზაციის გზით.
22. საცალო ვაჭრობის პუნქტი – სურსათის/ცხოველის საკვების, მცენარის,
ცხოველის,
ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის
სარეალიზაციოდ განკუთვნილი ობიექტი, რომელიც ახორციელებს საბოლოო
მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდებას.
23. საბოლოო
მომხმარებელი
–
მომხმარებელი,
რომელიც
არ
იყენებს
სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს,
ვეტერინარულ პრეპარატს,
პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს მისი რეალიზაციის მიზნით.
24. საფრთხე – ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა
სურსათში /ცხოველის საკვებში , ცხოველში და მცენარეში, რომელმაც შესაძლებელია
ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.
25. რისკი – საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე
მავნე ზემოქმედების ალბათობა.
26. ინსპექტირება – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი,
რომელიც მოიცავს პირველადი წარმოების, სურსათის/ცხოველის საკვების
წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნეს–ოპერატორის
ადგილზე შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით.
27. ნიმუშის
აღება
–
ქმედება,
რომელიც
მოიცავს
მონიტორინგის,
48
ზედამხედველობისა და ინსპექტირების დროს, სურსათის/ცხოველის საკვებიდან,
ცხოველიდან,
მცენარიდან,
ვეტერინარული
პრეპარატიდან,
ნიადაგიდან,
პესტიციდისა და აგროქიმიკატიდან ნიმუშის აღებას, მისი ორგანოლეპტიკური
მახასიათებლების შეფასებისა ან/და ლაბარატორიული ანალიზის ჩატარების მიზნით.
28. საინსპექციო ორგანო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკრედიტირებულია
საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის
ცენტრის მიერ და რომლიც ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას.
29. ვეტერინარი
ექიმი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო
აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სასწავლებელის მიერ გაცემული შესაბამისი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
30. ვეტერინარი ტექნიკოსი
დიპლომი ან სერტიფიკატი.
–
პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული
31. მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად
განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, ასევე სურსათის საწარმოებლად
განკუთვნილი ცხოველისა და მცენარის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის
დადგენის შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყოველ
ეტაპზე.
32. პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების,
ცხოველის, მცენარის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის
იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნეს–
ოპერატორის მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი
ეტიკეტით.
33. ეტიკეტი – სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ნებისმიერი
ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული
შეფუთვაზე, სურსათს/ცხოველის საკვებს თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ
დოკუმენტზე.
34. ორგანოლეპტიკური მახასიათებლები – მახასიათებლები, რომლებიც ადამიანის
გრძნობის ორგანოებით აღიქმება (შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი, კონსისტენცია და
სხვა).
35. შეუსაბამობა – სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის
სფეროებში
ბიზნეს–ოპერატორის
საქმიანობის
(მათ
შორის,
სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების) შეუსაბამობა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობა შეიძლება იყოს
49
არაკრიტიკული ან კრიტიკული.
35.1. არაკრიტიკული შეუსაბამობა _ შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ
საფრთხეს ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის
სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის
შეჩერების გარეშე;
35.2. კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, როლმის დროსაც აღმოჩენილია
ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი
სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან
აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების
გარეშე ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
36. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა – პროგრამა, რომელიც მოიცავს
წლის განმავლობაში განსახორციელებელ სახელმწიფო კონტროლის სახეებს,
მექანიზმებსა და რაოდენობას.
37. გონივრული ვადა – პერიოდი, რომელიც დგინდება ბიზნესოპერატორისა და
ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის შეთანხმების საფუძველზე და საჭიროა
რეკომენდაციით განსაზღვრული ხარვეზის ტექნიკურად გამოსწორებისათვის.
38. საგამოცდო ლაბორატორია – დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტაციის
ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული
ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო
რეესტრში ან საერთაშორისო (მათ შორის, სხვა ქვეყნების) აკრედიტაციის მქონე
ლაბორატორია.
39. დასაბუთებული ეჭვი – პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის
შედეგის ამსახველი დოკუმენტი, რომ პროდუქტი არ არის უვნებელი.
40. დაავადება – ინფექციის კლინიკური და/ან პათოლოგიური გამოვლინება.
41. ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ინფექციური აგენტის შეჭრა და
განვითარება ან გამრავლება.
42. დასნებოვნებული ზონები – ზონები, რომლებშიც დადასტურებულია დაავადების
არსებობა.
43. ეპიზოოტია – გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის
დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში.
50
44. გადამდები დაავადება – ისეთი ინფექციური და ინვაზიური დაავადება, რომელიც
ცხოველიდან ცხოველს გადაედება .
45. ზოონოზური დაავადებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური დაავადებები,
რომლებიც გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს ან ადამიანიდან ცხოველს.
46. ვეტერინარული პრეპარატი – ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული
საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის,
დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის,
გაუმჯობესებისა და შეცვლის მიზნით.
47. ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის ეროვნული სააგენტოს
მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე, სარეგისტრაციო
მოწმობის გაცემას და ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრში
გატარებას.
48. ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი –
რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული პრეპარატის მიმართ, რომელიც
საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული
სხვა
ქვეყნის
ან
სახელმწიფოთაშორისი
ვეტერინარული
პრეპარატის
მარეგულირებელმა
სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე.
49. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – ფიტოსანიტარიული პროცედურების
შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის
საერთაშორისო კონვენციით (FAO 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
50. სურსათის და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი –
სურსათის/ტარის
უვნებლობის
ჰიგიენურ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
51. ვეტერინარული სერტიფიკატი – საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის
თანახმად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი
ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
52. შესაბამისობის შეფასების აქტი – სურსათის ეროვნული სააგენტოს ან საინსპექციო
ორგანოს
უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ინსპექტირების
შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ბიზნეს–ოპერატორის
51
შემოწმების შედეგებსა და მისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის შეფასების მონაცემებს.
53. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს
ბიზნეს–ოპერატორის საქმიანობის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებთან.
54. პესტიციდები - მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც წარმოშობით
შეიძლება იყოს ქიმიური, ბიოლოგიური და მცენარეული.
55. აგროქიმიკატი – ყველა სახის სასუქი, მელიორანტები, აგრომადნეულები,
რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა
გასანოყიერებლად და ნიადაგის გასაუმჯობესაებლად.
56. მავნე ორგანიზმი - მცენარეების ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე
მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან
ბიოტიპი
57. მელიორანტები და აგრომადნეულები – ბუნებრივი ნაერთები, წარმოების
ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური და ბიოლოგიური
თვისებების გასუმჯობესებლად.
58. კარანტინი - გარკვეულ მოქმედებათა შეზღუდვა ან/და სავარაუდოდ, დაავადების
მქონე ობიექტის განცალკევება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველთა და
ადამიანთა ინფექციებისა და მავნებლების გავრცელება.
59. საკარანტინო ზონა - ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი
და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი აღმოფხვრის მიზნით.
60. მცენარეთა კარანტინი - საკარანტინო ღონისძიებათა ერთობლიობა მცენარეთა
საკარანტინო ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
61. ვეტერინარული კარანტინი - საკარანტინო ღონისძიებათა ერთობლიობა
გადამდები ან ზოონოზური დაავადებების საქართველოში გავრცელების თავიდან
ასაცილებლად.
62. ფიტოსანიტარული რეგულირებადი ობიექტი – ნებისმიერი მცენარე, მცენარეული პროდუქტი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება,
კონტეინერი, ნიადაგი და სხვა ორგანიზმი, ობიექტი ან მასალა, სადაც შესაძლებელია
მავნე ორგანიზმის არსებობა, ან რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას, რომელთა
52
მიმართ აუცილებელია გატარდეს ფიტოსანიტარიული ზომები, განსაკუთრებით იმ
შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს.
63. ვეტერინარული საკარანტინო ობიექტი - სავარაუდოდ დაავადების მქონე ან უკვე
დაავადებული ცხოველი, მისი განთავსების და შენახვის ადგილი და ტერიტორია,
სავარაუდოდ ინფიცირებული ან უკვე ინფიცირებული ცხოველური წარმოშობის
სურსათი/ცხოველის საკვები, ნედლეული.
64. მავნე ორგანიზმი – საკარანტინო მავნე ორგანიზმი ან არასაკარანტინო მავნე
ორგანიზმი.
65. საკარანტინო მავნე ორგანიზმი - მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი
აგენტი ან/და სარეველა, რომელიც არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული
ქვეყნის ტერიტორიაზე და პოტენციურ საფრთხეს უქმნის მცენარეთა სიჯანსაღეს.
66. არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი – არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი, რომლის
არსებობა სარგავ და სათესლე მასალაში იძლევა ეკონომიკურად არასასურველ ეფექტს ამ მცენარეების გამიზნული გამოყენების შემთხვევაში, რის გამოც ისინი
რეგულირდება
ხელშემკვრელი
მხარის
ტერიტორიაზე
იმპორტის
განხორციელებისას.
67.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით - პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაციის პროცესი
დოსიეს შემოწმების, სამეცნიერო-კომპლექსური ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო
გამოცდის საფუძველზე.
68. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
აღიარებითი რეჟიმით - პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაციის პროცესი
დოსიეს შემოწმების საფუძველზე.
თავი II
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის
ძირითადი პრინციპები
მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის ძირითადი
პრინციპები
53
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითადი პრინციპებია რისკის
ანალიზი, პრევენცია, გამჭვირვალობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
მუხლი 4. რისკის ანალიზი
1. ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ამ
კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები უნდა ეფუძნებოდეს რისკის
ანალიზს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შექმნილი განსაკუთრებული გარემოებები
არ იძლევა ამის შესაძლებლობას.
2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტებს:
რისკის შეფასებას, რისკის კომუნიკაციასა და რისკის მართვას. ასევე, რისკის
ანალიზი შეიძლება მოიცავდეს ამ კოდექსის მე–8 მუხლით გათვალისწინებულ
დამატებით ღონისძიებებს.
მუხლი 5. რისკის შეფასება
1.
რისკის
შეფასება
მოიცავს
ოთხ
საფეხურს:
საფრთხის
იდენტიფიცირებას, საფრთხის აღწერას, საფრთხის გამოვლენის შეფასებასა და
რისკის დახასიათებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია
ეფუძნებოდეს მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს.
2.
რისკის შეფასება ხორციელდება ობიექტურად და გამჭვირვალედ.
მუხლი 6. რისკის კომუნიკაცია
1. რისკის კომუნიკაცია არის რისკის ანალიზის პროცესში ინფორმაციისა და
დასკვნების შეუფერხებელი გაცვლა რისკის შემფასებელებს, რისკის მართვაზე
პასუხისმგებელ პირებს, ასევე მომხმარებლებსა და ბიზნეს–ოპერატორებს შორის
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხის, რისკის
რისკის
მართვის
პროცესში
მიღებული
შეფასების
შედეგებისა
და
გადაწყვეტილებების შესახებ.
2. რისკის კომუნიკაციის მიზანია რისკის მართვაზე, სურსათისა/ცხოველის
საკვების კონტროლზე ბიზნეს–ოპერატორთა და მომხმარებელთა უზრუნველყოფა
დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით სურსათთან/ცხოველის
საკვებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.
მუხლი 7. რისკის მართვა
1. რისკის მართვა არის რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი,
რომლის დროსაც რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხდება
სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების და შესაძლო
54
რისკების შემცირების ან თავიდან აცილების მიზნით გადაწყვეტილების მიღება
სათანადო ალტერნატივის შერჩევის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, რისკის
მართვა, ასევე, მოიცავს სათანადო პრევენციული ზომების შერჩევას.
2. რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი
უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზომების გატარება სურსათის/ცხოველის საკვების
მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის, ან
პრევენციის მიზნით. აღნიშნული ზომები უნდა იყოს ეფექტიანი, ობიექტური და
ადეკვატური.
მუხლი 8. რისკის ანალიზთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის
უზრუნველსაყოფად
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რისკის ანალიზთან დაკავშირებული შემდეგი
დამატებითი ღონისძიებები:
ა) კომპეტენტური სამეცნიერო დასკვნის მიწოდება საქართველოს მთავრობის,
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის
შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით;
ბ) რისკის შეფასებისა
და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის
შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა
და ანალიზი;
დ) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;
ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში დაინტერესებული
მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება საგანგებო ზომების გატარებისას
საგანგებო ვითარების დროს ამ კანონის 51–ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 9. პრევენციის პრინციპი
1. შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების გატარება
განსაკუთრებული გარემოებების დროს, როდესაც დადგენილია ადამიანთა და
ცხოველთა ჯანმრთელობაზე სურსათის ან ცხოველის საკვების მავნე ზეგავლენის
შესაძლებლობა და არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ ხერხდება მისი
მეცნიერულად დასაბუთება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გატარებული ზომები უნდა იყოს
საფრთხის პროპორციული.
მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი
1. რისკის მართვის ზომების შემუშავების, განხილვისა და შეფასების პროცესი
არის
საჯარო,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
55
განსაკუთრებული შემთხვევებისა.
2. რისკის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის
ხასიათისა და მისი სერიოზულობიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო
ვალდებულია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის
ჯანმრთელობაზე რისკის გავლენისა და რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის
საკვების შესახებ.
ასევე, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ფართო
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზომების თაობაზე, რომლებიც ტარდება
ამ რისკის შემცირებისა და აღმოფხვრისათვის.
თავი III
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები
მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები
1. ბიზნეს-ოპერატორს უფლება აქვს ბაზარზე განათავსოს სურსათი, თუ იგი
აკმაყოფილებს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
უვნებლობის
მოთხოვნებს.
2. სურსათი მიჩნეულია უვნებლად თუ იგი ადამიანის ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისათვის არ არის საზიანო.
3. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი
ფაქტორები:
ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, ასევე პირველადი
წარმოების შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ;
ბ) სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება საბოლოო მომხმარებლის მიერ;
გ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე სურსათის
ზეგავლენის დონე, თუ აღნიშნული სურსათი სპეციალური კატეგორიის
მომხმარებლისათვისაა განკუთვნილი.
4. თუ სურსათი ვერ აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს, აღნიშნული
სურსათის მთელი პარტია მიიჩნევა მავნედ თუ არ არის შესაბამისი შეფასების
შედეგად დადასტურებული, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
5. სურსათის დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ
მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სათანადო
ზომების მიღებას მისი ბაზარზე განთავსების შეზღუდვა/აკრძალვასთან ან ბაზრიდან
ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ
მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად სურსათი არ არის
უვნებელი.
56
მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები
1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის
საკვებად გამოყენებული, თუ იგი არ არის უვნებელი.
2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიიჩნევა
უვნებლად.
3. ცხოველის საკვები ითვლება მავნედ თავისი დანიშნულებისამებრ
გამოყენებისათვის, თუ:
ა) მას საზიანო გავლენა აქვს ცხოველის ჯანმრთელობაზე ან/და
ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა
ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4. თუ ცხოველის საკვები ვერ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის
მოთხოვნებს, ცხოველის საკვების მთელი პარტია მიიჩნევა მავნედ, თუ არ არის
შესაბამისი შეფასების შედეგად დადასტურებული, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი
აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს.
5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა
დადგენილ მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე განთავსების შეზღუდვა/აკრძალვასთან ან
ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ
დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად ცხოველის საკვები არ არის უვნებელი.
მუხლი 13. ბიზნეს–ოპერატორად რეგისტრაცია
პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია პირველად წარმოებასთან,
სურსათის/ცხოველის
საკვების
წარმოებასთან,
გადამუშავებასთან
ან/და
დისტრიბუციასთან,
ვალდებულია
დარეგისტრირდეს
ბიზნეს–ოპერატორად
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
მუხლი 14. ბიზნეს–ოპერატორის ვალდებულებები სურსათისა/ცხოველის საკვების
უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
1. ბიზნეს–ოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია
უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების შესაბამისობა ამ კოდექსისა და
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ ბიზნეს–ოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ
იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე
განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები
მავნებელია ადამიანის/ცხოველის
ჯანმრთელობისათვის, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ
სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე
57
განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
3. ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული
მავნებელი სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასა და ამ მიზნით გატარებულ
ზომებთან დაკავშირებით წერილობით აცნობოს სააგენტოს.
მუხლი 15. ბიზნეს–ოპერატორის ვალდებულებები ცხოველის ჯანმრთელობის
დაცვასთან დაკავშირებით
1. ბიზნეს–ოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის მოშენებას ან/და დაკვლას, ამ
კანონის მე–14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, ვალდებულია
დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები,
როგორიცაა:
ა) ცხოველის ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო
ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური
გამოკვლევები, მკურნალობისა და სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო
ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს
ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ;
გ) განახორციელოს სააგენტოს მითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო,
პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის;
დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველების
დაავადების სადიაგნოსტიკო, საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო
ღონისძიებების განხორციელებისას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური
წარმოების სუბიექტზეც.
მუხლი 16. ბიზნეს–ოპერატორის
დაკავშირებით
ვალდებულებები
მცენარეთა
დაცვასთან
1. ბიზნეს–ოპერატორი, როელიც ეწევა სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი
მცენარის მოყვანასა და გაზრდას, ამ კოდექსის მე–14 მუხლით გათვალისწინებული
მოთხოვნების გარდა ვალდებულია:
ა) დაიცვას მცენარეები საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;
ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდების მავნე ზემოქმედება ადამიანთა და
ცხოველთა ჯანმრთელობაზე;
გ) განახორციელოს სააგენტოს მითებები მცენარეთა იმ მავნე ორგანიზმების
მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საშიშია მცენარეების,
ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობისათვის;
დ)
ითანამშრომლოს
შესაბამის
უფლებამოსილ
ორგანოებთან
მავნე
ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო
ღონისძიებების გატარებისას.
58
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური
წარმოების სუბიექტზეც.
მუხლი
17.
სურსათის/ცხოველის
საკვების
მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
და
პირველადი
წარმოების
1.
სურსათის/ცხოველის
საკვების
და
პირველადი
წარმოების
მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წარმოების, გადამუშავებისა და
დისტრიბუციის თითოეულ ეტაპზე.
2.
ბიზნეს–ოპერატორი
ვალდებულია
ფლობდეს
ინფორმაციას
სურსათის/ცხოველის
საკვების,
სურსათის
საწარმოებლად
განკუთვნილი
ნედლეულის, მცენარისა და ცხოველის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო
მონაცემებთან, ფაქტობრივ მისამართსა და პროდუქტის ჩაბარების თარიღთან
დაკავშირებით.
3.
ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას იმ პირთა
საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ფაქტობრივი მისამართის შესახებ ვისაც მიაწოდა
წარმოებული სურსათი/ცხოველის საკვები, სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი
ნედლეული, ცხოველი ან/და მცენარე, პროდუქტის მიწოდების თარიღის მითითებით
.
4.
ამ მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის
შემოწმება ხორციელდება დოკუმენტური შემოწმების გზით ამ კოდექსის 47–მუხლის
შესაბამისად.
მუხლი 18. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესი
1.
სარეალიზაციოდ
განკუთვნილი
სურსათი/ცხოველის
ეტიკეტირებული უნდა იყოს დადგენილი წესით.
2.
სარეალიზაციოდ
განკუთვნილი
სურსათი/ცხოველის
ეტიკეტირების წესი მოწმდება ინსპექტირების დროს.
საკვების
საკვების
თავი IV
სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები
მუხლი 19. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები
და
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა
დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა
59
და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათი კომპეტენციის
ფარგლებში.
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა
დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო)
საქართველოს ტერიტორიაზე ამ კოდექსის შესაბამისად, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში - სამსახური) - საქონლის
საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას ამ კოდექსის,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 20. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროში
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის
სფეროში
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
უფლებამოსილებებია:
ა) ნორმატიული აქტების გამოცემა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში
მონაწილეობა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;
გ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კანონის 52-ე
მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების
განხორციელება.
მუხლი 21. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის უვნებლობის სფეროში
სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებია:
ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და კონკრეტული პარამეტრების
განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის სურსათის უვნებლობასთან
დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგისა და შესაბამის
მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) ამ კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის
მართვაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ინფორმაციის
კომუნიკაციის
უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის
საერთაშორისო
წესებით
60
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 22. სააგენტოს უფლებამოსილება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და
მცენარეთა დაცვის სფეროში
1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში
სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) რისკის ანალიზის უზრუნველყოფა და განხორციელება;
ბ) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე,
სურსათის/ცხოველის
საკვების,
პირველადი
წარმოების
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო
კონტროლის განხორციელება;
გ)
მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კონტროლისა შიდა
სისტემების არსებობის დადგენა;
დ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის
უზრუნველყოფისათვის ვეტერინარული კონტროლის განხორციელება, მათ შორის
ეპიზოოტური დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო
ღონისძიების პროგრამების შემუშავება და ორგანიზება;
ე)
ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეგისტრაცია, მათ
შორის, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად
უვარგისად
მიჩნეული
ვეტერინარული
დანიშნულების
პრეპარატების
განადგურებაზე ზედამხედველობა;
ვ) ბიოლოგიური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე
ზედამხედველობა, გარდა საშიში და სამედიცინო ბიოლოგიური ნარჩენებისა;
ზ) ცხოველთა გადარეკვის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
თ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;
ი) ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელება, მათ შორის, მავნე
ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო
ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და გატარება;
კ) მცენარეთადა ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;
ლ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა
დაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი
მოთხოვნების შესახებ ბიზნეს–
ოპერატორებისა და მომხმარებელთა ინფორმირება;
მ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და
სარეველების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, გამოვლენა და
დიაგნოსტიკა;
ნ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და
სარეველების მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;
ო) რისკის ანალიზის საფუძველზე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ
პრევენციული და ლოკალიზაცია/ლიკვიდაციის ღონისძიებების შემუშავება და
61
განხორციელება;
პ) კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატების, ნებართვების და
ლიცენზიების გაცემა.
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სააგენტო მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების მიზნით
თანამშრომლობს
შესაბამის
სახელმწიფო
უწყებებთან,
ადგილობრივ
და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 23. სამსახურის უფლებამოსილება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და
მცენარეთა დაცვის სფეროში
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს
ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებისას სამსახური ახორციელებს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს;
ბ) ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს;
გ) ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს .
მუხლი 24. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა
1. სურსათის
უვნებლობის
სახელმწიფო
კონტროლის
ეფექტურად
განხორციელების
მიზნით,
სურსათის/ცხოველის საკვების, სურსათის
საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის ან/და მცენარის
საქართველოს
საქონლის
ტერიტორიაზე
მიმოქცევის,
ასევე
ეკონომიკური
საზღვრზე
გადაადგილებისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ
პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) ინფორმაციის ურთიერთგაცვლა – სააგენტო და სამსახური კომპეტენციის
ფარგლებში ვალდებულნი არიან რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს
ინფორომაცია,
სურსათის/ცხოველის
საკვების,
სურსათის
საწარმოებლად
განკუთვნილი ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების
თაობაზე, ასევე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
როგორც ეკონომიკური საზღვრზე საქონლის გადაადგილებისას
, ასევე მისი
საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ;
ბ) საინფორმაციო ბაზაზე ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური
ვალდებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების
შესაბამისად უზრუნველყონ ურთიერთდაშვება და ხელმისაწვდომობა მათ მიერ
წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან, რომელიც საჭიროა სააგენტოსა და
სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხოციელებისთვის;
გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად
ურთიერთგაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებულნი არიან უზრუნველყონ
სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზება, ასევე სისტემის
62
მეშვეობით
უზრუნველყონ
ინფორმაციის
ოპერატიულად
გაცვლა
სურსათის/ცხოველის საკვებთან, სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის
ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელებული და განსახორციელებელი
ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
3. სააგენტო და სამსახური ვალდებულნი არიან ურთიერთთანამშრომლობისა
და
მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე, შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი
სისტემა. დაუშვებელია
ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთანხმებელი ან ისეთი
ქმედებების
განხორციელება, რომელიც წინააღმდეგობაშია ამ მუხლით
განსაზღვრულ პრინციპებთან და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ
მოთხოვნებთან.
კარი II
სახელმწიფო კონტროლი
თავი V
სახელმწიფო კონტროლის სახეები და მექანიზმები
მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები
სახელმწიფო კონტროლის სახეებია:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, რომლის მიზანია
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფა;
ბ) ვეტერინარული კონტროლი, რომლის მიზანია ცხოველის ჯანმრთელობის
დაცვა;
გ) ფიტოსანიტარული კონტროლი, რომლის მიზანია მცენარეთა დაცვა მავნე
ორგანიზმებისაგან.
მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული
კონტროლისა და ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:
ა) გეგმური და არაგეგმიური ინსპექტირება;
ბ) მონიტორინგი;
გ) დოკუმენტური შემოწმება;
დ) ნიმუშის აღება;
63
ე) ზედამხედველობა.
მუხლი 27. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში
1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება რისკის ანალიზის
საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის
შესაბამისად,
რომელიც
მტკიცდება
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს მიერ.
2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში
განსახორციელებელ სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებსა და
რაოდენობას.
3. სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის
შედეგების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, რომელიც მოიცავს:
ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მექანიზმებსა და რაოდენობას;
ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;
გ) აღმოჩენილი შეუსაბამობის საპასუხოდ გატარებულ ზომებს.
თავი VI
ინსპექტირება
მუხლი 28. ინსპექტირების ზოგადი პრინციპები
1. ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს და მის კოორდინაციას
ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსით დადგენილი წეით.
2. სახელმწიფო კონტროლის მიზნით სააგენტო ახორციელებს არაგეგმურ
ინსპექტირებას, ხოლო საინსპექციო ორგანო – გეგმურ ინსპექტირებას.
3.
სახელმწიფო
კონტროლის
კოორდინაციის
მიზნით,
სააგენტო
ზედამხედველობას უწევს საინსპექციო ორგანოს გეგმური ინსპექტირების
განხორციელებას შემდეგი სახით:
ა) საინსპექციო ორგანოს მიერ წარდგენილი შესაბამისობის შეფასების აქტის
ასლის დოკუმენტური შემოწმების მეშვეობით;
ბ) ინქპექტირების შედეგად საინსპექციო ორგანოს მიერ მოპოვებული სხვა
დამატებითი მასალის დოკუმენტური შემოწმების მეშვეობით;
გ) საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებზე
საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, არაგეგმიური ინსპექტირების
განხორციელების მეშვეობით.
4. საინსპექციო ორგანო ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე გეგმური
ინსპექტირების შედეგად მოპოვებული დოკუმენტური მასალის სააგენტოსათვის
წარდგენის მეშვეობით ამ კოდექსის 32–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად.
64
5. სააგენტო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას საინსპექციო ორგანოსაგან 31–ე
მუხლის მე–3 ნაწილით განსაზღვრული შეტყობინების მიღებამდე, ხოლო
შეტყობინების
მიღების შემდეგ, საინსპექციო ორგანო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას შეტყობინებაში
მითითებულ ტერიტორიასა და წარმოების სახეობაზე.
6. ამ მუხლის მე–5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო
აგრძელებს გეგმური ინსპექტირებას იმ ტერიტორიასა და წარმოების სახეობაზე,
სადაც არ არის საინსპექცო ორგანო.
7. იკრძალება ერთი და იმავე ბიზნეს–ოპერატორის პარალელური გეგმური
ინსპექტირება სააგენტოსა და საინსპექციო ორგანოს მიერ.
8. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე
განსაზღვრული
პრიორიტეტების
მიხედვით
შემუშავებული
სახელმწიფო
კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 29. გეგმური ინსპექტირების პერიოდულობა
1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ბიზნეს–ოპერატორად დარეგისტრირებულ საწარმოებში.
2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ამ კოდექსის 27-ე მუხლის
საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სახელმწიფო კონტროლის წლიური
პროგრამის შესაბამისად.
3. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება წელიწადში
ერთხელ რისკის
ანალიზის საფუძველზე.
მუხლი 30. არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი
არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) მოსახლეობასა და ცხოველებში მასობრივი კვებითი მოშხამვების დროს;
ბ) მოსახლეობასა და ცხოველებში მასობრივი დაავადებების დროს;
გ) საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებზე
საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში;
დ) სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოს წერილობითი შუამდგომლობა.
მუხლი 31. საინსპექციო ორგანო
1. საინსპექციო ორგანო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას.
2. საინსპექციო ორგანო ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის
დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)
წევრი ქვეყნების საინსპექციო ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა
მოიცავს საქართველოს ტერიტორიასაც.
65
3. საინსპექციო ორგანომ საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს უნდა გაუგზავნოს
შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. საინსპექციო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე–3 ნაწილით განსაზღვრულ შეტყობინებაში
უნდა მიეთითოს:
ა) ტერიტორია (დაფარვის არეალი), სადაც საინსპექციო ორგანო განახორციელებს გეგმურ
ინსპექტირებას;
ბ)
წარმოების
სახეობა,
სადაც
საინსპექციო
ორგანო
განახორციელებს
გეგმურ
ინსპექტირებას.
5.
სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე–3 ნაწილით განსაზღვრული
შეტყობინების მიღების შემდეგ, უზრუნველყოს საინსპექციო ორგანოს შესახებ
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავის ელექტრონულ ვებ–გვერდზე განთავსების
გზით.
6. საინსპექციო ორგანომ საქმიანობის შეწყვეტის
გაუგზავნოს შეტყობინება აღნიშნულთან დაკავშირებით.
შემთხვევაში
სააგენტოს
უნდა
7.
საინსპექციო ორგანოს მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლევა–
მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში,
სააგენტო წერილობით მიმართავს საქართველოს ეროვნულ აკრედიტაციის სამსახურს
შესაბამისი საინსპექციო ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზნით.
მუხლი 32. საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების განხორციელების
წესი
1. გეგმური ინსპექტირების განხორციელებისათვის სააგენტო,
სახელმწიფო
კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე, ადგენს გეგმურ ინსპექტირებას
დაქვემდებარებული ბიზნეს-ოპერატორების ნუსხას. ინფორმაცია გეგმური ინსპექტირების
ჩატარების შესახებ არაუგვიანეს ერთი თვით ადრე ეგზავნება შესაბამის ბიზნეს-ოპერატორს.
2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ბიზნეს–ოპერატორსა და საინსპექციო
ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საინსპექციო ორგანო ინსპექტირების განხორციელებისას ადგენს შესაბამისობის
შეფასების აქტს.
4. საინსპექციო ორგანო
ინსპექტირების შედეგად შეუსაბამობის აღმოჩენის
შემთხვევაში, ბიზნეს–ოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს და განუსაზღვრავს მას
გონივრულ ვადას რეკომენდაციების შესრულებისათვის.
5. საინსპექციო ორგანო უგზავნის სააგენტოს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად
შედგენილ შესაბამისობის შეფასების აქტის ასლს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნის
შემთხვევაში ინსპექტირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
6. საინსპექციო ორგანოს მიერ მიწოდებული შესაბამისობის შეფასების აქტის
საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას
შესაბამისობისობის
შეფასების
სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით.
66
7. ამ მუხლის მე–5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტური მასალის შემოწმების
შედეგად საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში,
სააგენტო უფლებამოსილია
განახორციელოს ბიზნეს- ოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება.
8. საინსპექციო ორგანო პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებული დოკუმენტების
სისწორეზე.
მუხლი 33. საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილებანი
1. საინსპექციო ორგანოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და
პირველადი წარმოების სახელმწიფო კონტროლის მიზნით, ინსპექტირების განხორციელებისას უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს:
ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი წარმოების ადგილი,
საწარმო, სატრანსპორტო საშუალებები, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობა
და გამოყენების პირობები;
ა.ბ)
ნედლეული,
ინგრედიენტები,
ნახევარფაბრიკატები,
სხვა
საშუალებები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის
საკვების საწარმოებლად; საბოლოო სასურსათო პროდუქტი/ცხოველის საკვები,
მასალები, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან/ცხოველის საკვებთან;
ა.გ) სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იყენებენ
ბიზნეს–ოპერატორები საწარმოში;
ა.დ) სურსათის ან ცხოველის საკვების ეტიკეტი სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის კუთხით.
ბ) დადგენილი წესით აიღოს ნიმუშები ორგანოლეპტიკური შეფასებისა
ან/და ლაბორატორიული გამოცდისათვის;
გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცემები, რომლებიც
შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების
შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
2. სურსათის ან/და ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასების
შედეგების საფუძველზე, თუ ლაბორატორიული ანალიზის საჭიროება არ დადგა,
საინსპექციო ორგანო ვალდებულია გააკეთოს ჩანაწერი შესაბამისობის შეფასების
აქტის სათანადო ნაწილში.
3. ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს საინსპექციო
ორგანოს ინსპექტირების განხორციელებაში.
4.
ინსპექტირებისას,
საინსპექციო
ორგანო
ხელმძღვანელობს
კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობის შეფასების აქტით.
5. ინსპექტირებისას საინსპექციო ორგანო ადგენს შესაბამისობის შეფასების
აქტს ორ ეგზემპლარად.
6. შესაბამისობის შეფასების აქტი უნდა შეიცავდეს, მათ შორის, ისეთ
ინფორმაციას, როგორიც არის:
ა) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღი;
67
ბ) შემოწმების საფუძველი;
გ) ინსპექტირების ტიპი;
დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა;
ე) ობიექტის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები,
ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები;
ვ) შემოწმების შედეგები, მათ შორის, შეუსაბამობის ტიპი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
ზ) საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაციები (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
თ) ხარვეზის ტექნიკურად გამოსწორების გონივრული ვადა.
7. შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნეს–
ოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება საინსპექციო ორგანოს, ხოლო ასლი ეგზავნება
სააგენტოს.
8. თუ ბიზნეს–ოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ
ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში,
შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და საინსპექციო ორგანოს წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებენ აღნიშნულს.
9. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს–ოპერატორის ხელმძღვანელი ან
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების
აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ
გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს.
მუხლი 34. არაკრიტიკული შეუსაბამობა
1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საინსპექციო ორგანო
ბიზნეს–ოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციებსა
და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს რეკომენდაციების
შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს.
2. შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და მათი
შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრისას მონაწილეობას იღებს
ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია
მოიწვიოს
საინსპექციო ორგანო რეკომენდაციის შესრულების გადამოწმების მიზნით.
4. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ საინსპექციო ორგანომ უნდა გადაამოწმოს
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ
იქნება შესრულებული, საინსპექციო ორგანო აღნიშნულის შესახებ აცნობებს
სააგენტოს. სააგენტო აჯარიმებს ბიზნეს–ოპერატორს და აძლევს მას ახალ გონივრულ
68
ვადას.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები
გონივრულ ვადაში არ იქნება შესრულებული, ჯარიმა გასამმაგდება და შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება.
7. იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს–ოპერატორს სურს შესაბამისობის შეფასების
სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელება უნდა მოიწვიოს საინსპექციო ორგანო ამ
მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების
დადგენის მიზნით.
8. ამ მუხლის მე–7 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, საინსპექციო ორგანო
ჩატარებული ინსპექტირების შედეგს უგზავნის სააგენტოს, რის საფუძველზეც
სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის
გაგრძელების თაობაზე.
9. იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს–ოპერატორი არ ეთანხმება საინსპექციო ორგანოს
რეკომენდაციებს, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. უფლებამოსილი პირის
მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. არაკრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, ამ მუხლის მე–9 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე
საინსპექციო ორგანოს უფლება არ აქვს, შევიდეს იმავე საწარმოში მიცემული
რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.
11. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნეს–
ოპერატორის სასარგებლოდ, სააგენტო ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნეს–ოპერატორს მიყენებული ზიანი.
მუხლი 35. კრიტიკული შეუსაბამობა
1. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, საინსპექციო ორგანო ბიზნეს–
ოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებით და სააგენტოს აცნობებს საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის
არსებობის შესახებ.
2. სააგენტო აჯარიმებს ბიზნეს–ოპერატორს და იღებს გადაწყვეტილებას
კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ საინსპექციო ორგანოს მიერ
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან სააგენტო უფლებამოსილია
გადაამოწმოს საინსპექციო ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით ნაწილით
გათვალისინებული ინფორმაცია არაგეგმური ინსპექტირების გზით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული
საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ და ბიზნეს–ოპარატორი ეთანხმება
აღნიშნულს, მაშინ ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული
საწარმოო პროცესი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს–ოპერატორი არ ეთანხმება სააგენტოს
გადაწყვეტილებას დაჯარიმებისა და საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ, ბიზ69
ნესოპერატორს
შეუძლია
მიმართოს
სასამართლოს.
სასამართლოს
მიერ
გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს
კონკრეტული საწარმოო პროცესი.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტის ნაწილით დადგენილ შემთხვევაში, თუ
სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნეს–ოპერატორის სასარგებლოდ, სააგენტო ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნეს–ოპერატორს დაჯარიმებისა
და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი.
6. კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე კონკრეტული საწარმოო
პროცესის შეჩერებასთან ერთად
შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის
მოქმედებაც ჩერდება.
7. გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბიზნეს–ოპერატორი
უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის
გაგრძელების თაობაზე.
8. ბიზნეს–ოპერატორის მოწვევის საფუძველზე, სააგენტო ამოწმებს გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას და იღებს გადაწყვეტილებას
საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის ნაწილით დადგენილ შემთხვევაში, სააგენტოს
მიერ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ:
ა) ადგილი აქვს არაკრიტიკულ შეუსაბამობას, სააგენტო ბიზნეს–
ოპერატორს ანიჭებს უფლებას კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების
თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტოდა მოქმედებს ამ კოდექსის 34–ე მუხლის
საფუძველზე;
ბ) ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბიზნეს–ოპერატორის წერილობითი მიმართვის
საფუძველზე სააგენტო გასცემს აგრძელებს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის
მოქმედებას.
მუხლი 36. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი
1. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების განხორციელების შედეგად
დადგინდა,
რომ
ბიზნეს–ოპერატორის
საქმიანობა
სრულად
შეესაბამება
კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო გასცემს შესაბამისობის
შეფასების სერტიფიკატს ელექტრონულად და ინფორმაცია შეაქვს სპეციალურ
ელექტრონულ რეესტრში.
2. ბიზნეს–ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია,
გაცემულ იქნეს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის ბეჭდური ვერსია ან/და
ასლი.
3. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
4. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ხდება ამ
კოდექსის 34–ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 35–ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
70
თავი VII
ზედამხედველობა
მუხლი 37. ზედამხედველობა
ზედამხედველობა არის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის
განხორციელების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს:
ა) მეთვალყურეობას ცხოველის დაკვლის პროცესზე;
ბ) ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში, მოცემულ
ზონაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების, ცხოველთა დაავადებების არსებობის ან
არარსებობის შესახებ უფლებამოსილი ორგანო მიერ ინფორმაციის მოპოვების
მიზნით მონაცემების შეკრებას , გამოკითხვას, ლაბორატორიული ანალიზისათვის
ნიმუშის აღებას, დაკვირვებასა და სხვა პროცედურების განხორციელებას.
გ) მეთვალყურეობას ცხოველთა გადამდები ან მასობრივი არაგადამდები
დაავადებებისა და ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების
გატარებაზე;
დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებულ, ვადაგასულ, გამოსაყენებლად
უვარგისად მიჩნეულ ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების განადგურებაზე მეთვალყურეობას;
ე) ბიოლოგიური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე
მეთვალყურეობას, გარდა საშიში და სამედიცინო ბიოლოგიური ნარჩენებისა;
ვ) ცხოველთა გადარეკვის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას;
გამოსაყენებლად
უვარგისად
მიჩნეულ
ზ)
ვადაგასულ
ან/და
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე მეთვალყურეობას.
მუხლი 38. ვეტერინარი ექიმი
1. ზედამხედველობას ცხოველის დაკვლის პროცესზე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ვეტერინარი ექიმი.
2.
ზედამხედველობა
ცხოველის
დაკვლის
პროცესზე
ხორციელდება
ბიზნეს–
ოპერატორსა და ვეტერინარ ექიმს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ვეტერინარი ექიმი საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას
საქმიანობის დაწყების თაობაზე შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს იმ
ბიზნეს–ოპერატორის დასახელება და ფაქტობრივი მისამართ, სადაც ვეტერინარი ექიმი
განახორციელებს ზედამხედველობას.
71
5.
სააგენტო
ვალდებულია
ამ
მუხლის
მე–3
პუნქტით
გათვალისწინებული
დოკუმენტების მიღების შემდეგ, ვეტერინარ ექიმს გადასცეს საიდენტიფიკაციო ბეჭედი,
რომლზეც განთავსებული იქნება ვეტერინარი ექიმის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო
კოდი, რომელსაც სააგენტო ანიჭებს ვეტერინარ ექიმს.
6. იმ შემთხვევაში თუ ცხოველის დაკვლის პროცესი შეესაბამება საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნებს,
ვეტერინარი
ექიმი
გასცემს
კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს მკაცრი
აღრიცხვის დოკუმენტს.
7. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვეტერინარი ექიმი ზედამხედველობასთან
დაკავშირებულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.
8. ვეტერინარი ექიმი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის
სისწორეზე.
9.
ვეტერინარი
ექიმის
მიერ
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
უფლება–
მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება შესაძლოა გახდეს სააგენტოს
მიერ საიდენტიფიკაციო ბეჭედის ჩამორთმევის საფუძველი ერთი წლის ვადით.
თავი VIII
მონიტორინგი
მუხლი 39. მონიტორინგი
1.
მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ბაზარზე არსებული მდგომარეობის
შესწავლა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული პრეპარატის,
პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2.
მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის წლიური
პროგრამის ფარგლებში.
3.
სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავებისას
მონიტორინგის ნაწილში გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები:
ა) მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, საკვებით
განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, ან სხვა მასობრივი
დაავადებების აღმოცენების შემთხვევები;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ბაქტერიული, ქიმიური ან ფიზიკური
დაბინძურების შემთხვევები.
4.
მონიტორინგის ფარგლებში, ბაზარზე არსებული მდგომარეობის
შესწავლა ხორციელდება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღების გზით.
5.
იმ შემთხვევაში თუ მონიტორინგის ფარგლებში, აღებული ნიმუშის
ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის/ცხოველის
72
საკვები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობასა
და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს
შესაბამის ბიზნეს–ოპერატორს და მოსთხოვოს მას პროდუქტის ბაზრიდან
დაუყოვნებლივ გამოთხოვა.
6.
იმ შემთხვევაში თუ მონიტორინგის ფარგლებში, აღებული ნიმუშის
შედეგად დადგინდა რომ ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი
ფალსიფიცირებულია, არარეგისტრირებულია, ვადაგასულია ან ლაბორატორიული
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და
ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის
შესახებ წერილობით აცნობებს შესაბამის პირს და მოსთხოვოს მას პროდუქტის
ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვა.
7.
ამ მუხლის მე–5 და მე–6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირი
ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოითხოვოს პროდუქტი ბაზრიდან.
8.
ამ მუხლის მე–7 ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროდუქტის ბაზრიდან ამოღებას ახორციელებს
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
თავი IX
ნიმუშის აღება
მუხლი 40. ნიმუშის აღების მიზანი და წესი
1. ნიმუშის აღება ხორციელდება ამ კოდექსის მეორე მუხლის 27–ე
ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტებიდან უვნებლობის მაჩვენებლების
(ორგანოლეპტიკური,
მიკრობიოლოგიური,
პარაზიტოლოგიური,
ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური და სხვა მაჩვენებლები)
გამოკვლევის მიზნით, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის
ჯანმრთელობისათვის მათი გამოყენებით განპირობებული საფრთხე.
2.
ნიმუშების
აღება
ორგანოლეპტიკური
შეფასებისა
ან/და
ლაბორატორიული გამოცდის ჩატარების მიზნით, წარმოადგენს ქმედებას, რომელიც
შესაძლებელია განხორციელდეს ინსპექტირებისას, ზედამხედველობისას ან
მონიტორინგის დროს .
3. ნიმუშების აღებას ახორციელებს უფლებამოსილი პირი.
4. უფლებამოსილი პირის მიერ კონკრეტულ ობიექტზე ნიმუშის აღებისას
ბიზნესოპერატორის
ნებისმიერმა
თანამშრომელმა
უნდა
ითანამშრომლოს
უფლებამოსილ პირთან და დახმარება აღმოუჩინოს მას ამ კოდექსით
გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას.
5. ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით და შესაბამისი
ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
6. ბაქტერიოლოგიური ან მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის
73
განკუთვნილი ნიმუში უნდა იქნეს აღებული სტერილურად და მოთავსდეს
სტერილურ ტარაში ან გაიგზავნოს ლაბორატორიაში თავისი შეფუთვით.
ლაბორატორიისათვის გადაცემამდე აუცილებელია ნიმუშის შენახვის სათანადო
პირობებისა და ვადების დაცვა.
7. ნიმუში უნდა შეიფუთოს სუფთა, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულად
დახურულ
ჭურჭელში/მასალაში
ნიმუშის
თვისებების
შენარჩუნების
გათვალისწინებით და მოხდეს მისი დალუქვა. ლუქის ან/და შეფუთვის მთლიანობის
დარღვევის შემთხვევაში, ნიმუში მიიჩნევა უვარგისად.
8. ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება
ლაბორატორიაში, ხოლო მეორე, რეფერენტული ნიმუშის სახით ინახება სააგენტოში
(ნიმუშზე მიეთითება დასახელება, წონა, მოცულობა); განსაკუთრებით მალფუჭებად
პროდუქციაზე რეფერენტული ნიმუში შენახვისათვის არ აიღება.
9. ბიზნეს–ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ნიმუში შესაძლებელია
აღებულ იქნეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბიზნეს–ოპერატორთან.
ასეთ შემთხვევაში, ნიმუშის მესამე ეგზემპლარის შესყიდვა უფლებამოსილი პირის
მიერ არ ხორციელდება.
10. რეფერენტული ნიმუში ინახება სათანადო პირობებში, ბიზნეს–
ოპერატორისათვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან ერთი თვის
განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, რეფერენტული ნიმუში
ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად და დგება რეფერენტული ნიმუშის
განადგურების აქტი.
11. ლაბორატორიული გამოცდის შესაბამისი შედეგის საფუძველზე,
პროდუქტის განადგურება ან უტილიზაცია ხდება დადგენილი წესით.
მუხლი 41. ნიმუშების აღების პროცედურა
ნიმუშების აღების პროცედურა მოიცავს:
ა) პროდუქტის იდენტიფიცირებას;
ბ) არსებული პარტიის იდენტიფიცირებასა და მისი რაოდენობის
დადგენას ან/და დათვალიერებით გამოვლენილი სხვადასხვა დეფექტების
(ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით
გამოწვეული დეფექტების) იდენტიფიცირებას;
გ) კონკრეტული დასახელების საგამოცდო პროდუქტისათვის შესაბამისი
ნორმატიული აქტებით დადგენილი რაოდენობითა და წესით ნიმუშების აღებას
(საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ნიმუშების რიცხვის დადგენასა და მათგან
საშუალო ნიმუშის ფორმირებას);
დ) ნიმუშების აღების/შერჩევის პროცესს;
ე) ნიმუშების შეფუთვას, დალუქვას.
მუხლი 42. ნიმუშის აღება მონიტორინგის დროს
1.
მონიტორინგის დროს ნიმუშის აღება
პუნქტიდან მისი შესყიდვის გზით.
ხდება საცალო
ვაჭრობის
74
2. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის
აღების დროს ავსებს ნიმუშის აღების აქტს.
3. საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული
გამოცდის ხარჯებს გაიღებს სააგენტო.
მუხლი 43. ნიმუშის აღება ზედამხედველობის დროს
1.
ნიმუშის აღება ზედამხედველობის დროს ხდება კანონმდებლობით
დადგენილი წესით შემდეგ შემთხვევებში:
ა) ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობისას;
ბ) ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში;
გ) ცხოველთა გადამდები ან მასობრივი არაგადამდები დაავადებების
საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას.
2.
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ნიმუშის
აღებას ახორციელებს ვეტერინარი ექიმი.
3.
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში,
ნიმუშის აღებას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.
მუხლი 44. ნიმუშის აღება ინსპექტირების დროს
1. ინსპექტირებისას ნიმუშის აღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების
განხორციელების პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ შესაძლოა პირდაპირი
საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
2. ინსპექტირებისას აღებული ნიმუშის ლაბორატორიისათვის გადაცემა შეიძლება არ მოხდეს, როდესაც სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური
შეფასებისას დადგენილი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით გამოვლინდება ამ
სურსათის/ცხოველის საკვების გაფუჭების აშკარა ნიშნები (მძაფრი და არასასიამოვნო
სუნი, კონსისტენციისა და ფერის შეცვლა, ობით ღრმა და მნიშვნელოვანი დაზიანება
და სხვ.) და სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანისათვის/ცხოველისათვის საკვებად
მიჩნეული იქნება მავნედ უფლებამოსილი პირის მიერ.
3. თუ ინსპექტირებისას ორგანოლეპტიკურმა შეფასებამ გამოიწვია უფლებამოსილი პირის, ბიზნეს–ოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირის აზრთა სხვადასხვაობა და აღნიშნულს მოითხოვს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშს შეიძლება ჩაუტარდეს ლაბორატორიული
გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შედეგად დადასტურდება
სურსათის/ცხოველის საკვების ადამიანთა/ცხოველთა საკვებად მავნებლობის
მიჩნევის ფაქტი, ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს ბიზნეს–ოპერატორი.
4. პირველადი წარმოების ინსპექტირებისას, ნიმუშის აღება
ხდება
ცხოველიდან ან/და მცენარიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს–ოპერატორის
ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება
ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს, რომ ცხოველი ან მცენარე უქმნის პირდაპირ
75
საფრხეს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აღნიშნული
საჭიროებს შესაბამისი ზომების გატარებას.
5. ამ მუხლის მე–4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, აღებული ნიმუშს
უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შედეგად დადასტურდება რომ ცხოველი ან მცენარე უქმნის პირდაპირ საფრხეს ადამიანის
ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ლაბორატორიული გამოცდის
ხარჯებს გაიღებს ბიზნეს–ოპერატორი.
მუხლი 45. ნიმუშის აღების აქტი და შესაბამისობის შეფასების აქტი
1. მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფარგლებში, ნიმუშის აღების
შემთხვევაში დგება ნიმუშის აღების აქტი.
2. იმ შემთხვევაში, თუ 44–ე მუხლის საფუძველზე, ნიმუშის აღება ხდება
ინსპექტირების განხორციელებისას, შესაბამისობის შეფასების აქტში კეთდება
ჩანაწერი ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ.
3. ნიმუშის აღების აქტის ან შესაბამისობის შეფასების აქტის გაფორმება
ხდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლის ერთ-ერთი
ეგზემპლარი რჩება იმ ობიექტს, რომელშიც წარმოებდა ნიმუშის აღება, ხოლო მეორე
_ ნიმუშის ამღებ უფლებამოსილ პირთან. აქტის ორივე ეგზემპლარის ნომერი უნდა
იყოს იდენტური. შესაბამისობის შეფასების აქტის ასლი ეგზავნება სააგენტოს.
4. ნიმუშის აღების აქტის ან შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე,
უფლებამოსილი პირი ადგენს მიმართვას და ნიმუშს გამოცდისათვის უგზავნის
აკრედიტირებულ
ლაბორატორიას.
მიმართვაში
მიეთითება
გამოკვლევის
კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრა სავალდებულოა
ლაბორატორიული გამოცდისას. იკრძალება მიმართვაში ბიზნეს–ოპერატორის დასახელება ან მისი სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის რაიმე სახით მითითება.
კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ნიმუშის
ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტული მიზანი ან/და მაჩვენებელი უნდა
განისაზღვროს ეპიდემიური და ეპიზოოტიური მონაცემებისა და დაავადების
კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
5. თუ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე, სურსათი/ცხოველის
საკვები მიჩნეული იქნება მავნედ, სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას
ახორციელებს ბიზნეს–ოპერატორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თუ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე დადგინდა, რომ
ცხოველი ან მცენარე უქმნის პირდაპირ საფრხეს ადამიანის ან ცხოველის
ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ცხოველის ან/და მცენარის განადგურებას
ახორციელებს ბიზნეს–ოპერატორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ნიმუშის აღების აქტის, შესაბამისობის შეფასების აქტისა და ნიმუშის
ლაბორატორიული გამოცდისთვის მიმართვის ფორმები დგინდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 46. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდების ჩატარება
76
1. რეფერენტული გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაშუ, თუ რომელიმე მხარე არ
ეთანხმება ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს.
2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:
ა) სხვა აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორია;
ბ) უცხო ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
3. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვს დაესწროს
ლაბორატორიულ გამოცდას.
4. რეფერენტული გამოცდის დასკვნა საბოლოოა.
5. რეფერენტული გამოცდის ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ამ
მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იფარება მოდავე მხარის
მიერ.
6. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის
არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.
თავი X
დოკუმენტური შემოწმება
მუხლი 47. დოკუმენტური შემოწმება
1. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ბიზნეს–ოპერატორის
საქმიანობასთან
დაკაშირებული
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
დოკუმენტები.
2. დოკუმენტური შემოწმება წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის
მექანიზმს, რომელიც ხორციელდება:
ა) ინსპექტირების, ზედამხედველობისა და მონიტორინგის დროს;
ბ)
გეგმური ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის
შემოწმებისას.
3. ბიზნეს–ოპერატორი ვალდებულია დოკუმენტური შემოწმების
ფარგლებში მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
თავი XI
ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
რეგისტრაცია
77
მუხლი 48. ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია
1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული
პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატების წარმოება, რეალიზაცია
და გამოყენება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული
საქართველოში.
3. ვეტერინარული
პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების
რეჟიმებია:
ა) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი
რეჟიმი;
ბ) ვეტერინარული
პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული
რეჟიმი.
მუხლი 49. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია
1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. აკრძალულია ისეთი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება,
რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის
რეგისტრირებული საქართველოში.
3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოს ტერიტორიაზე
დაშვების რეჟიმებია:
ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციის
აღიარებითი რეჟიმი;
ბ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმი.
მუხლი 50. დაურეგისტრირებელი ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების შემოტანა საქართველოს ბაზარზე
ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
საქართველოს ბაზარზე დაშვება რეგისტრაციის გარეშე შეიძლება, შემდეგ
შემთხვევებში:
ა) კლინიკამდელი და კლინიკური კვლევებისათვის;
ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;
გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის –
ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
დ) რეექსპორტისათვის;
ე) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო
78
ოპერაციაში მოქცევის მიზნით;
ვ) როგორც ადგილობრივი წარმოებისათვის განკუთვნილი დაუფასოებელი
ვეტერინარული პრეპარატები, პესტიციდები და აგროქიმიკატები;
ზ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის
მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით,
აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას,
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით.
თავი XI
საგანგებო ზომები და კრიზისული
მდგომარეობის მართვის გეგმა
მუხლი 51. საგანგებო
უზრუნველსაყოფად
ზომები
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის
თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს სერიოზულ
რისკს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის და არსებული საშუალებებითა
და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, შექმნილი ვითარების
სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
სააგენტო ვალდებულია განახორციელოს შემდეგი ზომები:
ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათის ან ცხოველის საკვებთან
მიმართებაში:
ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე
განთავსება;
ა.ბ) მოახდინოს მოსახლეობის დროული ინფორმირება სურსათის ან
ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;
ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათთან და
ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
სათანადო და საგანგებო ზომები;
ბ) იმპორტირებული სურსათის ან ცხოველის საკვებთან მიმართებაში:
ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტი
ექსპორტიორი ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილიდან, აგრეთვე საჭიროების
შემთხვევაში, ტრანზიტის ქვეყნიდან;
ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, ამ
ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებაში მაღალი
რისკის სურსათის ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
79
ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
სათანადო საგანგებო დროებითი ზომები.
მუხლი 52. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
1.
სააგენტო ამზადებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის
სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდგენს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც მტკიცდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2.
კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმამ კონკრეტულად უნდა
განსაზღვროს რისკის ის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე
შემცირება გართულებულია და დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან.
3.
კრიზისული
მდგომარეობის
მართვის
გეგმა
კონკრეტულად
განსაზღვრავს იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც
აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის,
გამჭვირვალეობისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვის და ასევე,
მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.
თავი XII
ვეტერინარული და მცენარეთაკარანტინი
მუხლი 53. ვეტერინარული კარანტინი
1.
ვეტარინარული
კარანტინი
წესდება
გადამდები
დაავადების
აღმოცენების შემთხვევაში მისი გავრცელების პრევენციის მიზნით.
2. კარანტინი გამოცხადდება გადამდები დაავადებების (მათ შორის
ზოონოზური) დაფიქსირების შემთხვევაში.
3. იმ ობიექტებისათვის, სადაც გამოვლინდება სოფლის მეურნეობის მინისტრის
მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ჩამოთვლილი ცხოველთა გადამდები დაავადებები,
დაუყონებლივ დაწესდება კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი
საკარანტინო ვადით.
4. იმპორტირებულ ცხოველთა კარანტინის ვადა განისაზღვროს [30] დღით,
ხოლო საექსპორტო ცხოველების არანაკლებ [21] დღისა.
მუხლი 54. მცენარეთა კარანტინი
80
1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება
მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული
ზომების საერთაშორისო სტანდარტების (ISPM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან საკარანტინო მავნე
ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროული აღმოჩენა და
გავრცელების კერების ლოკალიზაცია - ლიკვიდაციის ორგანიზება, კონტროლი ამ
ღონისძიებათა შესრულებაზე;
3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა
და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ
მცენარეული წარმოშობის პროდუქტსა, და სხვა რეგულირებად ობიექტზე რომელიც
შეიძლება საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი გახდეს;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე,
ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებზე და ნიმუშებზე,
აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან მის
ფარგლებს გარედან;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარაზე, შესაფუთ საშუალებებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე,
რომლებიც ამზადებენ,ამუშავებენ, ინახავენ და რეალიზაციას უწევენ მცენარეული
წამოშობის პროდუქტებს, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე,
საკარმიდამო
და
სააგარაკო
ნაკეთობებზე
და
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწებზე.
მუხლი 55. ვეტერინარული და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა
საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული და მცენარეთა კარანტინის
დაწესება და მოხსნა ხდება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) თვითმმართველი ერთეულის
ტერიტორიაზე - ადგილობრივი
თვითმართველობის ორგანოს მიერ;
ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე - სამხარეო
ადმინისტრაციის ან საქართველოს მთავრობის მიერ;
მუხლი 56. შიდასაკარანტინო ღონისძიებები
1. საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია ცხადდება
საკარანტინო ზონად.
2. საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიაზე იზღუდება სატრანსპორტო
81
საშუალებების შესვლა-გამოსვლა, აკრძალულია კარანტინს დაქვემდებარებული
პროდუქციის შეტანა-გამოტანა; ამასთანავე, ადგილზე ხდება მათი გაუსნებოვნება,
ტექნიკური გადამუშავება ან განადგურება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების
შემდეგ.
3.
საკარანტინო
ზონიდან
უნებართვოდ
გამოტანილი,
კარანტინს
დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა დაბრუნდეს, ჩამორთმეულ იქნეს და
გადაეცეს შესაბამის სავაჭრო-გადამამუშავებელ საწარმოებს ან განადგურდეს
სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
მუხლი 57. საქართელოს ეკონომიკურ საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების,
ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს
ეკონომიკურ
საზღვარზე
საქონლის
გადაადგილებასთან
დაკავშირებული
პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებულ
კონტროლის
ზონაში
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ
სასაზღვრო კონტროლს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის
მეურნეობის
ორგანიზაციის
(FAO),
მცენარეთა
დაცვის
საერთაშორისო
ორგანიზაციისა (IPPC) და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი
წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული
პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს სამსახური.
2. სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა
საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი
ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და
საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.
3.სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, საქართველოს
ეკონომიკურ საზღვრძე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს. .
4. სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ
შეესაბამება საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს, ექვემდებარება ექსპორტიორ
ქვეყანაში უკან დაბრუნებას, ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება
გაუსნებოვნებას), ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.
5. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები,
ასევე
ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი
უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახურის ან
სააგენტოს მიერ გაიცემა ჰიგიენური, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული
სერტიფიკატები..
82
კარი III
უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი
თავი XIII
უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი და მოქმედების პრინციპები
მუხლი 58. ქცევის ზოგადი წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ქცევის ზოგადი წესის მიზანია უფლებამოსილი პირის მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქცევის მომწესრიგებელი
ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.
2. უფლებამოსილი პირთა ცალკეული კატეგორიისათვის, ამ თავით
დადგენილი ქცევის ზოგადი წესის დაცვით, შეიძლება მოქმედებდეს ქცევის
სპეციალური წესით.
3. სააგენტოს, საინსპექციო ორგანოსა და ვეტერინარული ორგანოს
ხელმძღვანელი
ვალდებულია,
უზრუნველყოს
ქცევის
ზოგადი
წესის
ხელმისაწვდომობა და გაცნობა თავის დაქვემდებარებაში მყოფი უფლებამოსილი
პირებისათვის.
4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეასრულოს ქცევის ზოგადი წესი.
მუხლი 59. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
ძირითადი პრინციპები
1. უფლებამოსილი პირის მიერ სახელწიფო კონტროლის განხორციელება
ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა
განხორციელდეს დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად
დასკვნების, შეფასებების, რეკომენდაციების და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის
მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა;
გ) სანდოობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს სწორად,
ზუსტად და თანამიმდევრულად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან
დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი
ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შელახოს ბიზნესოპერატორის სამეწარმეო
საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;
83
ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილი პირი უნდა იყოს
კეთილსინდისიერი
პროფესიული
საქმიანობის
განხორციელებისას.
ბიზნესოპერატორებთან მისი ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი და
მიუკერძოებელი, რაც უნდა გახდეს ბიზნესოპერატორთა მხრიდან სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების
საფუძველი.
2. ამ მუხლის „დ“ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება
ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული
სურსათი ან ცხოველის საკვები არის მავნე ადამიანისათვის ან ცხოველის
ჯანმრთელობისათვის. .
მუხლი 60. უფლებამოსილი პირის უფლება–მოვალეობები
1. უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის
განხორციელება სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობაზე, ცხოველის
ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად.
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას ამ კოდექსის და მოქმედი
კანონმდებლობის მოთხოვნები;
ე) კეთილსინდისიერად გამოიყენოს სამსახურებრივი უფლებამოსილება და
სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები
და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის
და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;
ვ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს
პირადად მის, ან მისი სამსახურის რეპუტაციას;
ზ) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების
შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
დადგენილი უფლება–მოვალეობების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან
დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი
უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.
მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი
ან/და მცდარი ინფორმაცია.
2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
ინფორმაციის
კონფიდენციალობის
უზრუნველსაყოფად.
3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის
ანალიზის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული
84
ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის
ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
შემთხვევებისა. აღნიშნული წესი მოქმედებს მისი სამსახურიდან გათავისუფლების
შემდეგაც.
4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავშირებით უფლებამოსილმა
პირმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში, მან დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ
ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 62. ინტერესთა კონფლიქტი
1.
უფლებამოსილი
პირი
დაინტერესებული
მხარეებისაგან
დამოუკიდებელია
პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონეს
ოპერატორთან,
რომელსაც
ხელმძღვანელს
და
უტარებს
სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ბიზნეს-
ინსპექტირებას.
ბიზნეს-ოპერატორის
ასევე,
ხელმძღვანელს
საინსპექციო
ან
ორგანოს
წამომადგენლობაზე
უფლებამოსილ პირს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.
3. უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც
შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის
მიუკერძოებლობაზე.
კარი IV
პასუხისმგებლობა
თავი XIV
პასუხისმგებლობა
მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1. პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების
დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
85
2.
ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევებზე ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრების
უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირს –
სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.
3.
ამ
კოდექსით
დადგენილ
მოთხოვნათა
დარღვევაზე
სამართალდამრღვევს
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოეწერება
საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
4.
ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას,
შევსებისა
და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. ინსპექტირებისას
გამოვლენილი
არაკრიტიკული
შეუსაბამობის
შემთქვევაში,
ბიზნეს–ოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის 68 მუხლის საფუძველზე, ხოლო
კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთქვევაში – ამ კოდექსის 69 მუხლის
საფუძველზე.
მუხლი 64. პირის საქმიანობა ბიზნეს–ოპერატორად რეგისტრაციის გარეშე
ამ კოდექსის მე–13 მუხლის შესაბამისად საქმინობა ბიზნეს–ოპერატორად
რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას [300] ლარის ოდენობით.
მუხლი 65. ბიზნეს–ოპერატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მავნებელი
სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზრიდან
გამოთხოვასთან დაკავშირებით.
1.
მავნებელი სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან
ვალდებულების შეუსრულებლობა ბაზარზე უკვე განთავსებული მავნებელი
სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასთან დაკავშირებით – გამოიწვევს
დაჯარიმებას [1000] ლარის ოდენობით
2.
ამ კოდექსის მე–14 მუხლის მე–3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში,
ბიზნეს–ოპერატორის
მიერ
ბაზარზე
განთავსებული
მავნებელი
სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასთან და ამ მიზნით გატარებულ
ღონისძიებებთან დაკავშირებით სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებაზე
თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას [200] ლარის ოდენობით.
3.
ამ კოდექსის 39–ე მუხლის მე–6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში,
მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის
ბაზრიდან დაუყოვნებლოვ გამოთხოვასთან დაკავშირებით სააგენტოს მითითების
შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნეს–ოპერატორის დაჯარიმებას [1000] ლარის
86
ოდენობით.
მუხლი 66. ვალდებულების შეუსრულებლობა ცხოველის ჯანმრთელობასა და მავნე
ორგანიზმებისაგან მცენარის დაცვასთან დაკავშირებით.
1.
ამ კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე–
16 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა
ეპიზოოტური დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციულ და სალიკვიდაციო
ღონისძიებებთან, ასევე მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვასასთან
დაკავშირებით –
გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას [100] ლარის ოდენობით,
ხოლო ბიზნეს–ოპერატორთა დაჯარიმებას [300] ოდენობით.
2. ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე გამოიწვევს – ბიზნეს–ოპერატორთა დაჯარიმებას [300]
ლარის ოდენობით.
3. ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში უფლებამოსილი
ორგანოების გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს –
ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას [200] ლარის ოდენობით, ხოლო
ბიზნეს–ოპერატორთა დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით ოდენობით
მუხლი
67.
სურსათის/ცხოველის
საკვების,
პირველადი
მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა
წარმოების
ამ კოდექსის მე–17 მუხლით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის
საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების
შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნეს–ოპერატორთა დაჯარიმებას [200] ლარის
ოდენობით.
მუხლი 68. ბიზნეს–ოპერატორის მიერ რეკომენდაციების
არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში
შეუსრულებლობა
არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი
პირის მიერ
ამ კოდექსის 34–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნეს–
ოპერატორის დაჯარიმებას [400] ლარის ოდენობით, ამ კოდექსის 34–ე მუხლი მე–6
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გონივრული ვადის გასვლის შემდეგ კი [1
200] ლარის ოდენობით
მუხლი 69. კრიტიკული შეუსაბამობა
87
კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას ამ კოდექსის 35–ე მუხლის მე–2
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბიზნეს ოპერატორი ჯარიმდება [1000]
ლარის ოდენობით.
მუხლი 70. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლა
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან
თანამშროლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების შესრულების პროცესში
მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის ამ კოდექსის 47–ე მუხლის
საფუძველზე დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში უფლებამოსილი პირის მიერ
მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ბიზნეს–ოპერატორთა
დაჯარიმებას [400] ლარის ოდენობით.
მუხლი 71. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად
უვარგისად მიჩნეული
ვეტერინარული
პრეპარატების,
აგროქიმიკატებისა და
პესტიციდების რეალიზაცია
არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად
მიჩნეული
ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების
რეალიზაცია –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას [ 1000] ლარის ოდენობით.
მუხლი 72. საინსპექციო ორგანოს და ვეტერინარი ექიმის მიერ საქმიანობის დაწყება
ან შეწყვეტა სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე
საინსპექციო ორგანოს და ვეტერინარი ექიმის მიერ საქმიანობის დაწყება ან
შეწყვეტა სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს
დაჯარიმებას [200] ლარის ოდენობით.
მუხლი 73. ვეტერინარი ექიმის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება
ვეტერინარი ექიმის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების
შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამიწვევს დაჯარიმებას [300] ლარის
ოდენობით.
მუხლი 74. უფლებამოსილი პირის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის
გამჟღავნება და ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღევავა
1.საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილი პირის, ვეტერინარი ექიმის ან
ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ამ კოდექსის 61–ე მუხლით გათვალისწინებული
კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გამჟღავნება, ასევე 62–ე მუხლით
გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა –
88
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას [1000] ლარის ოდენობით.
2.
იგივე ქმედება ჩადენილი სააგენტოს თანამშრომლის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის საფუძველი.
მიერ
გახდება
კარი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 75. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან [1] წლის ვადაში
უზრუნველყოს არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობაში
მოყვანა და სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ამ
კოდექსის მიღებიდან [1] წლის ვადაში არ იქნება შესაბამისობაში მოყვენილი ამ
კოდექსთან.
3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობამ
უზრუნველყოს:
ა)
„სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული
სურსათის/ცხოველთა
საკვების, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი არასასურსათო საქონლის,
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და ვეტერინარულ
კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხების შესახებ (სეს ესნ კოდების
ჩვენებით)“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ
სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის კონტროლის წესის მიღება.
გ) ბიოწარმოების შესახებ მთავრობის დადგენილების მიღება.
დ) „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილების მიღება.
4. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში
ყველა კანონქვემდებარე აქტი მიღებულ უნდა იქნას მთავრობის დადგენილებით.
5. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი
ნორმატიული აქტები:
ა) 2005 წლის საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის
შესახებ;
ბ) 1995 წლის საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“;
გ) 1994 წლის საქართველოს კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის
89
შესახებ;
დ) 1997 წლისსაქართველოს კანონი „სასოფლო–სამეურნეო კარანტინის შესახებ“.
მუხლი 76. კოდექსის ამოქმედება
1. კოდექის 67–ე, 68–ე და 69–ე მუხლები იმ ბიზნეს–ოპერატორებისთვის,
რომელთაც არ ეწევიან პროდუქტის ექსპორტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
2. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
90
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კოდექსის პროექტზე
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებაზე მომავალი მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი
დაიწყო 2009 წელს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების
დაწყებისათვის მომზადების პროცესს საფუძველი დაუდო ევროკომისიის ფაქტების
შემსწავლელი მისიის (Commission services' fact-finding trade mission) ვიზიტმა
თბილისში, 2008 წლის 13-14 ოქტომბერს.
აღნიშნული ვიზიტის შედეგად, 2009 წლის მარტში ევროკომისიამ საქართველოს
მთავრობას გაუგზავნა რეკომენდაციები საქართველოში სხვადასხვა სფეროში
განსახორციელებელი რეფორმების შესახებ (EU Commission’s Recommendations Regarding
Georgia’s Preparedness for the DCFTA Negotiations).
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
მოლაპარაკებების
დაწყებისათვის
ევროკომისიის
მიერ
პრიორიტეტულად
დასახელდა შემდეგი 4 სფერო, მათ შორის სანიტარული და ფიტოსანიტარული
ღონისძიებები (სურსათის უვნებლობა).
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
(DCFTA) მოლაპარაკებების დაწყების წინამოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში,
სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის
შესაბამისად შემუშავდა საქართველოს კოდექსის პროექტი ,,სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
შესახებ“ კოდექსის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის
შესაბამის კანონმდებლობასთან მიახლოვება და საქართველოში სურსათის
უვნებლობის მყარი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
91
კოდექსის პროექტის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების
ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე
სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება მომხმარებელთა
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ამასთან, სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საქართველოს
კანონმდებლობის საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კოდექსის პროექტი აერთიანებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში დღეს მოქმედ საქართველოს
ძირითად
საკანონმდებლო აქტებს. მასში მკაფიოდ არის გამიჯნული
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროში სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების
კომპეტენციები; კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ფორმებს და
მექანიზმებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითადი პრინციპებს,
სურსათის/ცხოველის საკვების და პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან
დაკავშირებული მოთხოვნებს.
ახლებურად აყალიბებს მოთხოვნებს და
ვალდებულებებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირთა და ბიზნესოპერატორთა მიმართ, რომლებიც ეწევიან სურსათის/ცხოველის საკვების,
პირველადი პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტიბუციას; კოდექსი
არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კარანტინის
ღონისძიებების
განხორციელებასთან
დაკავშირებულ
საკითხებს.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
შესახებ” საქართველოს კოდექსის პროექტი
ახლებურად აყალიბებს და
ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ახალ სახეებს კოდექსით გათვალისწინებულ
მოთხოვნათა დარღვევისათვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
კოდექსის
მიღება არ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დაკავშირებით
გამოიწვევს
აუცილებელი
აუცილებელი
ხარჯების
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კოდექსის
მიღება გავლენას
იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმები. თუმცა, ამ ეტაპზე
ბიუჯეტზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია,
92
ვინაიდან იგი დამოკიდებულია ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და
შესაბამისად გადახდილი ჯარიმების ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კოდექსის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კოდექსის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კოდექსის მიღება
გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტით
წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით
დგინდება
რიგი
ადმინისტრციული
მავნებელი
სამართალდარღვევები
და
შესაბამისი
ჯარიმები.
კერძოდ,
სურსათის/ცხოველის
საკვების
ბაზარზე
განთავსება
ან
ვალდებულების
შეუსრულებლობა ბაზარზე უკვე განთავსებული მავნებელი სურსათის/ცხოველის
საკვების გამოთხოვასთან დაკავშირებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით; ბიზნეს–ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული მავნებელი
სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასთან და ამ მიზნით გატარებულ
ღონისძიებებთან დაკავშირებით სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებაზე
თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; მონიტორინგის
ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზრიდან
დაუყოვნებლოვ
გამოთხოვასთან
დაკავშირებით
სააგენტოს
მითითების
შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნეს–ოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით; ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე გამოიწვევს – ბიზნეს–ოპერატორთა დაჯარიმებას 300
ლარის ოდენობით; სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების
მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს
ბიზნეს–ოპერატორთა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; საინსპექციო ორგანოს და
ვეტერინარი ექიმის მიერ საქმიანობის დაწყება ან შეწყვეტა სააგენტოსთვის
სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს
დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით; ვეტერინარი ექიმის მიერ კოდექსით გათვალისწინებული უფლება–
მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამიწვევს
დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილი პირის,
ვეტერინარი ექიმის ან ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ კოდექსის გათვალისწინებული
კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გამჟღავნება, ასევე
ინტერესთა
93
შეუთავსებლობის მოთხოვნების
1000ლარის ოდენობით.
დარღვევა
–გამოიწვევს
პირის
დაჯარიმებას
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კოდექსი პროექტი გამომდინარეობს და შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებსა
და საერტასორისო სტანდარტებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კოდექსის მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კოდექსის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კოდექსის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო
შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს
სხვადასხვა სახელმწიფო უწყების
წარმომადგენლებმა და ევროკომისიის მიერ შერჩეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
კოდექსის პროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კოდექსის პროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კოდექსის პროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.
94