„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.03.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/317/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
しさJさ Flln30 q m Lさ さ qoo0600L bnl mL 『 J3000QObさ 6円 F10さ Onlqnさ JooL 6心 qさ ヒ 10JOnL 6さ 6bOR30L 3̀nooql̀nL Rさ FU030b 10し さbOb ̀「 さ b)JDhln330口 b )〕 hCDa950∩ ヽ1 260/1 も 23 ard,6o, 2015 $',cqo :,… 0‑い も融 L,― も ● sttbる ●303δ ∽ゝ じ0● OJ口 。 ooq゛ 嚇 ・ 10oい 6。 も W00oRoRoあ も ,ぉ o6。 も もδOo● ● 00'',"む o6。 。 3」 … … … 輛… ― "0も ̀030b00、 oも "u゛ ふ も も ヽ '1,め ` ` ` ●Ob OP, 魏ぃ中 oがぃ く 濁 ● い ,3暉 Ⅲ Ⅲ 助 ぃ Ъ り ― "Oob60b δ 80ROも 。R ●ROも 。も vOb● │。 、。 3る 0あ 。o。 も 00bb00''も 可oる 080岬 も 8o606● 。 08RoROも 。も つ00o60b● Ob 0さ '',"も ■ ヽ̀∽ さ 0 ‐も b● bbOも ヽoOò彎 も.bbR。 も もδOòbR。 も 80、 OJbOo o3RoROう 。も 006。 60も ●Obも も゛ '',,,` お "80R・ "も ̀o00も 。 。 bOも 口 。 も ■ b̀680や い も 60田 '',,,。 ● 3。 。3RoRO。 も や 0る 0も Ob"も 可 30ヽ 0」 ●O o8RoROoOb■ 00。 60b,0 ̀OROT中 ふ 。も■96。 6。 も Oo5ゃ 0あ mも もOoLbbo。 。 1680ROも さ 6060。 ''も ■ ■00b6。 もυOL 00",,,■ OoRも ヽ も38` 60ヽ ぃ ぐ 。 。3R。 ・ '匈 ̀中 2317,19032015) ● (N07‐ l・ OSb00・ ot6oqo1q lt3oobor.r 3o3o$3$o 瞭協識指夕器1::1 1 0104 ‑1704 a A,LAA6ol) ll.,&4rdga an rqn ;"*0a0": xJ66oCqdot erfiol$ qr l5o.Jqn6 l$Jdbor ,jcfooJoo; ${.r'I]jo$6 .50aaD0ol,r,ao0a6o; t!l1!f,j5to-r$&1uQ6o Jcno0a6p; ai5$,qrloL all6rJ6Ca.rs Ro fleoad,ol, dr,rAoOA5". .″ 昴ゆ炒メ● 4イ四 の 。でヽ ″ ″ ムηoペ マ″,ぞ ̀い ̀ヽ tr.: j.rr6or3 gq rolr J.:r6q;365$oL 8o216r'r .>p5 gElr: Lrj.>r6<n3;1qoL J,:r6qr3n5goLr 3oSogngl}tr; pr tr.>Jor6q.>3X5$r'r 3r6rj3o3}?o q.>o$ltrlr 5r'rr63;golqo ;jgoL Jt6t'rXjgoL 6o5Loq3.> J;r6qr335$otr orr335qo3;<6g l-rrj.:r6rn3xq.rtr 6 ( , v"<:Z=, "laz t:/ / p;3oor 1tr23;?3oqo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
δ bδ Jδ ̀lD30ROb OlnS860ふ b・ 山 5005ob ΨCも … δ 。 Ooし o9, 6∽ ぽ Ob 305し ooo9800し 67‑0 00b90b 80し 。 ヽ もヽ 」 6∽ 30COb3。 5o5oし 5」 。 関5∞ し b憾 55o6090bqPo 05oOooo030b'Ob。 ∽ Oo6∽ で3boχO響 060b 3090」 bO b あ Oo」 O゛ し ,,S6。 し 寧● 3。 5① '563mp∞ 6o303b∽ ` 3090J騎 。 。 0。 6∽ bΨ でヽ 5obo6s6叩 ` ` 6∽ 30Ψ 出 Ψ し 90° ,い 」 "Ψ 'ぐ W003Ψ oΨ 050b 000。 5ob 33響 ∝r060b Ooい 5ob 10じ め00 ,"310006obob pQ3」 5oし oJ、 6∽ 3090し 3` 50田 003響 0で 060b000。 80bЫ5● ,"3oで 0600し 60b 06 も 360δ 5000も し 35oo060し ` b゛ ,"56お ` 00し ` XOで ∽S。 0し 60Ψ 05oも ,0し oし ヽ∞。 し 600。 5oし 60bbbOげ 。 6∽ 30響 0し 3● 5o田 o 03ぐ 0響 Oδ 。 。 00b力 0び し 」 Oし 00055oし δ ヽ 0。 6∽ qToし 3090J田 O o3で 。 でЭ Obb8° し し 6∽ 3000b し ヽ JЫ "し ヽ 36o00し 0 30TOJも 00 50o6∞ Ψoし し OllbΨ oし し 6∞ 30qPmし じ 80bbb06 , ,お b」 。 C06。 し00Cや 5ob 80bSbO。 , ,C 03で 。 も35欧 つ田003響 0で 0い し欧 560xoで 。 し ヽ 」 Q50o5く y,bo∽ bQ%6で 。し 80b鋤 86 , , 800o5ob 80b 00■ 、 Q5調 恥 Ψ 3● 5o536mO」 oob%O 3b6Ψ ●0050ob bbJS6∽ 30響 0し 5o050響 ob b9o00δ%0 000bb050δ Ψo∞ や。 し 蟷0000000 95 3響 05o60で し 5∞ 6o 6∽ 30響 Ob 00し 00000b005oし 06ob 3o630Ψ 0 00` Qい 響Oδ 響OJし 。 ` `」 δb650o00 ・ ヽ一^り ︐ メ ヽ リなん︐¨一 3600o06‑Oo5obo6o n. o6).lq,o qJ6obiaSoq,o 一ヽ ピ イ ′ ︐ 漁 ・ 鶴動 〃/ 櫛 7 め ︐θの ﹁ 7 ο N23532 19032015
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼ 060 し 。 。 6030qPoも Ooo36哺 0じ 2015,Ψ ob 12 0。 600b bbqPoOoし 」 N8ooOo955 1 じ 6… a,3。 5o5ob 36oO」 Omo" 6りwぃ 3` 66。 a。 6〕Jし 。 可。 xo響 o603 bberO崚 ̲Ы 3000JbO ,"じ 」o6o理 し x"05obo6、 喫 3"側 b00 ∞ 智 喫 j故)じ 。か 50も ●゛ δb゛ "。 Oobob゛ ,"3501Da60ob 3ヽ 00●00∞ 史 αで 脚 Ыう 匈 い 5ob OobSOび し」 満 Xつ ヽ も 355C60o03中 で 060も 000。 6ob ,"WOoO 0011ob゛ ,ぃ い`3。 000徴 り`いω史い 黎い つΨメ。も6obOb。 く ぃ 姉お00ob 00 も 5J● ● 5o50o03… pob。 ̲5ob 00い b゛ ","bJ。 6o3003 80bbeb "ぽ 3。 田 じ ∞ ‑Ob 000b3α 。 しbい 5ob 10 b゛ ,"眺 ♪ 咽椒ぃしいも bでoし 朝 も oOぅ 6∽ 智o3も 、 3ro0003o 3090」 ШO o3中 Ψ060b a"。 5。 b oObobOゲ ゃ。 6o● 0 "∞ 06‑9゛ で 。bO。 6脚 うし Ooも obOb bbJttO"階 。し 3。 6o田 o03ヽ X`で゛ 。も 0005 OЭ しヽ 00"史 ゃo し う 6qが 0の 。 53部 可 で じ 36o6obが 閲ぐ 幻&う も3a"∞ 。 あ6 00ob b」 。 ∽。 o5oα 05oOoo0030b 60い 0し ● ゆ J'3y咬 ∞ 36o6otlじ ぉ kが、ゃ Jご 鍛事 …で 05oOo 6 36ob 003● b00 1000bも o6060智 0 ,5る Q∞ 6oで 3。 50m6o側 0ゃ ヽo000bb05山 マoゃ ∞δ し 可o6o∞ 彎d,qり し 00o00b Oo5obo6o o陶 智切 055ol ,,。 1. do6ocDJ(pl() A{1$ofubgq, oj69u bJCrf,oACqx'iJ Jr6o6ol, J6ndOC6o. 2. l.JrCr6ogCq)ob olboooooou ljrAobobo6cta (o,gUqUJoJ6o) AoJO6o6ob lrbeoA!$C brAa)odAUq,o tsg6o636g6oU bJsAJ<,olrgo6C6ocr, gsr6acnrp6o&,rb rq6ots6ggo J)6o6J6od000oL) ttboqx.ro 3rt6os66o, oio 6(o6ob, brdr6ogCqxd, Jr6,q,rAC5OBo $yv,l))A0C6 l.,tJ6omQC0qx,r JTJCOL e)CArOol, ,,83oq're )$160l$ qr ao6qx.r&o JQ$6,(r)U tsClribC0" l.,JCr6(,tC(l(,u Ji&.r68o 03q,oq,Cbol.i 3Cor6ot, 691rfu6" Lrjr6ogq,(1lj J)6o6ol.J J16(')CCOo lpr $r6Cebo6lnb LrCrd,or8Cq,(')lj Jr6qDAC6Ob 0.)6lrrboqBCeJe. 3. A.,eCfuq, oCECl, SJd€rc,AOEq,o brCr6<'80q,(.)b acr)r36o6otJ AJ6Jy60UqdoL J6o&loo. Itsjs6o6gqx',b Ao,r36<n0otr J(€o6ol$tt loff L UBfx')bo 薇 Ⅵ爆働 UJSI6(,€C(X9U J6,C&,C6-€o6ot\)6o
განკარგულება
LDJDハ 田33Rttb 80103ハ 円bnし 335Jbハ 31■1333 N542 2015 惚POb 19 0。 600 」∽60Ψ ObO r. br6r0odolr brjr6or3gq,tnb Oor3drobob bs3r6erb8qgcbq'o o6oGorO%ob $glroo brjt6or3gqerb Jr6qrr03666o $rfiqr636oq' 3r6obJ6r'rgi69bqb3 0o0bbg6gbqrrqg qgr6ots36ob tsgbrbxb ,,brJr6qrr0366n 6qn36otr ts3brb3b" brjr6or3Sq'r'rb 3r6<n6ob E3-4 Ogbq,ob ag-o .:3036"u tgbrbr0obrqr, bjr6or33q'ob Eorr36obob blrfooaq.ogaq,o o6o3o:1)o3ob $Stroor b':jr6or33q<nb Jr6q'r096$0o 0r6oq:0Sragqrgbol-t ;n,acit."',,lsjr6or3xq'orb rqr0o6ob66r3ogq' brE':6orrqrqrs6q333rorr (}3q,"q,Cb"f, 83$r6ob 63brb3b",,,35OoA6('IAob 3erq93jb0o 83brbXb" b'rjrdror3Sq'r'rt-r 3r6obBo fu{,.qpa.f, t!6r6otr 0gb.rb3b", ,,Jcrq'6oob ltba3q'orr rqlr6Sqrgbob Iri"*ro.u a-36oont, 0gbrbgb",,,rt6.>ltJr6o66o S6o1019ool-r B3brbxb" brjr6or3Sq'crlr 316o60o G3qroq'3bolr 6c,rit r- nriqebCO"i 3if .O.:O.g363abg,'r6.:56gq'$q'cr3r6orr g*rlb0. bt 6i6tr"u-0gt'rb3b", "lr':j'r6or33q'orb bobbq'ob br0r6orq'ol-r 3oqggib8o CriinqCA"f, ACO.tbotJ 03b.>b3b",,,tr'>jr6or33q'ob bolrbq'ob br8r6oryotl iJaOr[jfr. 3r'rq93jb8o 33q'oq'3bob ECOrbob B3l-r':bgb"'- "o36roqro3qro s.rruariianb aicbtbcb" - brjGor3gq'r'rb 3rberb8o o3q'oq'0bob At ,,dg"gt* rgr6.,tn ('r 036t6ob ts3brb0b" Eobproboor rqgr6qrob 03bsbgb" fr1pOol3lq,erfr- 3r6.OAn 33q'oq'5bob ts3$r6ob 65brbgb" -ttjr6or33q'crlr ,:tlqtagf$"f, bi3oOoq)3$o qrs Jqg6;63q' libqro0gblrS 6o0bl-r363bq'rqr q..tns-nar.[ lrrjr6or35q'tnlr oglr6oSoob 8o6oti$6ob Jo6gq'o 0c*qr6oq'3 590」 b5596065650。 00 ズ χ ̀Q 3600o06‑Oo5obo6ゆ び 0 o. (][=l』 」Lサ:)Lヽ 06sNO RS606S砲 。中
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი კარი I არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და პრინციპები თავი I არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და მისი მოქმედების სფერო მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და მისი მიზანი 1. არასრულწლოვანთა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისხლისსამართლებრივი კოდექსი და ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების/სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. 2. ამ კოდექსის მიზანია, მართლმსაჯულების განხორციელებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებების დაცვა, დაზარალებული/მოწმე არასრულწლოვნის მეორადი ან ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ხელახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. 3. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მუხლი 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო, გამოყენების წესი, კანონის ანალოგია 1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, აგრეთვე არასრულწლოვანი დაზარალებულის ან/და მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება, აგრეთვე, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე - 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები ასევე ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთან მიმართებაში. 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 3. არასრულწლოვანთა საქართველოს სხვა ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ნორმატიული ამ კოდექსს აქტების ან/და პროცესში დებულებებიც, გამოიყენება თუ არასრულწლოვნისათვის ისინი არ შეღავათს ითვალისწინებს. 4. ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას, დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 5. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც. 7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სხვა სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებისას, შესაძლებელია შუამდგომლობის წარმომდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მუხლი 3. ძირითად ტერმინთა და ცნებათა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის 1. არასრულწლოვანი – თვრამეტ წლამდე ასაკის მოწმე, დაზარალებული, აგრეთვე თვრამეტ წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო 2 სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიზნებისთვის – პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 1002 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე და 123-ე მუხლების მე-4 ნაწილებით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე, 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771, 178-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება. 3. პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკია 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა - 16 წელი. 4. არასრულწლოვნის უსაფრთხოების, საუკეთესო კეთილდღეობის, ინტერესები ჯანმრთელობის - არასრულწლოვნის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომელთა განსაზღვრა საერთაშორისო ინდივიდუალური სტანდარტებისა მახასიათებლების და შესაბამისად, არასრულწლოვნის აგრეთვე, მისი აზრის გათვალისწინებით ხორციელდება. 5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, აგრეთვე არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის მონაწილეობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის სამართლის საქმის წარმოება, მათ შორის დანაშაულის ან სისხლის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, სასამართლო განხილვა, დანიშნული სასჯელისა ან სხვა ზომის აღსრულება. 6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი/პროცესში მონაწილე ადვოკატი, პირი - მოსამართლე, სოციალური პროკურორი, მუშაკი, გამომძიებელი, მედიატორი, პრობაციის პოლიციელი, ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პატიმრობის შესაბამისი 3 დაწესებულების პერსონალი, მართლმსაჯულების რომელიც პროცესში და მონაწილეობს რომელსაც გავლილი არასრულწლოვანთა აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, აგრეთვე, ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევაში ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 7. განრიდება გათავისუფლების - ფორმა, სისხლისსამართლებრივი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. 8. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ჩადენილი ქმედებისათვის, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს. 9. მედიაცია - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა. მედიაციის პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პროკურორი ან/და სხვა პირები. 10. მედიატორი - სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელიც ასრულებს შუამავლის როლს არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს. 11. კანონიერი წარმომადგენელი - არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მეურვე ან მზრუნველი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად და სარგებლობს არასრულწლოვნის ყველა უფლებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა ისარგებლოს. 12. საპროცესო წარმომადგენელი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის მიერ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი, რომელიც ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კანონთან კონფლიქტში 4 მყოფი არასრულწლოვნის ან არასრულწლოვანი ინტერესების მოწმის/დაზარალებულის დასაცავად შემთხვევებში. საპროცესო ამ კოდექსის სახელით 50-ე და მუხლით მისი საუკეთესო გათვალისწინებულ წარმომადგენელზე სრულად ვრცელდება მოქმედი ნორმები კანონიერი წარმომადგენლის შესახებ. 13. არასრულწლოვანი დაზარალებული – არასრულწლოვანი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად. 14. არასრულწლოვანი მოწმე – არასრულწლოვანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობის მქონე ინფორმაცია. 15. მეორადი ვიქტიმიზაცია - ზიანი, რომელიც დაზარალებულს/მოწმეს შეიძლება მიადგეს მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად. 16. ხელახალი ვიქტიმიზაცია - დაზარალებულისთვის ზიანის მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად. 17. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება - არასრულწოვანთა განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელშიც თავსდებიან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვნები და უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა. 18. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია - არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანების უფლებებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ჯანსაღი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად. 19. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). თავი II არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპები მუხლი 4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. 5 მუხლი 5. დისკრიმინაციის აკრძალვა დაუშვებელია არასრულწლოვნის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია ნებისმიერი იმ ნიშნ(ებ)ით, რასაც ითვალისწინებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლი. მუხლი 6. ჰარმონიული განვითარების უფლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანს აქვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება. მუხლი 7. თანაზომიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ზომა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, აგრეთვე არასრულწლოვნის პიროვნების, ასაკის, მისი საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა საჭიროებების შესაბამისი. მუხლი 8. ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომების პრიორიტეტულობა 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა ენიჭება საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას. 2. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი მიმართ პირველ პასუხისმგებლობისგან რიგში განიხილება განრიდების ან მისი აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების შესაძლებლობა და ფასდება, უკეთ მოემსახურება თუ არა განრიდება ან ასეთი ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაციარეაბილიტაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებს, ვიდრე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და სასჯელის გამოყენება. 3. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის ნაცვლად გამოიყენება, უნდა ემსახურებოდეს არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვის მიზანს. 6 მუხლი 9. პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება 1. დაუშვებელია არასრულწლოვნის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით. 2. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება, თავისუფლების შეზღუდვა და თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, გამოყენებული რაც შეიძლება მცირე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით. მუხლი 10. არასრულწლოვნის მონაწილეობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მათ შორის უფლება, მოუსმინონ და მხედველობაში მიიღონ მისი მოსაზრებები მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, უფლება აქვს არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 3. თუ არასრულწლოვნისა და კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც უფრო შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარს. მუხლი 11. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე. 2. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე. მუხლი 12. არასრულწლოვნის ნასამართლობა 1. ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი მსჯავრის შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. 7 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს თუკი პირი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ. მუხლი 13. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცვა 1. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. 2. ინფორმაცია არასრულწლოვნის ნასამართლობის შესახებ არ არის საჯარო. ასევე დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების რაიმე სახით გამჟღავნება ან გამოქვეყნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 14. ინდივიდუალური მიდგომა 1. არასრულწლოვნის მიმართ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდის და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რაც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს ეპყრობა განსაკუთრებული ყურადღებით. მუხლი 15. საპროცესო უფლებები 1. სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე ბრალდებული და დაზარალებული არასრულწლოვანი 8 სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვან მოწმეს ასეთი უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ ის გადახდისუუნაროა. 2. სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ასევე სარგებლობს შემდეგი უფლებებით: ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით; ბ) თარჯიმნის უფასო მომსახურების მიღების უფლებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; გ) კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით; დ) საკონსულო დახმარების უფლებით; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. კარი II არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები თავი Ш არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი პირების სპეციალიზაცია მუხლი 16. სპეციალიზაცია 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ არასრულწოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება განახორციელა არასპეციალიზებულმა პირმა, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სპეციალიზებულ პირს. 2. ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, გარდა იმავე მუხლის მეორე სამართალდარღვევების ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისა, უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური სწავლება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან, ასევე არასრულწლოვან 9 დაზარალებულსა და მოწმესთან ურთიერთობის მეთოდიკასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებში. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და, მოსამართლეების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მუხლი 17. არასრულწლოვანთა საქმეების განხილვა სასამართლოში 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე ან, თუ საქმე კოლეგიურად განიხილება, სასამართლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში, სულ მცირე, ორი წევრი, მათ შორის, თავმჯდომარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეა. 2. სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს სასამართლო პალატა, რომლის თავმჯდომარე, შემადგენლობაში, არასრულწლოვანთა სულ მცირე, ორი მართლმსაჯულებაში წევრი, მათ შორის, სპეციალიზებული მოსამართლეა. 3. თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიაში საქმის კოლეგიური წესით განხილვისას, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის შემადგენლობაში მონაწილეობს ერთი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე. მუხლი 18. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებელი და პროკურორი 1. არასრულწლოვნის საქმეს იძიებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებელი. 2. არასრულწლოვანთა საქმეებზე საპროკურორო საქმიანობას ახორციელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორი. 10 მუხლი 19. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პოლიციელი 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში აწარმოებს არასრულწლოვანთა არასრულწლოვანთა საქმეებს მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პოლიციელი. 2. არასრულწლოვნის მიმართ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს ახორციელებს მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული შინაგან არასრულწლოვანთა საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი. მუხლი 20. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი 1. არასრულწლოვანთა საქმეებს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი. 2. იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით. მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პატიმრობის შესაბამისი დაწესებულების პერსონალი. თავი IV არასრულწლოვანი დაზარალებული და არასრულწლოვანი მოწმე მუხლი 22. არასრულწლოვანი მოწმის უფლება-მოვალეობების გავრცელება არასრულწლოვან დაზარალებულზე არასრულწლოვან დაზარალებულს ენიჭება ამ კოდექსით არასრულწლოვანი მოწმისათვის მინიჭებული ყველა უფლება მოვალეობა. 11 და მასზე დაკისრებული ყველა მუხლი 23. არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები 1. მეორადი და ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპროცესო მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობს არასრულწლოვანი მოწმე, ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი, ხოლო საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგიც. 2. სამართალწარმოების ყველა სტადიაზე, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების არსი; ბ) იცოდეს არასრულწლოვანსა და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ; გ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ღონისძიების მიერ თაობაზე და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ ემუქრება რეალური საფრთხე. 3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე - პროკურორი, უფლებამოსილია აუკრძალოს არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. მუხლი 24. არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებები არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის, ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება: ა) არასრულწლოვანი მოწმის გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალე ეკრანს მიღმა ან დისტანციურად დაკითხვის შესახებ; ბ) ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის სასამართლო სხდომამდე დაკითხვის ჩატარებისა და დაკითხვის ვიდეოგადაღების შესახებ; გ) სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ; დ) ბრალდებულის დროებით სასამართლო დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების 12 მიცემაზე, ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით შეიძლება არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორადი ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა სასამართლო განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა. მუხლი 25. ზიანის ანაზღაურების და კომპენსაციის მიღების უფლება განაჩენის დაზარალებულს გამოცხადების და მის შემდეგ, კანონიერ სასამართლო წარმომადგენელს არასრულწლოვან აცნობებს სასამართლო განხილვის შედეგებს და განუმარტავს მას კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. კარი Ш არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ზოგადი წესები თავი V არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ზოგადი წესები მუხლი 26. არასრულწლოვანების დადგენა 1. თუ არსებობს ბუნდოვანება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის სრულწლოვანებასთან დაკავშირებით, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ გამოაქვს დადგენილება/განჩინება არასრულწლოვანების დადგენის თაობაზე. 2. ასაკის მტკიცებულების, დადგენა მათ შორის, ხორციელდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი ოფიციალური დოკუმენტის, სამედიცინო ან სოციალური შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნის, მშობლის ან სხვა პირისგან მიღებული ცნობების ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე. 3. თუ დადგინდა, რომ პირი არასრულწლოვანია, მაგრამ ვერ დადგინდა მისი სავარაუდო ან ზუსტი ასაკი, ივარაუდება, რომ მას არ შესრულებია 14 წელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ხოლო 16 წელი - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ვიდრე არ დამტკიცდება საპირისპირო. 13 4. თუ დადგინდა არასრულწლოვანი სისხლისსამართლებრივი/ადმინისტრაციული პირის სავარაუდო პასუხისმგებლობის ასაკი, საკითხის გადასაწყვეტად მხედველობაში მიიღება სავარაუდო ასაკის მინიმალური ზღვარი. მუხლი 27. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში 1. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება ხდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. 2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ორგანო შეფასების პროცესში შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს, რაც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 3. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და შესაბამისად, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები. 4. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და მხედველობაში მიღება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე: ა) განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას; ბ) სასჯელის დანიშვნისას; გ) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას; დ) არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას; ე) პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. 5. პროკურორის დადგენილებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებული იქნეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეც, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ”, და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიაზე, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და 14 პრობაციის ეროვნული სააგენტო), ხოლო “გ” და “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი დგინდება საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. 8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში საჭიროებისამებრ მხედველობაში მიიღება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სისხლის სამართლის პროცესის ყოველ მომდევნო სტადიაზე ანგარიშის მომზადებისას მხედველობაში მიიღება წინა ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს შესაბამისი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე. 10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასებისას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს ბრალდებულ არასრულწლოვანს და შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან. მუხლი 28. არასრულწლოვნის დაცვა 1. არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი. 2. თუ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს არ ჰყავს ადვოკატი, არასრულწლოვანთა დაუყოვნებლივ მართლმსაჯულების მიმართავს იურიდიული პროცესის დახმარების მწარმოებელი სამსახურს პირი ადვოკატის დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით. მუხლი 29. არასრულწლოვნის საქმის განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე. 2. არასრულწლოვნის მიმართ ჩატარებულ ნებისმიერ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე 15 მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე - პროკურორი, უფლებამოსილია აუკრძალოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. მუხლი 30. სათარჯიმნო და სხვა მომსახურება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში 1. გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არასრულწლოვანი სარგებლობს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა ან არ შეუძლია ილაპარაკოს ამ .ენაზე. ამ შემთხვევაში, თარჯიმანი ესწრება ნებისმიერ საპროცესო მოქმედებას. 2. არასრულწლოვანს აქვს უფლება, შეხვდეს თარჯიმანს სასამართლო სხდომამდე ან საპროცესო მოქმედებამდე, რათა დადგინდეს, ესმით თუ არა მათ ერთმანეთის. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი ასევე უფასოდ სარგებლობს ყველა იმ მომსახურებით, რაც მას ესაჭიროება საქმის გასაცნობად და სამართალწარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მუხლი 31. საკონსულო დახმარების უფლება 1. სხვა ქვეყნის მოქალაქე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს შეუძლია ისარგებლოს დაწესებულების თავისი ქვეყნის წარმომადგენლის დიპლომატიური/საკონსულო დახმარებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. 2. თუ დაკავებული ან დაპატიმრებული არასრულწლოვანი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ეს უმოკლეს ვადაში, და ნებისმიერ შემთხვევაში დაკითხვამდე, უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 16 3. თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ან არასრულწლოვანი ლტოლვილი ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას უნდა მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით კომუნიკაციის დამყარების საშუალება იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომელიც იცავს მის ინტერესებს, ან ნებისმიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს ასეთი არასრულწლოვნის დაცვა. მუხლი 32. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვნის საქმის გამოყოფა 1. თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ამით არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. 2. ნებისმიერ შემთხვევაში არასრულწლოვანი სარგებლობს ამ კოდექსით დადგენილი გარანტიებით. მუხლი 33. არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება უნდა განხორციელდეს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც არის მოთავსებული არასრულწლოვანი, ხოლო არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოძახება უნდა განხორციელდეს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატს ან კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ან ეგზავნება არასრულწლოვანი ბრალდებულის უწყების ასლი. მუხლი 34. ძალის, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა 1. აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არასრულწლოვნის დაკავების, სასამართლოში წარდგენის, აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის აღსრულებისას, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის მიერ თვითდაზიანების, სხვებისთვის ზიანის მიყენების ან/და სხვა ყველა საშუალება ამოწურულია და უშედეგოა, და როდესაც კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა სხვა, ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით. 17 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძალისა და სპეციალური საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალისა და ხელბორკილის და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად, შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს რეზინის ხელკეტი, შესაბოჭი ბადე, ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი. 3. ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები: ა) გამოყენებულ უნდა იქნეს დროის შეძლებისდაგვარად ხანმოკლე ვადით; ბ) უნდა ემსახურებოდეს კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და, შესაბამისად, იყოს გარემოებების თანაზომიერი; გ) არ უნდა იქნეს გამოყენებული დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი ფორმით. 4. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არასრულწლოვნის წინააღმდეგ, გარდა აუცილებელი მოგერიების და იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიარაღებულია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებებით შეუძლებელია. 5. პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე გამოიყენა ძალა ან/და სპეციალური საშუალებები, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს თავის უშუალო უფროსს და, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელს. ასეთი პირის უშუალო უფროსი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სამედიცინო შემოწმებას. 6. პირი, რომელმაც გამოიყენა ძალა ან/და სპეციალური საშუალებები, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ადგენს ოქმს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ოქმში აღინიშნება გამოყენებული ძალა ან/და სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. 7. ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენების თითოეული შემთხვევა აღირიცხება შესაბამისი დაწესებულების ოფიციალურ სააღრიცხვო ჟურნალში და ხელმისაწვდომია არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატისთვის, აგრეთვე სასამართლოსთვის და იმ ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება, აქვს უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. 18 კარი IV არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და მართლმსაჯულების პროცესი სასამართლოში საქმის განხილვამდე თავი VI არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მუხლი 35. არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პირი თავისუფლდება არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ა) ერთი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) სამი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; გ) ხუთი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; დ) თორმეტი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. მუხლი 36. არასრულწლოვნის გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ერთ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) სამ წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ხუთ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; 19 დ) შვიდ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. მუხლი 37. შეზღუდული შერაცხადობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. მუხლი 38. განრიდება 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, პირველ რიგში განიხილება არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაციარეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. 2. პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების, ან უკვე დაწყებული დევნის შეწყვეტისა და არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების შესახებ ამ თავით დადგენილი წესით. 3. განრიდების გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არასრულწლოვნის ასაკი, ბრალეულობის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი, მიყენებული ზიანი, სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, დანაშაულის შემდგომი ქცევა, წარსულში ჩადენილი დანაშაული და ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. მუხლი 39. განრიდების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო 1. წინასასამართლო სხდომამდე განრიდების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. 2. განრიდება ასევე შეიძლება იქნეს გამოყენებული წინასასამართლო სხდომის შემდეგ, რის შესახებაც მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით განრიდების გამოყენების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს განრიდების გამოყენების ან არგამოყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 20 3. განრიდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების, ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ. არასრულწლოვანთან მიმართებაში განრიდების და განრიდება-მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი, ასევე მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა ერთი წელი. 4. არასრულწლოვნისთვის განრიდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დგება გასაუბრების ოქმი, სადაც ახსნილია განრიდებაზე უარის თქმის მიზეზი. ოქმს ხელს აწერენ პროკურორი და არასრულწლოვანი ან/და მისი წარმომადგენელი. 5. პროკურორის არასრულწლოვანს ან/და მიერ განრიდებაზე მის წარმომადგენელს უარის თქმის უფლება აქვს შემთხვევაში, განრიდების მოთხოვნით მიმართოს ზემდგომ პროკურორს. მუხლი 40. განრიდების გამოყენების წინაპირობები განრიდების გამოყენება შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას: ა) არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული; ბ) არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი; გ) არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში; დ) არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს; ე) პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ან უკვე დაწყებული დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი; ვ) არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი ფორმით გამოთქვამენ ინფორმირებულ თანხმობას განრიდების გამოყენებაზე. მუხლი 41. არასრულწლოვნის გარანტიები განრიდების დროს 1. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ან/და ადვოკატს უნდა მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია განრიდების არსის, გამოყენების წესის, ხანგრძლივობის, შესაძლო პირობების და განრიდების ღონისძიებების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. 21 2. არასრულწლოვანს ზეპირად და წერილობით განემარტება, რომ განრიდებაზე თანხმობა ნებაყოფლობითია და მას უფლება აქვს ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას განრიდებაზე. 3. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს ადვოკატი, მას და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტებათ ადვოკატის ყოლის უფლების შესახებ. 4. განრიდების პროცესში არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის აღიარება და მის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. მუხლი 42. განრიდების ღონისძიებები 1. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის განრიდებამედიაციის პროგრამა; გ) მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება; დ) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა; ე) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; ვ) მოვალეობის დაკისრება; ზ) მინდობით აღსაზრდელად განთავსება. 2. არასრულწლოვანს ერთდროულად შეიძლება დაენიშნოს განრიდების რამდენიმე ღონისძიება. არასრულწლოვნის განრიდების ინდივიდუალური ღონისძიებები შეფასების ანგარიშის განისაზღვრება საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. განრიდების ღონისძიება უნდა იყოს გონივრული და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. არასრულწლოვნის განრიდების პროცესში დაუშვებელია მისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც იწვევს მისი ღირსებისა და პატივის შელახვას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და ძირითადი სამუშაოსაგან, ასევე ზიანს აყენებს არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. 4. დაუშვებელია ჩადენილი ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ სანქციაზე მკაცრი განრიდების ღონისძიების დაკისრება. 22 მუხლი 43. წერილობითი გაფრთხილება წერილობითი გაფრთხილება ნიშნავს არასრულწლოვნისათვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება დანაშაულის განმეორებით ჩადენას. მუხლი 44. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება შეიძლება მოიცავდეს განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვას, საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას ან/და ნებისმიერ სხვა პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგების გამოსწორებას. მუხლი 45. მოვალეობის დაკისრება 1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს: ა) განსაზღვრული ადგილის ან/და პირ(ებ)ის მონახულება; ბ) ბინადრობის ადგილის შეცვლა; გ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა; დ) ნებართვის გარეშე ქვეყნის ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დატოვება; ე) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მის რესოციალიზაციარეაბილიტაციას. 2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციარეაბილიტაციას და ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 23 მუხლი 46. მინდობით აღსაზრდელად განთავსება 1. მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში არასრულწლოვნის განთავსებას გამოცდილ აღმზრდელებთან, სახლისა და მშობლებისგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის დატოვება სახლში და მშობლების გარემოცვაში შეიცავს მის მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკს. 2. განრიდების ამ ღონისძიების შესრულების პროცესში შესაძლებელია არასრულწლოვნის მშობლების ჩართვაც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მუხლი 47. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების შესრულება თუ არასრულწლოვანი შეასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების შეუსრულებლობა 1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განზრახ არ ასრულებს განრიდების ღონისძიებას, სოციალური მუშაკი ამის შესახებ აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერ წარმომადგენლისა და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას. 2. განრიდების პროკურორი შესახებ უფლებამოსილია გადაწყვეტილების დასაბუთებული გაუქმების შემთხვევაში, დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა. 3. განრიდების არასრულწლოვნის შესახებ მიერ გადაწყვეტილების განრიდების გაუქმების ღონისძიების შემთხვევაში, შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. 24 თავი VII დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მუხლი 49. შეტყობინება არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრებისთანავე 1. არასრულწლოვნის დამკავებელი პირი, გამომძიებელი, პროკურორი დაკავებისთანავე იღებს ყველა საჭირო ზომას არასრულწლოვნის მშობელთან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, სხვა ახლო ნათესავთან ან/და არასრულწლოვნის მიერ მითითებულ სხვა პირთან დაუყოვნებლივ დასაკავშირებლად. 2. გამომძიებელი, პროკურორი ან არასრულწლოვნის დამკავებელი პირი არასრულწლოვნის სამართალდამცავ არასრულწლოვნის კანონიერ ორგანოში წარმომადგენელს მიყვანისთანავე ატყობინებს არასრულწლოვნის დაკავების შესახებ, აცნობებს მის ადგილსამყოფელს და განუმარტავს არასრულწლოვნის დაკავების მიზეზებს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებს. 3. თუ არ ხერხდება კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირება, პოლიციის დაწესებულების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მუხლი 50. საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა 1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე საპროცესო წარმომადგენლად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელს ან სხვა სანდო პირს, თუ: ა) შეუძლებელია არასრულწლოვნის კანონიერი სამართალდამცავ წარმომადგენლის ორგანოში მიყვანიდან მონაწილეობა ერთი საათის განმავლობაში; ბ) არასრულწლოვანი არ ცხოვრობს კანონიერ წარმომადგენელთან ან/და უარს აცხადებს მასთან დაკავშირებაზე ან მის მონაწილეობაზე პროცესში; გ) კანონიერი წარმომადგენელი მოქმედებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ; დ) არასრულწლოვანი არის მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი ან თვითმხილველი; ე) კანონიერი წარმომადგენელი ბრალდებულია იმავე დანაშაულის ჩადენაში; ვ) კანონიერი წარმომადგენელი ხელმიუწვდომელია. 25 2. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. 3. სხვა სანდო პირი საპროცესო წარმომადგენლად ინიშნება არასრულწლოვნის აზრის გათვალისწინებით. 4. არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) პროცესის მწარმოებელი ორგანოს თანამდებობის პირთან გამოთქვას მოსაზრება არასრულწლოვნის საჭიროებების შესახებ; ბ) აწარმოოს ურთიერთობა არასრულწლოვნის ახლო ნათესავებთან, მეგობრებთან და ადვოკატთან; გ) აცნობოს სოციალური არასრულწლოვანს ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური ან მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) მიაწოდოს არასრულწლოვანს ინფორმაცია მისი საპროცესო სტატუსის, ჩვენების მიცემის მნიშვნელობის, ხანგრძლივობისა და ფორმის, აგრეთვე დაკითხვის პროცესის განხორციელების წესის შესახებ; ე) აცნობოს არასრულწლოვანს სასამართლო მოსმენის დროის, ადგილის და სხვა შესაბამისი მოქმედებების ჩატარების, ასევე, დაცვის ხელმისაწვდომი ღონისძიებების შესახებ; ვ) მიაწოდოს არასრულწლოვანს ინფორმაცია მის მიმართ გამოტანილი საპროცესო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ზ) განახორციელოს სხვა მოქმედება არასრულწლოვნის დასახმარებლად. მუხლი 51. დაკავებული არასრულწლოვნის დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობები დაკავებული არასრულწლოვანი დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულწლოვანთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. განცალკევებით თავსდებიან აგრეთვე მდედრობითი და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები. 26 მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, არასრულწლოვნის გამოკითხვისა და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი და მხედველობაში არ მიიღება იმავე კოდექსის 332-ე მუხლის დებულებები. 2. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 3. არასრულწლოვნის დაკითხვა ტარდება კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის დასწრებით. საჭიროებისამებრ მონაწილეობაც. თუ არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 4. 14 წლამდე პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით. მას უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს ბავშვისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. 5. დაკითხვისას შესვენების მიზნით, შესაფერისი დროის ინტერვალის დასადგენად, მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, დაკითხვათა ოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და განპირობებული უნდა იყოს სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით. 6. არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში. 7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით (არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში), აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით. 27 8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობს არასრულწლოვანი მოწმე/ დაზარალებული, ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი. საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. 9. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე - პროკურორი, უფლებამოსილია განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. 10. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. მუხლი 53. ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი 1. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვნის სხეულის შიგნით შემოწმებას ან მისი სხეულიდან ნივთის ამოღებას, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ემუქრება არასრულწლოვნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი. 2. ნებისმიერ შემთხვევაში, არასრულწლოვნის სხეულიდან ნივთის ამოღება უნდა განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მქონე დაწესებულებაში მონაწილეობით სერტიფიცირებული, და კანონიერი იმავე სქესის წარმომადგენლის, ექიმის ხოლო, ან ექთნის არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით. 3. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვნის სხეულის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, აგრეთვე, კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, ადვოკატის თანდასწრებითაც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. 28 4. ამ მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხს მოსამართლე წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე შესაბამისი შუამდგომლობის შეტანიდან არა უგვიანეს 12 საათის განმავლობაში. 6. განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი, გვარი; გ) პირი, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა; დ) არასრულწლოვანი პირი, რომლის მიმართაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს; ე) სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები; ვ) საგამოძიებო მოქმედების აუცილებლობის დასაბუთება; ზ) ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; თ) წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება; ი) განჩინების მოქმედების ვადა; კ) პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; ლ) მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული). 7. თუ არასრულწლოვანი არ არის თანახმა, რომ კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებას, ან თუ მისი მონაწილეობა შეუძლებელია, საგამოძიებო მოქმედებას ესწრება შესაბამისი სქესის საპროცესო წარმომადგენელი. კარი V სასამართლოში საქმის განხილვა და აღკვეთის ღონისძიებები თავი VIII სასამართლოში საქმის განხილვა მუხლი 54. არასრულწლოვნის პირველი წარდგენა სასამართლოში 29 არასრულწლოვნის დაკავებიდან რაც შეიძლება მალე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. მუხლი 55. სასამართლოში საქმის სამართლიანი და სწრაფი განხილვის უფლება 1. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 6 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. 2. არასრულწლოვნის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს ზეპირი მოსმენით სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ერთი თვის ვადაში. 3. არასრულწლოვნის საკასაციო სასამართლოს სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში. საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 3 თვისა. მუხლი 56. სასამართლო განხილვაში მონაწილეობა 1. არასრულწლოვნის საქმის განხილვაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სასამართლო: ა) უზრუნველყოფს, რომ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდეს არასრულწლოვნის აღქმისა და გაგების უნარის შესაბამისად; ბ) სხდომებს შორის, გონივრული ხანგამოშვებით აცხადებს შესვენებას არასრულწლოვნის ასაკის, ჯანმრთელობის, განვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 2. დაუშვებელია სასამართლოში არასრულწლოვნის საქმის განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდის. მუხლი 57. ბრალის აღიარების დასაშვებობა არასრულწლოვნის მიერ ბრალის აღიარების გადაწყვეტისას, სასამართლო, სხვა შესაბამის 30 დასაშვებობის საკითხის გარემოებებთან ერთად, ითვალისწინებს არასრულწლოვნის აღქმისა და გაგების უნარს, დაკითხვის ხანგრძლივობას, გაურკვევლობის ან შესაძლო პატიმრობის შიშს. მუხლი 58. მტკიცებულებათა გამოკვლევისას პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვა 1. სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ ეს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით. 2. განჩინების გამოტანისთანავე მოსამართლე განუმარტავს მხარეებს იმავე სხდომაზე მისი გასაჩივრების უფლების თაობაზე, რაც იწვევს მტკიცებულების გამოკვლევის პროცესის შეჩერებას. 3. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნების შემდეგ, სასამართლო შესაბამისი ფორმითა და მოცულობით განუმარტავს არასრულწლოვანს მისი არყოფნისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა შინაარსს. 4. არასრულწლოვნის სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი და მისი კანონიერი წარმომადგენელი ყოველთვის ესწრება სხდომას. მუხლი 59. სასამართლოში საქმის განხილვის სხვა თავისებურებანი 1. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 7 დღისა. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება. თავი IX აღკვეთის ღონისძიებები მუხლი 60. აღკვეთის ღონისძიებები 1. ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეთვალყურეობაში 31 გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო და პატიმრობა. 2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ერთი ან მეტი ღონისძიება. მუხლი 61. მეთვალყურეობაში გადაცემა 1. მშობლის, სხვა ახლო ნათესავის, მეურვის, მზრუნველის ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში არასრულწლოვნის გადაცემის მიზანია, აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამომძიებელთან, პროკურორთან, ან სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო ქცევის წერილობითი ვალდებულება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემა შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვნისა და იმ პირის თანხმობით, რომელსაც არასრულწლოვანი მეთვალყურეობაში გადაეცემა. ამ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე, თუ თვლის რომ ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას. 3. პირს, რომელიც ჩამორთმევისას, უნდა მეთვალყურეობს გააცნონ არასრულწლოვანს, არასრულწლოვნისთვის ხელწერილის წარდგენილი ბრალდებისთვის მოსალოდნელი სასჯელის სახე და ზომა და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრება, თუ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დაარღვევს სათანადო ქცევის ვალდებულებას. 4. არასრულწლოვნის მეთვალყურეობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია პირი, რომელიც მეთვალყურეობდა არასრულწლოვანს, მხარის შუამდგომლობით დააჯარიმოს 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით. მუხლი 62. შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შემთხვევაში. 32 ნაკლებად მძიმე ან მუხლი 63. გირაო გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით და ის შეიძლება დადგინდეს თანხის ნებისმიერი ოდენობით. მუხლი 64. პატიმრობა 1. ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: ა) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; ბ) პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ან მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ან ახალი დანაშაულის ჩადენა; გ) მიზანი, რომელსაც ემსახურება არასრულწლოვნის პატიმრობა, აღემატება არასრულწლოვნის თავისუფლების ინტერესს. 2. თუ არასრულწლოვანი პატიმარია, მისი პატიმრობის საერთო ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ ამ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, წინასასამართლო სხდომა ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 3. სასამართლო, ყოველ 20 დღეში ერთხელ ზეპირი მოსმენით განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ გაგრძელების/გაუქმების/შეცვლის გამოყენებული საკითხს. მტკიცების პატიმრობის ტვირთი ეკისრება პროკურორს. 4. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. კარი VI არასრულწლოვანთა სასჯელი თავი X სასჯელის მიზნები და სახეები, პირობითი მსჯავრი 33 მუხლი 65. სასჯელი მიზანი არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. მუხლი 66. სასჯელის სახეები სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. მუხლი 67. ძირითადი და დამატებითი სასჯელები 1. თავისუფლების შეზღუდვა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. 2. ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. 3. ძირითად სასჯელთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ ერთი დამატებითი სასჯელის დანიშვნა. 4. სასჯელთან ერთად შესაძლებელია ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ღონისძიების დანიშვნა. მუხლი 68. ჯარიმა 1. არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. 2. არასრულწლოვნისთვის ჯარიმის დანიშვნისას ნახევრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები. მუხლი 69. შინაპატიმრობა 1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის მის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში. 34 2. შინაპატიმრობა ინიშნება ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით. 3. შინაპატიმრობა შეიძლება დაინიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. 4. შინაპატიმრობა უნდა დაინიშნოს ისე, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს. 5. შინაპატიმრობის ზედამხედველობა, როგორც წესი, ხორციელდება ელექტრონულად. მუხლი 70. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ენიშნება ერთიდან სამ წლამდე ვადით. მუხლი 71. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არასრულწლოვნის მიმართ ინიშნება ორმოციდან სამას საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს. 2. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დამატებითი სასჯელის სახით გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება დაინიშნოს უფრო მცირე ვადითაც. 3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არასრულწლოვნის მიმართ უნდა დაინიშნოს ისე, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს. 4. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას, მსჯავრდებული ადგილზე, არასრულწლოვანი სადაც იგი სასურველია, საზოგადოების წევრად სამუშაოდ განწესდეს ჩამოყალიბებისათვის ისეთ საჭირო გამოცდილებასა და უნარებს შეიძენს. 5, არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი გათვალისწინებული არ არის. 35 მუხლით სასჯელის სახით მუხლი 72. თავისუფლების შეზღუდვა არასრულწლოვნის თავისუფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადაა სამი წელი. მუხლი 73. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს არასრულწლოვანს თუ მან ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. 2. თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს. 3. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ წელს. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები გამოიყენება ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მიუხედავად. მუხლი 74. პირობითი მსჯავრი თუ არასრულწლოვანმა, რომელიც არ ყოფილა მსჯავრდებული განზრახი დანაშაულისათვის, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით. თავი XI სასჯელის დანიშვნა მუხლი 75. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები 1. სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. 2. არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია, არასაპატიმრო სასჯელთან ერთად დააკისროს არასრულწლოვანს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ერთი ან მეტი მოვალეობის შესრულება. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის 36 დაკისრება, რომელიც დიდი ალბათობით არ შესრულდება ან აღემატება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. 3. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების მიზნით, არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა ერთ წლამდე ვადით. ეს წესი არ გამოიყენება ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 76. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში არ ყოფილა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და სახეზეა შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. თავი XII არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება მუხლი 77. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება 1. ამ კოდესის 66-ე მუხლის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით,, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აღსრულების ეროვნული ბიურო“, ხოლო „ბ“, გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 2. სასჯელად საზოგადოებრივი შრომის დაკისრებისას მისი მოხდის დაწყებამდე და ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელის მოხდის და პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მსჯავრდებული 37 აგრძელებს განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ დროს გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები. 3. არასრულწლოვნის მიერ, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 4. არასრულწლოვნები გათავისუფლებული არიან ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 5. არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან მოვალეობისთვის თავის არიდების შემთხვევაში, მოსამართლე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში, იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან/და მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის თაობაზე. მოსამართლე წარდგინებას იხილავს პრობაციის ოფიცრისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. მხარის ინიციატივით, მოსამართლეს შეუძლია მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. 6. თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის ვადაში არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი მძიმე დანაშაული, არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო, ხოლო განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ. 7. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში, მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ჩაითვლება შინაპატიმრობის ერთი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება, თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე და თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 8. არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის შეცვლის შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსით. 38 9. პირობით მსჯავრდებული და არასაპატიმრო სასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებლო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივში და ნადგურდება ამ ვადის გასვლისთანავე. მუხლი 78. სასჯელის/პირობითი მსჯავრის/მოვალეობის შეცვლის გასაჩივრება არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან/და ადვოკატს, უფლება აქვს სააპელაციო წესით გაასაჩივროს არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან მოვალეობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. ამ შემთხვევებში გამოიყენება საქათველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე თავის შესაბამისი დებულებები, არასრულწლოვნის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების გათვალისწინებით. კარი VII არასრულწლოვანთა პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა და ზრუნვა პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდგომ თავი XШ არასრულწლოვანთა პატიმრობაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის პირობები მუხლი 79. არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება 1. არასრულწლოვანი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, თავსდება პატიმრობის დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა - არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის იმ დაწესებულების მომსახურება სადაც ბრალდებული/მსჯავრდებული მოთავსებულია უნდა პასუხობდეს ჯანმრთელობისა და ღირსების პატივისცემის მოთხოვნებს. 39 არასრულწლოვანი არასრულწლოვნის 2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად შესაბამისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკმარისი ოდენობის კვალიფიციური და გადამზადებული პერსონალი (პედიატრი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, და სხვ.). 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვნები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 80. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული არასრულწლოვან პირთა დაცვისა და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი განსაზღვრავს: ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს; ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს; გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესს; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმებისა და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს; ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის დისციპლინური სახდელების დაკისრების წესს; ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს; ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზების წესს; თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს; ი) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესს. 40 მუხლი 81. არასრულწლოვნის განცალკევებით მოთავსება 1. ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ: ა) ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნები; ბ) მდედრობითი და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები. 2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სრულწლოვანთან ერთად მოთავსება ან ტრანსპორტირება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მათი განთავსება უნდა მოხდეს ასაკობრივი ჯგუფის, დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა მახასიათებლების მიხედვით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა აქტივობებში ერთად შეიძლება მონაწილეობდნენ განსხვავებული სქესის არასრულწლოვნები. 5. მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება ქალთა სპეციალური დაწესებულების ვრცელდება იგივე არასრულწლოვანთა პირობები, რომლებიც განყოფილებაში დადგენილია და მასზე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის. მუხლი 82. მკურნალობა 1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით, პრევენციული სამედიცინო მომსახურებით და სპეციალური სამედიცინო ინვენტარით. 2. თუ სამედიცინო შემოწმებისას გამოვლინდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნიშნები, შემოწმების ჩამტარებელი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვანი არის მოთავსებული. მუხლი 83. არასრულწლოვანთა საყოფაცხოვრებო და კვების პირობები 1. არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო და კვების პირობებისაგან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები. 2. არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. 41 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად გადაადგილდნენ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე. მუხლი 84. საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება 1. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემისა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე, არასრულწლოვან მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროფესიული განათლების ისეთი შესაძლებლობები რაც ხელს შეუწყობს დაწესებულების დატოვების შემდგომ მის დასაქმებას. 4. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს. 5. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერთიფიკატი, ატესტატი და ა.შ.) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის იდენტიფიცირება. 6. იმ არასრულწლოვან მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებითი და სწავლასთან ისტორია, უნდა დაკავშირებული სირთულეები, ან არ აქვს საგანმანათლებლო არსებობდეს სპეციალური პროგრამები. მათი სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. 7. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 85. მუშაობის შესაძლებლობები 1. არასრულწლოვანს აქვს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება. 42 2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს. 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს არასრულწლოვნის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას. შესაძლებელია, რომ არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა იმუშაოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების გარეთ. 4. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ასრულებდეს მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას გათავისუფლების შემდგომ, აგრეთვე ხელს არ შეუშლის მის მიერ განათლების მიღებას. 5. დაუშვებელია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება. მუხლი 86. სპორტი და რეკრეაცია 1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებით და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა და სივრცე. 2. არასრულწლოვნისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, უნდა არსებობდეს შესაფერისი რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები. მუხლი 87. ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა 1. არასრულწლოვან მსჯავრდებულს აქვს ოჯახთან და გარე სამყაროსთან ხშირი და რეგულარული კონტაქტის უფლება. კერძოდ, არასრულწლოვანს უფლება აქვს: ა) ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ორი დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ექვსი დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; გ) ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით ხუთი სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; 43 დ) ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში ორი დამატებითი ვიდეოპაემანი. ე) მიიღოს წერილები, ამანათები და გზავნილები შეუზღუდავად, იმ გამონაკლისით, რომ ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამ კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ) ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით; ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. 2. ბრალდებული არასრულწლოვანი სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე ადმინისტრაციის პაემნის კონტროლით უფლებით. ასევე ბრალდებული სარგებლობს არასრულწლოვანი საკუთარი ხარჯით 3 სატელეფონო საუბრის, თითოეული არაუმეტეს 15 წუთი, და წერილების და ამანათების შეუზღუდავად მიღების უფლებით. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის არასრულწლოვანს, პატიმრობის გათვალისწინებული პირების კოდექსის გარდა, მე-17 კანონიერი მუხლის მე-2 ნაწილით წარმომადგენლის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით, შეუძლია შეხვდეს ნებისმიერ სხვა პირს. 4. არასრულწლოვნის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვნის შეუფერხებელი კონტაქტი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. მუხლი 88. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა 1. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს, წელიწადში სამჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის 44 უფლებით. ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. მუხლი 89. თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებითი გადაყვანა სხვა დაწესებულებაში 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებითი გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ზომა აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის. 2. არასრულწლოვნის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისთანავე: ა) არასრულწლოვანს უტარდება სამედიცინო შემოწმება; ბ) კანონიერ წარმომადგენელს მიეწოდება ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის შესახებ; გ) არასრულწლოვანს ეძლევა სატელეფონო საუბრის უფლება არაუმეტეს 15 წუთისა. მუხლი 90. დაწესებულებაში მსჯავრდებულის დატოვება ან არასრულწლოვანთა სხვა ტიპის სარეაბილიტაციო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა 1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელს იხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. 2. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 3. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით 45 შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების გადაწყვეტილებას იღებს მიღწევამდე დეპარტამენტის იხდიდა სასჯელს. თავმჯდომარე ამის შესახებ დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე. 4. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა. 5. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები. 6. 21 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მუხლი 91. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები 1. არასრულწლოვანთა მსჯავრდებულის სანიმუშო სარეაბილიტაციო ყოფაქცევის, დაწესებულებაში საგანმანათლებლო მყოფი პროგრამებში ჩართულობის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღება, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის; ი) კომპიუტერული თამაშების უფლების მიცემა; კ) აუდიო-ვიდეო საშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა. 46 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების სახეობებსა და რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. მუხლი 92. დისციპლინური სახდელის სახეები 1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვანს შეუძლია მიმართოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაციას განცხადებით, რომ გააუქმოს შეზღუდვა; ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით. 2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სამარტოო საკანში მოთავსება. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის საერთო ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის დისციპლინური სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება დაუშვებელია. მუხლი 93. დისციპლინური სამართალწარმოება 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის 47 მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში. 2. ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომის, ჩანაწერების გაკეთების და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება. 3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოწვევის უფლება, შესაბამისი რომელიც განემარტება თანხმობის მიღების ადვოკატის შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. მუხლი 94. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე. 2. წერა-კითხვის უცოდინარ არასრულწლოვანს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ადასტურებს ხელმოწერით. 3. არასრულწლოვანს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით. მუხლი 95. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. 48 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები. 3. პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღის მოახლოებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი აცნობებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს არასრულწლოვნის შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვნის ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, არასრულწლოვნის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უგზავნის შესწავლის შედეგებს. მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს ამზადებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელიც ასევე იგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. 4. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 5. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 6. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გათავისუფლების ან გადაწყვეტილება შეიცავს პირობით სრულ არასრულწლოვნის ვადამდე გათავისუფლებაზე შეფასებას 49 პირობით უარის ვადამდე შესახებ. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული არასრულწლოვნის პროგრესისა მზადყოფნის თაობაზე, და გათავისუფლებისთვის აგრეთვე, არასრულწლოვნის და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ საკითხის განხილვისას გამოთქმულ მოსაზრებებს. 7. პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვნის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს. მუხლი 96. სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან მე-31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 3 თვიანი ვადა. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ. მუხლი 97. პირადი საქმე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე წარმოებს მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება 50 პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების არქივში. არასრულწლოვნის პირადი საქმე ნადგურდება ამ ვადის გასვლისთანავე. თავი XIV მზადება გათავისუფლებისთვის, ზრუნვა სასჯელის მოხდის შემდგომ და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია მუხლი 98. მზადება გათავისუფლებისთვის 1. საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) ატყობინებს არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ (შემდგომში დანაშაულის პრევენციის ცენტრი) არასრულწლოვნის გათავისუფლების მოახლოებული თარიღის თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს არასრულწლოვანს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით; გ) არასრულწლოვნის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის გადასაცემად, შემდგომში საქმეს დანაშაულის არასრულწლოვნის პრევენციის ცენტრისათვის რესოციალიზაციის პროცესის ხელშესაწყობის მიზნით; დ) არასრულწლოვანს, მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მიიღოს მან გათავისუფლების შემდგომ შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა. 2. დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები: ა) დაწესებულებაში ხვდებიან არასრულწლოვანს; ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისთვის გასაგები იყოს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება; გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; 51 ჩართულობის საქმეს დ) გათავისუფლების შემდგომ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ დაკავშირების შემთხვევაში ამტკიცებენ მისი რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის გეგმას მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა; ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას. 3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არანაკლებ 3 თვით ადრე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) ატყობინებს არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს არასრულწლოვნის გათავისუფლების მოახლოებული თარიღის თაობაზე; ბ) მიმართავს წერილობით დაწესებულების გარეთ არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე. 4. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი: ა) ახორციელებს არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებასა და საჭიროებების განსაზღვრას; ბ) სასჯელის არასრულწლოვანის მოხდისგან პირობით ოჯახისა და ვადამდე სოციალური გათავისუფლებისათვის გარემოს შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის დაწესებულებას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვისა და არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ფორმასა და წესს განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა სასჯელი დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 მუხლის საფუძველზე და დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 3 თვეს. 7. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა უნდა მომზადდეს არასრულწლოვნის გათავისუფლებამდე, სულ მცირე, 2 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა 52 შეუძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ან ამნისტიის/შეწყალების აქტის ან სასამართლო გადაწყვეტილების გამო. 8. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის არასრულწლოვნის გათავისუფლებიდან სამ გეგმის მომზადების თვემდე ვადის მიზნით, განმავლობაში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს დანაშაულის თვითმმართველობის პრევენციის ორგანოებთან იმ ცენტრთან და ადგილობრივი ტერიტორიულ/ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას. მუხლი 99. მხარდაჭერა და ზედამხედველობა პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდგომ 1. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი, როგორც წესი, გადაეცემა კანონიერ წარმომადგენელს ან/და საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 2. დანაშაულის პრევენციის ცენტრი კოორდინაციას უწევს რესოციალიზაციარეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. 3. არასრულწლოვნის მიერ პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ, მისი საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით, არასრულწლოვნის პრაქტიკულ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციის ცენტრი. კარი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XV გარდამავალი დებულებანი მუხლი 100. კანონის უკუძალა ამ კოდექსის დებულებებს აქვს არასრულწლოვნის მდგომარეობა. 53 უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება მუხლი 101. ღონისძიებები 1. კოდექსის 2016 ამოქმედებისათვის წლის 1 იანვრამდე განსახორციელებელი საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მიღება. 2. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიღება. 3. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. თავი XVI დასკვნითი დებულებანი მუხლი 102. კოდექსის ამოქმედება 1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 66-ე მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, აგრეთვე, 69-ე, 72-ე და 101-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. 3. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ბ“ პუნქტი და 69-ე მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. 4. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ე“ პუნქტი და 72-ე მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ კოდექსის 101-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 54
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: განვითარებული სახელმწიფოების პრაქტიკისა 1 და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მართლმსაჯულების კოდექსის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი (შემდგომში ნაწილია „კოდექსი“, უნდა ან არასრულწლოვანთა „კანონპროექტი“) ეფუძნებოდეს ჰუმანიზმის, მიღება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს. კანონპროექტის მიღების მიზეზია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა მონაწილეობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად საკმარისი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა, არასრულწლოვნის განსაკუთრებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამო სამართლებრივი სისტემა, რომელიც არ არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. არსებული კანონმდებლობა არ უთმობს საკმარის ყურადღებას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ზომების უპირატესობას, არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაცვის სათანადო მექანიზმებს და სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკისგან 2 განსხვავებით საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელიც გააერთიანებდა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობის შესახებ არსებულ სპეციფიურ წესებს და გაამარტივებდა მათ აღქმას. არასრულწლოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების აუცილებლობა აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ 1924 წელს, ბავშვის უფლებების შესახებ ჟენევის დეკლარაციით 3, არასრულწლოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების საკითხს ეხება მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელთა დებულებებსაც დაეყრდნო წინამდებარე კოდექსი, მათ შორის: ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია (1959) 4, ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989) 5 და მისი დამატებითი გერმანია, სერბეთი, ხორვატია, ჰოლანდია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, მაკედონია. არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ცალკე სამართლებრივ აქტებს იცნობს ისეთი ქვეყნების კანონმდებლობა, როგორიცაა: გერმანია, ხორვატია, სერბეთი, მაკედონია და სხვ. 3 ჟენევის დეკლარაცია ბავშვის უფლებების შესახებ (1924), ერთა ლიგა. 4 დეკლარაცია ბავშვის უფლებების შესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 1386 (XIV) (1959). 1 2 55 ოქმი (2000) 6, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები (პეკინის წესები) (1985) 7, არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპები (2005), 8 თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის გაეროს წესები (ჰავანას წესები) (1990) 9, არასრულწლოვანთა სამართალდარღვევების პრევენციის გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები (ერ-რიადის წესები) (1990) 10, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კონვენცია (ლანზაროტეს კონვენცია) (2007) 11, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები (2010) 12, არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ გამოსაყენებელი სანქციების ან ზომების შესახებ ევროპული წესები (ევროპული წესები) (2008) 13, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებები და კანონმდებლობა ნაწილობრივ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. არსებული უკვე ითვალისწინებს სპეციფიკურ მიდგომას არასრულწლოვნების მიმართ, თუმცა საერთაშორისო სტანდარტები გაცილებით მაღალია და მათთან შესაბამისობისთვის აუცილებელია ერთიანი სპეციალური საკანონმდებლო აქტის ჩამოყალიბება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ორი მოდელური კანონი - „მართლმსაჯულება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საქმეებზე“ 14 (არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი) და „სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (CRC), გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 44/25 (1989). 6 ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის 2000 წლის 25 მაისის რეზოლუცია A/RES/54/263. 7 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მინიმალური სტანდარტული წესები ("პეკინის წესები"), გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის რეზოლუცია 40/33. 8 არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპები, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 2005 წლის 22 ივლისის რეზოლუცია 2005/20. 9 თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის გაეროს წესები („ჰავანას წესები“), გაეროს გენერალური ასამბლეის 1990 წლის 14 დეკემბრის რეზოლუცია 45/113. 10 არასრულწლოვანთა სამართალდარღვევების პრევენციის გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები („ერ-რიადის წესები“), გაეროს გენერალური ასამბლეის 1990 წლის 14 დეკემბრის რეზოლუცია (A/RES/45/112). 11 ევროსაბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ (ლანზაროტეს კონვენცია) (2007). 12 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ (2010). 13 არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ გამოსაყენებელი სანქციების ან ზომების შესახებ ევროპული წესები (ევროპული წესები), ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2008). 14 მოდელური კანონი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) (2013). 5 56 მონაწილეობით“ 15 (არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მოდელური კანონი) იმ მიზნით, რომ დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებაში. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარანტიების შექმნით მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვა; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის და არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მეორადი და ხელახალი ვიქტიმიზაციისგან დასაცავად საჭირო მექანიზმების შემუშავება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მორგება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პრინციპებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას; მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობასთან დაკავშირებული სპეციფიკური ნორმების სიმარტივის და განჭვრეტადობის უზრუნველყოფას. კოდექსის მიღების ვალდებულება გაწერილია აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული ადგენს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობისა და სამართალდარღვევის საქმის წარმოების, სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე არასრულწლოვნებისთვის სტანდარტია, რომელსაც სპეციალური წესების მიმართავენ გათვალისწინება ქვეყნები, სადაც საერთაშორისო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე წარმოება გამოყოფილია სისხლის სამართალწარმოებისგან. 16 მოდელური კანონი ბავშვი მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესახებ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) (2009). 16 მაგ: ესტონეთის არასრულწლოვანთა სანქციების აქტის პირველი მუხლის მიხედვით, აქტის მოქმედების სფერო ვრცელდება ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ რიგ მუხლებზე; ბავშვების მიმართ სავალდებულო გამასწორებელი ზომების გამოყენების შესახებ ლატვიის კანონის მეორე მუხლის თანახმად სავალდებულო ღონისძიებები მოიცავს როგორც სისხლისსამართლებრივ, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მაკედონიის კანონის მეათე მუხლი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანს აქვს დაცვის უფლება კომპეტენტური სასამართლოს წინაშე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს. 15 57 კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და ინდივიდუალური მიდგომის უპირველეს გათვალისწინებაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭებაში, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის მიერ ფართო უფლებამოსილების განხორციელებაში, სასამართლო პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობისას მისი უფლებების დაცვის, მშობლების და სხვა ახლო ნათესავების მონაწილეობის და პატიმრობის გაუმჯობესებული პირობების უზრუნველყოფაში. კანონპროექტი არასრულწლოვნის განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აყალიბებს სპეციფიკურ მიდგომას მის მიმართ და ორიენტირებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე. შესაბამისად, ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზგასმულია, რომ უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ამ მიდგომის ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის არასრულწლოვნის შემდგომი რესოციალიზაციის სიმარტივე მსუბუქი ზომების გამოყენებით, რამდენადაც არასრულწლოვანს არ აქვს განვითარება დასრულებული და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მისივე გამოსწორებისთვის, როგორც წესი, უმჯობესია სასამართლოში საქმის წარმოების ან სხვა მკაცრი ზომების მიღების თავიდან აცილება. i. კანონპროექტის მოქმედების სფერო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, არასრულწლოვანი მოწმე ან/და დაზარალებული. ამასთანავე, კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიმართაც. კერძოდ, კოდექსი მათ მიმართ გამოიყენება კანონპროექტის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში (როდესაც 18-დან 21 წლამდე პირი ბრალდებულია), მასზე ვრცელდება აგრეთვე კანონპროქტის არასრულწლოვნისთვის 38-ე - 48-ე მუხლები. 18-დან 21-წლამდე ასაკის პირზე განკუთვნილი ნორმების გავრცელება აპრობირებულია სახელმწიფოებში, სადაც განვითარებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად: გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ჰოლანდია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, მაკედონია, შვედეთი. 17 საერთაშორისო სტანდარტები ასევე ითვალისწინებს 18დან 21 წლამდე ასაკის პირებზე არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი წესების იხ. სერბეთი: 2005 წლის კანონი არასრულწლოვანი დამნაშავეებისა და არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი დაცვის შესახებ, მუხლი 3, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.refworld.org/docid/4b56c9952.html; ხორვატია: არასრულწლოვანთა სასამართლოს კანონი, მუხლი: 2, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.vsrh.hr/CustomPages/Static/HRV/Files/Legislation__Juvenile-Courts-Act.pdf; გერმანია: არასრულწლოვანთა სასამართლოს კანონი, მუხლი 1, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://dejure.org/gesetze/JGG/1.html; იხ. ასევე F. Losel, A. Bottoms, D.P. Farrington, ‘Young Adult Offenders’ (2012), გვ. 76. 17 58 გავრცელებას. 18 არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის კომენტარების თანახმად, ნეირო-მეცნიერული კვლევებითა და ადამიანის თავის ტვინის განვითარების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რეალურად ძალიან რთულია დადგინდეს განსხვავება მოზრდილი ბავშვისა (‘older child’) და ახალგაზრდა ზრდასრულის (‘young adult’) თავის ტვინებს შორის, რის გამოც ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა უკვე ავრცელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას 18-დან 21 წლამდე ასაკის პირებზე. 19 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ გარდამავალი პერიოდი ბავშვობიდან ზრდასრულობაში საკმაოდ ხანგრძლივია, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი ზრდასრულებზე იგივე უნდა იყოს 18-დან 21 წესების გავრცელება, წლამდე რაც ასაკის ახალგაზრდა გათვალისწინებულია არასრულწლოვნებისთვის. 20 კანონპროექტის თანახმად მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოიყენება სხვა ნორმატიული აქტების დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს. ასეთი ნორმატიული აქტები შეიძლება იყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (სსსკ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (სსკ), პატიმრობის კოდექსი, კანონი პოლიციის შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვ. ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას უპირველესი ნორმატიული აქტი, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, არის ეს კოდექსი, მაგრამ გამოიყენება სხვა ნორმატიული აქტებიც აგრეთვე, თუ ისინი არ მოვლენ წინააღმდეგობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან. ii. კანონპროექტის ძირითადი პრინციპები - არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები კოდექსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, განსაზღვრა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომელთა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით. ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10, გვ. 12, პარაგრაფი 38. არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის კომენტარები (Justice in 18 19 Matters Involving Children in Conflict with the Law - Model Law on Juvenile Justice and Related Commentary) (2013), გვ. 47, მუხლი 4 (2). 20 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (Recommendation CM/Rec (2003)20 of the Committee of Ministers to member States concerning new ways of dealing with juvenile delinquency and the role of juvenile justice, adopted by the Committee of Ministers (2003)), პარაგრაფი 11. 59 საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 21 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირებისას ყველა გადაწყვეტილების მიღებაში უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვნები სრულწლოვანებისგან განსხვავდებიან თავიანთი ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონით, ემოციური მდგომარეობითა და განათლების საჭიროებებით. სწორედ ეს განსხვავებები წარმოადგენენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განსხვავებული სისტემის შექმნის საფუძველს და მოითხოვენ არასრულწლოვანთა მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით არასრულწლოვნის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა, ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებები per se ადასტურებს მისი ბრალეულობის ნაკლებ ხარისხს და მოითხოვს სრულწლოვანებისგან განსხვავებულ მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანობის ისეთი აღდგენა, ტრადიციული უნდა მიზნები, ჩაანაცვლოს როგორიცაა, რეაბილიტაციისა და მაგალითად, აღდგენითი მართლმსაჯულების მიზნებმა, რაც საბოლოო ჯამში სწორედ საზოგადოების უსაფრთხოების მიზანს ემსახურება. 22 პეკინის წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. „საუკეთესო ინტერესის ტესტი“ გულისხმობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების მინიმუმამდე დაყვანას და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შემდგომი რეინტეგრაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას. 23 „საუკეთესო ინტერესის ტესტი“ ასევე გულისხმობს მოსამართლის მხრიდან იმის გათვალისწინებას, თუ რა შედეგი შეიძლება მოახდინოს სასჯელმა არასრულწლოვანზე და შესაბამისად, შეუფარდოს პროპორციული, არასრულწლოვანის კეთილდღეობასა და განვითარებაზე ნაკლები გავლენის მქონე სასჯელი. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში და წარმოადგენდეს მნიშვნელოვან პროცესს. 24 - ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მნიშვნელოვანი პრინციპია ასევე ინდივიდუალური მიდგომა. ინდივიდუალური მიდგომის მოთხოვნა განმტკიცებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლი 13(2); იხ. ასევე პეკინის წესები, წესი 14(2) და ევროპული წესები, წესი 5. 22 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10, პარაგრაფი 10. 23 პეკინის წესები, წესი 5. 24 სახელმძღვანელო სპეციალისტებისა და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), Criminal Justice Handbook Series (United Nations: New York, 2009). 21 60 ბავშვთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმით, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით და სხვა საერთაშორისო აქტებით. 25 ინდივიდუალური მიდგომა მჭიდრო კავშირშია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასთან და გულისხმობს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი უნდა განისაზღვროს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი სპეციფიკური მახასიათებლების, საჭიროებების, გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. 26 ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანის პირადი შეხედულებები მისი საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისას. 27 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით აღნიშნული პრინციპი პროცესის მწარმოებელი პირისგან მოითხოვს, რომ მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანის მიმართ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვნის მიმართ გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება და მხედველობაში მიიღოს არასრულწლოვნის შემდეგი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდის და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, არასრულწლოვნის ხასიათისა ოჯახური და ქცევის ვითარება და სხვა თავისებურებების გარემოებები, შეფასებისა და რაც მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. - სპეციალიზაცია მნიშვნელოვანია, რომ პირი, რომელიც განახორციელებს ისეთ სპეციალურ ღონისძიებებს, რაც მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისთვის არის გათვალისწინებული, სპეციალიზებული იყოს ამ კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ პროცესი ხარვეზებით წარიმართოს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს არასრულწლოვნის ინტერესები. აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებულია როგორც არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონით, 28 ასევე ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი #10 კომენტარით, რომელიც რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს, რომ არასრულწლოვნებისთვის შექმნან ცალკე სასამართლოები, ხოლო სადაც ეს შეუძლებელია, უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანთა საქმეების არასრულწლოვნების განსახილველად სპეციალიზებული მოსამართლეების დანიშვნა. მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი ცალსახად უთითებს, რომ 29 არასრულწლოვანთან მომუშავე სპეციალისტებს (პირს, რომელსაც თავისი სამსახურებრივი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 8.1(ა); გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, პარაგრაფები: 10, 11, 14, 16; ლანზაროტეს კონვენცია, მუხლი 31.1. 26 ევროპული წესები, წესი 5. 27 ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები III.ბ.2.ა; გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, -კომენტარი 12, პარაგრაფები 70-71, 74. 28 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლები 5-7. 29 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10, პარაგრაფი 93. 25 61 უფლებამოსილების ფარგლებში შეხება აქვს არასრულწლოვანთან) გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სპეციალიზაციის კურსი. 30 ასევე, უნდა არსებობდეს არასრულწლოვნების მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებული პროკურატურა, ხოლო თუ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, უნდა არსებობდნენ სპეციალიზებული პროკურორები მაინც. 31 გარდა ამისა, არასრულწლოვნების საქმეების გამოძიებისთვის პოლიციაში უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილება, ხოლო თუ განყოფილების შექმნა შეუძლებელია, არასრულწლოვნების საქმეებზე უნდა იმუშაოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებულმა პოლიციის ოფიცერმა. 32 კანონპროექტის თანახმად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. სპეციალიზაცია სავალდებულო მოთხოვნაა ყველა იმ პირისთვის, რომელიც მუშაობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან, მოწმე და დაზარალებულ არასრულწლოვანთან. გამომდინარე იქედან, რომ არასრულწლოვანი განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს, აუცილებელია, პირმა, რომელსაც აქვს მასთან შეხება, იცოდეს თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ მას. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის განხილვა უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლის მიერ, ხოლო საქმის კოლეგიური წესით განხილვის შემთხვევაში, აუცილებელია კოლეგიის სულ მცირე ორი წევრი, მათ შორის, თავმჯდომარე მაინც იყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე. გარდა ამისა, არასრულწლოვნის საქმეს უნდა გამოიძიოს, ხოლო საპროკურორო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა და პროკურორმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასრულწლოვანთა საქმეებს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პოლიციელი, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქმედებები უნდა განახორციელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. გარდა ამისა, კანონპროექტი მოითხოვს, რომ არასრულწლოვანთა საქმეები აწარმოოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა ადვოკატმა. ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული უნდა იყოს სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პატიმრობის შესაბამისი დაწესებულების პერსონალი. არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლი 8(1). არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლი 6. 32 არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლი 7. 30 31 62 - დისკრიმინაციის აკრძალვა დისკრიმინაციის აკრძალვა ცალსახად გაწერილია ბავშვის უფლებათა კონვენციაში. 33 ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომ ყველა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყოს თანაბარი უფლებები. 34 წინამდებარე კანონპროექტი კრძალავს არასრულწლოვნის დისკრიმინაციას როგორც მისი, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენლის ისეთი მახასიათებლების მიხედვით, რის გამოც დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის საფუძველზე. 35 - ჰარმონიული განვითარება კანონპროექტი განამტკიცებს არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარების უფლებას: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანს აქვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება. შესაბამისად, არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესში ჩართულმა პირებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე დაბრკოლება არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების კუთხით. - თანაზომიერება თანაზომიერება საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია. ევროპული წესების მიხედვით, სანქციების გამოყენება არასრულწლოვნების მიმართ უნდა ეფუძნებოდეს მათ საუკეთესო ინტერესებს, შემოფარგლული იყოს დანაშაულის სიმძიმით და მხედველობაში იქნას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 2, იხ. ასევე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპები (2010) გაეროს არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის კომენტარები, მუხლი 13(1). 34 ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი #10, პარაგრაფი 6, იხ ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი #20, E/C.12/GC/20 (2009), პარაგრაფი 9. 35 საქართველოს კანონის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014), მუხლი 1. 33 63 მიღებული არასრულწლოვნის ასაკი, ფიზიკური და გონებრივი განვითარება, შესაძლებლობები და პიროვნული მახასიათებლები. 36 პეკინის წესების მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დამნაშავისა და დანაშაულის ჩადენის ასევე დანაშაულის სიმძიმისა და დროისათვის არსებული გარემოებების, 37 არასრულწლოვანისა და საზოგადოების საჭიროებების/მოთხოვნების პროპორციული. 38 ეს მიდგომა გულისხმობს, რომ არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან განხორციელებული რეაქცია უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის ობიექტურ, არამედ არასრულწლოვნის პირადი მდგომარეობის შესაბამის შეფასებას. 39 კანონპროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ზომა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, აგრეთვე არასრულწლოვნის პიროვნების, ასაკის, მისი საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა საჭიროებების შესაბამისი. - ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომების პრიორიტეტულობა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, წევრი სახელმწიფოები შესაძლებლობის ფარგლებში ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ ალტერნატიული ზომების გამოყენებას არასრულწლოვნების მიმართ. 40 კანონპროექტი აწესებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომების უპირატესობას არასრულწლოვანთან მიმართებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად სასჯელის შეფარდებისას პირველ რიგში განხილული უნდა იქნას ყველაზე მსუბუქი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეფარდოს უფრო მძიმე ზომა, თუ დადგინდება, რომ მსუბუქი საშუალება მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არასრულწლოვნის მიმართ პირველ რიგში განიხილება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, უკეთ მოემსახურება თუ არა განრიდება ან ასეთი ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებასთან შედარებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით ნებისმიერი ევროპული წესები, წესი 5. პეკინის წესები, წესი 5. 38 პეკინის წესები, წესი 17.1 (ა). 39 გაეროს არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის კომენტარები, მუხლი 13(3). 40 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 40.3(ბ). 36 37 64 ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის ნაცვლად გამოიყენება, უნდა ემსახურებოდეს არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვის მიზანს. - განრიდება როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვნის მიმართ პირველ რიგში განიხილება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უკეთ მოემსახურება თუ არა რეაბილიტაციისა და ახალი განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაციადანაშაულის თავიდან აცილების მიზნებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურორი უპირველეს ყოვლისა იფიქრებს განრიდების გამოყენებაზე, და თუ შესაბამისი საფუძვლები არ იქნება სახეზე და განრიდების გამოყენება არ იქნება მიზანშეწონილი, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. კანონპროექტი განმარტავს განრიდების გამოყენების წესს - განრიდების გამოყენება შესაძლებელია მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაციარეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. განრიდების გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არასრულწლოვნის ასაკი, ბრალეულობის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი, მიყენებული ზიანი, სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, დანაშაულის შემდგომი ქცევა, წარსულში ჩადენილი დანაშაული და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. არასრულწლოვნის განრიდებაზე უარი უნდა დასაბუთდეს. გადაწყვეტილებაში უპირველეს ყოვლისა უნდა მიეთითოს თუ რატომ ვერ იქნება მიღწეული რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანი განრიდების ღონისძიების გამოყენებით. 41 - პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება ბავშვის უფლებათა კონვენციის 42 და პეკინის წესების 43 მოთხოვნით, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა უნდა იქნას გამოყენებული როგორც უკიდურესი ზომა და რაც არასაპატიმრო ზომების შესახებ გაეროს მინიმალური წესები (ტოკიოს წესები), გაეროს რეზოლუცია #45/110 (1990), წესი 5, (სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლება შეწყვიტონ 41 სამართალწარმოება ბავშვის წინააღმდეგ, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოების დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან კანონისადმი და დაზარალებულის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად არ არის საჭირო პროცესის გაგრძელება). 42 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 37. 65 შეიძლება მცირე ვადით. ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, არასრულწლოვნის თავისუფლების აღკვეთა არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ ეს შეიძლება საზიანოც იყოს არასრულწლოვნის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის; ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ სახელმწიფოებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვეულებრივ, ბავშვების მიმართ გამოიყენებოდეს არასაპატიმრო ღონისძიებები და შემცირდეს მათთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების პრაქტიკა. 44 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაუშვებლად აცხადებს საპატიმრო ღონისძიებების გამოყენებას არასრულწლოვნის მიმართ ისეთ შემთხვევაში, როცა კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით. - არასრულწლოვნის მონაწილეობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობის უფლება აღიარებული და საყოველთაოდ განმტკიცებული ნორმაა. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 45 თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფ ნებისმიერ არასრულწლოვანს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მასზე, და კერძოდ, ჰქონდეს შესაძლებლობა, მოუსმინონ ნებისმიერი სასამართლო თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. მას აქვს უფლება მოუსმინონ უშუალოდ ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით და მხედველობაში მიიღონ მისი შეხედულებები მისი ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, უფლება იურიდიული დახმარების მიღებაზე და სხვა უფლებები უნდა იყოს გარანტირებული არასრულწლოვნებისათვის ისევე, როგორც ეს არის გარანტირებული სრულწლოვანების შემთხვევაში. 46 კანონპროექტი არასრულწლოვანს ანიჭებს მის საქმეზე პროცესში მონაწილეობის უფლებას. კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მათ შორის უფლება, მოუსმინონ და მხედველობაში მიიღონ მისი მოსაზრებები მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს არასრულწლოვნის ნებისაგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ამასთანავე, თუ არასრულწლოვანისა და კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნა ერთმანეთს პეკინის წესები, წესი 17. „ბავშვები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის“ (სტრასბურგი, 2009), ადამიანის უფლებათა კომისარი, CommDH/Issue Paper (2009)1, გვ. 11. 45 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 12(2). 46 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები, პრინციპი 3. 43 44 66 ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც უფრო შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. გარდა ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარს. - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა განმტკიცებულია საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია 47 არასრულწლოვანს ანიჭებს უფლებას, რომ მის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანა მოხდეს გაჭიანურების გარეშე კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. 48 კოდექსის მოითხოვს, რომ სასამართლომ საქმეთა განხილვის რიგითობის განსაზღვრისას უპირატესობა მიანიჭოს კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა საქმეებს და არ დაუშვას საქმის განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურება. - არასრულწლოვნის ნასამართლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის 50-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი პირის რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია უნდა იყოს. 49 ამავე კანონის თანახმად, არასრულწლოვნის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მკაცრად კონფიდენციალურად და მიუწვდომელი იყოს მესამე მხარისთვის. 50 კანონპროექტის თანახმად არასრულწლოვნის ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი მსჯავრის შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ნასამართლობის დაუყოვნებლივ გაქარწყლება უფრო მეტად დაეხმარება პირის რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას და მის მიერ დანაშაულის განმეორების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ლოგიკური და ჰუმანურია, არასრულწლოვანების ასაკში ჩადენილი დანაშაული არ უნდა იქნეს აღქმული ისე მძიმედ, როგორც სრულწლოვანის მიერ ჩადენილი. ასეთი ჰუმანური მიდგომა სრულიად გამართლებულია, ემსახურება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 40(2)(ბ)(ii); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR) (1966), მუხლი 9(3); აფრიკული კონვენცია ადამიანის და ხალხის უფლებების შესახებ (1982), მუხლი 7(1)(დ); ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (ACHR) (1969), მუხლი 8(1); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) (1950), მუხლი 6(1); იხ. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის კომენტარები, მუხლი 13. 48 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 40(2)(ბ)(iii); იხ. ასევე საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 9(3). 49 არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლი 50. 50 არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი, მუხლი 57. 47 67 რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს და შესაბამისად, საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებს და სრულად შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. თუმცა, კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული შეღავათი აღარ იმოქმედებს, თუკი პირი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ. - არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცვა ევროპული წესების თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული სანქციისა თუ ღონისძიების დასრულებისთანავე უნდა განადგურდეს მისი საქმის მასალები ან მოხდეს მათი დაარქივება, სადაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იქნება მკაცრად შეზღუდული იმგვარად, რომ ინფორმაცია დაცული იყოს გამჟღავნებისგან. 51 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად კი იმისათვის, რომ „ახალგაზრდამ“ შრომის ბაზარზე უპრობლემოდ დაიმკვიდროს თავი, სახელმწიფოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მას არ ჰქონდეს ვალდებულება დამსაქმებლებს გაუმჟღავნონ საკუთარი ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოს სპეციფიკა სხვაგვარად მოითხოვს. 52 არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი მოითხოვს, რომ არასრულწლოვნის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია დახურული იყოს მესამე მხარეებისთვის და შენახული იქნას მკაცრად საიდუმლოდ. 53 არასრულწლოვნის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მის მიმართ გამოყენებულ ზომას რეალურად ჰქონდეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის შედეგი და პირმა მოახერხოს საზოგადოებაში საკუთარი თავის სრულფასოვან წევრად დამკვიდრება. არასრულწლოვნების პერიოდში ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა სერიოზულად გაართულოს პირის მიერ ნორმალური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა (მაგ: მისი დასაქმება, საცხოვრებლის უზრუნველყოფს მოძებნა და სხვ.). არასრულწლოვნის სწორედ აქედან პირადი გამომდინარე ცხოვრების კანონპროექტი ხელშეუხებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. 51 ევროპული წესები, წესი 34. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (Committee of Ministers to member States concerning new ways of dealing with juvenile delinquency and the role of juvenile justice) (2003), წესი 12. 52 არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონის კომენტარები, მუხლი 57(1); იხ. ასევე პეკინის წესები, წესი 21 (1). 53 68 კანონპროექტის თანახმად, ინფორმაცია არასრულწლოვნის ნასამართლობის შესახებ მიჩნეული უნდა იყოს როგორც კონფიდენციალური და არ უნდა მოხდეს არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების რაიმე სახით გამჟღავნება ან გამოქვეყნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. iii. - კანონპროექტის სპეციალური მიდგომები ინდივიდუალური შეფასების ანგარიში საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, არასრულწლოვანთა სამართალწარმოების დროს მასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვნის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვნის ასაკი; განაჩენის სიმძიმე კი განსაზღვრული იქნეს იმგვარად, რომ შემდგომში ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის საზოგადოებაში დაბრუნებას და არ იყოს მიმართული არასრულწლოვნის დასჯისაკენ. 54 ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და შესაბამისად, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები. შეფასების პროცესში შესაბამისი ორგანო შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, არასრულწლოვნის ხასიათისა ოჯახურ და ვითარებას ქცევის და სხვა თავისებურებების გარემოებებს, შეფასებისა და რაც მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში დგება სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა სტადიაზე და მისი შედგენის წესი, სტანდარტი და მეთოდოლოგია დეტალურად განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. - ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მოდელურ კოდექსის თანახმად ისეთი ჩხრეკის ჩატარება, რომელიც მოიცავს არასრულწლოვნის გაშიშვლებას ან/და სხეულის არა მხოლოდ გარეგან შემოწმებას, მოითხოვს სასამართლო ნებართვის არსებობას. აღნიშნულ ნორმას სრულად შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის თანახმად, ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გულისხმობს სხეულის არასრულწლოვნის სხეულის შიგნით შემოწმებას ან მისი სხეულიდან ნივთის ამოღებას, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ემუქრება არასრულწლოვნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 37(ბ), იხ. ასევე ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10, პარაგრაფი 28. 54 69 გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (112-ე მუხლის მე-5 ნაწილით) დადგენილი წესი; ხოლო ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვნის სხეულის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, აგრეთვე, კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, ადვოკატის თანდასწრებითაც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ამასთანავე, კანონპროექტი ადგენს სპეციალურ წესებს, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ამგვარი საგამოძიებო მოქმედება. კერძოდ, ის უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ორგანოს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი. რაც შეეხება სხეულიდან სამედიცინო ნივთის ამოღებას, საქმიანობის ნებისმიერ შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის ეს უნდა მქონე განხორციელდეს დაწესებულებაში სერტიფიცირებული, იმავე სქესის ექიმის ან ექთნის მონაწილეობით და კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით. ამასთანავე, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი. - გამოკითხვა და დაკითხვა კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ თუ არასრულწლოვანთა კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, არასრულწლოვნის გამოკითხვისა და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი და მხედველობაში არ მიიღება იმავე კოდექსით განსაზღვრული 332-ე მუხლის დებულებები. კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. არასრულწლოვნის დაკითხვა ტარდება კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის დასწრებით. საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეო ჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 14 წლამდე პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით. კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით (არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში), აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით. 70 კანონპროექტი კრძალავს ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვას, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვას (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. - კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში არ ყოფილა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და სახეზეა შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. - ძალის, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა სასამართლოში წარდგენის, კანონპროექტი კრძალავს აღკვეთის ღონისძიების არასრულწლოვნის მიმართ და სასჯელის ძალის აღსრულებისას გამოყენებას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა - როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის მიერ თვითდაზიანების, სხვებისთვის ზიანის მიყენების ან/და გაქცევის მცდელობის თავიდან ასაცილებლად სხვა ყველა საშუალება ამოწურულია და უშედეგოა და როდესაც ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა სხვა, ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით. ძალისა და სპეციალური საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალისა და ხელბორკილის და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება. ამასთანავე, შესაძლებელია რეზინის ხელკეტის, შესაბოჭი ბადის, ცრემლსადენი გაზის ან/და წყალსატყორცნის გამოყენება მხოლოდ ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად. არასრულწლოვნის მიმართ ცეცხსასროლი იარაღის გამოყენება აკრძალულია, გარდა აუცილებელი მოგერიების და იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი შეიარაღებულია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებებით შეუძლებელია. ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა გრძელდებოდეს დროის შეძლებისდაგვარად ხანმოკლე პერიოდში, უნდა ემსახურებოდეს კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და იყოს გარემოებების თანაზომიერი. ფიზიკური ძალა ან სპეციალური საშუალება არ უნდა იქნეს გამოყენებული დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი ფორმით. 71 - სხვა სპეციალური მიდგომები კანონპროექტით განახევრებულია არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები სრულწლოვნებისთვის დადგენილ წესთან შედარებით. სისხლისსამართლებრივი რომელიც გარდა ამისა, პასუხისმგებლობისგან დანაშაულის ჩადენისას მოსამართლე უფლებამოსილია გაათავისუფლოს არასრულწლოვანი, იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. სრულწლოვანებისგან განსხვავებით, არასრულწლოვანს არ შეიძლება მიესაჯოს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. ხოლო სასჯელის სახეებში დამატებულია შინაპატიმრობა, რომელიც როგორც წესი, ხორციელდება ელექტრონულად. კანოპროექტის თანახმად, თუ არასრულწლოვანი პატიმარია, მისი პატიმრობის საერთო ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს (და არა 60 დღეს, როგორც ეს სრულწლოვნების შემთხვევაშია). კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადის შემცირებას და ის არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვნებისთვის შემცირებულია სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადები. ასევე, სასამართლო უფლებამოსილია პირობითად ჩაუთვალოს სასჯელი არასრულწლოვანს იმ შემთხვევაშიც, თუ მან ჩაიდინა მძიმე დანაშაული. კანონპროექტით გაზრდილია არასრულწლოვნის ოჯახთან და გარემოსთან ურთიერთობის დრო, გათვალისწინებულია სპეციალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები, რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები. iv. გარდა დამატებითი საკითხები ზემოაღნიშნულისა, ითვალისწინებს კანონპროექტი არასრულწლოვანთა რიგ აწესრიგებს სხვადასხვა საკითხებს საპროცესო უფლებებს, კერძოდ და უფასო იურიდიული დახმარების უფლება არასრულწლოვანი ბრალდებულისა და დაზარალებულისთვის, ასევე არასრულწლოვანი მოწმისთვის თუ ის გადახდისუუნაროა; განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლება; თარჯიმნის უფასო მომსახურებით სარგებლობის უფლება ასეთის საჭიროების შემთხვევაში; კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლება, საკონსულო დახმარების უფლება და სხვ. 72 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის 66-ე მუხლის „ბ“ პუნქტის და 69-ე მუხლის მიღება გამოიწვევს ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 855 000 ლარის ოდენობით. ეს ხარჯები გაწეული იქნება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კოდით 2702 (სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა) გათვალისწინებული ასიგნებებიდან. კანონპროექტის სხვა მუხლების მიღება არ გამოიწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, ვინაიდან მათი ამოქმედება მოხდება 2016 წლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იხ.: განმარტებითი ბარათის „ბ. ა“ ქვეპუნქტი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 73 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის პრეზენტაცია და შესაბამისი კონსულტაციები გაიმართა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ასევე საბჭოს ფარგლებში მოქმედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის და სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფებში. ამასთანავე, კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იყო საერთაშორისო ექსპერტი დან ო’დონელი, 55 რომელსაც გაეგზავნა კანონპროექტის პირველადი ვარიანტი. ექსპერტის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნული იყო, რომ კოდექსი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი წარმატებით იმპლემენტაციის შემთხვევაში, კოდექსში შესაძლოა გახდეს მოდელი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. „სისხლის სამართლებრივი სისტემის დაფინანსებული პროექტის კონსულტანტი. 55 რეფორმა 74 საქართველოში“ - ევროკავშირის მიერ
დასკვნები
じδむ0■ X00r)│〕 8obo 4600,(11,t)]501,0, Nb夕 Rl, δる00000し δ108 26 (〕 ̀ヽ 笙 υ ̲ ̀〕 ′ う θう zofir,-,, bjr6or3cqxnb J$qrrag6gotl bro66s6olrr6cxn q.qJrtiSrBgbgob ggt6crbb Ctq'arof1b 3orgt6b3or6.>odgb q.otlr3g6r brjrt6oggq,ob aorl3t6<nbob fug6 br3r6<n66qgg\xn o6o6oq)ogob Sjtoor $,:t60<nq.o65oq,o lt:jr6o6Xqob 3,:6o6gbob J6xnftlJgboU: ,r6dr{6gq,Sq,ogs6ors On6cnq6ltsxuqCaotJ JrnACjbo", ,,br jrtSor3gq,ob rqgffiob$6r6ouq, l[0r6orrq,qgrt6qgg6.:cnr 3oqrgju)o 6q,oq,g0olt tsggrSob Egbcbga", ,,Jq)o6<6obob 3oc93jb0o 6q,oq'9bob ts9$r6ob BXbrbgb", ,,Jnrq,o6rnb t$tbgO' lrqj.:6orggq,ob 315o60o 6gq,oq,gboU EgrJr6ob 09brbC0", "r6J$JJOo06er brttapq,orr rqbQ3q'gbob $gboUr qrr J{ftnbrgcnb fubbgb" ltjr6orggqxnb 316o60o 63q}cryCbol, ts96t6olt tsgbbgb", "brjr6oggq,ob bobbq,oU br0u6orq,ob gnqggjltao 6q,oq,9bol, BCOrSot Bgltbgb", "brjr6orSgq,ob lmbbq,ob br0rr6oryob b$t6<'rO5lxo.l.c.rCdlrBo OSq,oEUbob BCOrSob 0glrrbga", ,,og6oqrogq,o qr.rb6s6gbolt Eglrbgb" b.>$6orggqmb 3r6<'rbtlo 6gq,oq,gbob 0gQc6ob tsglrlbgO', "fuoq,rq.o r6.:5obr qrr 0o6qmboor 5qlb6,(r,b Eglrrbgb" l$jrr6org6qxdr 3r6<n6tlo 6gq,oq,gaob ACOrEob ACb$C0" (07-2/317, 19.03.15) bjr6or3gqxnb 3r6q,r696$ob 6g6q,$C56ob 145-9 aJbq'ol,03-2 J36fr)ob,,4" SgBUSfilorE Egbrbr0obobob cnxnbrbg ttj.:6or6q,r'rL Jr6q,r035gob Lr$oggqSgo ogobOr gr6oboq,r Urjr6orpq,rnb 0orrg6rnbob 0o96 b.:3.:6rn60qr5bq,er o6o6os$o3ob $gUoor $.l60erp536oq,o b{r6or3cq,oU 3s6m69bob J6r'r3j$9bob: ,,r6rb6gq,$q,rn3,:6orr E.:t6orq,0l-r.rlgq,gbob 3oqrgjlm", ,,br jrt6cn3gqx'rb .rqr0o6ob$t6.:6ogq, ll6r6or;q,qgr6q3g3.rors 3crqg3jbBo 63q,oq,X6oU ECOr6ot, tsgLrb3a", ,,Jrooa6obob 3r.rq-o3jb0o gSq,oq,gbob BCOrbob ts0brbgb", ,,Joq,ogootr 0gttbgb" brjs6or3gq,oU Jr6mbBo g3q,oqpboU tsCOr6otJ 03Lrrfub", ,,r6rbrJq.)o0r6rn ttLl3q,cor rql6gqp6oU $3bobr qrr 36obr6oob 0gLrrbgb" l.r.:jr6orpq,r.rb 3.r6rn60o g3q,oq,3bob E3gr6oU ts3ttb3b", ,,brjr6org3q,r'rb UoUbq,ot-t Ur0.rt6orq,ol,r 3r'rqrgjt-r0o 63q,oq,3bou 0COr6oU ACbrbgb", ,brjr6a6gq,oU bUbqmU br0r6orq,oU tlrJ6o6gbr.r 3r.rqggjt-r0o ggq,oqgoolr aCorbob Egbrbgb", ,,ogt6oq9ogq,o qrrbar63botj 6gttbgb" Urjri6or3gq,r'rb Jr6m6Bo ggq,oq,3aob Eggs6otr 63ttbgb", ,,63oqrrqr rggr6ou) (rr Acl6(,rn0crol rq%t6qrol-t tsgtr:bgb" l-t,>jr6orpq,rnl-t 3r6o6tso 6gq,oq,gbob 0C$r6oL) Egbrbgb" (07-A317, 19.03.15) brjr6or39q,ob Jr6q,r096Qob 6p6q,.r036$ob 145-3 63bqol-r 89-2 Jg6jgob,,b" $3Jg6jgor.>5 0Sltrbr0ollmbolt t-tr3oorbo qrr 6ob.:685$r'r6oqrrqr SorB6or 3$r'rbJ6o3jg3bob 6.:6boq3ob J6o6pgt6otr qrr$6br. J16ogoUgS6oor, ´ / ´ ぼう 0。 知 605錮 30Ψ 。 bsbogajgo ogol.rotr ggSrnl-ro い ∞ m̲̲3脚 LECAL DEPARTMENT も議 択 協踊 "t ‑Oll 卜oORo saめ るOSr600 蛉,抑 。 … α朦 2239168 ヽ6 沢3"い>:legattep@parllament ge S26 OF STAFF OF PARLIAMENT OF GEORCIA c̲ hln390円 b bD」 う 〕 DhCD096tl∩ 26 Ab‐ hid Avenuc,4600,Kutaisi,Goorg a Te1 228 9:68 e man:legJdep@parlhmcnt 8c 直 F 塵″ ■崎 ′ = 2● 55 Qδ じ3855 し可蒟 ‑Ob Oo536oお じ000o b535050。 00中 m。 5oOoЮ 030b力 b00, V a。 9∞ 収で 。 603び 【0し い 5o6ob 3ooOJtD。 し,,56。 し匈 で ,甲n3556o aδ 6吹 Pabぅ xり 中 ゛ 。じ Ob じ ,ル 司o6o30で 0し 0で 005oじ 06o600で も 30● 0」 Юo6∽ 。 6噂 ∞鉤 o30""田 0 でゃ。 03で 。 でo50も 00055oし 00い bOど ,"3500o60る 。し3090」 b00o3で OW゛0し υ 6oし 00じ δ bOδ り 0000b00し まりがし "よ 史 δ Oじ Oo055oも"。 ヽヽ6o30eOし 3。 6o開 003智 0で Э のぃう 。 、0 ぃるoし おδ 6oい い O oと が で o噛 ぐ質00b。 ゃ。蒟 o600も 00し 。 じ 6… 0し 可。 6o田 OGぶ ご呻 Ob匈 o5ob∽ oOいヽ 0 ,"bbJ。 ●0230で 0し じObbttfも し、a。 6吹 し 3。 "ゲ P。 し 30o3で OoO。 5ob 00いbOど ,ぉ う 30● 0」 ■T050じ 0し も obb90し し 。 o。 あ Jo6∽ ∞で ΨOb じ お6000じ 030や 」b00o3ψ OΨ ●0じ Ooo。 5oも し δ b● ,"006。 w00で 。や。 baδ 60bOb 匈 00bδ bOδ し δ 6∞ 可 30Wmし 3。 6o田 o03響 ¨T06。 し000。 6oし のoOぁ Ъ01,,boぐ oe δ 5oし o wb ぉ。 Oo50ob00 0QЪ 6∞ Ob ttbob♪ 眺 」b6"∞ 0し 噌 35肺 関 O o3Ψ O智 oい し8o05ob∞ 。06。 ЪO し」o6… 0し 3。 師 50お b86oOJO● Ob(07‑2/31■ 19o32015)u」 蒟∽ 。も 3卜で 3 智o0060ob 6ぉ智。 o0600b145000は で。し00ob035ゃ 、 6 00boδ Юoh60し ぃ Oo恥 0 bb」 δ , , し 中 σBびご。し3● 6Ψ oo05ooし ヽo65oOじ Oo6oく ∞0で 65Q゛ 。 60500500o6。 5ob∝ぃ い」 q鄭事nし a∽ 。 36000b oo" 3 0509歯 ,05oOoЮ 030し 力し00い 60o"∞ 昴鸞o も ぅ 蒟̲b3。 6o5oし 3oO側 00し ,,yう oし 60Ψ Ot3。 腱Dδ a。 60で 0い 」 時 χり史や。し3000J30b 。 。 6■ 。 も 。 005oし 。 "し 」 30Ψ 0。 60。 6Q∞ 3。 CD0 30"OJし 00 03曽 αでや。し ゃ 06。 60o管 し Ψで。 boo5oし oOb Oo ,ぉ 。 00o6o00も 3000」 団O o3彎 0で ゛Ob 8oo。 5oし 匈し oδ …3oで 0000し 。 b06 b。 。 6∽ 0 O智 」 ∞史Ob 3。 50団 0 。 し Ooo。 いし の。 06。 、0 , "。 6。 し Ψ や o35000い しoし xO響 Os δQbFわ う ぐ o60も で δ 86oδ δ000b 00bob● bb」 。6∞ ∞ ゃ oし 3。 い 田 O o39喫 ● 0し 00o6ob σか0ぃ 、0 ,"し o」 030Ψ OЬ し 0も し ご0し 、o。 は理 Ob 3mゃ 0♪oO Ψ雪 ♪Dじ υ 〔 o 0じ 00bob06・ , "し 。 yぅ の し。∂。6∞智 Obじ 節 000も o30"J田 」 3×でObし 0も Ⅲ O o3で (ヽP● Ob 00oo5ob 00し ob06 , "Oo6oヽ Ю 0 9。 b0060い も 0● 。 D響 b06・ し δ J。 6930で Ob 3。 5o関 0 0も 0ょ 03で αで゛ )。 6obの 506、 、 0 ,"o30史 09ヽ 83。 5oも o95o06● OoO"δ 6ゃ Ob oObbboO , Q` tr;j.>t6o63q,('tb $6(')6a(, O3q'(K,CAot ACOrboL oy'tbrtC' t rCr6crECq,c)b JJE(',ECbob J6o$gg6olj (07-A3fi; 19.O3.2015) b.>jrt6o6Xq,ott JJ6q,bAC6Oob 6g6q'$36gou 145-3 ag\'oU 0<'obo3fubor.>6 63ls0r0ol-xobob lr.>3oo,bo qQs re6ots6s3lr 093<936L: tr3$o60q6bqx'r Ju3COoo, $rffctebC6oq,o "$OoA6o6oL JoeCCbAo $qloqlCboL 03gu6ob tglrbgb" ttrj.;tiogqnlr 3,:6r'r6oL J6oCCOo(,,, JrooA6s,bob 3oq3jLoqg.rb bqg3br o0 6o6a9bob ,>Aoqgb,), 6r<'rAE Cbo6 CbCbJ r6rb6gq,$q'o36oU 0oX6 or4obggq,g0ob rq33gonlr qgr$gLXAOq,COiAo tx'rA.>qrr 0J6roRC0oL OogXbsb; sq6o06gq,o tt3oorbo 6o$xtt6o66gq,or brj.>t6o8cqx'IL 3r6r'r6ol-t J6ctcCoao ,,>6.rU61gq$qo3$ot dr6oq,0l-r.>agq'9boL 3oq.ogjln" (llbgr Jo6or 0q6 $o6cqgo 6JbrcDq,CboL AoeCb)t o116 Q)JrgBo6cb:lq,o 6rc0uq'roocao Eficar Jr0oa6obou 3opalbtso). rQl)r6o36r3o)' 6('la ,,l5oArSQo &6Joq,Cbob 331r.rb30" bjJ6or35q'r'rb Jrbc$ou AC-7 Aubq'ob aC-4 JU6C6oU aobre3ocr,,,lrb3q,8$ogo $o5.>49o 5r6rorq'96ou AoeCbrb orr3oLtggq,gbol.t ry333onll q,.5$XU3bflE $3btso gtt6gfugq,gogtt J.y)o06x'r6oU 3op3jtroco qtqrp6oq,o SgUob 33tr.rb.r0ob.19". gobro(or6, $r6A<rq,6C6oq'o lts,lr6o6,AACbq,o 3r33$ob ts3lr.rb$ol-t.><9 c6Jr@gq,$q,o3.>6orr 0q6 txlcq'(, 6rbr@q'Cbob arry5b.>U .>fu5gq,otfubtt 0orq,o.>6rqg .rr6str6gq,$q,o3r6o.: ar6oryfltagq,Soolr 3oqrgilro, lDlo6o.: ,,'brn6cQo br6roq,Caou 031tfu0" brjs6orpq,r'rU 3r6o6oL 057 &obq,ob A3-a fu6j$3o6 6r33oq-ogl.t bJo)J65(rc) Ooonorgb.r t6o6r'r66 J\)c66nbot JoAdt tC, 0.:f oq0b1gq,gbou 3oqgCCb$96. rbCOC r6rb6!q,$q,r'tgrbq,r re6oa63q,oeJb 6raoa(r,6)6c, bjr6or3cq,rT Lt J)6,q'iacSoob 6Cbq,rac6oob 145-c ag\,oL a3-l JU6COoU er 1471 B3\'ob 0c-5 Jgft$oU o,r6rbaJc.o, J.:6q',:036$oU rJ.>tL>rJob o3r6oqq3q'., eC$d,OraCb$o 6rgofu6q6rmo arffrot3U Jr6q,.>695$ob bqSt(x'rb, o6traXq'<TL S.>6AoqrmSoq,., 3r6obJ6o3j1JoL 6r6boq3ou ar$UCpolJ Ao$r6aC$o6oq,obol, oJobr$C. V ´ 、 ′ つ 述ふ姦蕉Э ゛6oO鋭 IQCJJ6OJAC60ol1 UR6oUo