„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.03.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/317/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-4 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის, ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა; თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი, ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი.“ 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები : „11. მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართ, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება. 12. განრიდების ღონისძიების სახით, მინდობით აღსაზრდელად განთავსების წესი და პროცედურები განისაზღვრება „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღებით. ეს უკანასკნელი ადგენს სპეციალურ წესებს არასრულწლოვნებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატოს სპეციალური დებულება, რომლის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე პირი, რომლის მიმართ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება. მიზანშეწონილია ასევე ტერმინთა - „მინდობით აღზრდა“ და „მინდობით აღსაზრდელი“ - განმარტებები კოდექსთან შესაბამისობაში. მოვიდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატოს სპეციალური დებულება, რომლის თანახმად, მინდობით აღზრდას დაექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირიც, რომლის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ დადგენილი წესით, გამოყენებულია განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება. კანონპროექტის მიზანია ასევე ტერმინთა - „მინდობით აღზრდა“ და „მინდობით აღსაზრდელი“ - განმარტებები მოვიდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან შესაბამისობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს უნდა დაემატოს 11 პუნქტი, რომლის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტერმინების - „მინდობით აღზრდა“ და „მინდობით აღსაზრდელი“ - განმარტებების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. 2 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონკრეტულად ამ კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები არ გამართულა. 3 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი კანონპროექტით მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება; ბ) გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში; გ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას; დ) დედობილი/მამობილი – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი; საქართველოს ე) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები; ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი; ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის მოვლა და აღზრდა; თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი; ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე ; ლ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი; 5 მ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება; ნ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ო) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ჟ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; რ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის ; ს) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ ის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება; ტ) ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის , დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება . მუხლი 8. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი 1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად; გ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა ( შეეზღუდათ ), ჩამოერთვა ( ჩამოერთვათ ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლებ ა-მოვალეობები . 2. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 6