„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, 24, 02/07/2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. II თავს მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:
მუხლი 41
1. სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე ბრალდებული და
დაზარალებული
არასრულწლოვანი
სარგებლობს
უფასო
იურიდიული
დახმარების
უფლებით. არასრულწლოვან მოწმეს ასეთი უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ ის
გადახდისუუნაროა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს აგრეთვე 18დან 21 წლამდე ასაკის პირი, თუ ის ბრალდებულია.
მუხლი 42
იურიდიული
დახმარების
სამსახურში
ფუნქციონირებს
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე,
უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის“ მიღებით. ეს უკანასკნელი ადგენს სპეციალურ წესებს არასრულწლოვნებთან
მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, იურიდიული დახმარების შესახებ
კანონს დაემატოს სპეციალური დებულებები არასრულწლოვნებთან მიმართებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს იურიდიული დახმარების შესახებ კანონს
დაემატოს სპეციალური ნორმები, რომლებიც არასრულწლოვანს და
18-დან 21 წლამდე
ასაკის პირს შეეხება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იურიდიული დახმარების შესახებ კანონს უნდა
დაემატოს შემდეგი მუხლები: მუხლი 41 და მუხლი 42.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
2
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კონკრეტულად ამ კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები არ გამართულა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
3