„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.03.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/317/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს უფლება არა აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.“. 2. 601 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 105-ე მუხლის მე-4 - მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 4. 116-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. 199-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.“. 7. 201-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 206-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით შეიძლება მიმართოს მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის 1 მისგან თანხმობის მიღებას. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც არ იყო ცნობილი აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, და უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ.“. 9. 243-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 10. 285-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.“. 11. თავი XXVIII ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღებით. ეს უკანასკნელი ერთად უყრის თავს არასრულწლოვანთან მიმართებით სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო, აგრეთვე არასრულწლოვანთა პატიმრობასთან დაკავშირებულ ნორმებს. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დარჩეს არასრულწლოვანთან დაკავშირებული სპეციალური საპროცესო ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან იმ სპეციალური საპროცესო ნორმების ამოღება, რომლებიც არასრულწლოვანს შეეხება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნეს 601 მუხლი, 105-ე მუხლის მე-4 - მე-6 ნაწილები, 116-ე მუხლი, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 201-ე მუხლი, 243-ე მუხლის მე-4 ნაწილი და XXVIII თავი მთლიანად. გარდა ამისა, 44-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 206-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან და 285-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან ამოღებულ უნდა იქნეს მითითებები არასრულწლოვანზე. დაბოლოს, 199-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ უნდა იქნეს „არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა“, როგორც აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები 3 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონკრეტულად ამ კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები არ გამართულა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი კანონპროექტით მუხლი 44. ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა 1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს უფლება არა აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. 2. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას. 3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების, ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს. 4. ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში. მუხლი 601. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლობის გამომრიცხავი გარემოებები ოჯახურ დანაშაულზე და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. 5 მუხლი 105. გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები 1. გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს: ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას; დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი; ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; კოდექსით დადგენილი ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; ზ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე; თ) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ი) თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; კ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი); ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 164 1, 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 339-ე, 339 1, 348 1, 371ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები); მ) თუ ვითარება შეიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ: ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; ბ) პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით; 6 გ) ბრალდებული გარდაიცვალა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო. 3. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს. 4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი. 6. თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა. მუხლი 116. არასრულწლოვნის დაკითხვა 1. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 2. არასრულწლოვნის დაკითხვა ტარდება კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის დასწრებით. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 3. 14 წლამდე პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით; მას უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს დასმული შეკითხვა. 14 წლამდე მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. 7 4. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და განპირობებული უნდა იყოს სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით. მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა 1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს. 3. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ: ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; ბ) არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით; გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას; დ) სქესობრივი დანაშაულის ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით; ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი. 4. მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა. 4 1. სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ განჩინების გამოტანის მიუხედავად, მოსამართლე უფლებამოსილია ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს მისცეს სხდომაზე ან სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება. 5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს, და სხდომის დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება. 6. მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი. 7. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი. 8 8. სასამართლო სხდომაზე 14 წლამდე პირი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის პროცესის მონაწილეა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია 14 წლამდე პირს დართოს ნება, დაესწროს სასამართლო სხდომას. 9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. 10. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი, რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა. მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები 1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა. 2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს: პირის ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობისა თუ პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; აკრძალვა გარკვეულ პირებთან შეხვედრისა სპეციალური ნებართვის გარეშე; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად. მუხლი 201. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა 1. მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში არასრულწლოვნის გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო ქცევის წერილობითი ვალდებულება. 2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა პირის მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულისა და ამ პირის თანხმობით. 3. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სხვა პირს უფლება აქვს, ნებისმიერ მომენტში თქვას უარი არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე, თუ ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის სათანადო ქცევას. 9 4. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ არასრულწლოვნის ბრალდების არსი, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრება, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. 5. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია პირი, რომელიც მეთვალყურეობდა არასრულწლოვანს, მხარის შუამდგომლობით დააჯარიმოს ამ კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. მუხლი 206. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება 1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება ხდება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობით. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა შესაძლებელია ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას, ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. 3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს და არკვევს, არის თუ არა აცილებები. შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს მას. შემდეგ სიტყვა ეძლევა მეორე მხარეს, რის შემდეგაც მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 4. მხარე უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია. 5. შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ემყარება ბრალდება, და მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. 10 6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; გან ჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული). 7. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისათვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 8. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით შეიძლება მიმართოს მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც არ იყო ცნობილი აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, და უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ. 9. სასამართლო ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობა ამ ნაწილის მოთხოვნებს, ამასთანავე, განიხილა თუ არა სასამართლომ არსებითად იგივე საკითხები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ან გამოიკვლია თუ არა მან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. 10. დაპატიმრების შერჩევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს შეიძლება წარედგინოს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაშიც, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების დროს ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რის გამოც შეუძლებელია 11 ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ. 11. სასამართლო აცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს. 12. (ამოღებულია – 21.06.2011, №4868). მუხლი 243. მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოკვლევა და მისი დისტანციური დაკითხვა 1. გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. 3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. 4. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა დაიკითხოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული წესით. მუხლი 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა 1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის 12 დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. 2. სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მსჯავრდებულად ყოფნის პერიოდში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 41. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 5. გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში. 7. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას შეიძლება მსჯავრდებულს დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა. 13 თავი XXVIII. პროცესი არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე მუხლი 315. გამოყენების სფერო 1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესის განხორციელების წესი ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. 2. არასრულწლოვანი ბრალდებული სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 316. არასრულწლოვნის ღირსების დაცვა არასრულწლოვანს პროცესის ყველა სტადიაზე ეპყრობიან განსაკუთრებული ყურადღებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და რესოციალიზაციის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე მისი ხელახალი აღზრდისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობა. არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში სავალდებულოა არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიების სრული დაცვა. მუხლი 317. არასრულწლოვნის პროცესის ზოგადი პრინციპები 1. სასამართლო სხდომა, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული ესწრება, დახურულად ტარდება. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, ასევე პედაგოგს უფლება აქვთ, დაესწრონ სასამართლო სხდომას ან საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს. თუ სასამართლო ან პროკურორი მიიჩნევს, რომ ეს არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს ემსახურება, მას შეუძლია სავალდებულო წესით უზრუნველყოს მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის, ასევე პედაგოგის მონაწილეობა. 3. არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოს ან პროკურორს შეუძლია აუკრძალოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, ასევე პედაგოგს სასამართლო სხდომაზე დასწრება ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა. მუხლი 318. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვნის საქმის გამოყოფა თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ამით არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. მუხლი 319. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი არასრულწლოვნის პროცესში 14 არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესს ახორციელებენ მხოლოდ ის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, რომლებმაც პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სპეციალური მომზადება გაიარეს. მუხლი 320. არასრულწლოვნის საქმის გამოძიების თავისებურებანი არასრულწლოვნის პროცესში გამოკვლეულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობები, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მუხლი 321. არასრულწლოვანი ბრალდებულის სავალდებულო დაცვა არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი . უფლება აქვს, მუხლი 322. არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება, თუ ეს შესაძლებელია, უნდა განხორციელდეს მისი მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებული ცხოვრობს. მუხლი 323. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება არასრულწლოვანი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული აქვს პატიმრობა, უნდა მოთავსდეს სრულწლოვანი ბრალდებულებისაგან (მსჯავრდებულებისაგან) და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით. მუხლი 324. არასრულწლოვანი ბრალდებულის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან 1. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მასზე. 2. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნების შემდეგ სასამართლო საჭირო მოცულობითა და ფორმით აცნობს მას მისი არყოფნისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა შინაარსს. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ყოველთვის ესწრება სასამართლო სხდომას. 15