„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის
ინტერესები, რომლებიც ისეთი პირები არიან, რომლებსაც თავიანთ ფიზიკური ან
ფსიქიკური ნაკლის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე
თვითონ არ შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი უფლებები, უფლება აქვთ დაიცვან
მათმა
კანონიერმა
წარმომადგენლებმა
(მშობლები,
მშვილებლები,
მეურვეები,
მზრუნველები).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის“ მიღებით. ეს უკანასკნელი ერთად უყრის თავს არასრულწლოვანთან მიმართებით
სისხლის
სამართლის
მატერიალურ
სისხლისსამართლებრივი
და
და
საპროცესო
ადმინისტრაციული
ნორმებს,
არასრულწლოვანთა
პასუხისმგებლობის
ნორმებს
და
სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. აქედან გამომდინარე, არ არის
მიზანშეწონილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დარჩეს
არასრულწლოვანთან დაკავშირებული სპეციალური საპროცესო ნორმები, გარდა იმ
გამონაკლისისა, რაც
რეგულირების სფერო.
არ
არის
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსის
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსიდან იმ სპეციალური ნორმების ამოღება, რომლებიც არასრულწლოვანს შეეხება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 254-ე მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნეს მითითებები არასრულწლოვანზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
2
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კონკრეტულად ამ კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები არ გამართულა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი
კანონპროექტით
მუხლი 254. კანონიერი წარმომადგენლები
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის ინტერესები,
რომლებიც არასრულწლოვანები ან ისეთი პირები არიან, რომლებსაც თავიანთ ფიზიკური ან
ფსიქიკური ნაკლის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე თვითონ არ
შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი უფლებები, უფლება აქვთ დაიცვან მათმა კანონიერმა
წარმომადგენლებმა (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები).
4