„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.03.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/317/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. 42-ე მუხლის მე-51 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 50-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას.“. 4. 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი.“. 5. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 6. 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 7. 73-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.”. 8. კარი მეხუთე ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღებით. ეს უკანასკნელი ერთად უყრის თავს არასრულწლოვანთან მიმართებით სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო, აგრეთვე არასრულწლოვანთა პატიმრობასთან დაკავშირებულ ნორმებს. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დარჩეს არასრულწლოვანთან დაკავშირებული სპეციალური ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის სპეციალური ნორმების ამოღება, რომლებიც არასრულწლოვანს შეეხება. კოდექსიდან იმ ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნეს 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 42-ე მუხლის 51 ნაწილი, 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 73ე მუხლის მე-5 ნაწილი და მეხუთე კარი მთლიანად. გარდა ამისა, 50-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 51-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან და 73-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან ამოღებულ უნდა იქნეს მითითება არასრულწლოვანზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება 2 კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონკრეტულად ამ კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები არ გამართულა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი კანონპროექტით მუხლი 35. შეზღუდული შერაცხადობა 1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. 2. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. 3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. მუხლი 42. ჯარიმა 1. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. 2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. 3. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. 4. სასამართლომ განაჩენში უნდა მიუთითოს გადასახდელი ჯარიმის ოდენობა ლარებში. 5. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. 51. თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. 6. თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე. ამასთანავე, ჯარიმის ნაცვლად დანიშნული 4 საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან თავისუფლების შეზღუდვისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით, ამ კოდექსით სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით. მუხლი 50. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. 2. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. 3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, თავისუფლების შეზღუდვის ან ჯარიმის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე ვადით. 4. (ამოღებულია – 17.04.2013, №546). 5. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. 6. (ამოღებულია). მუხლი 51. უვადო თავისუფლების აღკვეთა 1. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. 5 2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი. მუხლი 63. პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი 1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად. 2. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. 3. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. 4. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. 5. თუ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით, თუ მას ჩადენილი არა აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 6. პირობითი მსჯავრის დროს შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 6 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 31. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 4. ამ მუხლის მე -3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ , თუ მან ფაქტობრივად მოიხადა : ა ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი ; ბ ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი ; გ ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი ; დ ) ორი მესამედი სასჯელისა , რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს , რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს , ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72- ე მუხლის მე -6 ნაწილის საფუძველზე . 5. ამ მუხლის მე -3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს , რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი , სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ , თუ მან ფაქტობრივად მოიხადა : ა ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი ; ბ ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი ; გ ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი . 6. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი. 7 7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. 8. თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან თავისუფლების შეზღუდვის მოხდის მომენტიდან. 9. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო . 10. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას: მსჯავრდებულმა ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 12. თუ ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა თავისუფლების შეზღუდვის მოხდისას: ა) ჯიუტად თავი აარიდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია თავისუფლების 8 შეზღუდვის დაწესებულების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს თავისუფლების შეზღუდვა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, თავისუფლების შეზღუდვის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს თავისუფლების შეზღუდვას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს თავისუფლების შეზღუდვას. გამონაკლის შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა თავისუფლების შეზღუდვის სახით, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კარი მეხუთე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავი XVI არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურება მუხლი 80. არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი. მუხლი 81. სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება არასრულწლოვნის მიმართ არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება. დაენიშნოს სასჯელი ან აღმზრდელობითი 9 მუხლი 82. სასჯელის სახეები არასრულწლოვანი დამნაშავისათვის დასანიშნი სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) (ამოღებულია); ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. მუხლი 83. ჯარიმა არასრულწლოვანს ჯარიმა ენიშნება ამ კოდექსის 42-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 84. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ენიშნება ერთიდან სამ წლამდე ვადით. მუხლი 85. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება ორმოციდან სამას ოც საათამდე ვადით, რომელსაც ის მოიხდის სწავლისაგან ან ძირითადი სამუშაოსაგან თავისუფალ დროს. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ეს სასჯელი გულისხმობს ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც ძალუძს არასრულწლოვანს. ამ სასჯელის ვადა თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში ოთხ საათს, ხოლო თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის – დღეში ექვს საათს. 2. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის. მუხლი 86. გამასწორებელი სამუშაო არასრულწლოვანს გამასწორებელი სამუშაო ენიშნება ორი თვიდან ერთ წლამდე ვადით. 10 მუხლი 861. თავისუფლების შეზღუდვა არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ოთხ წლამდე ვადით. მუხლი 87. (ამოღებულია) მუხლი 88. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1. (ამოღებულია). 2. (ამოღებულია). 3. თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს. 4. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს. მუხლი 89. სასჯელის დანიშვნა არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს ამ კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა. თავი XVII არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მუხლი 891. (ამოღებულია) მუხლი 90. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით. 11 მუხლი 91. აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების სახეები 1. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს შემდეგი აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება: ა) გაფრთხილება; ბ) საზედამხედველოდ გადაცემა; გ) ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება; დ) ქცევის შეზღუდვა; ე) სპეციალურ მოთავსება. აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში 2. არასრულწლოვანს ერთდროულად შეიძლება დაენიშნოს აღმზრდელობითი ზემოქმედების რამდენიმე იძულებითი ღონისძიება. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებით ღონისძიებათა გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ამ ღონისძიებათა დამნიშნავი ორგანო. 3. თუ არასრულწლოვანი სისტემატურად არღვევს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ ეს ღონისძიება სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს წარდგინებით გაუქმდება და მასალები გადაიგზავნება არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად. მუხლი 92. გაფრთხილება გაფრთხილება ნიშნავს არასრულწლოვნისათვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენას. მუხლი 93. საზედამხედველოდ გადაცემა საზედამხედველოდ გადაცემა ნიშნავს მშობლისათვის ან მისი შემცვლელი პირისათვის ანდა სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოსათვის იმ მოვალეობის დაკისრებას, რომ მან აღმზრდელობითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე და კონტროლი გაუწიოს მის ყოფაქცევას. მუხლი 94. ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება არასრულწლოვნისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და შესაბამის შრომით ჩვევებს. 12 მუხლი 95. ქცევის შეზღუდვა 1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს: ა) განსაზღვრული ადგილის მონახულება; ბ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა; გ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე სადმე წასვლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება. 2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა სასამართლოს საკუთარი მიხედულებისამებრ შეუძლია სხვაგვარად შეზღუდოს არასრულწლოვნის ქცევა. მუხლი 96. სპეციალურ-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება ან სამკურნალო-აღმზრდელობით 1. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სასჯელისაგან, თუ მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები მიიღწევა მისი სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსებით. ამ დაწესებულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ვადას. 2. არასრულწლოვნის სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნა შეიძლება შეწყდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, თუ სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დასკვნით მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის ამ ღონისძიების შემდგომი გამოყენება. არასრულწლოვნის სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალოაღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნის გაგრძელება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დასაშვებია მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული მომზადების დასამთავრებლად. მუხლი 97. სასჯელისაგან გათავისუფლება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სასჯელისაგან ამ კოდექსის 91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით. 13 მუხლი 98. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ შეიძლება პირობით ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. 2. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 3. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. მუხლი 99. ხანდაზმულობის ვადები არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან გათავისუფლებისას ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები განახევრდება. მუხლი 100. ნასამართლობის გაქარწყლება იმას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ; 14 გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ. 15