„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.03.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/317/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N24, 02.07.2007, მუხ.219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის შესახებ.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) მისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონით აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები, ამ კანონთან ერთად ხელმძღვანელობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომელიც გამოიყენება როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.“. 3. მე-12 მუხლის: ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „51. იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“. ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. თუ საპრობაციო ვადის განმავლობაში მსჯავრდებული აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით დადგენილი ჯარიმის შესაბამისი ოდენობით.“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 2. ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლით და 141 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“. 5. 21-ე მუხლის პირველ პუნქტს ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი: ,,კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.“. 6. 23-ე მუხლს 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი: ,,72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.“. 7. დაემატოს X2 თავი შემდეგი რედაქციით: ,,თავი X2. სასჯელის სახით შინაპატიმრობის აღსრულების წესი 2 მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი 1. სასჯელის სახით შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი. 2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის IV თავის მოქმედება, გარდა 121 მუხლისა. 4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში, მსჯავრდებულის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით ვრცელდება ამ კანონის III თავით დადგენილი უფლებები და მოვალეობები. 5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დრო და პირობები, აგრეთვე სხვა მოვალეობები) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს. 6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ზედამხედველობის საშუალებების გამოყენებით. 7. მსჯავრდებულის მიერ, მისი ბრალეული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების ქმედებით შემთხვევაში, ზიანის ელექტრონული ელექტრონული ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს. 8. იქ სადაც მსჯავრდებულის შინაპატიმრობის კონტროლი ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი (არანაკლებ თვეში ექვსჯერ) ვიზიტებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. 9. შინაპატიმრობის აღსრულებისას, მსჯავრდებულისათვის ამ კანონის 121 მუხლით დადგენილი საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შინაპატიმრობის პერიოდში მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება. მუხლი 2. ამ კანონის: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან; 3 ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი მარტიდან; გ) პირველი მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის პირველი სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ახალი სამართლებრივი აქტების აღსრულების ქვემდებარეობის და აღსრულების წესების განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით არასრულწლოვანისათვის სასჯელის სახის შერჩევის პროცესში ერთვება პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასამართლოსთვის ამზადებს განსასჯელი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. ამგვარი ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ოფიცერი. არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების წესსა და ფორმას დაადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. გარდა ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნული კოდექსიდან სააგენტოს გამომდინარე, პრობაციის ბიუროების პროექტის მიხედვით, აღსრულების პრობაციის ქვემდებარე ხდება არასრულწლოვანისათვის ახალი არასაპატიმრო სასჯელის, შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება. პროექტის მიხედვით, გაწერილია ახალი სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი, პროცედურა და თავისებურებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება 5 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მიღება გამოიწვევს ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 855 000 ლარის ოდენობით. ეს ხარჯები გაწეული იქნება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კოდით 2702 (სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა) გათვალისწინებული ასიგნებებიდან. კანონპროექტის სხვა მუხლების მიღება არ გამოიწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, ვინაიდან მათი ამოქმედება მოხდება 2016 წლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იხ.: განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ ქვეპუნქტი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 6 კონკრეტულად ამ კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები არ გამართულა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 7
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი კანონპროექტით მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; ე) სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. 2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე ). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება. მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის, პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით. 8 2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით. მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ 1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. 11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს , მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე , დააკისროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება . 12. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 13 . თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას. 1 4. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. 2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან. 3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ. 9 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას. 4 1. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით. 5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 51 . არასრულწლოვნის მიერ, აგრეთვე იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან, რომელიც საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. 7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა. 8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 13 , მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას. 81 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას. 10 82 . მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას. 9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი. 10. თუ საპრობაციო ვადის განმავლობაში მსჯავრდებული სრულწლოვანი გახდა, ან მსჯავრდებული აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით დადგენილი ჯარიმის შესაბამისი ოდენობით. მუხლი 15. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურისა და ჯარიმის გადახდის წესი და პირობები 1. მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურსა და ჯარიმას იხდის კანონით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. 2. არასრულწლოვნები, აგრეთვე ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლით და 141 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 3. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. 4. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საზედამხედველოდ გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ეს დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის 11 საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. 6. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მუხლი 21. პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინების სახეები 1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; ა1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ; დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266); ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ; ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ; ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ; თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ; ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. 2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. 3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. 12 4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია). 5. დაწესებულების უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში − თავისუფლების შეზღუდვის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე; გ) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. 6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრობაციის ბიუროს უფროსი/დაწესებულების უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მიმართავს სასამართლოს. მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: 13 ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას; ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. 5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი. 6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან. 7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით; ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას; გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შემთხვევაში. 7 1. თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის აღსრულების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) თავისუფლების შეზღუდვის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; გ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება. 14 8 1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას. 8 2. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება. 9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. 10. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15