„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.07.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/375/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 60 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობას ან/და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებულ საქმიანობას. კანონი ასევე ადგენს უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნებს რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ობიექტებისთვის. მუხლი 2. კანონის მიზნები ამ კანონის მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებული კონვენციის ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნების შესრულებისათვის: ა) ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა საფეხურზე უსაფრთხოებისა და დაცულობის ზომების უზრუნველყოფა, ადამიანზე და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე შესაძლო ინციდენტების პრევენციისა და დამდგარი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლების შექმნა. მუხლი 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: ა) „უსაფრთხოების პრინციპი“ - რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, ადეკვატური ზომების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვას. ბ) ,,მომავალი თაობების დაცვის პრინციპი“ - რადიოაქტიური ნარჩენების მართვა იმდაგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მომავალმა თაობებმა განიცადოს იმაზე ნაკლები ზემოქმედება რადიოაქტიური ნარჩენებისგან და დახარჯოს იმაზე ნაკლები რესურსი მათი მოვლაპატრონობისთვის, ვიდრე ამჟამინდელმა მოსახლეობამ; გ) „რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის კონტროლის პრინციპი“ - ბირთვული და რადიაციული საქმიანობა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ შესაძლო მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ახალი რადიოაქტიური ნარჩენის წარმოქმნის ალბათობა; დ) „დაცულობის პრინციპი“ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა თავიდან იქნას აცილებული რადიოაქტიური ნარჩენებთან დაკავშირებული ნებისმიერი არალეგალური ქმედება მათი არსებობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში; ე) „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გამჭვირვალობის პრინციპი“- მოსახლეობას ხელი უნდა მიუწვდებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილებსა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებს; ვ) ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი - რადიოაქტიური ნარჩენების წარმომქმნელი ან რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები; ზ) ,,გარემოს დაცვის პრინციპი“ - რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მისაღებ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი გარემოს დაცვა; თ) ,,დაცვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ“ - ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ორგანიზებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები ამ კანონის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური წყარო, რომელიც აღარ გამოიყენება ან რომლის შემდგომი გამოყენება არ არის გათვალისწინებული; ბ) დახურვა - რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განთავსებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნარჩენის დამარხვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების დასრულება, ასევე საბოლოო საინჟინრო და სხვა სამუშაოების განხორციელება, რაც აუცილებელია ობიექტის ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის; გ) დეკონტამინაცია - ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომლის მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან სრული ან ნაწილობრივი გასუფთავება; დ) რადიოაქტიური ნარჩენების კონდიცირება - იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვა, გადაფუთვა მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვის ან დამარხვის უზრუნველსაყოფის მიზნით; ე) რადიოაქტიური ნარჩენი - ნაკეთობები, მათ შორის გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობები ან/და სხვა ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ან დაბინძურებულია რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლებით და რომლის შემდგომი გამოყენება არ არის გათვალისწინებული; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმი - რადიოაქტიური ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მათი შესაბამის შესანახში, საცავში ან/და სამარხში მიღებისათვის; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი - შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვის მიზნით, უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენი, მისი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე. თ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი - შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვის მიზნით, დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენი, მისი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; ი) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი - შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვის მიზნით, დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენი, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენი, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.“ კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა - რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისა და შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობა; ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი - ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ან წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენი ან/და რომელიც ფლობს რადიოაქტიურ ნარჩენს; მ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა - ღონისძიებები ან მათი ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს რადიაოქტიური ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას, გადამუშავებას, კონდიცირებას, გადატანას, შენახვას და დამარხვას, აგრეთვე რადიაოქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის, დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან გამოყვანას/დემონტაჟს და დახურვას; ნ) რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური ნივთიერება, მისი შემცველი ან მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან აქვს უნარი, დასხივებისას გამოიწვიოს ნივთიერების იონიზაცია; ო) სახელმწიფო მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენი - რადიოაქტიური ნარჩენი ან/და უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყარო, რომელიც გადავიდა სახელმწიფოს მფლობელობაში, სამარხში ან/და საცავში განსათავსებლად. პ ) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ჟ) სააგენტო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. რ) დეპარტამენტი - ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი; მუხლი 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები 1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ამ კანონის მე-3 მუხლში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად გ) გადაწყვეტილების მიღება, რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ადგილმდებარეობის შერჩევაზე, პროექტირებაზე, მშენებლობის დაწყებაზე, ექსპლუატაციაში შესვლაზე, საცავის დახურვაზე და დეკომისიაზე, სამარხის დახურვაზე, უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით. დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენა; 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) საქართველოს ზედამხედველობა; საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად; დ) დაინტერესებული მხარეებისათვის და ქვეყნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) კანონმდებლობის შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების საცავების ან/და სამარხების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენის ქვეყანაში შემოტანის აღკვეთა; გ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი დანაყოფების მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების ამოღებისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში მათ განსათავსებლად ტრანსპორტირებაში მონაწილეობის მიღება; 4. სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან განხორციელების გზით; დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი ინსპექტირების გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზირებული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ნარჩენების ეროვნული სტრატეგიის ე) რადიოაქტიური ნარჩენების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; თ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მართვა; გ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების და საგნების დეკონტამინაციის განხორციელება; ე) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ადგილმდებარეობის შერჩევაზე, პროექტირებაზე, მშენებლობაზე, ექსპლუატაციაში შესვლაზე, საცავის დახურვაზე და დეკომისიაზე, სამარხის დახურვაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება. ვ) კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. 6. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისგან, უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მუხლი 6. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 1. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ქვეყნის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას 15 წლიანი პერიოდისათვის, რომელიც უნდა მოიცავდეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელების გზების დაგეგმვას; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებისათვის შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების შერჩევას; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს; დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს; ე) ინფორმაციას რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების, ისტორიულად დაბინძურებული ადგილების შესახებ და მათი სრული დეკონტამინაციისათვის საჭირო ღონისძიებებს; ვ) შეფასებას რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის შესაძლო ნაკადების შესახებ; ზ) უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიურ წყაროებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის აღდგენის შესაბამის ღონისძიებებს; თ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ უწყებებსა და ორგანიზაციებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს; ი) სხვა შესაბამის მნიშვნელოვან ინფორმაციას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კუთხით. მუხლი 7. რადიოაქტიური ნარჩენების ტერიტორის შერჩევა საცავის და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა ხდება შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს: ა) ყველა შესაძლო ფაქტორის ანალიზს, რომელიც გავლენას იქონიებს მომავალი რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოებაზე და დაცულობაზე; ბ) სხვადასხვა სახის კვლევებს, მათ შორის გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გარემოსდაცვით კვლევებს; გ) მეზობელ ქვეყნებზე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების შესაძლო ზეგავლენის შეფასებას. მუხლი 8. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება 1. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რადიოაქტიური ნარჩენები განთავსებულ უნდა იქნეს რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში. 2. რადიოქტიური ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი. 3. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში ხორციელდება შესაბამისი მიღების კრიტერიუმების მიხედვით. 4. რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებში გათვალისწინებული უნდა იქნას: ა) ნარჩენის კლასი, რომელიც განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია“; ბ) ნარჩენის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; გ) ნარჩენის აქტივობა; დ) ნარჩენის მოცულობა და მასა; ე) სხვა შესაბამისი ინფორმაცია. მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობისას გათალისწინებული უსაფრთხოების ზომების გატარება; უზრუნველყოს კანონმდებლობით ბ) რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობისას უზრუნველყოს მოსალოდნელი ინციდენტებისა და ავარიების თავიდან აცილება, ხოლო ინციდენტის ან ავარიის შემთხვევაში შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება; გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისას დაიცვას კანონმდებლობით გათალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 10. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ მისი საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენი (რომელიც შეიცავს ბუნებაში წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნივთიერებებს), ვალდებულია: ა)აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსებამდე მისი უსაფრთხოება ,,ტექნიკური რეგლამენტის - „რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის წესი“-ს შესაბამისად; ბ) რადიოაქტიური ნარჩენის წარმოქმნიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში უზრუნველყოს მისი უსაფრთხო განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში. მუხლი 11. საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ: ა) მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია; მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით ბ) მიმართონ კომპეტეტურ ორგანოებს და მოითხოვონ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების უზრუნველყოფა; გ) მონაწილეობა მიიღონ ახალი რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობა/დახურვასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვაში. მუხლი 12. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ტრანსპორტირება რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტთან, ექსპორტთან, ტრანზიტთან, რეექსპორტთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 13. პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება ,,ტექნიკური რეგლამენტის - „რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის წესი“-ს დამტკიცების შესახებ“; 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ა),,ტექნიკური რეგლამენტის - „ძირითადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი“ დამტკიცების შესახებ“; ბ) ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,ძირითადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში რადიოაქტიური ნარჩენების ეროვნული სტრატეგია. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს მუხლი 16. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლი ითვალისწინებს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ კანონის მიღების ვალდებულებას 2016 წლის 1 იანვრამდე. ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 მარტის N528 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში საქართველოს მთავრობისთვის „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა. რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღების ვალდებულება საქართველოს გააჩნია, მათ შორის, „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის თანახმად, რომელსაც ქვეყანა მიუერთდა 2009 წელს. აღნიშნული კონვენციის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და დაცულობის მიზნით უზრუნველყონ საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სფეროში ნორმებისა და მოთხოვნების შემუშავებას, ლიცენზირების, კონტროლისა და ფიზიკური დაცვის, დაცულობის სისტემის დანერგვასა და არსებულის დახვეწას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, (რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური წყაროების დაცულობის ინფრასტრუქტურის შემფასებელი მისია (RaSSIA – Radiation Safety and Security of Radioactive Sources, Infrastructure Appraisal) 2005 წლის 12-16 დეკემბერი) „საქართველომ უნდა უზრუნველყოს ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება ან არსებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანა ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის შესაბამისად. დღეისათვის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შემოიფარგლება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34ე, 35-ე და 36-ე მუხლებით, სადაც წარმოდგენილია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზოგადი დებულებები და არ არსებობს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებს ქვეყანაში. საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციებისა და რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელია რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რათა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე არსებობდეს პოტენციური საფრთხისაგან დაცვის ეფექტური საშუალებები, ასევე დაცული იყოს მთლიანად საზოგადოება და გარემო მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან როგორც აწმყოში, ასევე მომავალშიც. როდესაც ამა თუ ის იმ სფეროს სარეგულირებლად იქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, პირველ რიგში ამგვარ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული სიტუაცია და რა მიმართულებით საჭიროებს ესა თუ ის საკითხი/სფერო რეგულირებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებობს რადიოაქტიური ნარჩენების ორი ლოკაცია: 1. სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც მდებარეობს გარდაბანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძესთან. აღნიშნული სამარხი საქართველოში გაიხსნა გასული საუკუნის 60-ანი წლების დასაწყისში და ფუნქციონირებდა 90-ანი წლების დასაწყისამდე. სამარხის ტერიტორიაზე განთავსებულია მყარი და თხევადი ნარჩენების შესანახი მიწისქვეშა მოცულობები. 2. რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი შესანახი (ე.წ. „რადიოაქტიური ნარჩენების საცავი“), დღეის მდგომარეობით ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს. საცავი განთავსებულია მცხეთიდან 7 კმ-ს დაშორებით. აღნიშნული საცავი ექსპლუატაციაში შევიდა 2007 წელს, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების (რადიოაქტიური ნარჩენების) დროებითი შესანახის სარეკონსტრუქციო სამუშაოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 სექტემბრის N840 განკარგულების შესაბამისად. აღნიშნულ ადგილას რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გასული საუკუნის 90-ანი წლების ბოლოს და შემდეგ წლებში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი დიდი რაოდენობით უპატრონო რადიოაქტიური წყაროების უსფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე, ელ.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრი იყო ერთადერთი ლოკაცია, რომელსაც იცავდა დაცვის პოლიცია. ამასთან, ელ.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი ფლობდა შესაბამის პერსონალს და ინფრასტრუქტურას რადიოაქტიური წყაროების მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც დღეის მდგომარეობით გვაქვს მოცემულობა, რომ საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების ერთი ნაწილის მოვლა-პატრონობა ევალება სამეცნიეროკვლევით დაწესებულებას - ფიზიკის ინსტიტუტს, მაშინ როდესაც რადიოაქტიურ ნივთიერებებთან (მათ შორის, რადიოაქტიურ ნარჩენებთან) დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა თვისობრივად განსხვავდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისგან, ხოლო მეორე შემთხვევაში, რადიოაქტიური ნარჩენების ნაწილი განთავსებულია სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში, რომელიც თავის მხრივ საჭიროებს უსაფრთხოებისა და დაცულობის სათანადო სტანდარტების შექმნას და შესაბამის მოვლა-პატრონობას. ცალსახად ნათელია, რომ დღეისათვის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფერო საქართველოში არის არასისტემატიზირებული, რაც არ შეესაბამება აღნიშნული სფეროს მართვის საერთაშორისო პრაქტიკას. იმისათვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოება და დაცულობა, აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის უშუალო ფუნქცია-მოვალეოებაც იქნება რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ერთის მხრივ აღვადგინოთ კონტროლი რადიოაქტიური ნარჩენების სამარხსა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავზე და მეორეს მხრივ უზრუნველვყოთ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ოპტიმიზაცია კონტროლის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების გზით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ სფეროში რისკებს სახელმწიფოსთვის და დააჩქარებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს. ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს ეფექტიანი რეგულირების მიზნით, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით იქმნება სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ამავე კანონპროექტით სააგენტოს სისტემაში შეიქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობაც უშუალოდ იქნება მიმართული ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციის განხორციელებისაკენ, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კუთხითაც. ამავდროულად, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იმ ორგანოს (მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ეფექტიანი დამოუკიდებლობა მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებისას, რომლის უშუალო კომპეტენციასაც განეკუთვნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვა. შესაბამისად, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნას რადიოაქტიური ნარჩენების მართვაზე უფლებამოსილი ერთეულის დამოუკიდებლობა და მისი ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი უშუალოდ იქნება ანგარიშვალდებული მინისტრის წინაშე და მასვე წარუდგენს ანგარიშს ყოველ 6 თვეში ერთხელ გაწეული საქმიანობის თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის კომპეტენციები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში, რაც გარდა ზოგადი, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციისა, უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების და საგნების დეკონტამინაციას, რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობა/დახურვასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზებას. საკითხის ამდაგვარი გადაწყვეტა იქნება ოპტიმალური ვარიანტი ფინანსური/მატერიალური რესურსების დაზოგვის კუთხითაც, რადგან აღარ წარმოიქმნება ახალი იურიდიული პირის ჩამოყალიბების აუცილებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მოვლა-პატრონობის მიზნით (რაც რათქმა უნდა, გაცილებით მეტ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული ვიდრე მოქმედი დეპარტამენტის ბაზაზე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება და მისსავე სისტემაში ცალკე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის შექმნა). გარდა, რადიოაქტიური ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრისა, აუცილებელია ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს ზოგადად რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობასთან, რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან, რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობებს, ასევე კონკრეტულად სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის სისტემურ მართვასთან, მოვლა-პატრონობასთან და ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებული პროცედურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“. მომზადდა წარმოდგენილი კანონპროექტი ა.ბ) კანონპროექტის მიზანი ამ კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა ადამიანზე და გარემოზე რადიოაქტიური ნარჩენებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, ასევე, ქვეყნის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებისა და გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი შედგება 16 მუხლისაგან. კანონპროექტის პირველი მუხლი ადგენს კანონის რეგულირების სფეროს, კერძოდ, პროექტის მიხედვით, კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და რადიოაქტიური ფიზიკურ და ნარჩენებთან იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ მოპყრობასთან ან/და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ასევე ადგენს რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნებს. კანონპროექტის მე-2 მუხლი ადგენს კანონის მიზნებს, რაც გულისხმობს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში მაღალი სტანდარტების მიღწევის გზით ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისა და შესაძლო ინციდენტების ალბათობის შემცირებას. კანონპროექტის მე-3 მუხლით განსაზღვრულია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება ზოგადად რადიოაქტიური ნარჩენების მართვა. კერძოდ, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპები გულისხმობს, რომ რადიოაქტიური ნარჩენების მართვა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს ნარჩენების უსაფრთხოება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამავე დროს მომავალი თაობებისთვის რადიოაქტიურმა ნარჩენებმა როგორც უსაფრთხოების, ისე ფინანსური კუთხით უნდა წარმოქმნას ნაკლები პრობლემები, ვიდრე ამჟამინდელი მოსახლეობისთვის; რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ნარჩენების მიმართ ნებისმიერი სახის არალეგალური ქმედების (მოპარვა, ტერორისტული აქტი, საბოტაჟი) თავიდან აცილების მიზნით; რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე მოსახლეობისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის წვდომის უზრუნველყოფის მიზნით; ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიციპია, რომ რადიოაქტიური ნარჩენების წარმომქმნელს ან მფლობელს ეკისრებოდეს ამ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ქმედებების დაფინანსების ვალდებულება; აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ორგანიზებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი გავლენა ადმიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კანონპროექტის მე-4 მუხლში განმარტებულია კანონში გამოყენებული ტერმინები. კანონპროექტის მე-5 მუხლი განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოების (საქართველოს მთავრობა; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) უფლებამოსილებებს. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის და მის განსახორციელებლად რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმების დამტკიცება. ასევე, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ადგილმდებარეობის შერჩევაზე, პროექტირებაზე, მშენებლობის დაწყებაზე, ექსპლუატაციაში შესვლაზე, საცავის დახურვაზე და დეკომისიაზე, სამარხის დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სწორედაც საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას უნდა განეკუთვნებოდეს, რადგან საკითხი ეხება ქვეყანაში მაღალი რადიაციული რისკის ობიექტის მოწყობის, განთავსების, ოპერირებისა და დახურვის საკითხებს. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა, ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება და ამავდროულად დაინტერესებული ქვეყნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: კ ანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების საცავებისა და სამარხების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების ქვეყანაში შემოტანის აღკვეთა, რაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის გზით, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელსაც ახორციელებს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ძირითად კომპეტენციებს განეკუთვნება: 1. რადიოაქტიური ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობების ავტორიზაცია და მათ კონტროლი ინსპექტირების განხორციელების გზით. ამავდროულად, სააგენტო რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის და არაავტორიზირებული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში განახორციელებს ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იძულებით ღონისძიებებს; 2. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოების ინფორმირებას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ამავე დროს კანონმდებლობით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას; 4. იმისათვის, რომ სააგენტომ ეფექტიანად განახორციელოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებები, აუცილებელია სააგენტომ უშუალოდ შეძლოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამის სამსახურებთან, სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს სისტემაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი იქნება ის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციის განხორციელებას ქვეყანაში, დეპარტამენტსვე დაეკისრება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციაც. დეპარტამენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს რადიოაქტიური ნარჩენების ეროვნული სტრატეგიისა და ამ სტრატეგიის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კუთხით უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, უშუალოდ უნდა იყოს ჩართული ეროვნული სტრატეგიისა და აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. დეპარტამენტი განახორციელებს რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებას, ასევე რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების დეკონტამინაციას. კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა (15-წლიანი) და ამ სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის პერიოდულობას, ასევე ადგენს იმ ძირითად საკითხებს, რაც უნდა მოიცვას რადიოაქტიური ნარჩენების სამოქმედო გეგმამ. კანონპროექტის მე-7 მუხლით განისაზაღვრება რადიოაქტიური ნარჩენების საცავის და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ტერიტორიის შერჩევისას შესაბამისი შეფასების ჩატარების კრიტერიუმები. აღნიშნულის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რადგანაც, როდესაც ხდება მაღალი რადიაციული რისკის ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია განხორციელდეს ტერიტორიის შერჩევა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნები, ასევე შესწავლილ იქნას ტერიტორია დეტალურად, რაც გულისხმობს მათ შორის ტერიტორიის გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გარემოსდაცვით კვლევებს, ამავდროულად, ტერიტორიის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ საფრთხეების შეფასება, რათა თავიდან იქნას აცილებული მეზობელ ქვეყნებზე რადიოაქტიური ნარჩენების შესაძლო მავნე ზემოქმედება (აღნიშნულ მოთხოვნას პირდაპირ განსაზღვრავს ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენცია). წარმოდგენილი კანონპროექტის მე-8 მუხლით განისაზღვრება რადიოაქტიური ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, რადიოაქტიური ნარჩენები შესაძლებელია განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, საცავში ან სამარხში. განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელს, რაც გამომდინარეობს ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპიდან, რომელიც კანონის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს. რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, საცავში ან სამარხში განთავსება ხორციელდება შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს რადიოაქტიური ნარჩენების შესანახისათვის, საცავისათვის და სამარხისათვის განსაზღვრავს უშუალოდ რადიოაქტიური ნარჩენის შესაბამისი ლიცენზიის მქონე ოპერატორი. კანონპროექტის მე-9 მუხლით განისაზღვრება ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი, რაც გულისხმობს, რომ რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია განახორციელოს რადიოაქტიური ნარჩენებთან უსაფრთხო მოპყრობა, მოსალოდნელი ინციდენტის ან ავარიის თავიდან აცილება და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები ამ მიმართულებით. კანონპროექტის მე-10 მუხლით განისაზღვრება იმ ფიზიკური ან იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც არ ახორციელებენ ბირთვულ და რადაიციულ საქმიანობას, მაგრამ თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნიან რადიოაქტიურ ნარჩენებს (მაგალითად კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ბურღვით სამუშაოებს ნავთობის მოპოვების მიზნით, ან მომსახურებას უწევენ ნავთობისა და გაზის მაგისტრალურ მილსადენებს, ახორციელებენ სამთომომპოვებელ საქმიანობას, მოიპოვებენ მინერალურ წყალს და ა.შ.). აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან საქმიანობის განხორციელებისას რადიოაქტიური ნარჩენის წარმოქმნის მათ მიერ წარმოქმნილი შემთხვევაში შეატყობინონ სააგენტოს და უზრუნველყონ რადიოაქტიური ნარჩენის უსაფრთხოება მის საბოლოო განთავსებამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ადგენს არაუმეტეს 6 თვიან ვადას იმისათვის, რომ რადიოაქტიური ნარჩენის წარმომქმნელმა პირმა უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენის უსაფრთხო განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავში. კანონპროექტის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ასევე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მიღებასთან და რადიოაქტიური ნარჩენების საცავებისა და სამარხების მოწყობა/დახურვასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მე-12 მუხლი წარმოადგენს მითითებით მუხლს და ადგენს, რომ რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტთან, ექსპორტთან, ტრანზიტთან, რეექსპორტთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითები რეგულირდება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონპროექტის მე-13 მუხლი არეგულირებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხს. პროექტის მიხედვით, აღნიშნული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. კანონპროექტის მე-14 მუხლით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათი მიღების ვადები. კანონპროექტის მე-15 მუხლით (გარდამავალი დებულებანი) განსაზღვრულია ამ კანონპროექტით გათვალისწინებული - რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების ვადა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული სტრატეგია საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. კანონპროექტის მე-16 მუხლი ადგენს კანონპროექტის ამოქმედების ვადას. პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2016 წლის 1 იანვრიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. უფრო კონკრეტულად, ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი გულისხმობს, რომ რადიოაქტიური ნარჩენების წარმომქმნელი ან რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების, მისი რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან სამარხში განთავსებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას. აღნიშნული ხარჯების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ან სხვა სახის გადასახდელის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. მოსაკრებლის გადასახადის, ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. იგი ასევე შესაბამისობაშია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების საფუძვლებთან. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია მთელი რიგი საკითხები საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით. მათ შორის ჩამოყალიბებულია ის ვალდებულებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნულ სისტემაში ევროპული რადიაციული უსაფრთხოების პრინციპების დასანერგად. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების XXVI (გარემოს დაცვა) დანართში არ არის გაწერილი პირდაპირი ვალდებულებები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით, თუმცა მოცემულია მთელი რიგი ევროკავშირის დირექტივები, რომელთა აღსრულებაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვას აღნიშნულ სფეროში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების მე-2 თავი, რომელიც ეხება თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, 298-ე მუხლის ,,k“ ქვეპუნქტი, აკეთებს პირდაპირ დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობამ, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცვას თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების და დაცულობის კუთხით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, ასევე იმ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების დაცვით, რომელიც დადებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფარგლებში, ხოლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულება ევროატომის დაარსების შესახებ. მოცემულ დათქმასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენებთ შემდგომ. 1. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და კანონპროექტის მათთან შესაბამისობა ასოცირების შეთანხმებაში, გარემოს დაცვის ნაწილში (დანართი XXVI) მოცემულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში აღსანიშნავია 2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,b“ ქვეპუნქტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცნების განმარტებისას ასევე მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ ინფორმაციას და ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობას სათანადო საშუალებებითა და გზებით. აღსანიშნავია, რომ მოცემული დირექტივით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადად განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი დათქმა გაკეთდა ,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში, რომლის მე-13 მუხლი ითვალისწინებს მითითებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით, სააგენტოს სისტემაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრება (მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ადგილმდებარეობის შერჩევაზე, პროექტირებაზე, მშენებლობაზე, ექსპლუატაციაში შესვლაზე, საცავის დახურვაზე და დეკომისიაზე, სამარხის დახურვაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას რადიოაქტიური ნარჩენების საცავის თუ სამარხის მშენებლობის საკითხის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე. ასოცირების ხელშეკრულება (გარემოს დაცვის ნაწილში - დანართი XXVI) ასევე ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული კონკრეტული საჯარო თუ კერძო ხასიათის პროექტების შესახებ დირექტივით (2011/92EU) განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნული დირექტივით განსაზღვრულია საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული პროექტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, დირექტივის დანართებით განსაზღვრულია იმ პროექტების (საქმიანობების) ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. დანართი N1 სხვა საქმიანობებთან ერთად ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ისეთი საქმიანობებისათვის, როგორიც არის: 1. გამოყენებული ბირთვული საწვავის და მაღალი კლასის რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; 2. გამოყენებული ბირთვული საწვავის საბოლოო დამარხვა; რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო დამარხვა; 3. გამოყენებული ბირთვული საწვავის და რადიაოქტიური ნარჩენების შენახვა (10 წელზე მეტი ვადით) მათი გენერაციის საიტიდან განსხვავებულ ადგილზე. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობები, რის თანახმადაც, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებას ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან ერთად, რადიოაქტიური ნარჩენების საცავიც დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ამავდროულად, ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, ცვლილება შედის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მისი კომპეტენციის ფარგლებში ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას, ვალდებული იქნება აიღოს შესაბამისი ნებართვა, რაც მათ შორის მოიცავს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებასაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ უშუალოდ სააგენტო უზრუნველყოფს სამომავლოდ რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობას, იგი ვალდებული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და აიღოს შესაბამისი ნებართვა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, საზოგადოების ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში მითითებული დანაწესი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ახალი რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავებისა და რადიოაქტიური განხილვაში, ნარჩენების სამარხების მოწყობა/დახურვასთან ხოლო თავის მხრივ რადიოაქტიური უფლებამოსილებების ნაწილში გაკეთდა დათქმა, რომ დაკავშირებულ საჯარო ნარჩენების დეპარტამენტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავებისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების მოწყობა/დახურვასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მის ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრა საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებთან მიმართებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს რომ ზემოაღნიშნული დირექტივის N1 დანართში ჩამოთვლილი საქმიანობებიდან (რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო დამარხვა (სამარხში განთავსება) და რადიაოქტიური ნარჩენების შენახვა (10 წელზე მეტი ვადით) მათი გენერაციის საიტიდან განსხვავებულ ადგილზე (საცავში განთავსება), წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის თანახმად, დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას. რაც შეეხება ამავე დირექტივის დანართში მითითებულ დარჩენილ საქმიანობებს (გამოყენებული ბირთვული გადამუშავება; გამოყენებული საწვავის და მაღალი კლასის რადიოაქტიური ბირთვული საწვავის საბოლოო დამარხვა; ნარჩენების გამოყენებული ბირთვული საწვავის შენახვა (10 წელზე მეტი ვადით) მათი გენერაციის საიტიდან განსხვავებულ ადგილზე) აღნიშნულს გაითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კანონპროექტი, რომელიც ამ ეტაპზე მზადების პროცესშია სამინისტროში. აღნიშნული კანონის პროექტი სრულიად ახალ სამართლებრივ პროცედურებს ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში და მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ კონკრეტულ ვალდებულებებთან. აქვე, დამატებით აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებაში ნარჩენების მართვის კუთხით მოცემული ვალდებულებები არ ეხება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებს. მათ შორის არც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ნაწილში. წარმოდგენილ კანონპროექტში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებული დათქმა სრულად თანხვედრაშია ატომური ენერგიის საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით. აღნიშნულ საკითხზე დეტალურად იხილეთ ქვემოთ. 2. ატომური ენერგიის საერთაშორისო სტანდარებთან და ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებულ კონვენციასთან კანონპროექტის შესაბამისობის საკითხი პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციის გადაცემით ოპტიმალურად იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული და პროფესიული რესურსი, აღჭურვილობა და კომპეტენცია. აღნიშნული მიდგომა სრულად შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოებისა და დაცულობის ქცევის კოდექსს, „გაერთიანებულ კონვენციას გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ და ამავე სააგენტოს ბირთვული კანონმდებლობის სახელმძღვანელოს, რომელთა ძირითად დებულებებში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და რომ სახელმწიფო ადგენს ამ სტარტეგიის განხორციელების მექანიზმებს. რაც ასევე ასახულია ,,რადიაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში, სადაც მითითებულია რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას და მის შესასრულებლად შესაბამის სამოქმედო გეგმას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მითითება კეთდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტებთან და შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან კანონპროექტის შესაბამისობის საკითხზე, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ცალკეული, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების წევრი არის საქართველო და შესაბამისად გააჩნია მოცემული მიმართულებით გარკვეული ვალდებულებები, არამედ, ასოცირების შეთანხმებაში 298-ე მუხლის ,,k“ ქვეპუნქტში არსებული დათქმაც, რომელიც ეხება თანამშრომლობას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. მართალია, აღნიშნული არ არის მოცემული ასოცირების ხელშეკრულების გარემოს დაცვის ნაწილში, თუმცა კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების გარემოს დაცვის ნაწილში არსებული ვალდებულებები, არამედ 298-ე მუხლის ,,k“ ქვეპუნქტში მოცემული დათქმაც. ატომური ენერგიის საერთაშორისო სტანდარტებთან კანონპროექტის შესაბამისობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სახელმძღვანელო (IAEA Handbook on Nuclear Law, implementing legislation იხ. 91-93 გვერდები), რომლის მე-10 თავი ეხება რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას ეროვნულ დონეზე. აღნიშნულ სახელმძღვანელო დოკუმენტში მოცემულია განმარტებები, თუ რა საკითხებს უნდა არეგულირებდეს ადგილობრივი კანონმდებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ, იმისათვის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს „გაერთიანებულ კონვენციის ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიუერთდა მოცემულ კონვენციას 2009 წლის 22 ივლისს და უკვე წარადგინა ორი ეროვნული მოხსენება. გაერთიანებული კონვენციიდან გამომდინარე, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალი სტანდარტების შექმნა ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობის თვალსაზრისით, რადიაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე ეფექტური ღონისძიებების განხორციელება, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანი და გარემო რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან, როგორც ახლა ასევე მომავალში. ამავდროულად, ეროვნული კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს იმ ძირეულ პრინციპებსა და დათქმებს, რაც გაუადვილებს ნარჩენების მართვის კუთხით კომპეტენტურ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებას და ასევე ლიცენზიის მფლობელებს საქმიანობის განხორციელებას. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელო დოკუმენტში პირდაპირ არის მითითება გაკეთებული, რომ ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანამ უნდა განსაზღვროს კომპეტენტური ორგანო, რომლის კომპეტენციებიც მკვეთრად იქნება გაწერილი და ჩამოყალიბებული, მათ შორის კონტროლის ფუნქციებიც. ამავე სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, ეროვნული კანონმდებლობა უნდა განსაზღვრავდეს რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავდროულად, კონვენციის მოთხოვნების შესასრულებლად ქვეყანამ უნდა განსაზღვროს ის ორგანო რომელიც დაამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიას. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კანონპროექტის შემუშავებისას, სწორედ აღნიშნული საკითხები იქნა მხედველობაში მიღებული. კერძოდ, განისაზღვრა ის კომპეტენტური სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ განახორციელებელს რადიოაქტიური ნარჩენების მართვას ქვეყანაში, გასცემს შესაბამის ლიცენზიებს. კანონპროექტმა ასევე განსაზღვრა, რომ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობა მიიღებს ქვეყნის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიას და მის შესასრულებელ სამოქმედო გეგმას, მკვეთრად ჩამოყალიბდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები, რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის საკითხები და რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტთან, იმპორტთან, ექსპორტთან და რეექსპორტთან დაკავშირებული საკითხებიც, რომელსაც მოიცავს დღეს მოქმედი ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტები და პრინციპები, რაც უკავშირდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, კერძოდ, უსაფრთხოების სერიები (N111–F THE PRINCIPLES OF RADIOACTIVE WASTE MANAGEMENT) და უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ნაწილი 5 (IAEA Safety Standards, Predisposal Management of Radioactive Waste, No. GSR Part 5.)-ით განსაზღვრული პრინციპები და მოთხოვნების შესაბამისად, კანონპროექტში გაიწერა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები, რასაც მარეგულირებელი ორგანო დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას და მართვისას. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი წარმოადგენს გარემოს დაცვის ზოგად პრინციპს. რაც შეეხება მის გამოყენებას რადიოაქტიური ნარჩენების მართვისას, აღნიშნული პრინციპის კანონპროექტში გათვალისწინებისას გამოყენებულ იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სახელმძღვანელო დოკუმენტები და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის გაიდლაინში (No. NW-G-1.1), რომელიც შემუშავებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ, 6.2. პუნქტში (გვერდი 14) პირდაპირ არის მითითებული, რომ რადიოაქტიური ნარჩენის მფლობელი ფინანსურად პასუხისმგებელია რადიოაქტიური ნარჩენთან მოპყრობაზე მის საბოლოო, უსაფრთხო განთავსებამდე ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული განმარტებები, სწორედ რომ გამომდინარეობს გაერთიანებული კონვენციის 22-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც, კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან ფინანსურად უზრუნველყონ რადიოაქტიურ ნარჩენებთან უსაფრთხო მოპყრობა. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეკომენდაციები (UNITED NATIONSECONOMIC COMMISSION FOR EUROPERecommendations on monitoring and response procedures for radioactive waste, UN 2006) რადიოაქტიურ ნარჩენების მონიტორინგისა და მოპყრობის საკითხებზე, მათ შორის უთითებს ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპზე, რომელიც აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, გულისხმობს რომ რადიოაქტიური ნარჩენის მფლობელმა უნდა გასწიოს ყველა საჭირო ხარჯი რაც დაკავშირებულია რადიოაქტიური ნარჩენის უსაფრთხო კონდიციამდე მისაყვანად. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის გამოყენება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში გამოიყენება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიის კანონმდებლობაში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა ხორციელდება ,,დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპზე დაყრდნობით. რაც შეეხება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებას კანონპროექტის შემუშავების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა N2 რეკომენდაცია (გვერდი - 10, რომელიც თავის მხრივ ზოგადი ხასიათისაა), არსებული კანონმდებლობის დახვეწისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვისათვის ახალი კანონმდებლობის შემუშავების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დაცვის შესახებ შესწორებული კონვენციის პრინციპები, ასახულია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში. აქვე დამატებით საგულისხმოა ისიც, რომ კანონპროექტის საფუძვლად გამოყენებულ იქნა იმ კანონპროექტის ვერსია, რომელიც შემუშავდა ევროპელ ექპერტებთან (ევროკავშირის პროექტი GE/RA/02 ფარგლებში), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და აშშ-ს წამყვან ექსპერტებთან ერთად. დასკვნისათვის, აღსანიშნავია, რომ ,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ცალკეული ვალდებულებები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტები და ,,საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ნათლად იკვეთება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი იზიარებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძირეულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და მასში ასევე ასახულია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთელი რიგი საკითხები. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში გათვალისწინებული იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების რეკომენდაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.