„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაიწვია) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2
(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნას ცვლილება და 57-ე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ −
დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები −
ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც
ითვალისწინებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის გარდაქმნას სამინისტროს სსიპ
ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდ. მოცემული კანონპროექტი
წარმოადგენს მითითებული კანონპროექტის თანმდევ პროექტს, რომლის მიხედვითაც, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში კონტროლის განმახორციელებელ
უწყებად სხვა, სამინისტროს სისტემაში არსებულ უწყებებთან ერთად მიეთითება საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონშის ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
და
მოქმედ
კანონმდებლობაში
განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი
პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და მასში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით
(გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს
განმახორციელებელი ორგანოების ჩამონათვალში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ სხვა უწყებებთან ერთად, ცალკე
მიეთითება სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
საქართველოს
საქართველოს
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის
სფეროში
სახელმწიფო
კონტროლს
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ −
დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები −
ეროვნული სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.
2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას,
რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის:
ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;
ბ) დათვალიერებას.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის (ან დეპარტამენტის
უფლებამოსილი პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს
რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების
განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ
საჭიროებს.
4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო
პოლიციასთან.
5. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან
კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის
დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და
საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის
მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება
ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის,
სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის
შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების
კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი
სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს
მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში
განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში
არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის,
რომელიც
მართავს
სატრანსპორტო
საშუალებას)
დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში
დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;
ბ)
განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებები.
6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების
განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში
შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო
საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების
ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება
მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს
რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი,
დანადგარი,
აგრეგატი,
მოწყობილობა)
და
დაუყოვნებლივ
მიმართოს
შესაბამისი
შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის
საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის
შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს,
დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში
შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების წესით“.
9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება,
რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა
საბიუჯეტო ორგანიზაციისა).
10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო
ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა
და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის
№676 ბრძანებულებით.