„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაიწვია) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს ცვლილება და 22-ე მუხლის მე4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა
წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა, გამოყენება და რადიოაქტიური
ნარჩენების სამარხის ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური
უფლებამოსილების გარეშე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი
მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებაში შეტანის თაობაზე“ და ასევე მისგან გამომდინარე
,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავება. ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონპროექტის მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს ერთ-ერთ კომპეტენციად განისაზღვრება შესაბამისი ბირთვული და რადიაციული
ობიექტებისათვის ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის
გაცემა. ამავდროულად, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, ეკოლოგიურ ექსპერტიზას
დაქვემდებარებული
საქმიანობების
ნაწილში,
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებას
დაექვემდებარება რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება, როგორც რადიოაქტიური ნარჩენების
სამარხში, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების საცავშიც. შესაბამისად, საჭირო გახდა ცვლილების
განხორციელება წარმოდგენილ კანონპროექტში, რათა განისაზღვროს, რომ რადიოაქტიური
ნარჩენების სამარხის ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური
უფლებამოსილების გარეშე დაუშვებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონის ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ცვლილება შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში, კერძოდ, ნაცვლად ,,სამარხისა“ მიეთითება
,,რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი“, როგორც ეს განიმარტება ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით და ამავდროულად, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან ერთად
მიეთითება, რომ დაუშვებელია რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური
უფლებამოსილების გარეშე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
საჭიროებას.
მიღება
არ
იწვევს
დამატებითი
ფინანსური
ხარჯების
გაწევის
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა
სახის
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 22. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით
სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ
ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური
გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე
ზემოქმედების ნორმებს.
2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის
კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა
წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა, გამოყენება და სამარხის მოწყობა
სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.
5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური
ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა
რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.
6. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და
მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის, მათ შორის, სამედიცინო რენტგენორადიოლოგიური მეთოდებით მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების
უსაფრთხოების ნორმებს.
7. ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი
მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და
არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
8. პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად
ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების
დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება
სპეციალური კანონმდებლობით.