„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაიწვია)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაიწვია) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნას ცვლილება
და მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7.
,,ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გარდა საჯარო
სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობისა“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
,,ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების
შესახებ”
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
შექმნა, რომელიც განახორციელებს ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
სფეროს რეგულირებას. ამასთან, დაწესებულების სისტემაში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად
ჩამოყალიბდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციად
განისაზღვრება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვა,
უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის (ე.წ. სააკაძის
სამარხი) და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის (ე.წ. ,,მცხეთის საცავი“) მართვა და
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკითხის ამდაგვარი გადაწყვეტა ჩაითვალა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური
ვარიანტი ფინანსური/მატერიალური რესურსების დაზოგვის კუთხითაც, რადგან აღარ
წარმოიქმნება ახალი იურიდიული პირის ჩამოყალიბების აუცილებლობა რადიოაქტიური
ნარჩენების მოვლა-პატრონობის მიზნით (რაც რათქმა უნდა, გაცილებით მეტ ხარჯებთან
იქნებოდა დაკავშირებული ვიდრე მოქმედი დეპარტამენტის ბაზაზე ახალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნება და მისსავე სისტემაში ცალკე რადიოაქტიური ნარჩენების
მართვის დეპარტამენტის შექმნა).
საწვავთან
მოპყრობის
უსაფრთხოების
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ,,გამოყენებულ
უსაფრთხოებისა
შესახებ“
გაერთიანებული
და
რადიოაქტიურ
კონვენციის
ნარჩენებთან
(რომლის
წევრსაც
მოპყრობის
საქართველო
წარმოადგენს 2009 წლიდან) მე-20 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, კონვენციის
ხელშემკვრელი
მხარეები
ვალდებულნი
არიან
უზრუნველყონ
იმ
ორგანოს
(მისი
სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ეფექტიანი დამოუკიდებლობა მარეგულირებელი
ფუნქციის
განხორციელებისას,
რომლის
უშუალო
კომპეტენციასაც
განეკუთვნება
რადიოაქტიური ნარჩენების მართვა. შესაბამისად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას
რადიოაქტიური ნარჩენების მართვაზე უფლებამოსილი ერთეულის დამოუკიდებლობა და მისი
ფუნქციების
ეფექტიანი
ვალდებებულებების
განხორციელება,
ჯეროვანი
ასევე
შესრულება,
ქვეყნის
მიერ
რადიოაქტიური
ნაკისრი
საერთაშორისო
ნარჩენების
მართვის
დეპარტამენტი ისარგებლებს მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობით, უფრო კონკრეტულად,
დეპარტამენტი უშუალოდ იქნება ანგარიშვალდებული მინისტრის წინაშე და მასვე წარუდგენს
ანგარიშს, ყოველ 6 თვეში ერთხელ, დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულის თაობაზე გაკეთდა შესაბამისი რეკომენდაციები ატომური
ენერგიის
საერთაშორისო
სააგენტოს
მხრიდან
სამინისტროს
მიერ
შემუშავებული
კანონპროექტების შეფასების პროცესში. სააგენტომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მსგავსი
ხასიათის ჩანაწერის კანონში არსებობის აუცილებლობა. ცხადია, ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფერო თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა და ამასთან, წარმოადგენს
სპეციფიკურ სფეროს, რომლის რეგულირებისას, შიდა კანონმდებლობის ჩამოყალიბების
პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების
შესრულების უზრუნველყოფა და ,,საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის“ გათვალისწინება,
რაზეც
მნიშვნელოვანწილად
არის
დამოკიდებული
შემდგომი
თანამშრომლობისა
და
ურთიერთობების გაღრმავება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ატომური
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტების
შემუშავების პროცესში გამოიკვეთა აუცილებლობა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილების განხორციელების
კუთხით. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მართვისა და წარმომადგენლობისათვის ზოგად პრინციპებს. ხოლო ამავე მუხლის მე-3
პუნქტი ცალსახად მიუთითებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი
საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის
წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სისტემაში
იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ იქნება
ანგარიშვალდებული მინისტრის წინაშე. ანგარიშვალდებულება ცალსახად მოიცავს როგორც
ფორმალურ ანგარიშვალდებულებას (რაც გამოიხატება მინისტრისათვის ანგარიშის
წარდგენით), ასევე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციის განხორციელებისას
ცალკეულ
საკითხებზე
მინისტრთან
ურთიერთშეთანხმებით
შესაბამისი
ღონისძიებების
დაგეგმვა-განხორციელებას. რამაც შესაძლოა გარკვეული სირთულეები შექმნას პრაქტიკაში
დაწესებულების
ხელმძღვანელისათვის
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ერთპიროვნული მმართველობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის
სწორად
წარმართვაზე
პასუხისმგებლობის
ნაწილში.
მოცემული
გარემოებების
გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში
კეთდება დათქმა, რომ ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის -
ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სისტემაში კომპეტენციების გადანაწილებისა და
ანგარიშვალდებულების თავისებურების გათვალისწინებით, ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის
მოქმედება, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობისა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით
გათვალისწინებული გამონაკლისის ასახვა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ცვლილება შედის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლში, რომელსაც ემატება მე-7 პუნქტი. ცვლილების თანახმად,
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
სააგენტოზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება, გარდა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის წარმომადგენლობისა. წარმოდგენილ კანონპროექტში მსგავსი ხასიათის
ჩანაწერის გაჩენის აუცილებლობა განპირობებულია ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სტრუქტურის თავისებურებით. როგორც აღინიშნა,
სააგენტოს სისტემაში შეიქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი, რომელიც
საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში ანგარიშვალდებული იქნება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წინაშე, ამასთან,
უშუალოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ
მოხდება მისი საქმიანობის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ანგარიშვალდებულება მინისტრის
წინაშე მოიცავს როგორც ანგარიშგებას (ყოველ 6 თვეში ერთხელ), ასევე რადიოაქტიური
ნარჩენების მართვის ფუნქციების განხორციელებისას, ცალკეულ საკითხებზე, მინისტრთან
შეთანხებით,
კონკრეტული
ღონისძიებების
დაგეგმვა-განხორციელებას.
შესაბამისად,
იმისათვის, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს უშუალოდ არ
დაეკისროს პასუხისმგებლობა ისეთ საკითხებზე, რაზედაც ერთპიროვნულად მასვე არ მიუღია
გადაწყვეტილება, საჭიროა გაიმიჯნოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი უშუალოდ არ იქნება
ამავე დაწესებულების ერთპიროვნული მმართველი და მასვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა
დაწესებულების საქმიანობის სწორად წარმართვაზე რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომელზეც მას არ მიუღია ერთპიროვნულად გადაწყვეტილება.
წარმოდგენილ კანონპროექტში მსგავსი სახის ჩანაწერის გაჩენა, წარმოადგენს გამონაკლისს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპიდან.
მოცემული
ჩანაწერის
მიხედვით,
მოხდება
გარკვეულწილად
პასუხისმგებლობათა
გადანაწილება, დაწესებულების ხელმძღვანელსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის, რაც
ცალსახად ლოგიკურია მსგავსი სტრუქტურული მოწყობის პირობებში. ხოლო რაც შეეხება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობას, ცალსახაა, რომ რადიოაქტიური
ნარჩნების მართვის დეპარტამენტი, მისივე სტატუსიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად ვერ
განახორციელებს წარმომადგენლობას როგორც მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სხვა
უწყებებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იგი, როგორც სააგენტოს სისტემაში
შემავალი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული დამოუკიდებლად ვერ შეძლებს სააგენტოს
უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე დადოს ხელშეკრულება, ხელი
მოაწეროს საგრანტო ხელშეკრულებას და ა.შ. ასევე, დეპარტამენტის უფროსს, როგორც ცალკე
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლებამოსილება არ ექნება გამოსცეს
სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტოს უფროსი
ერთპიროვნულად
განახორციელებს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
წარმომადგენლობას.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, ნათლად
განისაზღვრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის
უფლებამოსილება, სააგენტოს მიერ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის
განხორციელებისას რა ნაწილში გაუძღვება იგი საქმეს ერთპიროვნულად.
ფუნქციის
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
საჭიროებას.
მიღება
არ
იწვევს
დამატებითი
ფინანსური
ხარჯების
გაწევის
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა
სახის
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 10. მართვა და წარმომადგენლობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი
კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული
აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით).
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი
კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული
აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის
იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება
ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა
და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.
41 . ამ კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
აღმასრულებელი ორგანო.
5. ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და
სწორად ხარჯვაზე.
6. კანონით, ადმინისტრაციული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ
შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება
შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ
შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები, აგრეთვე, თუ საჯარო
სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული, წევრთა კრების მიერ არჩეული
წევრები და შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები.