„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაიწვია) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 61 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი
მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ კანონის მოქმედება (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის
54-ე პუნქტისა) არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ
მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის
გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3
მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება
აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6
მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას,
საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს
ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის
იურიდიულ პირზე - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ის
ახორციელებს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9, მე-10 და 101 პუნქტებით
გათვალისწინებულ საქმიანობას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კანონპროექტი წარმოადგენს ,,ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და
,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტების თანდევ
კანონპროექტს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტებით
ახლებურად განისაზღვრება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
მარეგულირებელი ორგანოს ფუნქცია-მოვალეობანი, კერძოდ, ნაცვლად საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი, ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრება ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელსაც ასევე
მინიჭებული ექნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქცია, საჭირო გახდა
ცვლილების განხორციელება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს
კანონშიც. კერძოდ, კანონპროექტით, სააგენტოზე საკუთარი უფლებამოსილების
განხორციელებისას არ გავრცელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ლიცენზიის, რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა, რადიოაქტიური მასალების,
ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება,
დანადგარების,
რომლებიც
შეიცავს
რადიოაქტიურ
ნივთიერებებს,
ბირთვული
ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების
ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტისა და რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვის
აღების ვალდებულებები, რადგან სააგენტო წარმოადგენს უშუალოდ ავტორიზაციისა და
შემდგომ ავტორიზებულ პირებზე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ
ორგანოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. ამავდროულად, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე,
რომელსაც გააჩნია გარკვეული კომპეტენციები ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფეროში, არ გავრცელდება ზემოთმითითებული მუხლების მოქმედება.
მსგავსი რეგულაციის შემოღების საჭიროება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით არის ჩართული ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფეროში ავტორიზაციის პროცესში. უფრო კონკრეტულად,
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9
მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი
ხელისუფლების უფლებამოსილ დაწესებულებას, ეროვნული და ტრანსსასაღვრო
რადიაციული ავარიების მზადყოფნის და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული
და რადიაციული ობიექტების (გარდა, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების
შემცველი ობიექტებისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფისა და კონტროლის
მიმართულებით. ასევე, რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის, იმპორტის,
ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიოაქტიური
მასალების არალეგალური მიმოქცევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის
ღონისძიებების კოორდინაციის კუთხით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება
წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას.
ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტრო, ,,ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაინტერესებული
ადმინისტრაციული ორგანოს სახით იღებს მონაწილეობას, საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის
გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამ მიზნით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
სპეციალისტები, ადგილზე, ობიექტის რადიაციული უსაფრთხოების ნორმების
შემოწმების შემდეგ, ამზადებენ დასკვნას შესაბამისი ლიცენზიის გაცემასთან
დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მფლობელებს
ეკისრებათ ვალდებულება, დაშვებული ზღვრების ზევით
ბირთვული მასალის
დანაკარგების შესახებ აცნობოს როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მიხედვით,
სსიპ-საგანგებლო სიტუაცების მართვის სააგენტო წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც
ეროვნული გეგმის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების დროს, ევალება მოსახლეობის
დაცვა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რადიაციული უსაფრთხოების
კუთხითაც. ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოზე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საკუთარი
კომპეტენციების განხორციელების ფარგლებში არ გავრცელდეს ,,ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების მოქმედება და
არ დაექვემდებაროს ავტორიზაციას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტით, სააგენტოზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოზე საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არ
გავრცელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის, რადიოაქტიური
მასალების შეძენა და გადაცემა, რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც
შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს
რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი,
ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტისა და
რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვის აღების ვალდებულებები, რადგან
სააგენტო წარმოადგენს უშუალოდ ავტორიზაციისა და შემდგომ ავტორიზებულ პირებზე
კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფეროში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც აწესებს
გამონაკლისს და ჩამოთვლის იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა თუ სსიპ-ებს,
რომლებზე არ ვცელდება კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა თუ ნებართვების
მიღების ვალდებულება. აღნიშნულ პუნქტში სხვა ორგანოებთან ერთად მიეთითება ასევე
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომლებზეც მათი
უფლებამოსილებების განხორციელებისას არ გავრცელდება ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ლიცენზიის, რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა, რადიოაქტიური
მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან
წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული
ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების
ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტისა და რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვის
აღების ვალდებულებები, რადგან სააგენტო წარმოადგენს უშუალოდ ავტორიზაციისა და
შემდგომ ავტორიზებულ პირებზე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ
ორგანოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება დამატებით გავლენას არ მოახდეს
ნაწილზე.
ბიუჯეტის
ხარჯვით
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფანანური ვალდებულების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება
პირთა
განუსაზღვრელ
წრეს,
ხასიათდება
ადამიანის
სიცოცხლისთვის
ან
ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო
რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება
შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი
ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს
ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და
ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
2. ამ კანონის მოქმედება (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე
მუხლის 54-ე პუნქტისა) არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან
ქმედებაზე,
თუ
მას
ახორციელებს „საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა
და
საქმიანობის
წესის
შესახებ“
საქართველოს
კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა
და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე
სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის
72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტითგათვალისწინებულ საქმიანობას, და
საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის
ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.
21. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე
პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის
თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ
დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
22 . ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების
გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო
და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები
რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონით.