„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.07.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/375/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 58 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე4 მუხლის პირველი პუნქტის ვ3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ3. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება (რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა);“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებაში შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ კომპეტენციად განისაზღვრება შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა. ხოლო ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ნაწილში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარება რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება, როგორც რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების საცავშიც. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების საქმიანობის ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარება გამომდინარეობს ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნებიდან, რომლის მიხედვითაც გარემოსდაცვითი შეფასება უნდა ჩატარდეს იმ ობიექტისათვის, სადაც ხორციელდება რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება (აღნიშნული მოთხოვნა ეხება როგორც სამარხს, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების საცავსაც). ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და ეკოლოგიურ ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა, რაც გამომდინარეობს ,,გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნებიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. საქართველოს საქართველოს და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია: ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (ეკოლოგიურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება სამშენებლო (მათ შორის, ინერტული) მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა); ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი; გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება; დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება; ე) ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა; ვ) ნარჩენების განთავსება, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა; ვ1) სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; ვ2) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა; ვ3) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება (სამარხის მოწყობა); ზ) ქვანახშირის გაზიფიცირებასთან, გათხევადებასთან, ბრიკეტირებასა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება; თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა; ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირების საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ.მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა 1000 კუბ.მ-ს აღემატება; კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდების, გზაგამტარი გვირაბის, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიების საინჟინრო დაცვის ნაგებობების აგება; ლ) მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება; მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის (10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება; ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა; ო) წყალსაცავის (10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის) მოწყობა; პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის), აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება; ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურისა და საზღვაო ნავსადგურის მოწყობა; რ) კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლისა და ბუნის განთავსება; ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიკური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება; ტ) ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი წარმოებები (დღე-ღამეში 500 ტზე მეტის); უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება (საათში ტონაზე მეტი პროდუქციის წარმადობით), გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა; ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის ნებართვის ნაწილია (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა მშენებლობის ნებართვის პირობაა) და მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის ან მფლობელისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში. 6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მასზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ნებართვა, რომლის თაობაზედაც მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. ეკოლოგიურ ექსპერტიზას სამინისტრო ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 78 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2996 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3488 – ვებგვერდი, 14.05.2015წ.