ბრძანება N 20343

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 20343
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20343

16 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 12 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 12 აგვისტოს №104030/1/2026 და №104031/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №006-299 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №006- 45450 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ კომპანიას გააჩია ხარჯები, რომელთა გადახდა ხორციელდებოდა ნაღდი ფულით სალაროდან და მიუთითებს შემდეგს:

√ შემოწმებას უნდა შეესწავლა დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხები. კაპიტალში თანხის შეტანა ფიქსირდება ბანკის ამონაწერში და მოგების დეკლარაციებში. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ხელფასად გაცემული თანხიდან 21 500 ლარი უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც კაპიტალის შემცირება;

√ შემოწმებას უნდა შეესწავლა დირექტორის მიერ კომპანიაზე გაცემული სესხები და მათი უკან დაბრუნების საკითხი. დირექტორს სამუშაო პროცესში ხარჯების დასაფარად უწევდა კომპანიისთვის თანხის სესხება. აღნიშნული თანხის ნაწილი შეტანილია ბანკში, ხოლო ნაწილი სალაროში. მიუთითებს, რომ ბანკის ამონაწერში ფიქსირდება კომპანიის მხრიდან დირექტორისთვის სესხის დაბრუნება 17 000 ლარისა და 25 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხიდან 39 000 ლარი წარმოადენს სესხის დაბრუნებას;

√ დირექტორმა სალაროდან გატანილი თანხა გამოიყენა კომპანიის ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, შემოწმებას აღნიშნული თანხა არ აქვს გათვალისწინებული ხარჯებში;

√ კომპანიას გააჩნია დამატებითი ხარჯები, რომლებზეც წარმოადგენს 4 630 ლარის ოდენობის საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებს და 2 100 ლარის შესყიდვის აქტებს;

√ კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა რეგიონებში, რისთვისაც თანამშრომლებს აგზავნიდა მივლინებაში. შესაბამისად, მივლინების დროს ბანკიდან და ასევე, ხელზე გადახდილია სასტუმროსა და თანამშრომლების ბინების ქირაობის თანხები. ჯამში მივლინების ხარჯი შეადგენს 8 040 ლარს;

√ გადასახადის გადამხდელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა რეგიონებში, რომლის დროსაც უწევდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომლებზეც არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, საწვავის, ამწე კალათის მომსახურების, სამშენებლო მასალისა და ნაგვის ტრანსპორტირების ხარჯი). ჯამში დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი შეადგენს 18 071 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვრულ იქნას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

გარდა ზემოაღნიშნულისა, გადამხდელი ითხოვს, რომ ვინაიდან შემოწმებით დასტურდება კომპანიის მიერ ხარჯების 40%-ის სალაროდან გაწევის ფაქტი, გაწეული ხარჯების 10% ჩაითვალოს გონივრულ ნაშთად და არ დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე აღნიშნულის დასადასტურებლად, მომჩივანი საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, მივლინების ხარჯების გაანგარიშებას, ქვითრებსა და საბანკო ამონაწერებს.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება, კერძოდ, გაითვალისწინა თუ არა აუდიტორმა ყველა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10453 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14968 ბრძანება და 3 ივლისის №006-299 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 122 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 384 ლარი, ჯარიმა 22 655 ლარი, საურავი 3 083 ლარი. აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით, საწარმოს მიმართ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 7 ივლისს გამოიცა №006-45450 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომელსა

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული (საბანკო ამონაწერები/ხელშეკრულებები) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციების (მიღება-ჩაბარების აქტები) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებით განხორციელდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი და შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

● შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი და შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება თანხების შეტანა დანიშნულებით „კაპიტალში შენატანი“, თუმცა ამავდროულად იგივე თანხები გატანილია დანიშნულებით „კაპიტალის შემცირება“. შესაბამისად, სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გასათვალისწინებელი თანხა რეალურად არ ფიქსირდება. რაც შეეხება გადამხდელის მითითებას გაცემული და უკან დაბრუნებული სესხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით ვერ დადგინდა სესხის გაცემის ფაქტი, ხოლო დამატებითი დოკუმენტები გადამხდელს არ წარმოუდგენია. გარდა აღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, მივლინებისა და ტენდერში მონაწილეობის ხარჯებთან დაკავშირებით), ხოლო დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდება აღნიშნული ხარჯების რეალურად გაწევის ფაქტი (ვერ იდენტიფიცირდება, ვის მიერ და რასთან დაკავშირებით არის ხარჯები გაწეული). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განპარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია დღგ-ის ყველა ჩასათვლელი თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 7 ივლისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №006-45450 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული (საბანკო ამონაწერები/ხელშეკრულებები) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციების (მიღება-ჩაბარების აქტები) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებით განხორციელდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი და შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 175; 239;