საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/1020–17

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2022
№ დოკუმენტი 3/1020–17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/1020–17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2022 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე; ელისო ჟორჟოლიანი

 

მოსარჩელე - „----------“ საქართველოს ფილიალი

წარმომადგენელი ----------

 

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი ----------

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი ----------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N50251 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N094- 651 საგადასახადო მოთხოვნა;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 31 მარტის N8479 ბრძანება;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 31 მარტის N094-88 საგადასახადო მოთხოვნა;

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N11207 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება.

 

დავის არსი:

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის No430 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მოსარჩელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიიცვა 01.01.2010 წლიდან 01,01.2015 წლამდე საგადასახადო პერიოდი. 01.01.2010 წლიდან 01.01.2012 წლამდე სს "----------"- ის საქართველოს ფილიალი საქმიანობის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2015 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზე 2015 წლის 28 დეკემბერს გამოიცა N50251 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N094-651 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 5389564.33 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 2 110 210.08 ლარი, ჯარიმა - 1046664 ლარი და საურავი 2 232 690.25 ლარი. 2015 წლის 28 დეკემბრის N094-651 საგადასახო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 22 აპრილის N11207 ბრძანებით გადასახადის მადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 01.01.2012 წლიდან 01.01.2015 წლამდე სს "----------"-ის საქართველოს ფილიალი საქმიანობის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2016 წლის 25 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე 2016 წლის 31 მარტს გამოიცა N8479 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N094-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 749 381 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასანადი 330273 ლარი, ჯარიმა - 173006 ლარი და საურავი 246102.43 ლარი. 2016 წლის 31 მარტის N094-88 _ საგადასახო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N11207 და 2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის

 

გადაწყვეტილებით მოსარჩელის საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქმის მასალებით აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის N430 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მოსარჩელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 01.01.2010 წლიდან 01,01.2015 წლამდე საგადასახადო პერიოდი. 01.01.2010 წლიდან 01.01.2012 წლამდე სს "----------"-ის საქართველოს ფილიალი საქმიანობის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2015 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზე 2015 წლის 28 დეკემბერს გამოიცა N50251 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N094-651 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 5389564.33 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 2 110 210.08 ლარი, ჯარიმა - 1046664 ლარი და საურავი 2 232 690.25 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია.

ქ. ---------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2009 და 2011 წლებში გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე საწარმო 2010 წლიდან ახორციელებს ქალაქ ---------- ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოება ქ. ---------- მუნიციპალიტეტის მერიასთან და „----------“ (აღნიშნულ კომპანიას თავის მხრივ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ---------- მერიასთან, ხოლო სს „----------“ საქართველოს ფილიალი წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კანალიზაციის და სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ---------- მერიას, „----------“ და ---------- რეკონსტუქციის საკრედიტო ბანკს თანხები აქვს გადარიცხული ---------- სათაო კომპანიისთვის (სათაო საწარმო თავად აწარმოებს მილებს და სხვადასხვა გადამყვანებს),რომელიც თავის ფილიალს უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამშენებლო მასალებით, მანქანა-დანადგარებით, სამშენებლო ტექნიკით სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ურიცხავს თანხებს სახელფასო დანახარჯების და სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად. ძირითადი სამშენებლო მასალები საქართველოში შემოტანილია იმპორტის სასაქონლო ოპერაციით. იმპორტის საბაჟო დეკლარაციებს ახლავს სათაო კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისები. სათაო საწარმოდან იმპორტირებული საქონელი მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეულის გრაფაში ასახულია საინვოისო ღირებულებებით.

შემოწმების მიმდინარეობისას სათაო საწარმომ ვერ წარადგინა ძირითადი მასალების წარმოებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან გამოწერილია სათაო საწარმოს მიერ და არ წარმოადგენს შესყიდვის/წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება.

 

საზოგადოებას გაცემული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯისათვის განკუთვნილი თანხები (ძირითადად დღგ-ის ჩათვლით), ერთობლივი შემოსავლიდან (პერიოდების მიხედვით) გამოქვითული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯი. საზოგადოების ბუღალტრის განმარტებით აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს ---------- სათაო კომპანიის თანამშრომლების (დირექტორი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, წარმომადგენელი) სასტუმროში განთავსების ხარჯებს, რაც დასტურდება პირველადი დოკუმენტებით.

 

სამშენებლო მასალები შემოტანილია საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციით, საბაჟო დეკლარაციებს ახლავს სათაო კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისები და რომ იმპორტირებული საქონელი მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მომჩივანს ასახული აქვს საინვოისო ღირებულებით. საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან გამოწერილია სათაო საწარმოს მიერ და არ წარმოადგენს შესყიდვის/წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის No11207 და 13.06.2016 წლის No16641 ბრძანებების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არ განხორციელებულა.

 

შემოწმების აქტის მიხედვით საზოგადოებას ერთობლივი შემოსავლიდან „სხვა ხარჯების“ სახით გამოქვითული აქვს ---------- რესპუბლიკაში გადახდილი საგარანტიო მომსახურების და დაქირავებულთა სახელმწიფო დაზღვევის ხარჯები. აღნიშნულ გამოქვითვასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი ქართულ ენაზე თარგმნილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა ხარჯის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან, ასევე ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯები მიეკუთვნება თუ არა მუდმივ დაწესებულებაზე გასანაწილებელ ხარჯს.

 

საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების თანახმად მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. ერთ შემთხვევაში აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა მეწარმე სუბიექტს დაქირავებულ პირებზე გასაცემ თანხებზე დაერიცხა სადაზღვეო ანარიცხები, ასეთი ხარჯები უნდა მიეკუთვნოს სათაო საწარმოს ხარჯებს. სსკ-ს 105-ე მუხლის თანახმად კი ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ამასთან ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. შემოწმებით „სხვა ხარჯები“ შემცირდა აღნიშნული თანხებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დამატებითი თანხები მოგების გადასახადის კუთხით და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად. მტკიცებულება: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის მარტის საგადასახადო შემოწმების შუალედურის აქტი (ტ.1.ს.ფ.15-67).

 

3.2. საქმის მასალებით 2015 წლის 28 დეკემბრის N094-651 საგადასახო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 22 აპრილის N11207 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 01.01.2012 წლიდან 01.01.2015 წლამდე სს „----------"-ის საქართველოს ფილიალი საქმიანობის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2016 წლის 25 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე 2016 წლის 31 მარტს გამოიცა 8479 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N094-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 749 381 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 330273 ლარი, ჯარიმა - 173006 ლარი და საურავი 246102.43 ლარი. 2016 წლის 31 მარტის N094-88 _ საგადასახო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მტკიცებულება:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი (ტ.1.ს.ფ. 76-122).

- 2016 წლის 31 მარტს გამოიცა N8479 ბრძანება (ტ.1.ს/ფ.123)

- N094-88 საგადასახადო მოთხოვნა (ტ.1.ს/ფ.126-127)

2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანება (ტ.1.ს/ფ.128-131)

3.3. საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N11207 და 2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების თანახმად - დავის საგანია

1. წარმომადგენლობითი ხარჯების ხელფასად განხილვა;

2. ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯად გაუთვალისწინებლობა;

3. ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ხარჯის გაუთვალისწინებლობა;

4. საგარანტიო და სოციალური დაზღვევის ხარჯების გამოსაქვით ხარჯად გაუთვალისწინებლობა;

 

პირველ საკითხთან დაკავშირებით (წარმომადგენლობითი ხარჯების ხელფასად განხილვა) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას გაცემული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯისათვის განკუთვნილი თანხები (ძირითადად დღგ-ის ჩათვლით), ერთობლივი შემოსავლიდან (პერიოდების მიხედვით) გამოქვითული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯი. საზოგადოების ბუღალტრის განმარტებით აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს ---------- სათაო კომპანიის თანამშრომლების (დირექტორი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, წარმომადგენელი) სასტუმროში განთავსების ხარჯებს, რაც დასტურდება პირველადი დოკუმენტებით.

 

აღნიშნული ხარჯი შემოწმების მიერ განხილულ იქნა დაქირავებულებისთვის გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად, გაიზარდა საზოგადოების ერთობლივი შემოსავალი და დღგ- ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა და ასევე სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის დაჯარიმება.

 

მეორე სადავო საკითხთან (ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯად გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოება ქ. ---------- მუნიციპალიტეტის მერიასთან და „----------“ (აღნიშნულ კომპანიას თავის მხრივ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ---------- მერიასთან, ხოლო სს „----------“ საქართველოს ფილიალი წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კანალიზაციის და სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ---------- მერიას, „----------“ და ---------- რეკონსტუქციის საკრედიტო ბანკს თანხები აქვს გადარიცხული ---------- სათაო კომპანიისთვის (სათაო საწარმო თავად აწარმოებს მილებს და სხვადასხვა გადამყვანებს),რომელიც თავის ფილიალს უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამშენებლო მასალებით, მანქანა-დანადგარებით, სამშენებლო ტექნიკით სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ურიცხავს თანხებს სახელფასო დანახარჯების და სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად. ძირითადი სამშენებლო მასალები საქართველოში შემოტანილია იმპორტის სასაქონლო ოპერაციით. იმპორტის საბაჟო დეკლარაციებს ახლავს სათაო კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისები. სათაო საწარმოდან იმპორტირებული საქონელი მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეულის გრაფაში ასახულია საინვოისო ღირებულებებით.

შემოწმების მიმდინარეობისას სათაო საწარმომ ვერ წარადგინა ძირითადი მასალების წარმოებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან გამოწერილია სათაო საწარმოს მიერ და არ წარმოადგენს შესყიდვის/წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება. აღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახდის კუთხით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სამშენებლო მასალები შემოტანილია საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციით, საბაჟო დეკლარაციებს ახლავს სათაო კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისები და რომ იმპორტირებული საქონელი მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მომჩივანს ასახული აქვს საინვოისო ღირებულებით. საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან გამოწერილია სათაო საწარმოს მიერ და არ წარმოადგენს შესყიდვის/წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება. აღნიშნულმა გამოიწვია დამატებითი თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით და განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

დადგენილია, რომ შემოწმებით სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იმპორტირებული სმფ-ი გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც დასტურდება ბუღალტრული მონაცემებით და პირველადი სახარჯთაღრიცხვო მონაცემებით. საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულია საბაჟო კონტროლის გავლით, რაზეც არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტაცია. საბაჟო სამსახურის თანამშრომლის მიერ აღნიშნული საქონლის ღირებულება მიჩნეული იქნა გონივრულ საბაზრო ფასად და აუდიტორს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს საქონლის ღირებულების საბაზრო მონაცემებთან შესაბამისობაში.

 

მესამე საკითხთან (ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ხარჯის გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ - შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების ქ. ---------- მუნიციპალიტეტის მერიასთან და „----------“ (აღნიშნულ კომპანიას თავის მხრივ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ---------- მერიასთან, ხოლო სს „----------“ საქართველოს ფილიალი წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ---------- მერიას, „----------“ და ---------- რეკონსტუქციის საკრედიტო ბანკს თანხები აქვს გადარიცხული ---------- სათაო კომპანიისთვის, რომელიც თავის ფილიალს უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამშენებლო მასალებით (სათაო საწარმო თავად აწარმოებს მილებს და სხვადასხვა გადამყვანებს), მანქანა-დანადგარებით, სამშენებლო ტექნიკით და სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ურიცხავს თანხებს სახელფასო დანახარჯების და სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

სატრანსპორტო საშუალებები, ექსკავატორები და სხვადასხვა მანქანა-დანადგარები საქართველოში შემოტანილია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით. დროებითი შემოტანის რეჟიმით მიღებული ძირითადი საშუალებების საინვოისო ღირებულებები ჩართულია ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამის ჯგუფებში და იქვითება ამორტიზაციის გზით. იმპორტირებული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების გამოქვითვაც სათაო საწარმოს მიერ გამოწერილი საინვოისო ღირებულებებით ხდება.

სათაო საწარმოს მიერ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში ვერ მოხდა ცალკეულ ძირითადი საშუალებების შესყიდვის დოკუმენტის წარდგენა, საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, რომ არ მომხდარიყო ამორტიზაციის ხარჯის ორმაგი გამოქვითვა სათაო საწარმოში და მუდმივ დაწესებულებაში, მოთხოვნილ იქნა საგადასახადო მიზნებისთვის ---------- რესპუბლიკაში ამორტიზაციის გამოქვითვის სარწმუნო დოკუმენტაცია, რისი წარმოდგენაც ვერ მოხდა შემოწმებისთვის.

სათაო საწარმოდან მიღებული ცალკეული ძირითადი საშუალებების ღირებულებით შემოწმების მიერ შემცირდა ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამისი ჯგუფები და გადაანგარიშდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ამორტიზაციის ხარჯი ასევე შემცირდა 1000 ლარამდე გამოქვითვას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით _ სათაო საწარმოდან მიღებულ იმ ძირითად საშუალებებზე რომლებზეც მოხდა შესყიდვის დოკუმენტაციის წარმოდგენა გამოიქვითა სსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებები, ექსკავატორები და სხვადასხვა მანქანა- დანადგარები _ საქართველოში შემოტანილია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით. დროებითი შემოტანის რეჟიმით მიღებული ძირითადი საშუალებების საინვოისო ღირებულებები მოსარჩელის მიერ ჩართულია ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამის ჯგუფებში და იქვითება ამორტიზაციის გზით. იმპორტირებული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების გამოქვითვაც ხდება სათაო საწარმოს მიერ გამოწერილი საინვოისო ღირებულებებით. საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, რომ არ მომხდარიყო ამორტიზაციის ხარჯის ორმაგი გამოქვითვა სათაო საწარმოში და მუდმივ დაწესებულებაში, საგადასახადო მიზნებისთვის მოთხოვნილ იქნა ---------- რესპუბლიკაში ამორტიზაციის გამოქვითვის სარწმუნო დოკუმენტაცია, მაგრამ წარმოდგენაც ვერ მოხდა შემოწმებისთვის.სათაო საწარმოდან მიღებული ცალკეული ძირითადი საშუალებების ღირებულებით შემოწმების მიერ შემცირდა ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამისი ჯგუფები და გადაანგარიშდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ამორტიზაციის ხარჯი. ასევე შემცირდა 1000 ლარამდე გამოქვითვას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით სათაო საწარმოდან მიღებულ იმ ძირითად საშუალებებზე რომლებზეც მოხდა – შესყიდვის დოკუმენტაციის წარმოდგენა გამოიქვითა სსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ძირითადი საშუალებების იმპორტი განხორციელებულია სსკ-ით დადგენილი ნორმების დაცვით, რაზედაც არსებობს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია (ინვოისი, საბაჟო დეკლარაცია).იმპორტირებული ძირითადი საშუალებები გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც დასტურდება ბუღალტრული მონაცემებით და პირველადი სახარჯთაღრიცხვო მონაცემებით საბაჟო სამსახურის თანამშრომლის მიერ საქონლის ღირებულება მიჩნეული იქნა გონივრულ საბაზრო ფასად და აუდიტორს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ძირითადი საშუალებების ღირებულების საბაზრო მონაცემებთან შესაბამისობაში.

 

აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციებში (25.05.2016 წლის ----------21-14 და 05.08.2016 წლის No----------21-14 წერილები) სადავო საკითხთან მიმართებით მოსარჩელის არგუმენტზე აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებულ წყაროდან. საქართველოში უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) არ განიხილება იურიდიულ პირად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ფილიალი და სათავო საწარმო არ განიხილებიან ცალკე სამეწარმეო სუბიექტებად. არარეზიდენტი – საწარმო (გარდა საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებლისა), რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, არის მოგების გადასახადის გადამხდელი მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებით. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი და საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც საგადასახადო კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ იმავე, ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სათავო საწარმოს მიერ მუდმივ დაწესებულებაზე საქონლის (ძირითად საშუალების) გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ განიხილება ხელშეკრულების საფუძველზე ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის განხორციელებულ ოპერაციად. შესაბამისად, გადაცემულ საქონელზე, რომლის ექსპორტიც განხორციელდა საქართველოში, სათავო საწარმოს მიერ გამოწერილი ინვოისები ვერანაირად ვერ ჩაითვლება საქონლის (ძირითადი საშუალების) შესყიდვის ან წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტად. სსკ-ის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ვინაიდან, ინვოისები ვერ ჩაითვლება შესყიდვის დოკუმენტად, მუდმივი დაწესებულებისგან მოთხოვნილი იქნა საერთაშორისო საბუღალტრო და და აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიდან ნებისმიერი კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმება იმსჯელებდა საინვოისო ღირებულების მართებულობის შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის No11207 და 13.06.2016 წლის No16641 ბრძანებების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არ განხორციელებულა. შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტი ვერ განახორციელებს ზემოაღნიშნული ბრძანებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას

.

მოთხე საკითხთან (საგარანტიო და სოციალური დაზღვევის ხარჯების გამოსაქვით ხარჯად გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შემოწმების აქტის მიხედვით საზოგადოებას ერთობლივი შემოსავლიდან „სხვა ხარჯების“ სახით გამოქვითული აქვს ---------- რესპუბლიკაში გადახდილი საგარანტიო მომსახურების და დაქირავებულთა სახელმწიფო დაზღვევის ხარჯები. აღნიშნულ გამოქვითვასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი ქართულ ენაზე თარგმნილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა ხარჯის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან, ასევე ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯები მიეკუთვნება თუ არა მუდმივ დაწესებულებაზე გასანაწილებელ ხარჯს.

საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების თანახმად მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. ერთ შემთხვევაში აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა მეწარმე სუბიექტს დაქირავებულ პირებზე გასაცემ თანხებზე დაერიცხა სადაზღვეო ანარიცხები, ასეთი ხარჯები უნდა მიეკუთვნოს სათაო საწარმოს ხარჯებს. სსკ-ს 105-ე მუხლის თანახმად კი ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ამასთან ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. შემოწმებით „სხვა ხარჯები“ შემცირდა აღნიშნული თანხებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დამატებითი თანხები მოგების გადასახადის კუთხით და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

ვინაიდან მოსარჩელეს არც საქმის განხილვის მომენტისათვის და არც ამჟამად არ წარმოუდგენია საგარანტიო მომსახურების ხარჯების, სახელმწიფო დაზღვევის ხარჯების საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტები, ხოლო სადავო გადაწყვეტილებებით გადამხდელს წინადადება მიეცა საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა, რომლითაც დადგინდება არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირის სს „----------“ მიერ გადამხდელისათვის გაწეული მომსახურების შინაარსი, გაწეული მომსახურების რეალობა და შემდეგ საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა, ასევე დანახარჯების მოსარჩელის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიკუთვნების საფუძვლიანობა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს თავის მხრივ დაევალა აღნიშნული დასკვნის შესწავლისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაწეული დანახარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უზრუნველყოფა და შემოწმების შედეგად მოსარჩელის მიმართ რიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 61-ე, 125-ე, 255-ე, 262-ე, 264-ე, 268-ე მუხლები; „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-6, მე-9 მუხლები; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-9 მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის No633 ბრძანებით დამტკიცებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 28 დეკემბრის N50251 ბრძანება; შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N094-651 საგადასახადო მოთხოვნა; შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 31 მარტის N8479 ბრძანება; შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 31 მარტის N094-88 საგადასახადო მოთხოვნა; შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N11207 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის N16641 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავის განხილვისას, სასამართლოს კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში ---------- სახელმწიფოდან შემოტანილი პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრა განხორცილდა თუ არა ძირითადი საწარმოს მიერ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთის მხრივ საჯარო ინტერესის (გადასახადის გადახდისგან თავის არიდება) შელახვა, და მეორეს მხრივ, მეწარმე სუბიექტის ორმაგი დაბეგვრისგან დაცვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად - ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.

 

6.4. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სარჩელი და მიუთითებს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევა უნდა ეფუძნებოდეს სათანადო დასაბუთებას, არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევასა და ურთიერთშეჯერებას, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა არსებობისას ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს კონკრეტული მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები და საწინააღმდეგო მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის დასაბუთება.

სასამართლოს მიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული აქტები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის N430 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მოსარჩელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 01.01.2010 წლიდან 01,01.2015 წლამდე საგადასახადო პერიოდი. 01.01.2010 წლიდან 01.01.2012 წლამდე სს „----------"-ის საქართველოს ფილიალი საქმიანობის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2015 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზე 2015 წლის 28 დეკემბერს გამოიცა N50251 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N094-651 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 5389564.33 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 2 110 210.08 ლარი, ჯარიმა - 1046664 ლარი და საურავი 2 232 690.25 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია.

---------- მერიის მიერ 2009 და 2011 წლებში გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე საწარმო 2010 წლიდან ახორციელებს ---------- ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

სს „----------" საქართველოს ფილიალი არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას წარმომადგენლობითი ხარჯების ხელფასად განხილვის, ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ხარჯად გაუთვალისწინებლობის, ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ხარჯის გაუთვალისწინებლობის და საგარანტიო და სოციალური დაზღვევის ხარჯების გამოსაქვით ხარჯად გაუთვალისწინებლობის ნაწილში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის No633 ბრძანებით დამტკიცებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით, კერძოდ: საქართველოს რეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა No1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“ და ფორმა No4 “რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა“.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა No1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ფორმა No1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს ფორმა No1-ის შევსების წესს.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანოის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით - საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებულ საწარმოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე. 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოში დარეგისტრირებულ საწარმოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

4. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, საწარმოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ამ კანონით დადგენილი მონაცემები საწარმოსა და მისი ხელმძღვანელის შესახებ.

5. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით.

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისთანავე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) გაატაროს რეგისტრაციაში.

ამავე კანონის 57 მუხლის პირველი ნაწილით დასაშვებია საწარმოს რედომიცილება (შესაძლებელია უცხო ქვეყნის საწარმოს რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა (რედომიცილება) საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად.

2. საქართველოში რედომიცილებული საწარმო შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.

3. საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს უფლება აქვს, გადაიტანოს რეგისტრაცია უცხო ქვეყანაში საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად, შემდეგი პირობების არსებობისას:

ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული საწარმოს რედომიცილება;

ბ) საწარმოს წინააღმდეგ საქართველოში არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება;

გ) საწარმოს რედომიცილების დროისათვის _ საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.

4. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რედომიცილება არის საწარმოს რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული, საწარმოს რეორგანიზაციის მარეგულირებელი ნორმები.

5. უცხო ქვეყნის საწარმოს საქართველოში რედომიცილებისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს უცხო ქვეყანაში რედომიცილების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

6...მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა სს „----------“ საქართველოს ფილიალი 01.01.2010 წლიდან 01.01.2015 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება.

01.01.2010 წლიდან 01.01.2012 წლამდე საანგარიშო პერიოდზე 25.12.2015 წელს შედგა შუალედური აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2015 წლის No50251 ბრძანება და 28.12.2015 წლის No094-651 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 5389564.33 ლარი, მათ შორის: ძირითადი 2110210.08 ლარი, ჯარიმა 1046664 ლარი, საურავი 2232690.25 ლარი.

01.01.2012 წლიდან 01.01.2015 წლამდე საანგარიშო პერიოდზე 25.03.2016 წელს შედგა აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2016 წლის No8479 ბრძანება, No094–88 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად მომჩივანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 749381.43 ლარი, მათ შორის: ძირითადი 330273 ლარი, ჯარიმა 173006 ლარი, საურავი 246102.43 ლარი.

მოსარჩელემ დარიცხული თანხების გაუქმების მოთხოვნით 22.01.2016 წელს და 28.04.2016 წელს საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 22.04.2016 წლის No11207 ბრძანებით და 13.06.2016 წლის No16641 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო სრულად იზიარებს, წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით, დავების განმხილველი ორგანოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადების მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. აღნიშნული შეთანხმებები განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი და იგივე ოპერაციის რამდენიმე სახელმწიფოში დაბეგვრა და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგროს იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებების გატარებით უზრუნველყოფილია თავისუფალი მეწარმეობის გარანტირება, ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისათვის ხელშეწყობა, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაზე კონტროლი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო შეთანხმების არსებობასთან ერთად, კანონმდებლობა განსაზღვრავს გადამხდელთა რიგ მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ორმაგი დაბეგვრისაგან თავის აცილებისა და განხორციელებული ოპერაციის დაბეგვრის მართლზომიერებაზე კონტროლის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელმა უნდა მიუთითოს არა მხოლოდ არარეზიდენტის სახელმწიფოსთან საერთაშორისო შეთანხმების არსებობაზე, არამედ წარადგინოს შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტული დავის შემთხვევაში დარიცხვის მართლზომიერების შემოწმებისათვის გადამწყვეტია სწორედ მოსარჩელის კონტრაჰენტის რეზიდენტობის დადგენის ფაქტი, რამეთუ თუკი იგი ნამდვილად წარმოადგენდა იმ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელთანაც მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება, მიღებული პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავება და დაბეგვრა უკანონოა. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული დავის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემდა. ასეთი მტკიცებულება არც სასამართლო განხილვის დროს იქნა წარმოდგენილი.

 

კერძოდ, მოსარჩელის მიერ სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად - დავის საგანია

1. წარმომადგენლობითი ხარჯების ხელფასად განხილვა;

2.ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯად გაუთვალისწინებლობა;

3.ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ხარჯის გაუთვალისწინებლობა;

4.საგარანტიო და სოციალური დაზღვევის ხარჯების გამოსაქვით ხარჯად გაუთვალისწინებლობა.

 

პირველ საკითხთან დაკავშირებით (წარმომადგენლობითი ხარჯების ხელფასად განხილვა) სასამართლო ეთანხმება გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტებს და სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით (საგადასახდო შემოწმების ატით) საზოგადოებას გაცემული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯისათვის განკუთვნილი თანხები (ძირითადად დღგ-ის ჩათვლით), ერთობლივი შემოსავლიდან (პერიოდების მიხედვით) გამოქვითული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯი.

საზოგადოების ბუღალტრის განმარტებით, აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს ---------- სათაო კომპანიის თანამშრომლების (დირექტორი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, წარმომადგენელი) სასტუმროში განთავსების ხარჯებს, რაც დასტურდება პირველადი დოკუმენტებით.

აღნიშნული ხარჯი შემოწმების მიერ განხილულ იქნა დაქირავებულებისთვის გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად, გაიზარდა საზოგადოების ერთობლივი შემოსავალი და დღგ- ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა და ასევე სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის დაჯარიმება.

 

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით განმარტებულია, რომ წარმომადგენლობითი ხარჯია პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;

დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების შესაბამისად,1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად,2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით. საგადასახდო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ- ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეს გაცემული აქვს თანხები, რომელიც ერთობლივი შემოსავლიდან, პერიოდების მიხედვით, გამოქვითული აქვს როგორც წარმომადგენლობითი ხარჯი. საზოგადოების პასუხისმგებელი პირის განმარტებით აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს _ სათაო კომპანიის თანამშრომლების (დირექტორი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, წარმომადგენელი) სასტუმროში განთავსების ხარჯებს. შემოწმებამ სწორად იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 102-ე მუხლებით და აღნიშნული ხარჯი განხილული იქნა დაქირავებულისათვის გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად, ხელფასის სახის განაცემად, რის შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა და განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ი 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო 22.04.2016 წლის No11207 და 13.06.2016 წლის No16641 გადაწყვეტილებებით, საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადამხდელს მიეცა წინადადება უზრუნველყოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა, რომლითაც დადგინდება არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირის სს „----------“ საქართველოს ფილიალი მიერ გადამხდელისათვის გაწეული მომსახურების შინაარსი, გაწეული მომსახურების რეალობა და შემდეგ საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა, ასევე დანახარჯების სს „----------“ ეკონომიკურ საქმიანობასთან მიკუთვნების საფუძვლიანობა. აუდიტის დეპარტამენტს თავის მხრივ დაევალა მისთვის წარდგენილი ზემოაღნიშნული დასკვნის შესწავლისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაწეული დანახარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უზრუნველყოფა და შემოწმების შედეგად გადამხდელის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ (25.05.2016 წლის ----------21-14 და 05.08.2016 წლის სადავო საკითხთან მიმართებით მოსარჩელის No----------21-14 წერილები) ინფორბსი ასევე ჩართულია ფილიალის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ არარეზიდენტ პირებზე გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ დაქირავებით მუშაობას. შესაბამისად, ასეთი ხარჯების მივლინების ხარჯებად განხილვა უსაფუძვლოა. თუ, სათაო საწარმოს თანამშრომლებზე საქართველოში გაწეული ხარჯები ჩაითვლება მივლინების ხარჯებად, მათი გამოქვითვები უნდა განხორციელდეს სათაო საწარმოს მიერ. ამასთან შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის No11207 და 13.06.2016 წლის No16641 ბრძანებების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს შესაბამისი დასკვნა არ წარმოუდგენია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი იქნებოდა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ ხარჯი დაკავშირებულია საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობასთან და უნდა ჩაითვალოს სამივლინებო ხარჯად.

 

მეორე სადავო საკითხთან (ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯად გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოება ---------- მერიასთან და „----------“-თან (აღნიშნულ კომპანიას თავის მხრივ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ---------- მერიასთან, ხოლო სს „----------“ საქართველოს ფილიალი წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კანალიზაციის და სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ფარგლებში ---------- მერიას, „----------“ და ---------- რეკონსტუქციის საკრედიტო ბანკს თანხები აქვს გადარიცხული ---------- სათაო კომპანიისთვის (სათაო საწარმო თავად აწარმოებს მილებს და სხვადასხვა გადამყვანებს),რომელიც თავის ფილიალს უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამშენებლო მასალებით, მანქანა-დანადგარებით, სამშენებლო ტექნიკით და სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ურიცხავს თანხებს სახელფასო დანახარჯების და სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად. ძირითადი სამშენებლო მასალები საქართველოში შემოტანილია იმპორტის სასაქონლო ოპერაციით. იმპორტის საბაჟო დეკლარაციებს ახლავს სათაო კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისები. სათაო საწარმოდან იმპორტირებული საქონელი მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეულის გრაფაში ასახულია საინვოისო ღირებულებებით.

 

შემოწმების მიმდინარეობისას სათაო საწარმომ ვერ წარადგინა ძირითადი მასალების წარმოებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან გამოწერილია სათაო საწარმოს მიერ და არ წარმოადგენს შესყიდვის/წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტს.

ამდენად, სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება.

აღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების შესაბამისად,1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,3.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სამშენებლო მასალები შემოტანილია საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციით, საბაჟო დეკლარაციებს ახლავს სათაო კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისები და რომ იმპორტირებული საქონელი მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მომჩივანს ასახული აქვს საინვოისო ღირებულებით. საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან გამოწერილია სათაო საწარმოს მიერ და არ წარმოადგენს შესყიდვის/წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება. აღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით და განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

დადგენილია, რომ შემოწმებით სათაო საწარმოდან იმპორტირებული სმფ-ის ღირებულებით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ღირებულება.

 

აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციებში (25.05.2016 წლის No----------21-14 და 05.08.2016 წლის No----------21-14 წერილები) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებულ წყაროდან. საქართველოში უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) არ განიხილება იურიდიულ პირად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ფილიალი და სათავო საწარმო არ განიხილებიან ცალკე სამეწარმეო სუბიექტებად. არარეზიდენტი საწარმო (გარდა საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებლისა), რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, არის მოგების გადასახადის გადამხდელი მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებით. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი და საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც საგადასახადო კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

„შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ იმავე, ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სათავო საწარმოს მიერ მუდმივ დაწესებულებაზე საქონლის (ძირითად საშუალების) გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ განიხილება ხელშეკრულების საფუძველზე ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის განხორციელებულ ოპერაციად. შესაბამისად, გადაცემულ საქონელზე, რომლის ექსპორტიც განხორციელდა საქართველოში, სათავო საწარმოს მიერ გამოწერილი ინვოისები ვერანაირად ვერ ჩაითვლება საქონლის (ძირითადი საშუალების) შესყიდვის ან წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტად. სსკ-ის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ვინაიდან, ინვოისები ვერ ჩაითვლება შესყიდვის დოკუმენტად, მუდმივი დაწესებულებისგან მოთხოვნილი იქნა საერთაშორისო საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიდან ნებისმიერი კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმება იმსჯელებდა საინვოისო ღირებულების მართებულობის შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის No11207 და 13.06.2016 წლის No16641 ბრძანებების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არ განხორციელებულა. შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტი ვერ განახორციელებს ზემოაღნიშნული ბრძანებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

 

სადავო გადაწყვეტილებებით გადამხდელს წინადადება მიეცა საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა, რომლითაც დადგინდება

არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირის სს „----------“ მიერ გადამხდელისათვის გაწეული მომსახურების შინაარსი, გაწეული მომსახურების რეალობა და შემდეგ საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა, ასევე დანახარჯების მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიკუთვნების საფუძვლიანობა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს თავის მხრივ დაევალა აღნიშნული დასკვნის შესწავლისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაწეული დანახარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უზრუნველყოფა და შემოწმების შედეგად მოსარჩელის მიმართ რიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება,მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იმპორტირებული სმფ-ი გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც დასტურდება ბუღალტრული მონაცემებით და პირველადი სახარჯთაღრიცხვო მონაცემებით. საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულია საბაჟო კონტროლის გავლით, რაზეც არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტაცია. საბაჟო სამსახურის თანამშრომლის მიერ აღნიშნული საქონლის ღირებულება მიჩნეული იქნა გონივრულ საბაზრო ფასად და აუდიტორს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს საქონლის ღირებულების საბაზრო მონაცემებთან შესაბამისობაში.

 

ვინაიდან მოსარჩელეს არც საჩივრის განხილვის მომენტისათვის და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი, დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

მესამე საკითხთან (ინვოისებსა და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ხარჯის გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით სასამართლო იზიარებს დავის განმხილველი ორგანოების დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით- შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების ---------- მერიასთან და „----------“ (აღნიშნულ კომპანიას თავის მხრივ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ---------- მერიასთან, ხოლო სს „----------“ საქართველოს ფილიალი წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ---------- მერიას, „----------“ და ---------- რეკონსტუქციის საკრედიტო ბანკს თანხები აქვს გადარიცხული ---------- სათაო კომპანიისთვის, რომელიც თავის ფილიალს უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამშენებლო მასალებით (სათაო საწარმო თავად აწარმოებს მილებს და სხვადასხვა გადამყვანებს), მანქანა-დანადგარებით, სამშენებლო ტექნიკით და სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ურიცხავს თანხებს სახელფასო დანახარჯების და სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

სატრანსპორტო საშუალებები, ექსკავატორები და სხვადასხვა მანქანა-დანადგარები საქართველოში შემოტანილია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით. დროებითი შემოტანის რეჟიმით მიღებული ძირითადი საშუალებების საინვოისო ღირებულებები ჩართულია ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამის ჯგუფებში და იქვითება ამორტიზაციის გზით. იმპორტირებული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების გამოქვითვაც სათაო საწარმოს მიერ გამოწერილი საინვოისო ღირებულებებით ხდება.

სათაო საწარმოს მიერ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში ვერ მოხდა ცალკეულ ძირითადი საშუალებების შესყიდვის დოკუმენტის წარდგენა, საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, რომ არ მომხდარიყო ამორტიზაციის ხარჯის ორმაგი გამოქვითვა სათაო საწარმოში და მუდმივ დაწესებულებაში, მოთხოვნილ იქნა საგადასახადო მიზნებისთვის ---------- რესპუბლიკაში ამორტიზაციის გამოქვითვის სარწმუნო დოკუმენტაცია, რის წარმოდგენაც ვერ მოხდა შემოწმებისთვის.

სათაო საწარმოდან მიღებული ცალკეული ძირითადი საშუალებების ღირებულებით შემოწმების მიერ შემცირდა ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამისი ჯგუფები და გადაანგარიშდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ამორტიზაციის ხარჯი. ასევე შემცირდა 1000 ლარამდე გამოქვითვას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით სათაო საწარმოდან მიღებულ იმ ძირითად საშუალებებზე რომლებზეც მოხდა შესყიდვის დოკუმენტაციის წარმოდგენა გამოიქვითა სსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების შესაბამისად,1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებები, ექსკავატორები და სხვადასხვა მანქანა-დანადგარები საქართველოში შემოტანილია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით. დროებითი შემოტანის რეჟიმით მიღებული ძირითადი საშუალებების საინვოისო ღირებულებები მოსარჩელის მიერ ჩართულია ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამის ჯგუფებში და იქვითება ამორტიზაციის გზით. იმპორტირებული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების გამოქვითვაც ხდება სათაო საწარმოს მიერ გამოწერილი საინვოისო ღირებულებებით. საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები შემოწმების მიერ არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, რომ არ მომხდარიყო ამორტიზაციის ხარჯის ორმაგი გამოქვითვა სათაო საწარმოში და მუდმივ დაწესებულებაში, საგადასახადო მიზნებისთვის მოთხოვნილ იქნა ---------- რესპუბლიკაში ამორტიზაციის გამოქვითვის სარწმუნო დოკუმენტაცია, მაგრამ წარმოდგენაც ვერ მოხდა შემოწმებისთვის.სათაო საწარმოდან მიღებული ცალკეული ძირითადი საშუალებების ღირებულებით შემოწმების მიერ შემცირდა ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შესაბამისი ჯგუფები და გადაანგარიშდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ამორტიზაციის ხარჯი. ასევე შემცირდა 1000 ლარამდე გამოქვითვას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით სათაო საწარმოდან მიღებულ იმ ძირითად საშუალებებზე რომლებზეც მოხდა შესყიდვის დოკუმენტაციის წარმოდგენა გამოიქვითა სსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა მოგების გადასახადის კუთხით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ძირითადი საშუალებების იმპორტი განხორციელებულია სსკ-ით დადგენილი ნორმების დაცვით, რაზედაც არსებობს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია (ინვოისი, საბაჟო დეკლარაცია).იმპორტირებული ძირითადი საშუალებები გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც დასტურდება ბუღალტრული მონაცემებით და პირველადი სახარჯთაღრიცხვო მონაცემებით საბაჟო სამსახურის თანამშრომლის მიერ საქონლის ღირებულება მიჩნეული იქნა გონივრულ საბაზრო ფასად და აუდიტორს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ძირითადი საშუალებების ღირებულების საბაზრო მონაცემებთან შესაბამისობაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებულ წყაროდან. საქართველოში უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) არ განიხილება იურიდიულ პირად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ფილიალი და სათავო საწარმო არ განიხილებიან ცალკე სამეწარმეო სუბიექტებად.

არარეზიდენტი საწარმო (გარდა საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებლისა), რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, არის მოგების გადასახადის გადამხდელი მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებით. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი და საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა _ საქართველოს ტერიტორიაზე. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც საგადასახადო კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ იმავე, ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სათავო საწარმოს მიერ მუდმივ დაწესებულებაზე საქონლის (ძირითად საშუალების) გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ განიხილება ხელშეკრულების საფუძველზე ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის განხორციელებულ ოპერაციად. შესაბამისად, გადაცემულ საქონელზე, რომლის ექსპორტიც განხორციელდა საქართველოში, სათავო საწარმოს მიერ გამოწერილი ინვოისები ვერანაირად ვერ ჩაითვლება საქონლის (ძირითადი საშუალების) შესყიდვის ან წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტად. სსკ-ის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ვინაიდან, ინვოისები ვერ ჩაითვლება შესყიდვის დოკუმენტად, მუდმივი დაწესებულებისგან მოთხოვნილი იქნა საერთაშორისო საბუღალტრო და და აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიდან – ნებისმიერი კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმება იმსჯელებდა საინვოისო ღირებულების მართებულობის შესახებ.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მხოლოდ პროდუქციის ღირებულების მითითებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასკვნა, ან რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი სადავო საკითხთან მიმართებით, ხოლო სადავო გადაწყვეტილებებით გადამხდელს წინადადება მიეცა საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა, რომლითაც დადგინდება არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირის სს „----------“ მიერ გადამხდელისათვის გაწეული მომსახურების შინაარსი, გაწეული მომსახურების რეალობა და შემდეგ საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა, ასევე დანახარჯების მოსარჩელის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიკუთვნების საფუძვლიანობა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს თავის მხრივ დაევალა აღნიშნული დასკვნის შესწავლისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაწეული დანახარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უზრუნველყოფა და შემოწმების შედეგად მოსარჩელის მიმართ რიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა შესაბამისი მტკიცებულება, დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მოთხე საკითხთან (საგარანტიო და სოციალური დაზღვევის ხარჯების გამოსაქვით ხარჯად გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით, სასამართლო იზიარებს დავის განმხილველი ორგანოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით საზოგადოებას ერთობლივი შემოსავლიდან „სხვა ხარჯების“ სახით გამოქვითული აქვს ---------- რესპუბლიკაში გადახდილი საგარანტიო მომსახურების და დაქირავებულთა სახელმწიფო დაზღვევის ხარჯები. აღნიშნულ გამოქვითვასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი ქართულ ენაზე თარგმნილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა ხარჯის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან, ასევე ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯები მიეკუთვნება თუ არა მუდმივ დაწესებულებაზე გასანაწილებელ ხარჯს.

საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების თანახმად მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად

სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. ერთ შემთხვევაში აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა მეწარმე სუბიექტს დაქირავებულ პირებზე გასაცემ თანხებზე დაერიცხა სადაზღვეო ანარიცხები, ასეთი ხარჯები უნდა მიეკუთვნოს სათაო საწარმოს ხარჯებს. სსკ-ს 105-ე მუხლის თანახმად კი ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ამასთან ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. შემოწმებით „სხვა ხარჯები“ შემცირდა აღნიშნული თანხებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დამატებითი თანხები მოგების გადასახადის კუთხით და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების შესაბამისად,1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ---------- რესპუბლიკაში გადახდილი საგარანტიო მომსახურების ხარჯები, სახელმწიფო დაზღვევის ხარჯები დაკავშირებულია საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობასთან. ---------- რესპუბლიკის კანონმდებლობით ---------- მოქალაქე ფიზიკური პირების დასაქმებისას გაიწევა აღნიშნული ხარჯი.

 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ (25.05.2016 წლის -----------21-14 და 05.08.2016 წლის N----------21-14 წერილები) ინფორმაციებში მოსარჩელის არგუმენტზე აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის გაფორმებული „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების (მე-7 მუხლი) თანახმად მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. ერთ შემთხვევაში აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ვინაიდან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არ ავალდებულებდა მეწარმე სუბიექტს დაქირავებულ პირებზე გასაცემ თანხებზე დაერიცხა სადაზღვეო ანარიცხები, ასეთი ხარჯები უნდა მიეკუთვნოს სათაო საწარმოს ხარჯებს.

სსკ-ს 105-ე მუხლის თანახმად ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ამასთან ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. შემოწმებით სხვა გამოქვითვები შემცირდა აღნიშნული თანხებით. დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის საწარმო დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად. სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში შემოწმება იმსჯელებს აღნიშნული სადავო ხარჯების ფილიალზე მიკუთვნების მართლზომიერების შესახებ.

ვინაიდან მოსარჩელეს არც საქმის განხილვის მომენტისათვის და არც ამჟამად არ წარმოუდგენია საგარანტიო მომსახურების ხარჯების, სახელმწიფო დაზღვევის ხარჯების საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობასთან

კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტები, ხოლო სადავო გადაწყვეტილებებით გადამხდელს წინადადება მიეცა საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა, რომლითაც დადგინდება არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირის სს „----------“ მიერ გადამხდელისათვის გაწეული მომსახურების შინაარსი, გაწეული მომსახურების რეალობა და შემდეგ საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა, ასევე დანახარჯების მოსარჩელის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიკუთვნების საფუძვლიანობა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს თავის მხრივ დაევალა აღნიშნული დასკვნის შესწავლისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაწეული დანახარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უზრუნველყოფა და შემოწმების შედეგად მოსარჩელის მიმართ რიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რადგან როგორც აღინიშნა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონით გათვალისწინებული ---------- სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოს რეზიდენტობის სერტიფიკატი ფორმა No1.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები ან პირიქით რის საფუძველზე მიანიჭა კონკრეტულ მტკიცებულებას უპირატესობა, რატომ არ ეთანხმება გადამხდელის მითითებას და რა მტკიცებულებები უნდა წარედგინა და არ წარადგინა მხარემ, რათა გადასახადის გადამხდელისთვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი/სარჩელი და მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას გამორიცხავს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა- კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-246-243(კ-14)).

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Noბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა ზემოაღნიშნული წესების დაცვით. კერძოდ კი, მიერ არაერთგზის მითითებისა, რომ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მსგავსი მტკიცებულებები არ ყოფილა წარდგენილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუკი მხარე ვერ უზრუნველყოფდა საჭირო მტკიცებულების წარდგენას, ადმინისტრაციულ ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უფლებამოსილია იყო, რომ გამოითხოვა დოკუმენტები და შეეგროვებინა ცნობები. სასამართლო განმარტავს, რომ ახდენს რა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მისი მასშტაბებისა და რესურსების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში გამოითხოვა მტკიცებულებები ---------- სახელმწიფოს შესაბამისი უწყებიდან პირის რეზიდენტობის თაობაზე, თუმცა ვერ მიიღო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და შესაბამისად ახალი ადმინისტრაციული აქტის დავალების გამოცემის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, რომელიც სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „----------“ საქართველოს ფილიალი (ს/ნ ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქუთაისი კუპრაძის 11).

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე