ბრძანება N 3451

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2025
№ დოკუმენტი 3451
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3451

26 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ ------------)

(მის.: -----------------------------)

2025 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 26 იანვრის №93920/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №023-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, კერძოდ, ფასნამატის ოდენობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს, ასევე, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ არასწორია ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, კომპანია არ ყიდის მასალას, ყიდის მხოლოდ მზა პროდუქციას, ხოლო მზა პროდუქციის საბაზრო ფასის შეპირისპირება უნდა მომხდარიყო ამ პროდუქციის წარმოების თვითღირებულებასთან (კალკულაციით, საწარმოო დანახარჯებით, კომუნალურები, ხელფასი, მასალა და ა. შ. ), ხოლო, აქტით ირკვევა, რომ ასეთი შეპირისპირება და მზა პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება არ მომხდარა. მომჩივანი ითხოვს ფასნამატის გაანგარიშებას წარდგენილი კალკულაციების მიხედვით. შემოწმების პერიოდშიც რომ მომხდარიყო რეალიზებული ავეჯის თვითღირებულების გაანგარიშება ფასნამატი რეალურად იქნებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებული (ფასნამატი შეადგენს 20- 22%-ს). ამასთან, შემოსავლების გაანგარიშების დროს შემოწმებამ არ გაითვალისწინა შესამოწმებელი პერიოდისათვის კომპანიაში არსებული სასაქონლო ნაშთი 135 420 ლარი (დღგ-ს გარეშე), რომელიც აღნიშნული ფასნამატით ჩათვალა რეალიზებულად და არასამართლიანად გაიზარდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. ასევე, სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშებისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვა იურიდიულ პირზე გაცემული სესხი, ასევე, დამფუძნებლის შენატანი კომპანიაში სესხის სახით, რომელიც დამფუძნებელს შეტანილი აქვს მარაგების შესაძენად, გატანილი არ აქვს და აღიარებულია კრედიტორულ დავალიანებად.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას. განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დღიდან განხორციელდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა, ასევე, შემოწმების დასრულებამდე მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაც, თუმცა გამორჩენილია რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა, ასევე, აცხადებს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდისათვის არსებულ ნაშთზე არ მომხდარა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობას და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ თავის დროზე ინვენტარიზაციის შედეგებს არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, ვინაიდან არ ეთანხმებოდა დანაკლისის ოდენობას არც მისი დეკლარირება განუხორციელებია. მომჩივანი აცხადებს, რომ არასწორია ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი და სწორად გაანგარიშებული ფასნამატის შემთხვევში მნიშვნელოვნად შემცირდება დანაკლისის ოდენობაც.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №13540 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 13 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 დეკემბრის №27444 ბრძანება და ამავე თარიღის №023-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 235 871 ლარი, მათ შორის, გადასახადი 123 529 ლარი, ჯარიმა 91 322 ლარი, საურავი 21 020 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 18 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 23 მარტს. გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას. არ აქვს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე ინფორმაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის შედეგებისა და ფასნამატის (55.67%) გათვალისწინებით დადგინდა 2021 წლის საწყისი ნაშთი 25 814 ლარი. შემოწმებით დამუშავდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, გაანგარიშდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისა და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ს ნაშთის ღირებულების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №2219 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 55.67%. შედეგად, 12 უწყვეტი თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შპს „------“-ს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 12 აპრილს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარდა საწარმოს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია შპს „------“-ის დებიტორკრედიტორის შესახებ, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასის ოდენობა (1 560 ლარი), დოკუმენტური ხარჯების ღირებულება, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი.

გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ინფორმაცია, რომ შპს „------“-ის მიერ გაცემულია სესხი სალაროდან 110 500 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ კომპანია შპს „------“-ზე (კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის შპს „------“-ის დირექტორისა და დამფუძნებლის მეუღლე), 2023 წლის 17 დეკემბერს. შემოწმებით, აღნიშნული სესხის გაცემა ვერ დგინდება, ვინაიდან აღნიშნული ოდენობის თანხის საწარმოში არსებობა შემოწმებით ვერ დგინდება. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------"-დან აღნიშნული სესხის მიზნობრიობაზე და თანხის გახარჯვასთან დაკავშირებით. კომპანიის განმარტებით, მიღებული სესხის თანხა დაიხარჯა სარემონტო სამუშაოებისთვის და ინვენტარის შესაძენად, თუმცა აღნიშნული მიზეზით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ აღნიშნული განმარტების გარდა რაიმე სახის დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული სესხის თანხა არ იქნა გათვალისწინებული ხარჯის ნაწილში. ასევე, არალოგიკურია გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით. გადამხდელს 2021-2023 წლებში არ უფიქსირდება სახელფასო განაცემები გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში.

შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 63 906 ლარი. სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შპს „--------“-ს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ. აღნიშნულ საქონელზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ რეალიზებულ საქონელზე. გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.

3. შპს „-------“ ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებს, შეძენილი მასალებით აწარმოებს ახალ ავეჯს და ახორციელებს დამზადებული ავეჯის რეალიზაციას. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №2219 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილია ოქმები.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა მარტის თვის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში არ ასახა ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 983 და 286-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე ინფორმაცია, შემოწმებას არ წარუდგინა სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. შედეგად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინვენტარიზაციის შედეგებისა და ფასნამატის (55.67%) გათვალისწინებით დადგინდა 2021 წლის საწყისი ნაშთი 25 814 ლარი. შემოწმებით დამუშავდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, რის საფუძველზეც 2021 წლის 12 აპრილს პირს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა გადასახადი. ასევე, შემოწმებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია შპს „------“-ის დებიტორკრედიტორის შესახებ, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასის ოდენობა, დოკუმენტური ხარჯების ღირებულება, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. გარდა ამისა, გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ინფორმაცია საწარმოს მიერ სალაროდან 110 500 ლარის ოდენობით გაცემულ სესხთან დაკავშირებით, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან ვერ დადგინდა სესხის გაცემა, ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სესხის მიმღებისგან, აღნიშნული სესხის მიზნობრიობაზე და თანხის გახარჯვასთან დაკავშირებით, რომლის განმარტებით მიღებული სესხის თანხა დაიხარჯა სარემონტო სამუშაოებისთვის და ინვენტარის შესაძენად, თუმცა აღნიშნული მიზეზით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება (აღნიშნული განმარტების გარდა რაიმე სახის დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა). შესაბამისად, აღნიშნული სესხის თანხა არ იქნა გათვალისწინებული ხარჯის ნაწილში. ასევე, არალოგიკურია გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით.გადამხდელს 2021-2023 წლებში არ უფიქსირდება სახელფასო განაცემები გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში. შემოწმებით, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ. აღნიშნულ საქონელზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ რეალიზებულ საქონელზე. გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა. შედეგად, შემოწმებით დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდისთვის არსებულ ნაშთზე მოხდა საგადასახადო ანგარიშფაქტურების ჩათვლა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №2219 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილია ოქმები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შედეგად, დანაკლისი შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.კერძოდ, ფასნამატის ოდენობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს, ასევე, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას.ასევე,არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობას და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13540 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27444 ბრძანება და №023-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 235 871 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას. არ აქვს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე ინფორმაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, 12 უწყვეტი თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 12 აპრილს.შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარდა საწარმოს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია მომჩივანის დებიტორკრედიტორის შესახებ, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასის ოდენობა (1 560 ლარი), დოკუმენტური ხარჯების ღირებულება, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი.

შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 63 906 ლარი. სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე,73-ე,101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ. აღნიშნულ საქონელზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ რეალიზებულ საქონელზე. გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.

ასევე,შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2219 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილია ოქმები.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა მარტის თვის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში არ ასახა ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 983 და 286-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9 „ბ“); 97(1 „გ“); 983(2); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 165(1 და მე-2); 174(1.2); 175(1 „ა“); 176(1 „ა“); 286(9);