გადაწყვეტილება №20004/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20004/2/2023
30 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20004/2/2023).
დავის საგანი:
1. ფაქტიურად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის დაბეგვრა;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
4. შემოწმებით განსაზღვრული ჩასათვლელი თანხის ოდენობა;
5. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
6. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
7. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის
საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-671 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11780 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 134 596 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 57 201
დღგ - 27
მოგების გადასახადი - 21 678
საშემოსავლო გადასახადი - 35 671
ქონების გადასახადი - (-175)
ჯარიმა - 53 554
საურავი - 23 841
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო, სამონტაჟო-სარეაბილიტაციო საქმიანობები. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33426 ბრძანება და №006-671 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11780 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის თხოვნის გათვალისწინებით, ყველა დავის საგანთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხებზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს წინადადება მიეცა მის ხელთ არსებული მტკიცებულებების/დოკუმენტაციის/გაანგარიშებების შემმოწმებელი აუდიტორისათვის წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად გავლა და შეჯერებული პოზიციის საბჭოს სხდომაზე წარმოდგენა.
სადავო საკითხები:
1. ფაქტიურად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. კერძოდ, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდები არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.
საგადასახადო კოდექსის 130-ე, 97-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა მართლზომიერად იქნა დაბეგრილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მოყვანილ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლის პირველ-მესამე ნაწილებზე, ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ გადაგზავნილი გაანგარიშების ცხრილებში აღინიშნება რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი, რის შედეგადაც გაზრდილია სანქციის თანხები დღგ-ის ნაწილში, გაზრდილია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტორთან ერთად, მათ მიერ გაანგარიშებული ცხრილების ერთად გავლას, რათა მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს შემოწმებას გადასახადის გადამხდელის მიერ შედგენილი გაანგარიშების ცხრილები და შესაბამისი საფუძველის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინოს შესაბამისი დასკვნა და გამოიცეს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
მოცემულთან დაკავშირებით დეტალური მტკიცებულებები და არგუმენტაცია წარმოდგენილი იქნება სხდომის დღისათვის.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შემმოწმებელ აუდიტორებს ბუღალტრისათვის მიწოდებული აქვთ მხოლოდ დეკლარირებული მონაცემის შედარება შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის, ასევე მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში თვეების მიხედვით და არა, თუ რამ გამოიწვია სხვაობა და რის საფუძველზე ხდება დამატებითი გადასახადის დაკისრება, ანუ რამ გამოიწვია სხვაობა, საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს და არც მათთვის არ გადაუგზავნიათ შემმოწმებელ აუდიტორებს გაანგარიშების დეტალური ცხრილები (სხვაობები).
გასათვალისწინებელია, რომ შემოწმების პერიოდში ვერ მოიძიეს გარკვეული გადახდის საბუთები იმ მიზეზით, რომ ზოგიერთ მომწოდებელს ვერ დაუკავშირდნენ, რომელთაგანაც ქონდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მიღებული, შემოწმების მიერ კი, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დასაბეგრ ოპერაციებად ნაცვლად იმისა, რომ საკითხი სრულყოფილად შეესწავლათ და თავად გამოეთხოვათ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მომწოდებლებისაგან ინფორმაცია, რითიც დადასტურდებოდა, რომ ყველა გადახდა იყო დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და ნამდვილად იყო განხორციელებული.
გაანგარიშების ცხრილებს მათი მოცულობიდან გამომდინარე ვერ აგზავნის და ვერც ტვირთავს საჩივარზე დანართის სახით rs.ge-ზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვდა, რომ წარმოადგენდა დავის განხილვისას საბჭოზე ან კიდევ მიაწოდებდა შემმოწმებელ აუდიტორებს ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, თუმცაღა შემოსავლების სამსახურმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა ისე, რომ არც გამოუკვლევია და არც უკითხია დამატებით რაიმე და გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს შემმოწმებელ აუდიტორებთან სადავო საკითხების დამატებით გავლას მათ მიერ, დეტალური გაანგარიშების ცხრილების მოწოდების შემდგომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. კერძოდ, დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდები გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში ასახული და დაბეგრილი.
აუდიტის დეპარტამენტი 6.07.2023 წლის ---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყველა გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და ყველა საკითხზე ინფორმირებულია სრულად, შემოწმების შემდგომ ჩაერთო აუდიტორული კომპანია, რომლის წარმომადგენელს ---------- ასევე გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, თუმცა გამოვლენილ სხვაობებზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ასევე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მოგების და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზებს, თუმცა აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი არგუმენტაცია ან/და მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულზე შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც ფიქსირდება დივიდენდის გაცემა დამფუძნებელზე, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული და შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული დივიდენდის დაბეგვრა მოგების და საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია და შესაბამისად ირკვევა, რომ მომჩივანს არათუ შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, არამედ არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/გაანგარიშებებს, არგუმენტებს კონკრეტულად რა ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე გამოთქმული მოთხოვნის გათვალისწინებისა, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ არათუ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, არავითარი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მომჩივნის მხრიდან, ამასთან აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ინფორმაცია და გაანგარიშებები თავის დროზე გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და მტკიცებულებები, ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია. ამასთან, არ წარმოუდგენია ისეთი გარემოება, რაც სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერ
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს (აღნიშნული გაანგარიშებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელსაც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულებით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 98² და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
მომჩივანს არათუ შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, არამედ არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/გაანგარიშებებს, არგუმენტებს კონკრეტულად რა ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტი 6.07.2023 წლის ---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყველა გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და ყველა საკითხზე ინფორმირებულია სრულად, შემოწმების შემდგომ ჩაერთო აუდიტორული კომპანია, რომლის წარმომადგენელს ასევე გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, თუმცა გამოვლენილ სხვაობებზე პოზიცია არ წარდგენილა. აღნიშნავს, რომ შესწავლილ იქნა კომპანიის სალაროს ნაშთის მოძრაობა, რომელიც აღემატებოდა სალაროს გონივრულ ნაშთს (აღნიშნული დაანგარიშებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) შესაბამისად), აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას გაეზარდა მოგების და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებისა, არათუ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, არავითარი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მომჩივნის მხრიდან, ამასთან აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ინფორმაცია და გაანგარიშებები თავის დროზე გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და მტკიცებულებები, ამასთან, არ წარმოუდგენია ისეთი გარემოება, რაც სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის სამშენებლო, სამონტაჟო-სარეაბილიტაციო საქმიანობებს ახორციელებს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში, ასევე, იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ძირითადად საქმიანობს უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა ასევე უფიქსირდება თანხის მიღება სალაროში. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული აქვს მომსახურებები, რომელზეც წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტები და გაფორმებული ხელშეკრულებები. ასევე, გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე უფიქსირდება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ავანსად მიღება.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას გაწეული მომსახურების/რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, ასევე, მიღებული ავანსები არ ჰქონდა სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე (2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლები) მუხლების გათვალისწინებით გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის პერიოდებში, შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული მომსახურების/რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, ასევე, მიღებული ავანსები არ აქვს სრულად ასახული დღგით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
მომჩივანს არათუ შემოსავლების სამსახურში, დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, არამედ არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/გაანგარიშებებს, არგუმენტებს კონკრეტულად რა ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტი 6.07.2023 წლის ------------ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყველა გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და ყველა საკითხზე ინფორმირებულია სრულად, შემოწმების შემდგომ ჩაერთო აუდიტორული კომპანია, რომლის წარმომადგენელს ასევე გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, თუმცა გამოვლენილ სხვაობებზე პოზიცია არ წარდგენილა. ამასთან, აღნიშნავს, რომ დღგ-ის ბრუნვების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის, კერძოდ დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილი იქნა 55 667 ლარით და გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ის ბრუნვები.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებისა, არათუ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, არავითარი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მომჩივნის მხრიდან, ამასთან აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ინფორმაცია და გაანგარიშებები თავის დროზე გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და მტკიცებულებები, ამასთან, არ წარმოუდგენია ისეთი გარემოება, რაც სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
4. შემოწმებით განსაზღვრული ჩასათვლელი თანხის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შესწავლილი იქნა მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას 2020 და 2021 წლებში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მისი შესაბამისი ძირითადი ელელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, არ აქვს სრულად გამოყენებული ჩათვლა 2022 წლის ივნისის თვეში. აღნიშნული გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა კომპანიის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 და 2021 წლებში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მისი შესაბამისი ძირითადი ელელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები. არ აქვს სრულად გამოყენებული ჩათვლა 2022 წლის ივნისის თვეში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
მომჩივანს არათუ შემოსავლების სამსახურში, დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, არამედ არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/გაანგარიშებებს, არგუმენტებს კონკრეტულად რა ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტი 6.07.2023 წლის ---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყველა გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და ყველა საკითხზე ინფორმირებულია სრულად, შემოწმების შემდგომ ჩაერთო აუდიტორული კომპანია, რომლის წარმომადგენელს ასევე გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, თუმცა გამოვლენილ სხვაობებზე პოზიცია არ წარდგენილა. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მისაღები ჩათვლები, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა, ჩასათვლელი თანხები გაიზარდა 9 993 ლარით. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა ჩასათვლელი თანხა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებისა, არათუ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, არავითარი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მომჩივნის მხრიდან, ამასთან აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ინფორმაცია და გაანგარიშებები თავის დროზე გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და მტკიცებულებები, ამასთან, არ წარმოუდგენია ისეთი გარემოება, რაც სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
5. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ორისი) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დაქირავებულ თანამშრომლებზე გასცემს ხელფასს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, გადასახადის გადამხდელს გაცემული ხელფასები არ აქვს სრულად ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ორისი) დამუშავების შედეგად შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი დაქირავებულ თანამშრომლებზე გასცემს ხელფას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით და რომ გაცემული ხელფასები არ არის სრულად ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს არათუ შემოსავლების სამსახურში, დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, არამედ არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/გაანგარიშებებს, არგუმენტებს კონკრეტულად რა ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტი 6.07.2023 წლის ----------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყველა გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და ყველა საკითხზე ინფორმირებულია სრულად, შემოწმების შემდგომ ჩაერთო აუდიტორული კომპანია, რომლის წარმომადგენელს, ასევე გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, თუმცა გამოვლენილ სხვაობებზე პოზიცია არ წარდგენილა. ამასთან აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და ცხრილების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას გაეზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებისა, არათუ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, არავითარი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მომჩივნის მხრიდან, ამასთან აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ინფორმაცია და გაანგარიშებები თავის დროზე გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და მტკიცებულებები, ამასთან, არ წარმოუდგენია ისეთი გარემოება, რაც სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
6. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადარიცხული აქვს თანხები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია. საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების ეტაპზე წარუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით.
გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადარიცხული აქვს თანხები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივანს არათუ შემოსავლების სამსახურში, დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, არამედ არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/გაანგარიშებებს, არგუმენტებს კონკრეტულად რა ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არასწორად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტი 6.07.2023 წლის ---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყველა გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და ყველა საკითხზე ინფორმირებულია სრულად, შემოწმების შემდგომ ჩაერთო აუდიტორული კომპანია, რომლის წარმომადგენელს ასევე გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, თუმცა გამოვლენილ სხვაობებზე პოზიცია არ წარდგენილა. ასევე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით, ირკვევა რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადარიცხულია თანხები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის არ წარდგენილა დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ ცხრილები გადაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან, თუმცა დამატებით არ წარმოუდგენია დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც მოხდა აღნიშნული ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებად დაბეგვრა და გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებისა, არათუ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, არავითარი კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მომჩივნის მხრიდან, ამასთან აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ინფორმაცია და გაანგარიშებები თავის დროზე გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და მტკიცებულებები, ამასთან, არ წარმოუდგენია ისეთი გარემოება, რაც სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
7. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკირა ჯარიმა 53 554 ლარის ოდენობით და საურავი 23 840.74 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 291-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებას საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფაქტიურად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის დაბეგვრა;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
4. შემოწმებით განსაზღვრული ჩასათვლელი თანხის ოდენობა;
5. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
6. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
7. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის
საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო, სამონტაჟო-სარეაბილიტაციო საქმიანობები.
1.შემოწმების პროცესში გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. კერძოდ, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდები არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა.
2.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. შემოწმების მიერ გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულებით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, განესაზღვრა ჯარიმა
3.გადასახადის გადამხდელის სამშენებლო, სამონტაჟო-სარეაბილიტაციო საქმიანობებს ახორციელებს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში, ასევე, იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ძირითადად საქმიანობს უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა ასევე უფიქსირდება თანხის მიღება სალაროში. ასევე, გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე უფიქსირდება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ავანსად მიღება. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას გაწეული მომსახურების/რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, ასევე, მიღებული ავანსები არ ჰქონდა სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის პერიოდებში, შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
4.შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას 2020 და 2021 წლებში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მისი შესაბამისი ძირითადი ელელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, არ აქვს სრულად გამოყენებული ჩათვლა 2022 წლის ივნისის თვეში.გაიზარდა კომპანიის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
5.დადგინდა, რომ დაქირავებულ თანამშრომლებზე გასცემს ხელფასს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, გადასახადის გადამხდელს გაცემული ხელფასები არ აქვს სრულად ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
6.გადასახადის გადამხდელს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადარიცხული აქვს თანხები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია.დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
7.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკირა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
8(12);97(1ა);100(1);102(1ზ);130(1);154(1ზ);73(9);97(1ბ);982(3);161(1ა);158(1);159(1ა,ბ);163(1,2);164(1);173(1);174(1ა);175(1ა);176(1ა);105(2);72(1);269(7);
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტი