ბრძანება N 13705
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13705
11 ივნისი 2024
ბრძანება
"------"-ის (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2024 წლის 23 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა "------"-ის (ს/ნ "------") №68984/21-11 საჩივარი, ახლად გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით დავის განახლების/დაწყების თაობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით სატრანსპორტო საშუალებები (ს/ნ "------" და ს/ნ "------") გასულია საქართველოდან რეექსპორტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") გააიმპორტა.
საჩივრის ავტორი სატრანსპორტო საშუალებასთან (ს/ნ "------") დაკავშირებით კი, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა გააიმპორტოს.
ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით მოეხსნას აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და განკარგვის გამო გამოცემული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა:
1. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, 2021 წლის 21 სექტემბერს უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის "------"-ის (პასპ.№"------") წარმომადგენლის "------"-ის ("------" ს/ნ "------", პასპ.№"------") მიერ №"------" ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი "------", ტრანზიტული ნომერი "------") რეექსპორტი, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 4 ნოემბერი. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში,ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, "------"-ის მიმართ 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა №ELC11397 და №ELC11396 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 2 649.875 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 2021 წლის 29 დეკემბერს გამოიცა №EL7777/5613 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი - 71.55 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალებამ (ს/ნ "------") საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2023 წლის 27 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ ის “ გავლით.
2. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 18 დეკემბერს, "------"-ის (პასპორტის №"------") წარმომადგენლის "------"-ის (პასპორტის №"------", ს/ნ "------") მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№"------") დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2021 წლის 31 იანვარი.
ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2022 წლის 29 აპრილს შედგენილ იქნა №ELC05415 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------"-ს ("---------", ს/ნ "------") ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №ELC05414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, 2022 წლის 29 აპრილს გამოიცა №7777/3093 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც "------"-ს ("------", ს/ნ "------") უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
სატრანსპორტო საშუალებამ (ს/ნ "------") საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2022 წლის 2 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -ის “ გავლით.
3. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს "------"-ის (პასპორტის №"------", ს/ნ "------") მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№"------") დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2020 წლის 24 აპრილი.
ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2021 წლის 29 აპრილს შედგენილ იქნა №ELC05339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------"-ს ("------", ს/ნ "------") ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №ELC05338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, 2021 წლის 29 აპრილს გამოიცა №7777/3094 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც "------"-ს ("------", ს/ნ "------") უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, 2021 წლის 14 მაისს გაუქმდა №"------" რეექსპორტის დეკლარაცია და სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№"------" 14.05.2021).
4. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, 2021 წლის 21 ოქტომბერს უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის "------"-ის (პასპ.№"------") წარმომადგენლის "------"-ის ("------" ს/ნ "------", პასპ.№"------") მიერ №"------"/ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი "------", ტრანზიტული ნომერი "------") რეექსპორტი, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 4 დეკემბერი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ,"------"-ის მიმართ 2022 წლის 22 აგვისტოს შედგენილ იქნა №ELC16108 და №ELC16109 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 8 225.25 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 2022 წლის 22 აგვისტოს გამოიცა №EL7777/93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი - 1069.28 ლარის ოდენობით.
2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11396, №ELC11397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი (რეგ. №"------") მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1713 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
2021 წლის 29 აპრილის №ELC05414, №ELC05415 სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი (რეგ. №"------") მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1720 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
2021 წლის 29 აპრილის №ELC05338, №ELC05339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი (რეგ. №"------") მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1704 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
2022 წლის 22 აგვისტოს №ELC16108, №ELC16109 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი (რეგ. №"------") მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1718 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. მე-6 ნაწილის შესაბამისად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამავე კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ის ფაქტები, რომ სატრანსპორტო საშუალებამ (ს/ნ "------") საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2023 წლის 27 აპრილს, სატრანსპორტო საშუალებამ (ს/ნ "------") საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2022 წლის 2 ივნისს, ხოლო სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№"------" 14.05.2021) და 2021 წლის 14 მაისს გაუქმდა №"------" რეექსპორტის დეკლარაცია, წარმოადგენს ისეთ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყების საფუძველია.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას (ს/ნ "------"), ვალდებულ პირს ის არ წარუდგენია საბაჟო კონტროლის ზონაში. ამდენად, ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილ ისეთი გარემოება, რაც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის წარმომადგენელი, რომლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების მიზნით.
კანონმდებელი ვალდებულ პირს ავალდებულებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ დარღვეულია გამოცხადების ვადა და განხორციელებულია რეექსპორტის პირობების დარღვევა, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა გამოიწვია. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლები ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალებამ (ს/ნ"------") საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2023 წლის 27 აპრილს, სატრანსპორტო საშუალებამ (ს/ნ "------") საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2022 წლის 2 ივნისს, ხოლო სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№"------" 14.05.2021) შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2021 წლის 29 აპრილის №ELC05338, 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11396, 2022 წლის 29 აპრილის №ELC05414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს 2021 წლის 29 აპრილის №EL7777/3094 (№007-3094), 2021 წლის 29 დეკემბრის №EL7777/5613 (№007-5613), 2022 წლის 29 აპრილის №EL7777/3093 (№007-3093), საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2021 წლის 29 აპრილის №ELC05338, 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11396, 2022 წლის 29 აპრილის №ELC05414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს 2021 წლის 29 აპრილის №EL7777/3094 (№007-3094), 2021 წლის 29 დეკემბრის №EL7777/5613 (№007-5613), 2022 წლის 29 აპრილის №EL7777/3093 (№007-3093), საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხებისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით მიეცეს შესაძლებლობა გააიმპორტოს.
ასევე,ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით მოეხსნას აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და განკარგვის გამო გამოცემული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11396, №ELC11397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1713 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
2021 წლის 29 აპრილის №ELC05414, №ELC05415 სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1720 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
2021 წლის 29 აპრილის №ELC05338, №ELC05339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1704 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
2022 წლის 22 აგვისტოს №ELC16108, №ELC16109 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე საჩივარი (რეგ. №"------") მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 5 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1718 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2021 წლის 29 აპრილის №ELC05338, 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11396, 2022 წლის 29 აპრილის №ELC05414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს 2021 წლის 29 აპრილის №EL7777/3094,2021 წლის 29 დეკემბრის №EL7777/5613 ,2022 წლის 29 აპრილის №EL7777/3093, საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,165.
სსკ : 302,299.