ბრძანება N 19720
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19720
09 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 30 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 30 ივლისის №97230/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №259-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ დარიცხული თანხები აღემატება კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს და გამოიწვევს მის ლიკვიდაციას. განმარტავს, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, საქონლის შეძენას ახორციელებს RS პორტალზე არსებული სასაქონლო ზედნადებებითა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ხოლო სარეალიზაციო თანხები აისახება საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოსტერმინალებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5143 და 10 ივნისის №11925 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14455 ბრძანება და ამავე თარიღის №259-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 149 059 ლარი, მათ შორის, გადასახადი 89 006 ლარი, ჯარიმა 44 490 ლარი, საურავი 15 563 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● შპს „-------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა. კომპანიას ასევე უფიქსირდება ძალიან მცირე რაოდენობით რძის პროდუქტებისა და საბავშვო პრუდუქციის (პამპერსი, საბავშვო სველი ხელსახოცი და ა.შ) შეძენა, როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე გამარტივებული შესყიდვის აქტებით. შესაბამისად, აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. მაღაზია მდებარეობს -------, სოფელ -------. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი, ასევე სს „საქართველოს ბანკისა“ და სს „თიბისი ბანკის“ პოსტერმინალები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. არ გააჩნია რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, წლების მიხედვით კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენს: 2022 წელს - 25%, 2023 წელს - 25%, 2024 წელს 30%, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული კონკრეტული საქონლის ფასნამატთან. გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 749 395 ლარი. აღნიშნული ღირებულების საქონელი, შეძენილი პროდუქციის პროპორციულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატების გათვალისწინებით (პერიოდების მიხედვით), აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში შპს "-------" მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტები, კერძოდ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან, საწარმოს მიერ შეძენილ საქონელზე მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული დღგ-ს თანხები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ჩათვლებში.
● შპს „-------“ საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება სხვადასხვა სუპერმარკეტებში (ორი ნაბიჯი, მაგნიტი და სხვა) თანხების გადარიცხვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული თანხები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სასაქონლო ნაშთით რეალიზებული თანხის ოდენობა, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● შპს „-------“ მიერ წარდგენილია 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. 2023 წლის 30 აგვისტოს, საწარმოს მიერ შეძენილია „-------“ - ღირებულებით 3200 ლარი, რომელიც დღეის მდგომარეობითაც კომპანიის საკუთრებაშია და მოქმედია. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაც ასახულ იქნა 2023 და 2024 წლის ქონების გადასახადების დეკლარაციებში. შედეგად, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. არ გააჩნდა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, წლების მიხედვით კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენდა: 2022 წელს - 25%, 2023 წელს - 25%, 2024 წელს 30%, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული კონკრეტული საქონლის ფასნამატთან. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 749 395 ლარი. აღნიშნული ღირებულების საქონელი, შეძენილი პროდუქციის პროპორციულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატების გათვალისწინებით (პერიოდების მიხედვით), აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში შპს "-------" მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტები, კერძოდ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ჩათვლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, მასზე ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდებოდა სხვადასხვა სუპერმარკეტებში (ორი ნაბიჯი, მაგნიტი და სხვა) თანხების გადარიცხვა. ასევე, შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სასაქონლო ნაშთით რეალიზებული თანხის ოდენობა, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დადასტურდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული თანხები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სხვადასხვა სუპერმარკეტში თანხების გადარიცხვა, ასევე, გამოუვლინდა საქონელი, რომელიც შემოწმების მიერ რეალიზებულად იქნა მიჩნეული, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. 2023 წლის 30 აგვისტოს, საწარმოს უფიქსირდება „-------“ -ის შეძენა ღირებულებით 3200 ლარი, რომელიც დღეის მდგომარეობითაც კომპანიის საკუთრებაში. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაც ასახულ იქნა 2023 და 2024 წლის ქონების გადასახადების წლიურ დეკლარაციებში.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი „-------“-ის შეძენა, რომელიც დღეის მდგომარეობითაც კომპანიის საკუთრებაშია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ გააჩნია რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნული ღირებულების საქონელი, შეძენილი პროდუქციის პროპორციულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატების გათვალისწინებით (პერიოდების მიხედვით), აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული დღგ-ს თანხები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ჩათვლებში.
საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება სხვადასხვა სუპერმარკეტებში თანხების გადარიცხვა. აღნიშნული თანხები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. გამოვლენილი სასაქონლო ნაშთით რეალიზებული თანხის ოდენობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. პირს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
მოჩივანის მიერ წარდგენილია 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. 2023 წლის 30 აგვისტოს, საწარმოს მიერ შეძენილია ქონება, რომელიც დღეის მდგომარეობითაც კომპანიის საკუთრებაშია და მოქმედია. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 201;