გადაწყვეტილება №25520/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25520/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25520/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“- ის 26.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25520/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის სხვაობა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

3. სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

4. ხელფასის სახით გაცემული და მომსახურების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

5. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

6. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წლის №6312 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №083-8 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №15267 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 139 888.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 671 605.36

დღგ - 389 852.79

საშემოსავლო გადასახადი - 281 510.57

ქონების გადასახადი - 242

ჯარიმა - 368 389.90

საურავი - 99 892.82

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სფეროა სატენდერო მომსახურებების გაწევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის.

აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2024 წლის №25771 და 21.01.2025 წლის №425 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წლის №6312 ბრძანება და 3.04.2025 წლის №083-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №15267 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-3 სადავო საკითხთან (სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევასთან და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №15267 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის სხვაობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი დღგ-ის ნაწილში სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ის ბრუნვას. ძირითადი სხვაობა გამოიწვია იმ ფაქტობრივმა მდგომარეობამ, რომ "-------"-ის მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურებების საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევაში, არ გამოწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა დეკლარირებისას სწორედ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ითვალისწინებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი მის მიერ გაწეულ მომსახურებებზე ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

გადასახადის გადამხდელი არგუმენტს სადავო საკითხზე, რომ მის მიერ გაწეულ მომსახურებებზე ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, არ წარმოადგენს.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული დასკვნით მისთვის ცნობილი გახდა, რომ შემოწმების შედეგები ნაწილობრივ შემცირდა, გადასახადის გადამხდელს იმედი ჰქონდა, რომ დამატებით მოიპოვებდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს თუმცა ამ ეტაპზე ვერ შეძლო, ამდენად, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს მისი როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე დაკისრებული სანქციისაგან.

ამდენად, არ არსებობს არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ედრება ერთმანეთს. სხვაობა ძირითად შემთხვევაში გამოწვეულია იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ გადასახადის გადამხდელი მიღებული საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე არ იმცირებდა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხებს.

ამავე დროს, წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით, მომწოდებლებთან საბალანსო ღირებულების შესაბამისი თანხები იყო გადახდილი. მაგალითად, შპს „N1“ მიღებული ჰქონდა 89 090 ლარის მომსახურება (დღგ 13 590 ლარი) და გადახდილი ჰქონდა 89 090 ლარი, თუმცა შპს „---------“-ს ჩათვლილი ჰქონდა 119 090 ლარის მომსახურების შესაბამისი დღგ (18 116 ლარი) და მომწოდებელ მხარეს განაშთული ჰქონდა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, შპს „N2-ს“ მიღებული ჰქონდა 369 901 ლარის მომსახურება (56 426 ლარი), გადახდილი იყო შესაბამისი თანხა, თუმცა ჩათვლილი ჰქონდა 525 228 ლარის მომსახურების შესაბამისი დღგ (80 119,5 ლარი), ამასთან მომწოდებელ მხარეს განაშთული ჰქონდა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ძირითადი ნაწილი.

გარდა აღნიშნულისა, გარკვეულ შემთხვევებში ითვალისწინებდა წინა წლის საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხებს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ედრებოდა შემოწმების მიერ დადგენილს, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ პირი ითვლიდა როგორც მიღებულ საავანსო, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

გადასახადის გადამხდელი არგუმენტს სადავო საკითხზე, რომ მის მიერ გამოანგარიშებული დღგის ჩასათვლელი თანხები არ ედრებოდა შემოწმების შედეგად დადგენილს, იმ გარემოების გამო, რომ ითვლიდა როგორც მიღებულ საავანსო, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხებს, არ წარმოადგენს.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს იმედი ჰქონდა, რომ დამატებით მოიპოვებდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს თუმცა ამ ეტაპზე ვერ შეძლო, ამდენად, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს მისი როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე დაკისრებული სანქციისაგან.

ამდენად, არ არსებობს არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბიუჯეტო გადარიცხვები, შემოწმებით ხელფასად დაკვალიფიცირებული გადახდები) მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა განკარგვად თანხაში 649 425 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლებიდან და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, 649 425 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამ მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 491 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების საწყისი ნაშთები, რომელიც კომპანიამ მიიღო შემოწმებამდე პერიოდში და გამოიყენა კრედიტორული დავალიანებების დასაფარად, რისი დადასტურებაც შესაძლებელია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 5.06.2025 წლის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 1 კვირის ვადით. 11.06.2025 წელს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომლის დანართადაც წარდგენილია მომწოდებელ კომპანიებთან ფინანსური ვალდებულებების შესახებ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად არ არის გათვალისწინებული დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების საწყისი ნაშთები, რომელიც კომპანიამ მიიღო შემოწმებამდე პერიოდში და გამოიყენა კრედიტორული დავალიანებების დასაფარად, რის დადასტურებაც შესაძლებელია დავის დაკმაყოფილების შემთხვევაში. შესაბამისად, აღნიშნული თანხით უნდა შემცირდეს დასაბეგრი ნაღდი ფულის ოდენობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ხოლო საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად არ არის გათვალისწინებული დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების საწყისი ნაშთები, რომელიც კომპანიამ მიიღო შემოწმებამდე პერიოდში და გამოიყენა კრედიტორული დავალიანებების დასაფარად, რის დადასტურებაც შესაძლებელია.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული დასკვნით მისთვის ცნობილი გახდა, რომ საგადასახადო ვალდებულება ნაწილობრივ შემცირდა, გადასახადის გადამხდელს იმედი ჰქონდა, რომ დამატებით მოიპოვებდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს თუმცა ამ ეტაპზე ვერ შეძლო, ამდენად, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს მისი როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე დაკისრებული სანქციისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

4. ხელფასის სახით გაცემული და მომსახურების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო მონაცემებით ფიქსირდებოდა სახელფასო განაცემები 967 269 ლარის, ასევე, მომსახურების სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები 361 135 ლარის ოდენობით, სულ ჯამში აღნიშნული თანხები შეადგენდა 1 328 404 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა მხოლოდ 732 010 ლარი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275 მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამ მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 491 მუხლზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არასრულად ადეკლარირებდა სახელფასო განაცემებსა და მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხებს, რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას, აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს დავაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ხოლო საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ,ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

გადასახადის გადამხდელი არგუმენტს სადავო საკითხზე, რომ არასრულად ადეკლარირებდა სახელფასო განაცემებსა და მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხებს, არ წარმოადგენს.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს იმედი ჰქონდა, რომ დამატებით მოიპოვებდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს თუმცა ამ ეტაპზე ვერ შეძლო, ამდენად, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს მისი როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე დაკისრებული სანქციისაგან.

ამდენად, არ არსებობს არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა სხვადასხვა მცირე ღირებულების ძირითადი საშუალებები. ასევე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შესყიდული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

გადასახადის გადამხდელი არგუმენტს სადავო საკითხზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა სხვადასხვა მცირე ღირებულების მქონე ძირითადი საშუალებები, ასევე სატრანსპორტო საშუალება, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი ქონების გადასახადით, არ წარმოადგენს.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს იმედი ჰქონდა, რომ დამატებით მოიპოვებდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს თუმცა ამ ეტაპზე ვერ შეძლო, ამდენად, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს მისი როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე დაკისრებული სანქციისაგან.

ამდენად, არ არსებობს არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა 368 391 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 139 449 ლარი, დღგ-ის ნაწილში 228 830 ლარი და ქონების გადასახადის ნაწილში 112 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №083-8 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 99 892.82 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებიდან შინაარსი არ იკვეთება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული თანხების დარიცხვა არასამართლიანია. კომპანია დავის დაკმაყოფილების შემთხვევაში გონივრულ ვადაში წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. ზემოთ ხსენებული თემების განხილვის შედეგად ითხოვს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

ზემოთხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლზე დაყრდნობით, სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს იმედი ჰქონდა, რომ დამატებით მოიპოვებდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს თუმცა ამ ეტაპზე ვერ შეძლო, ამდენად, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს მისი როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე დაკისრებული სანქციისაგან.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

3.გადამხდელი მიიჩნევს,რომ უნდა შემცირდეს დასაბეგრი ნაღდი ფულის ოდენობა.

4.გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

5.გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

6.მიაჩნია, რომ თანხების დარიცხვა არასამართლიანია,ითხოვს სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი დღგ-ის ნაწილში სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ის ბრუნვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.შემოწმების შედეგად დადგენილი და გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ედრება ერთმანეთს.ამავე დროს, წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით, მომწოდებლებთან საბალანსო ღირებულების შესაბამისი თანხები იყო გადახდილი.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და სსკ-ის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

3.შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა განკარგვად თანხაში 649 425 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან, სსკ-ის 101-ე, 154-ე მუხლებიდან და მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, 649 425 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

4.გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო მონაცემებით ფიქსირდებოდა სახელფასო განაცემები 967 269 ლარის, ასევე, მომსახურების სანაცვლოდ გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები 361 135 ლარის ოდენობით, სულ ჯამში აღნიშნული თანხები შეადგენდა 1 328 404 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა მხოლოდ 732 010 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

5.გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა სხვადასხვა მცირე ღირებულების ძირითადი საშუალებები. ასევე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შესყიდული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება.სსკ-ის 201-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

6.საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, სსკ-ის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა.ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №083-8 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 99 892.82 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

4.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

6.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

101,154,163,164,174,175,178,201,202,269,275.