ბრძანება N 16826

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.07.2026
№ დოკუმენტი 16826
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16826

24 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------)

2026 წლის 27 ივნისის და 10 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 16 ივლისის სხდომებზე (ოქმი №58 და №63) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ---------------) 2026 წლის 27 ივნისის №103137/1/2026 და 10 ივლისის №103355/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 მაისის №001-103 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ შეძენილ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას, ასევე, შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას. განმარტავს, რომ შეძენილი საწვავი გამოიყენებოდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში სპეციალური ტექნიკის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, მიუთითებს, რომ საწვავზე დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოკლებულია მხოლოდ კომპანიის ელექტრონულ ბაზებში არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ხოლო მიღებული სხვაობა მიჩნეულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი ითხოვს დამატებით ხარჯების გათვალისწინებას და მიუთითებს საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მიღება-ჩაბარების აქტებსა და ექსკავატორის იჯარის ხელშეკრულებაზე (რომლის მუშაობისთვის გამოიყენა შეძენილი საწვავი) და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2513 და 31 მარტის №7193 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 22 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 28 მაისის №11642 ბრძანება და ამავე თარიღის №001-103 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 247 364 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 782 ლარი, ჯარიმა 108 267 ლარი და საურავი 9 315 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს ჯამში 48 294 ლარის ადგილობრივად შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხები. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის 28 იანვრიდან საკუთრებაში ჰყავდა ავტობომობილი (-------), ხოლო მოხსნის პერიოდია 2024 წლის პირველი მარტი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შეძენილ საწვავზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად, გადამხდელს არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, საწვავის შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფატურები, დეკლარირებული ჩათვლები და აღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ადგილობრივი ჩათვლები, კერძოდ, 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ადგილობრივი ჩასათვლელი დღგ შემცირდა 352 ლარით, ხოლო ძირითადი წილი საწვავის შეძენაზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლები (14 026 ლარი) ჯამში 14 378 ლარით. აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შეძენილ საწვავზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მოხსნის დღიდან 2025-2026 წლის საანგარიშო პერიოდებში ჯამში 91 928 ლარის ოდენობით. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად, გადამხდელს არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, საწვავის შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, კომპანიის მიერ შეძენილ საწვავზე გადახდილი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან). საგადასახადო შემოწმების აქტის პირველი საკითხისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობით მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა შეადგინა 974 474 ლარი, რაც შემცირდა საანგარიშო პერიოდების მიხედვით საოპერაციო საქმიანობისათვის გაწეული დადასტურებული ხარჯებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ჯამში 457 073 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვით კომპანიის განკარგვადმა შემოსავალმა ხარჯების დაფარვის შემდეგ შეადგინა 517 401 ლარი. ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემები, კერძოდ, ფულადი სახსრების, სავაჭრო ვალდებულებებისა და სავაჭრო მოთხოვნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 376 414 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შეძენილ საწვავზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად, არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, საწვავის შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმებით შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ადგილობრივი ჩათვლები, კერძოდ, 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ადგილობრივი ჩასათვლელი დღგ შემცირდა 352 ლარით და ძირითადი წილი საწვავის შეძენაზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლები (14 026 ლარი) ჯამში 14 378 ლარით. ასევე, კომპანიის მიერ შეძენილ საწვავზე გადახდილი თანხა მიჩნეულ იქნა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს საწვავი, რომელიც გამოიყენებოდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში სპეციალური ტექნიკის ფუნქციონირებისთვის. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა, სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, საწვავის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად ამოიღო კომპანიის გამოსაქვითი ხარჯებიდან, რომლის შედეგად ხელოვნურად გაიზარდა კომპანიის დასაბეგრი მოგება. ამასთან, აღნიშნავს, რომ შეძენილ საწვავზე დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო შემოწმების აქტში არ არის მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის მიერ შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობით მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა შეადგინა 974 474 ლარი, რაც შემცირდა საანგარიშო პერიოდების მიხედვით საოპერაციო საქმიანობისათვის გაწეული დადასტურებული ხარჯებით. ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემები, კერძოდ, ფულადი სახსრების, სავაჭრო ვალდებულებებისა და სავაჭრო მოთხოვნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოკლებულია მხოლოდ კომპანიის ელექტრონულ ბაზებში არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და მიღებული სხვაობა მიჩნეულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. განმარტავს, რომ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში ან ელექტრონულ ბაზებში ასახული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობის არსებობა არ ადასტურებს აღნიშნული თანხების დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღების ფაქტს. აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გათვალისწინა კომპანიის მიერ გაწეული რეალური ხარჯები და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლების გარეშე განსაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი ითხოვს დამატებით ხარჯების გათვალისწინებას და მიუთითებს საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მიღება-ჩაბარების აქტებსა და ექსკავატორის იჯარის ხელშეკრულებაზე (რომლის მუშაობისთვის გამოიყენა შეძენილი საწვავი) და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.კომპანიის მიერ შეძენილ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას, ასევე, შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას.

2.საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2513 და №7193 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11642 ბრძანება და №001-103 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 247 364 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 782 ლარი, ჯარიმა 108 267 ლარი და საურავი 9 315 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს ჯამში 48 294 ლარის ადგილობრივად შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხები. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის 28 იანვრიდან საკუთრებაში ჰყავდა ავტობომობილი, ხოლო მოხსნის პერიოდია 2024 წლის პირველი მარტი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შეძენილ საწვავზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად, გადამხდელს არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, საწვავის შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფატურები, დეკლარირებული ჩათვლები და აღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ადგილობრივი ჩათვლები, შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შეძენილ საწვავზე მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მოხსნის დღიდან 2025-2026 წლის საანგარიშო პერიოდებში ჯამში 91 928 ლარის ოდენობით. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად, გადამხდელს არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, საწვავის შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, კომპანიის მიერ შეძენილ საწვავზე გადახდილი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,მომჩივანს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან). საგადასახადო შემოწმების აქტის პირველი საკითხისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობით მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა შეადგინა 974 474 ლარი, რაც შემცირდა საანგარიშო პერიოდების მიხედვით საოპერაციო საქმიანობისათვის გაწეული დადასტურებული ხარჯებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ჯამში 457 073 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვით კომპანიის განკარგვადმა შემოსავალმა ხარჯების დაფარვის შემდეგ შეადგინა 517 401 ლარი. ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემები, კერძოდ, ფულადი სახსრების, სავაჭრო ვალდებულებებისა და სავაჭრო მოთხოვნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 376 414 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 96( ვ); 97(1„ა“); 982(1„ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 ,,ა“ და „ბ“);