გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
071210017001673764
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

071210017001673764

საქმე #2/2-2017წ

გადაწყვეტილება

საქართველოსსახელით

29.01.2018წ ქ. საგარეჯო

შესავალინაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი

სხდომის მდივანი ასმათ ელიზბარაშვილი

მოსარჩელე: ზ---- გ------–---–-

მოსარჩელის წარმომადგენელი: დ----- დ-------

მოპასუხეები: ნ----- ხ--------, ნ----– ხ--------

მოპასუხე ნ----- ხ--------ს წარმომადგენელი: გ---- კ-----–---–--

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ზ---- გ------–---–- ითხოვს მოპასუხეებმა - ნ----- ხ--------- და ნ----– ხ--------- დაუბრუნონ მათ უკანონო მფლობელობაში არსებული ცხენი.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ნ----- ხ--------- წაიყვანა მისი კუთვნილი ცხენი. მოსარჩელემ მოპასუხე - ნ----- ხ-------- მოსთხოვა ცხენის დაბრუნება, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა, იმ მოტივით, რომ ცხენი მას თავადვე აჩუქა. ზ---- გ------–---–-- აღნიშნა, რომ მისი ცხენი ამჟამად იმყოფება ნ----- ხ--------ს ძმასთან - ნ----– ხ-----------. მოსარჩელის მითითებით, ცხენი არ უჩუქებია ხ-----------------.

 

სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ზ---- გ------–---–-- მოპასუხეებს „ათხოვა ცხენი რომ ცხვარი ჩამოეყვანათ მთიდან.“ მოსარჩელეს მათთვის ცხენი არ უჩუქებია, ხოლო იმის გამო, რომ მოპასუხეებმა უარი განაცხადეს მისი კუთვნილი ცხნის დაბრუნებაზე, სასამართლოსათვის სარჩელით მომართვამდე, განცხადებით მიმართა პოლიციას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1.მოპასუხე - ნ----- ხ--------- შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ ზ---- გ------–---–-- 2011 წელს მის შვილს - ქ---- ხ-------- (რომელიც იყო რვა წლის) აჩუქა ხუთი თვის კვიცი. ამჟამად, ცხენი ჰყავს მის ძმას - ნ----– ხ--------, ვინაიდან ორი წლის წინ მათ ცხენები გაცვალეს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო თავად მოსარჩელეც, რომელსაც იმ დროს პრეტენზია არ განუცხადებია.

 

ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა საპაექრო სიტყვაში აღნიშნა, რომ ცხენი, რომლიც სურათიც მოცემულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვაში წარმოადგენს სწორეს იმ ცხენს, რომელიც ზ---- გ------–---–-- აჩუქა მის შვილს.

 

2.2. მოპასუხე - ნ----– ხ--------ს მიერ შესაგებლი არ იქნა შემოტანილი.

 

სასამართლო სხდომაზე ნ----– ხ-------- არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართულ ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებულ სურათზე გამოსახული ცხენი წარმოადგენს მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ობიექტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომისოქმი);

- ექსპერტის დასკვნა.

 

3.1.2. სადავო ცხენი ამჟამად იმყოფება მოპასუხე ნ----– ხ-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი-შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომისოქმი);

- მოწმე - ქ---- ხ--------ს ჩვენება;

- გარდაბნის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მასალები.

 

3.1.3. ზ---- გ------–---–-- მოითხოვა ცხენის უკან დაბრუნება, რაზედაც მოპასუხეებმა უარი განუცხადეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი-შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- გარდაბნის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი ოქმები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1.ზ---- გ------–---–- ნ----- და ნ----–ა ხ----------------- ცხენი არ უჩუქებია. მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა თხოვების ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი-შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- გარდაბნის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მასალები;

- მოწმეთა ჩვენებები.

 

3.2.2.სადავო ცხენის ღირებულება შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ექსპერტის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე - ბ----- დ---------- ჩვენება.

 

მოპასუხეების განმარტება, რომ სადავო ცხენი ზ---- გ------–---–-- აჩუქა ნ----- ხ--------ს შვილს - ქ---- ხ--------, ხოლო ნ----- ხ--------- მითითებული ცხენი გაუცვალა სხვა ცხენში მის ძმას - ნ----– ხ--------, დაუსაბუთებელია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება აღნიშნული ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ---- გ------–---–-სსასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოსსამოქალაქოკოდექსის128-ე, 129-ე, 130-ე, 172-ე, 524-ე, 525-ე, 615-ე, 621-ემუხლები.

 

6. სამართლებრივიშეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, „სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,„ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათწელს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, „ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევისშესახებ.“

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობისუფლება.“

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, „ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.“ ამავე კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ

„საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.“

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად, „თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.“ ამავე კოდექსის 621-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება.“

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის დავებისას, მტკიცების ტვირთი აწევთ საკუთრივ მხარეებს და ისინი არიან ვალდებული დაამტკიცონ გარემოებანი, რასაც სარჩელს, ან სარჩელის საწინააღმდეგო შესაგებელს ამყარებენ.

 

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დადგენილი იქნა ის ფაქტი, რომ სადავო ცხენი ამჟამად იმყოფება მოპასუხე - ნ----– ხ-----------. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს შორის დავა არ წარმოშობილა. მოსარჩელის მიერ დამტკიცებულ იქნა ის გარემოებაც, რომ მისი კუთვნილი ცხენი ამჟამად იმყოფება - ნ----– ხ-----------. ამის საპირისპიროდ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ ნამდვილად ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღმოჩნდა მათ მფლობელობაში ზ---- გ------–---–-ს კუთვნილი ცხენი.

 

მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმის - ქ---- ხ--------ს ჩვენებით ვერ იქნა დადასტურებული სადავო ცხენის გადაცემის ფაქტი. პროცესზე მოწმემ მიუთითა, რომ მამისაგან შეიტყო ზ---- გ------–---–-ს მიერ მისთვის ცხენის ჩუქების თაობაზე, ხოლო შემდეგ მოგვიანებით ზ----მ განუცხადა, რომ ცხენი მისი იყო. აღნიშნულის მიუხედავად მოწმის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოხდა ცხენის გადაცემა. ასევე, ე-––--- ხ--------ს ჩვენებით ვერ იქნა დადასტურებული ზ---- გ------–---–-ს მხრიდან მოპასუხე ნ----- ხ--------ს შვილისათვის ცხენის ჩუქების ფაქტი. მოწმემ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ შეესწრო მოსარჩელისა და ნ----- ხ--------ს საუბარს, სადაც მოსარჩელე პირდებოდა ნ----- ხ-------- მისი შვილისათვის ცხენის ჩუქებას. ამასთან, როგორც თავად მოწმემ განმარტა, იგი არ დასწრებია უშუალოდ ცხენის ჩუქებას (გადაცემას) და მისთვის უცნობია აღნიშნული საუბრის შემდეგ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

 

ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს, რომ ჩუქების ხელშეკრულებასა და ჩუქების დაპირებას შორის არსებობს განსხვავება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მულხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული. განსახილველ შემთხვევაში კი აღნიშნულის დამადასტურებელი ხელშეკრულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.გარდა ზემოაღნიშნულისა

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ გარდაბნის რაიონული სამმართველოდან გამოგზავნილი მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების უერთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონა თხოვების ხელშეკრულებას.

 

ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სადავო ცხენის ფასზეც. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ სადავო ცხენის ღირებულებაა 2000 (ორი ათასი) ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტიკებულებები მოპასუხე მხარეებს არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მათი მტკიცება ცხენის მითითებული ფასის არადამაჯერებლობის თაობაზე.

 

სასამართლო არ ეთანხმება მოპასუხე - ნ----- ხ--------ს პიზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა ხანდაზმულობა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებისა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული მოდავე მხარეებს შორის ჩუქების ხელშეკრულების დადების ფაქტი. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მსჯელობა ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე და მოსარჩელის მოთხოვნის ვადა შესაბამისობაშია ზემოთმითითებულ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ემუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არაღემატება 2000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ზ---- გ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი- 50 (ორმოცდაათი) ლარისოდენობით.

 

8. უზრუნველყოფისღონისძიებასთანდაკავშირებულისაკითხები

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისმე-8,53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ზ---- გ------–---–-ს სარჩელიდაკმაყოფილდეს.

 

2.მოპასუხეების - ნ----- ხ--------სა და ნ----– ხ--------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის კუთვნილი ცხენი (შეფასებლი 2000 ლარად, იხ. ფოტოსურათი, ს/ფ 21) და დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ზ---- გ------–---–-.

 

3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე - ზ---- გ------–---–-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი