განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100117002193452
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/261-17 2 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031061117001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია, ლელა მარიამიძე
ბრალდებული: ჯ------–--- ხ---------
მამის სახელი: ამირხან
დაბადებული: 1----–-–------------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: მარნეული სოფელი თაზაკენდი
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მარნეული, ლაღიძის ქუჩა N29
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ჯ------–--- ხ--------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 სექტემბერს დაახლოებით 04:20 საათზე ქ. მარნეულის 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,777’’-ში ჯ------–--- ხ--------მა მუშტით და ფეხებით ფიზიკური დაზიანება სახის არეში მიაყენა მ--- გ---–--–---–ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
1.2. ჯ------–--- ხ--------მა ჩიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 10 ივლისს მარნეულის რაიონული სასამართლოს განაჩენით ჯ------–--- ხ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2011 წლის 07 ოქტომბერს ჯ------–--- ხ--------- კვლავ იქნა გასამართლებული და ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. იყი რა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ჯ------–--- ხ--------- ატარებდა ცივ იარაღს. კერძოდ, 2017 წლის 27 ოქტომბერს ის დაკავებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. მისი პირადი შემოწმებისას მას თან აღმოაჩნდა ცივი იარაღი დანა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2017 წლის 22 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005504517 სამედიცინო დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით, მ--- გ---–--–---–ს 17.09.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 17.09.2017 წელს დაუდგინდა: ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები სახეზე და ტანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცხვირის ძვლის მოტეხილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაჭდევები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანებების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით 2017 წლის 17 სექტემბრის კაფე ბარ ,,777“-ის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ მ--- გ---–--–---–ის ჩვენებით, მოემეების თეონა გამყრელიძის, ქრისტინე ბურტოიანის, ბელა კაპანაძის, 2017 წლის 27 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 28 სექტემბრის ფოთოსურათით ამოცნობნის ოქმებით, თავად ჯ------–--- ხ---------ს აღიარებით დადასტურებულია, რომ მ--- გ---–--–---–ს დაზიანებები მიაყენა ჯ------–--- ხ--------მა.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლთან მიმართებით არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ჯ------–--- ხ---------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ჯ------–--- ხ---------ს სისხლის სამართლის საქმეში (სსკ-ის 120-ე მუხლთან დაკავშრებით) არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
4.2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჯ------–--- ხ---------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5.1. ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ივლისის განაჩენით ჯ------–--- ხ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა ჯ------–--- ხ--------ს დაეწყო დაკავების დღიდან 2002 წლის 21 ნოემბრიდან.
ჯ------–--- ხატინვი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 19 ნოემბერს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ჯ------–--- ხ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“. ,,ბ“ ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძელზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2(ორი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით ჯ------–--- ხ--------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით. ჯ------–--- ხ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 10 ივნისიდან.
2013 წლის 12 მარტის განჩინებით ჯ------–--- ხ--------ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეუმცირდა სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ჯ------–--- ხ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. საბოლოოდ კი განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის 3(სამი) თვისა და 9(ცხრა) დღის ვადით.
ჯ------–--- ხ--------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 10 მარტს.
2017 წლის 27 ოქტომბრის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად ქ. მარნეულში 26 მაისი ქუჩაზე საუნა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასმავ მდგომარეობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა ჯ------–--- ხ---------, რომელსაც პირადი გასინჯვისას შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა დანა, შავი ფერის წარწერით ,,LIAN KE”.
2017 წლის 30 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად 2017 წლის 27 ოქტომბერს ჯ------–--- ხ--------- ქ. მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე კაფე-ბარ ,,საუნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში ყვიროდა და იგინებოდა უმისამართოდ, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
2017 წლის 30 ნოემბრის კრიმინალისტიკური N1776/ცი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ჯ------–--- ამირხანის ძე ხ---------ს პირადი გასინჯვისას ჩამორთმეული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
მოწმე დ----- ბ------ძემ დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურშიდ----- გ----თან და გიორგ დ--------ანთან ერთად. შემოვლისას საუნა ბარიდან მათ შემოესმათ ხმაური, სიტუაციის გარკვევის მიზნით მივიდნენ საუნა ბართან, ბარის გვერდითა მხარეს, ნახეს ჯ------–--- ხ---------, რომელიც იმყოფებოდა რამოდენიმე პიროვნებასთან ერთად. მათ შეკრებილ პირებს მოუწოიდეს დაწყნარებისაკენ, რაზეც ჯ------–--- ხ--------- გახდა უფრო აგრესიული. მოწმემე განმარტა, რომ მათ გამოიძახეს თარჯიმანი და ჯ------–--- ხ--------ს ჩაუტარეს პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დანა. მოხდა ჯ------–--- ხ---------ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. გადამოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ იგი ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად მასალები შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად იქნა გადაგზავნილი. მოწმის განმარტებით ჯ------–--- ხ--------ს დაკავებისას ეცვა სპორტული შარვალი, სავარაუდოდ ნაცრისფერი.
დაკითხვისას დ----- გ----მა განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 ოქტომბერს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა დ----- ბ------ძესთნ და გ------- დ--------ანთან ერთად. მან განმარტა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საუნა ბართან შენიშნეს 5-6 პიროვნება, რომლებიც ხმაურობდნენ. მივიდნენ ადგილზე სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც ჯ------–--- ხ--------- გახდა უფრო აგრესიული. მან დაადასტურა, რომ ჯ------–--- ხ--------ს პირადი გასინჯვა ჩაუტარა დ----- ბ------ძემ, რაზეც შედგე შესაბამისი ოქმი. დ----- გ----მა განმარტა, რომ ჯ------–--- ხ---------ს გასინჯვისას იქ იყვნენ თუ არა მისი თანმხლები პირები არ ახსოვს.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ასევე გ------- დ--------ანი. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. დაადასტურა დ----- ბ------ძის და დ----- გ----ის მიერ მითითებული გარემოებები და განაცხადა, რომ მათი საუნა ბართან მისვლისას ჯ------–--- ხ---------ს გარდა სხვა პიროვნებებს პრეტენზია არ ჰქნიათ, განხორციელდა დ----- ბ------ძის მიერ ჯ------–--- ხ---------ს პირადი გასინჯვა და ამოღებულ იქნა დანა. გ------- დ--------ანმაც დაადატურა, რომ ჯ------–--- ხ---------ს თანმხლები პირებიდან ზოგიერთი წავიდა, ზოგი კი მოშორებით იდგნენ. ასევე განაცხადა, რომ როგორც ახსოვს ჯ------–--- ხ--------ს ეცვა სპორტული შარვალი ნაცრისფერი და ზევით შავი ჟაკეტი.
დაკითხვისას ე-- ბ--–---იკიძემ განმარტა, რომ მას 2017 წლის 6 ნოემბერს დაეწერა დ----- ბ------ძის პატაკი საიდანაც ირკვეოდა, რომ ჯ------–--- ხ---------ს ადმინისტრაციული წესით გასინჯვისას ამოღებულ იქნა დანა, ასევე გადამოწმებისას გაირკვა, რომ ჯ------–--- ხ--------- ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულთან დაკავშრებით დაწყებულ იქნა გამოძიება, ასევე გამომძებელა განმარტა, რომ ჯ------–--- ხ---------ს მიმართ მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, რის გამოც აღნიშნული საქმეები გაერთიანდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა დ----- კობაიძემ განმარტა, რომ მან მომართვის საფუძველზე ჩაატრა ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჯ------–--- ხ---------ს პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა დამზადებული იყო ქარხნული წესით. იყო მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნებოდა ცილ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლოში დაკითხვისას ჯ------–--- ხ--------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა საუნა ბარში მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად. მათგან ერთ-ერთი გახდა ცუდად, გაიყვანეს გარეთ და ასულიერებდნენ. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მათ დაიწყეს ცემა-ტყეპა, ბიჭები კედელთან დააყენეს, ხოლო მას ჩაუდეს დანა ჯიბეში. ბრალდებულის განმარტებით მას დანა ჩაუდო დ----- გ----მა და უთხრა, ნუ ეშინოდა, რადგან დიდი სასჯელს აღნიშნული არ ითვალისწინებდა. ჯ------–--- ხ--------მა ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას მურთაზ ნოვრუზალიევმა, ორხან ნოვრუზალიევმა, ზაურ მურთუზოვმა განმარტეს, რომ მას დანა ჩაუდეს. ჯ------–--- ხ--------მა ასევე განმარტა, რომ დაკავებისას იყო ნასვამი.
6. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მტკიცებულებები, რომლების საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ მათი უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო შემდეგ მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ რას გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ამას განმარტავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი, რომელიც უთითებს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ასევე საყურადღებოა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა მოწმეების დ----- ბ------ძის, დ----- გ----ის, გ------- დ--------ანის ჩვენებები, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია, მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობა. ასევე საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მიკერძოებას, საქმით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენების მიცემას. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმის დასადასტურებლად, რომ ჯ------–--- ხ--------- ნამდვილად ატარებდა ცივ იარაღს დანას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით მოიპოვონ და წარუდგინონ სასამართლოს მტკიცებულებანი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს წაუდგინა საკმარისი მტკიცებულებანი ბრალდების დასადასტურებლად, რაც შეეხება დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუპირისპირდებოდა, სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობაში წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა.
7. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირისა მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ნასამართლობა ქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირისათვის სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 27 ოქტომბერს ჯ------–--- ხ--------- იყო ნასამართლევი როგორც მძიმე ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ჯ------–--- ხ--------- ატარებდა ცივ იარაღს - დანას. შესაბამისად იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
8.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ჯ------–--- ხ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
8.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა დამნაშავის პიროვნებას. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჯ------–--- ხ--------ს უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 8(რვა) თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც შეეხება საბოლოოდ დასანიშნ სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მას სასჯელი უნდა შეეფარდოს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის დაცვით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
9. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
9.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება ხდენა მისი საპროცესო კონფისკაცია. სისხლის სამართლის საქმეს ერთვის ჯ------–--- ხ---------ს პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა, რაც უნდა განადგურდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ------–--- ხ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 8(რვა) თვის ვადით.
ჯ------–--- ხ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1(ერთი) წლის და 8(რვა) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ჯ------–--- ხ--------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 8(რვა) თვის ვადით.
ჯ------–--- ხ--------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 14 ნოემბრიდან.
ჯ------–--- ხ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ჯ------–--- ხ---------ს ადმინისტრაციული დაკავებისას ამოღებული დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე