გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2018
საქმის ნომერი
080210016001417692
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1292-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.03.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს ,,NO-------P’’

წარმომადგენელი - ვ--–------ე თე---------ე.

მოპასუხე - წყ--–--------------–----–--------------ა.

წარმომადგენელი - ი------–ა დ---–-------ე. მ-----მ სა----–--ე.

დავის საგანი - ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების გაუქმების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 ივნისის N31656 ბრძანების გაუქმება.

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - მ-----მ სა----–--ე. ი------–ა დ---–-------ე.

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,NO-------P’’

წარმომადგენელი - ვ--–------ე თე---------ე.

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,NO-------P’’-ს შორის არსებული 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების გაუქმება.

 

1.2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაზე, შპს ,,NO-------P’’-ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების: სახელმწიფო ბაჟი - 1404 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის, სულ 3404 ლარის გადასახდელად დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის, პატრიკეთისა და ფარცხანააყნევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 11 აპრილს გამოცხადებულ SPA60011368 ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ტენდერის შედეგად გამარჯვებულ პრედენდენტთან - შპს ,,NO-------P’’-თან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა საერთო ჯამში 1226 კუბური მეტრი 0.4 ფრაქციით ღორღი სოფ. ფარცხანაყანევში შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში. პროდუქციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 45 დღის განმავლობაში, მხოლოდ 2016 წლის 31 მაისს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე მოხდა მიმწოდებლისათვის დაკვეთის მიცემა, ისიც აბსოლუტურად გაურკვეველი მოცემულობით, კერძოდ არ იყო დაკონკრეტებული მიწოდების გრაფიკი და კონკრეტული ადგილმდებარეობა, არც მიწოდების დრო, ასევე საკონტაქტო პირი. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 20 მაისს მიმწოდებელს დაუკავშირდა ერთერთი სოფლის გამგებელი და მოსთხოვა 230 კუბური მეტრი ბეტონის მიწოდება, რაც შემდგომში თავადვე უარყო, გამომდინარე იქედან, რომ ამინდების გაუარესების გამო ვერ მოახერხებდა იმ მომენტში ბეტონის მიღებას. დამკვეთის მოთხოვნის ჩაბარებისთანავე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს წარედგინა მიმწოდებლის პასუხი, სადაც დასმული იყო საკითხი ხელშეკრულების ვადის გადაწევის შესახებ, რათა მიმწოდებელს მისცემოდა საშუალება შეესრულებინა იმ მოცულობების ვალდებულებები, რაც ნაკისრი ჰქონდა ხელშეკრულებით. ნაცვლად ამისა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შედგენილი იქნა აქტი, თითქოსდა მიმწოდებელი უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულებაზე, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს იმავე დღეს წარმოდგენილი წერილი. ასევე, 2016 წლის 2 ივნისს იმავე სამსახურის ე.წ. ,,თანამშრომელთა ჯგუფს’’ შედგენილი აქვს სხდომის ოქმი, სადაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელშეკრულების შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა 3 დღე ჯერ კიდევ არ იყო გასული. ამ ოქმის და 2016 წლის 3 ივნისის შიდა მონიტორინგის სამსახურის უფროსის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის 3 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება და ასევე მიმწოდებლის მიმართ ამოქმედებული იქნა ხელშეკრულების 9.2 და 9.3 მუხლები, რის საფუძველზეც წყალტუბოს მუნიციპალიტეტს სურს მიიღოს ჯამში 46 775,2 ლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P’’-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31 656 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის 74 ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.5. პუნქტის, მე-9 მუხლის 9.2. და 9.3. პუნქტების, მე-10 მუხლის 10.3. პუნქტის საფუძველზე. უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მიერ მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 122-ე, 123-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე შემდეგ გარემოებათა გამო: განსახილველ შემთხვევაში, უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა. ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობის დარღვევას, მიმწოდებლის მიერ ბეტონის მოწოდების შემდეგ უნდა მომხდარიყო სოფლების მოსახლეობისათვის გზის დაგება და აღნიშნული სიკეთით, რითაც უნდა ესარგებლა სოფლის მოსახლეობას, ვერ ისარგებლა. - განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ვადის გამოთვლისას არანაირი ვადა დარღვეული არ არის. ვინაიდან პირველი მოთხოვნა გამგებლის წარმომადგენლების მიერ ბეტონის მოწოდების თაობაზე განხორციელდა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 20 მაისს. ხოლო მეორე წერილობითი მოთხოვნა ბეტონზე მიწოდებაზე 27 მაისს, რაც მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მხარეს არ ჩაბარდა. რომელი მოთხოვნაც მხარემ ჩაიბარა 31 მაისს გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, რაზედაც იმავე დღეს წერილობით წარმოადგინა მოთხოვნა ვალდებულებების შესრულებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც პირდაპირ, აშკარად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიუთითებდა იმაზე, რომ მიმწოდებლის მიერ 31-დან სამი დღის ვადაშიც ვერ განხორციელდებოდა ბეტონის მიწოდება. საერთოდ აბსურდულია მოსარჩელის მიერ თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად 359-ე და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება. ვინაიდან, აღნიშნული სამართლებრივი ნორმები მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობის გამო რაიმე საპატიო საფუძვლებს არ ითვალისწინებს. - აბსურდულია, ასევე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად 366-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად ბეტონის მიწოდების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით. ბეტონის მიწოდების ვადაში ხელშეკრულებით დადგენილი ვადა რომ ბეტონი მოწოდებული უნდა ყოფილიყო შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა, დარღვეული იქნა 2-ჯერ, რის შედეგად მოხდა გამგეობის მიერ ხელშეკრულების 10.3. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 484-ე მუხლს, სწორედ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოვალე ვერ ასრულებდა თავის მოვალეობების მნიშვნელოვან ნაწილს და ვინაიდან უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით, გამგეობამ მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. გამგეობის მიერ წერილობით ეცნობა მიმწოდებელს მის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გატარების შესახებ.

 

2.2. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით)

 

2.2.1. შპს ,,NO-------P“-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150888 ლარი) 0,5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 (ათას ხუთას რვა ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარს, ხოლო შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150888 ლარი) 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 45 266 40 (ორმოცდახუთი ათას ორას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს. სულ ჯამში ,,NO-------P’’-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს 46 775,2 (ორმოცდაექვსი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2.2.2. შპს ,,NO-------P“ დაეკისროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების გადახდა კანონით დადგენილი წესით.

 

2.3. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელით).

2.3.1. მოპასუხე შპს ,,NO-------P“ -მა წარმოდგენილი შესაგებელით, შეგებებული სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შპს ,,NO-------P“-ის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, შესაბამისად უკანონოა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებულია სასამართლოში. უკანონოა, უსაფუძვლო და ცინიკურიც მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სარჩელი არ უნა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად საპროცესო ხარჯები არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეების მიერ სადავოა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 25 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №74, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 150.888.00 ლარი. ხელშეკრულების შესრულების საერთო ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულებით საერთო ღირებულების 30%-ს; იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ს; იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.

 

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ტ.1.ს.ფ.14-16);

 

3.2.2. 2016 წლის 27 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა შპს ,,NO-------P“-ს გაუგზავნა მიმართვა, რომლის მიხედვით - შპს ,,NO-------P“-ს უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (მზა ბეტონის) მიწოდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში, სოფელ გეგუთში და სოფელ ფარცხანაყანევში, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით. წერილის მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, შპს ,,NO-------P“-ის მიმართ გატარდებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.

მტკიცებულება:

- მიმართვა (ტ.1.ს.ფ.18).

 

3.2.3. 2016 წლის 31 მაისს შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა მ. ქურასბედიანმა წერილით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს სადაც აღნიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,NO-------P“-ს (ს/კ 404962527) შორის, 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება №74, სახელმწიფო შესყიდვაზე, რაც ითვალისწინებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 300 მარკიანი მზა ბეტონის მიწოდებას. კერძოდ-სოფ: პატრიკეთი 251 კუბ/მეტრი, გეგუთი 500 კუბ/მეტრი, ფარცხანაყანევი 475 კუბ/მეტრი და 140 კუბ/მეტრი 0,40-იანი ფრაქცია ღორღი. აღნიშნული ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, მიაწოდოს შემსყიდველს ზემოთ ჩამოთვლილი სამშენებლო მასალები, ასევე 7.5 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. შემსყიდველისგან პირველი მოთხოვნა განხორციელდა (230 კუბ/მეტრი) 2016 წლის 20 მაისს, თითქმის ერთი თვის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შეეცადა დაუყოვნებლივ დაეწყო ბეტონის მიწოდება, პერიოდულმა ნალექიანმა (წვიმა) ამინდებმა, ორგანიზაციას ხელი შეუშალა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად ძალიან მცირე დრო რჩება და ეს გარემოება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა ითხოვა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდეს 30 (ოცდაათი) დღით, რაც ორგანიზაციას მისცემს საშუალებას, გარდა იმისა, რომ არ დაეკისროს საჯარიმო სანქციები, ასევე ჯეროვნად და ხარისხიანად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

მტკიცებულება:

- მიმართვა (ტ.1.იხ.ს.ფ.20).

 

3.2.4. 2016 წლის 27 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №31/2208 წერილი 2016 წლის 25 აპრილს დადებული №74 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით გაეგზავნა შპს ,,NO-------P“-ის დირექტორს მირიან ქურასბედიანს, ხელშეკრულებით მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, გოთუას ქ.№16. აღნიშნულ მისამართზე წერილი არ იქნა ჩაბარებული შპს ,,NO-------P’’-ის ადმინისტრაციის არარსებობის მიზეზით (არასწორი მისამართი) და 30 მაისს დაბრუნდა წერილი. 2016 წლის 31 მაისს აღნიშნული წერილი პირადად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებისთანავე ჩაბარებულ იქნა შპს ,,NO-------P“-ის დირექტორის მირიან ქურასბედიანის მიერ, რომელმაც გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა მატარაძის, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსის კახაბერ ფანცხავას და მთავარი სპეციალისტის იონა ჯოჯუას თანდასწრებით განაცხადა, რომ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ეკონომიური პრობლემების გამო.

მტკიცებულება:- მიმართვა (ტ.1.იხ.ს.ფ.21).

 

3.2.5. 2016 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის №51 სხდომის ოქმის მიხედვით, განხილული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და ,,NO-------P“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №74 ხელშეკრულებების პირობები. მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინეს: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება მიმწოდებლის შპს ,,NO-------P’’-ის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო და მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

მტკიცებულება:

- მიმართვა (ტ.1.იხ.ს.ფ.22-23).

 

3.2.6. 2016 წლის 03 ივნისის, შპს ,,NO-------P“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №74 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასკვნის მიხედვით - 1. მიზანშეწონილია, შეწყდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,NO-------P“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №74 ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით. 2. №74 ხელშეკრულების 7.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის ორგზის დარღვევის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში ,,მიმწოდებელს’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 745.44+554.44=1508.89 ლარს. 3. №74 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შპს ,,NO-------P“-ის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 150 888 30%=45266.40 ლარს. თანხობრივად შეადგენს 150 888 30% = 45266.40 ლარს.

მტკიცებულება:

- დასკვნა (ტ.1.იხ.ს.ფ.24-25).

 

3.2.7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანების მიხედვით 1. შეწყდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება. 2. შპს ,,NO-------P“-ს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების 2 შეუსრულებელ შემთხვევაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150.888 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 ლარს, ხოლო შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 150888 ლარი) 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 45 266 40 ლარს. სულ ჯამში შპს ,,NO-------P“-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 46 775,2 ლარის გადახდა. 3. პირგასამტეხლო თანხის 10 სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღება უნდა მოხდეს სარჩელის წარდგენის გზით. 4.ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

მტკიცებულება:

- ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.26-27).

 

3.2.8. 2016 წლის 03 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს მიმართვა გაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ძნელაძემ, რომლის მიხედვით - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის, პატრიკეთისა და ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 11 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებულ პრედენდენტთან - შპს ,,NO-------P“-თან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება შეწყვეტილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე, მიმწოდებელს აგრეთვე დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებელი საჯარიმო სანქცია/პირგასამტეხლო.

მტკიცებულება:

- მიმართვა (ტ.1.იხ.ს.ფ.28-29).

 

3.2.9. 2016 წლის 13 ივლისს შედგა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის, პატრიკეთისა და ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შპს ,,MჟM’’-ს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №31 204 ბრძანებით შექმნილმა ჯგუფმა მოახდინა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,MჟM’’-ს შორის 2016 წლის 15 ივნისის №120 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის, პატრიკეთისა და ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარება, საერთო ღირებულებით 27.810 ლარი, ხოლო 2016 წლის 18 აგვისტოს აქტით კი იმავე მხარეებს შორის მოხდა მეორე ეტაპის მიღება-ჩაბარება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 110.658.00 ლარი.

მტკიცებულება: - აქტები(იხ.ს.ფ.)

 

3.2.10. შეგებებულ სარჩელზე მოწმედ დაკითხულმა მამუკა მატარაძემ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილების უფროსად.

შპს ,,NO-------P“-თან დაიდო ხელშეკრულება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მზა ბეტონის მიწოდებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის, პატრიკეთისა და ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 45 დღე.

მოწმის განმარტებით, მოთხოვნიდან სამ დღეში უნდა მომხდარიყო ბეტონის მიწოდება დამკვეთისათვის.

მოთხოვნა ბეტონის მიწოდებაზე 2016 წლის 31 მაისს უშუალოდ ჩაიბარა შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა და იმავე დღეს წარმოადგინა განცხადება ხელშეკრულების ერთი თვის ვადით გაგრძელებაზე.

ვინაიდან აშკარა იყო, რომ სამი დღის ვადაში არ მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბეტონის მიწოდება, 2016 წლის 3 ივნისს შეწყვიტეს ხელშეკრულება შპს ,,NO-------P“-თან.

მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან არ მოხდა ხელშეკრულებაში მითითებული თანხის გახარჯვა, ამით შპს ,,NO-------P“-მა ზიანი მიაყენა ბიუჯეტს.

 

3.2.11. შეგებებულ სარჩელზე მოწმედ დაკითხულმა კახაბერ ფანცხავამ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილედ.

მისთვის ცნობილია, რომ შპს ,,NO-------P“-თან დაიდო ხელშეკრულება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მზა ბეტონის მიწოდებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის, პატრიკეთისა და ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულებში 45 დღის ვადით.

მოწმის განმარტებით, მოთხოვნიდან სამ დღეში უნდა მომხდარიყო ბეტონის მიწოდება დამკვეთისათვის.

მოთხოვნა ბეტონის მიწოდებაზე 2016 წლის 31 მაისს უშუალოდ ჩაიბარა შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა და იმავე დღეს წარმოადგინა განცხადება ხელშეკრულების ერთი თვის ვადით გაგრძელებაზე.

ვინაიდან აშკარა იყო, რომ სამი დღის ვადაში არ მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბეტონის მიწოდება, 2016 წლის 3 ივნისს შეწყვიტეს ხელშეკრულება შპს ,,NO-------P“-თან.

 

3.2.12. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან ასევე მხარეთა ინიციატივით დაკითხული მოწმეები. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მოპასუხისადმი მიბარების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანია, მის მიერ მოძრავი ნივთის (სადავო კარადა) მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების კანონიერების შემოწმება. ასევე შპს ,,NO-------P“-ის მიერ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის ფაქტის დადგენა. შეგებებული სარჩელით, სწორედ შპს ,,NO-------P“-ის მიერ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის გამო იქნა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 45. 266. 40 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოდავე მხარეების არგუმენტებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე (შპს ,,NO-------P“) აცხადებს, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება და ასევე უსაფუძვლოდ ითხოვს პირგასამტეხლოს და ზიანს. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) განმარტებით, სწორედ მოპასუხე შპს ,,NO-------P“-მა თვითნებურად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 636-ე, 642-ე, 352-ე, 405-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

6.3. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. კერძოდ, მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ვადამდე შეუწყვიტა ხელშეკრულება და უსაფუძვლოდ ითხოვს ჯარიმის და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. შეგებებული სარჩელით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის განმარტებით, შპს ,,NOVA GღOUP“-მა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თვითნებურად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დამკვეთისთვის ამ შესრულების მიღების დადასტურების პირობებში, ნაკლიანი შესრულების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს (ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორს) ეკისრება, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა. კერძოდ, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

6.5. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №74, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 150.888.00 ლარი. ხელშეკრულების შესრულების საერთო ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულებით საერთო ღირებულების 30%-ს; იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ს; იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან. (ტ.1.ს.ფ.14-16);

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

 

იმავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების განსაკუთრებულ წესზე. კერძოდ, საქონლის მიწოდების ვადასა და წესზე. ,,მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი მიაწოდოს შემსყიდველს მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მესამე დღისა“ (2016 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების 7.5. პუნქტი).

 

6...დადგენილია, რომ 2016 წლის 27 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა შპს ,,NO-------P“-ს გაუგზავნა მიმართვა, რომლის მიხედვით - შპს ,,NO-------P“-ს უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (მზა ბეტონის) მიწოდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში, სოფელ გეგუთში და სოფელ ფარცხანაყანევში, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით. წერილის მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, შპს ,,NO-------P“-ის მიმართ გატარდებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები (ტ.1.ს.ფ.18).

 

6.7.დადგენილია, რომ აღნიშნული წერილი შპს ,,NO-------P“-ის უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია და მოთხოვნა პროდუქციის მიწოდებაზე 2016 წლის 31 მაისს პირადად ჩაიბარა შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა მ. ქურასბედიანმა, რომელმაც იმავე დღეს წერილით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს და აღნიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,NO-------P“-ს (ს/კ 404962527) შორის, 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება №74, სახელმწიფო შესყიდვაზე, რაც ითვალისწინებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 300 მარკიანი მზა ბეტონის მიწოდებას. კერძოდ-სოფ: პატრიკეთი 251 კუბ/მეტრი, გეგუთი 500 კუბ/მეტრი, ფარცხანაყანევი 475 კუბ/მეტრი და 140 კუბ/მეტრი 0,40-იანი ფრაქცია ღორღი. აღნიშნული ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, მიაწოდოს შემსყიდველს ზემოთ ჩამოთვლილი სამშენებლო მასალები, ასევე 7.5 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.

შემსყიდველისგან პირველი მოთხოვნა განხორციელდა (230 კუბ/მეტრი) 2016 წლის 20 მაისს, თითქმის ერთი თვის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შეეცადა დაუყოვნებლივ დაეწყო ბეტონის მიწოდება, პერიოდულმა ნალექიანმა (წვიმა) ამინდებმა, ორგანიზაციას ხელი შეუშალა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად ძალიან მცირე დრო რჩება და ეს გარემოება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა ითხოვა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდეს 30 (ოცდაათი) დღით, რაც ორგანიზაციას მისცემს საშუალებას, გარდა იმისა, რომ არ დაეკისროს საჯარიმო სანქციები, ასევე ჯეროვნად და ხარისხიანად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. (ტ.1.იხ.ს.ფ.20).

 

6.8. სასამართლო სრულად იზიარებს შეგებებული სარჩელის პოზიციას მოპასუხე შპს ,,NO-------P“-ზე, 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების 9.2. პუნქტის საფუძველზე ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში ჯარიმის 0.5 % დაკისრების თაობაზე, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისის წერილით, შპს ,,NO-------P“-ის დირექტორის მ. ქურასბედიანის მიერ აღიარებულ იქნა, რომ ვერ შეძლებდა 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულებას. იმავე წერილით მ. ქურასბედიანმა აღიარა, რომ შემსყიდველმა პირველი მოთხოვნა განხორციელდა (230 კუბ/მეტრი) 2016 წლის 20 მაისს და აღნიშნული შეკვეთა ვერ შესრულდა მისი კომპანიის მიერ. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელე (იგივე მოპასუხე) შპს ,,NO-------P“-ის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ 2016 წლის 20 მაისის მოთხოვნის (230 კუბ/მეტრი ბეტონის მიწოდება) შეუსრულებლობა გამოწვეული იყო რთული მეტოროლოგიური პირობებით, რადგან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით -საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად ამ ნაწილში მხოლოდ ახსნა -განმარტება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მართალია ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულების სახეს, მაგრამ ახსნა-განმარტება შეიძლება ასევე უარყოს მოწინაღმდეგე მხარემ. ამდენად ახსნა-განმარტება თუ გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებით, იგი ცალკეულ შემთხვევაში არალერევანტული მტკიცებულებაა.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა მატარაძის, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსის კახაბერ ფანცხავას და მთავარი სპეციალისტის იონა ჯოჯუას თანდასწრებით, შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა მ. ქურასბედიანმა განაცხადა, რომ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ეკონომიური პრობლემების გამო და ითხოვა ვადის გაგრძელება ერთი თვით. (ტ.1.იხ.ს.ფ.21).

 

6.9.საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიჩნია, რომ შპს ,,NO-------P“-ის სარჩელი, ჯარიმის 1508,88 ლარის დაკისრების ნაწილში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების გაუქმების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი გახდა 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება, რომლის პირობა არ შესრულდა შპს ,,NO-------P“-ის მიერ, რაც იმავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის საფუძველზე, ჯარიმის 1508,88 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

6.10. სასამართლოს მიჩნია, რომ შპს ,,NO-------P“-ის სარჩელი საფუძვლიანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,NO-------P“-ს შორის, 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების გაუქმების იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,NO-------P“-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 45.266.40 ლარის გადახდა.

 

6.11. აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისას, სასამართლოს კვლევის საგანია, 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტის დადგენა. სწორედ შპს ,,NO-------P“-ის მიერ ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტა დაედო ერთ-ერთ საფუძვლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანებას.

კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანების მიხედვით, 1. შეწყდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება. 2. შპს ,,NOVA GღOUP’’-ს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების 2 (ორ) შეუსრულებელ შემთხვევაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150.888 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 ლარს, ხოლო შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 150.888 ლარი) 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 45. 266. 40 ლარს. სულ ჯამში შპს ,,NO-------P“-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 46, 775,2 ლარის გადახდა. 3. პირგასამტეხლო თანხის 10 სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღება უნდა მოხდეს სარჩელის წარდგენის გზით (ტ.1.იხ.ს.ფ.26-27).

 

6.12. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულების მე-9 მუხლს (ხელშეკრულება დავის საგანს არ წარმოადგენს და სასამართლო დაწვრილებით არ შეეხება მითითებული მუხლის კონსტრუქციას) და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. იმავე მუხლის 9.3. პუნქტით, ,,შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ს“.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,NO-------P“-ს 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულება თვითნებურად არ შეუწყვეტია, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 27 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №31/2208 წერილი, 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით გაეგზავნა შპს ,,NOVA GღOUP’’-ის დირექტორს მირიან ქურასბედიანს მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, გოთუას ქ.№16. აღნიშნულ მისამართზე წერილი არ იქნა ჩაბარებული შპს ,,NO-------P“-ის ადმინისტრაციის არარსებობის მიზეზით (არასწორი მისამართი) და 30 მაისს დაბრუნდა წერილი (ტ.1.იხ.ს.ფ.21).

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის №51 სხდომის ოქმის მიხედვით, განხილული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და ,,NO-------P“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №74 ხელშეკრულებების პირობები. მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინეს: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება შეწყდეს მიმწოდებლის, შპს ,,NO-------P“-ის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო და მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. (ტ.1.იხ.ს.ფ.22-23).

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ივნისის, შპს ,,NO-------P“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №74 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასკვნის მიხედვით - 1. მიზანშეწონილად მიიჩნიეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,NO-------P“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №74 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს ,,NO-------P“-ის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 45.266.40 ლარს. (ტ.1.იხ.ს.ფ.24-25).

აღნიშნული დასკვნის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანების მიხედვით, შეწყდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება არ შეწყვეტილა შპს ,,NO-------P“-ის ინიციატივით, თვითნებურად. პირიქით, დადგენილია, რომ შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა მ. ქურასბედიანმა 2016 წლის 31 მაისის წერილით ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ერთი თვით და მას უარი არ განუცხადებია ხელშეკრულების შესრულებაზე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰქონდა პატივსადები ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის რადგან, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი.

აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

-სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებაზე უარი, ყოველგვარი ვადის დაწესების გარეშე, მაინც მართლზომიერია, ვინაიდან აშკარაა, რომ ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვებოდა.

წინამდებარე შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,NO-------P“-ი ვერ ახდენდა ვალდებულების შესრულებას, ცხადია დამატებითი ვადის მიცემა ასევე უშედეგო იქნებოდა, რადგან ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისით, ხოლო 2016 წლის 31 მაისს შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა ითხოვა ხელშეკრულების ერთი თვის ვადით გახანგრძლივება.

სწორედ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოიცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანება, რომლის მიხედვით, შეწყდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება და შეგებებული სარჩელის პოზიცია, ხსენებული ხელშეკრულების შპს ,,NO-------P“-ის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

აქვე სასამართლო მოკლედ განმარტავს პირგასამტეხლოს შესახებ, კერძოდ, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ,,ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ შპს ,,NO-------P“-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დააკისრა 1508.88 ლარის ჯარიმის სახით გადახდა, რაც შინაარსით პირგასამტეხლოს წარმოადგენს. საყურადღებოა, რომ 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანებით, 45.266.40 ლარის მოპასუხე შპს ,,NO-------P“-ზე დაკისრება ასევე მოთხოვნილია პირგასამტეხლოს სახით, რაც კანონშეუსაბამო მოთხოვნაა და სხვა შემთხვევაში გარიგებების დადებისას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული.

 

შესაბამისად საფუძვლიანია შპს ,,NO-------P“-ის სარჩელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც შპს ,,NO-------P“-ს, 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 45.266.40 ლარს.

ამასთან საყურადღებოა, რომ იმავე ბრძანებით შპს ,,NO-------P“-ს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების 2 (ორ) შეუსრულებელ შემთხვევაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150.888 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 ლარს.

 

6.13.შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

6.14. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია, შპს ,,NO-------P“-ზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150888 ლარი) 0,5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 (ათას ხუთას რვა ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარს, ხოლო შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის, პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150888 ლარი) 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 45. 266.40 (ორმოცდახუთი ათას ორას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

6.15. მოპასუხე შპს ,,NO-------P“-მა წარმოდგენილი შესაგებელით შეგებებული სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შპს ,,NO-------P“-ის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, შესაბამისად უკანონოა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

6.16. სასამართლომ შეგებებულ სარჩელზე ფაქტობრივად იმსჯელა შპს ,,NO-------P“-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას და დამატებით აღნიშნავს შემდეგს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ

 

როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი დავის საგანია, მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მენარდის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ ჯარიმის -1508.88 ლარის და პირგასამტეხლოს -45.266.40 ლარის დაკისრების მართებულობა.

 

6.17. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულების მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. იმავე მუხლის 9.3. პუნქტით, ,,შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%“.

 

6.18. აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს კვლევის საგანია, 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტის დადგენა. სწორედ შპს,,NO-------P“-ის მიერ ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტა დაედო ერთ-ერთ საფუძვლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანებას.

 

როგორც აღინიშნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,NO-------P“-ს 2016 წლის 25 აპრილს №74 ხელშეკრულება თვითნებურად არ შეუწყვეტია, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 27 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №31/2208 წერილი, 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით გაეგზავნა შპს ,,NO-------P“-ის დირექტორს მირიან ქურასბედიანს მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, გოთუას ქ.№16. აღნიშნულ მისამართზე წერილი არ იქნა ჩაბარებული შპს ,,NO-------P“-ის ადმინისტრაციის არარსებობის მიზეზით (არასწორი მისამართი) და 30 მაისს დაბრუნდა წერილი გამგზავნთან (ტ.1.იხ.ს.ფ.21).

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის №51 სხდომის ოქმის მიხედვით, განხილული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და ,,NO-------P“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №74 ხელშეკრულებების პირობები. მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინეს: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება შეწყდეს მიმწოდებლის, შპს ,,NO-------P“-ის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო და მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. (ტ.1.იხ.ს.ფ.22-23).

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ივნისის, შპს ,,NO-------P“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №74 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასკვნის მიხედვით - 1. მიზანშეწონილად მიიჩნიეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს,,NO-------P“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №74 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს ,,NO-------P“-ის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 45.266.40 ლარს. (ტ.1.იხ.ს.ფ.24-25).

აღნიშნული დასკვნის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანების მიხედვით, შეწყდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება არ შეწყვეტილა შპს ,,NO-------P“-ის ინიციატივით, თვითნებურად. პირიქით, დადგენილია, რომ შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა მ. ქურასბედიანმა 2016 წლის 31 მაისის წერილით ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ერთი თვით და მას უარი არ განუცხადებია ხელშეკრულების შესრულებაზე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰქონდა პატივსადები ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის რადგან, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებაზე უარი, ყოველგვარი ვადის დაწესების გარეშე, მართლზომიერია, ვინაიდან აშკარაა, რომ ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვებოდა.

 

წინამდებარე შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,NO-------P“-ი ვერ ახდენდა ვალდებულების შესრულებას, ცხადია დამატებითი ვადის მიცემა ასევე უშედეგო იქნებოდა, რადგან ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისით, ხოლო 2016 წლის 31 მაისს შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა ითხოვა ხელშეკრულების ერთი თვის ვადით გახანგრძლივება.

 

სწორედ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოიცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №31656 ბრძანება, რომლის მიხედვით, შეწყდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,NO-------P“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება და შეგებებული სარჩელის პოზიცია ხსენებული ხელშეკრულების შპს ,,NO-------P“-ის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

შესაბამისად უსაფუძვლოა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი შპს ,,NO-------P“-ის მიმართ, 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის ოდენობით 45.266.40 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

6.19. სასამართლო სრულად იზიარებს შეგებებული სარჩელის პოზიციას მოპასუხე შპს ,,NO-------P“-ზე, 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების 9.2. პუნქტის საფუძველზე ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში ჯარიმის 0.5 % დაკისრების თაობაზე, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისის წერილით, შპს ,,NO-------P“-ის დირექტორის მ. ქურასბედიანის მიერ აღიარებულ იქნა, რომ ვერ შეძლებდა 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულებას. იმავე წერილით მ. ქურასბედიანმა აღიარა, რომ შემსყიდველმა პირველი მოთხოვნა განხორციელდა (230 კუბ/მეტრი) 2016 წლის 20 მაისს და აღნიშნული შეკვეთა ვერ შესრულდა მისი კომპანიის მიერ. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელე (იგივე მოპასუხე) შპს ,,NO-------P“-ის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ 2016 წლის 20 მაისის მოთხოვნის (230 კუბ/მეტრი ბეტონის მიწოდება) შეუსრულებლობა გამოწვეული იყო რთული მეტოროლოგიური პირობებით, რადგან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით -საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად ამ ნაწილში მხოლოდ ახსნა -განმარტება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მართალია ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულების სახეს, მაგრამ ახსნა-განმარტება შეიძლება ასევე უარყოს მოწინაღმდეგე მხარემ. ამდენად ახსნა-განმარტება გამყარებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებით.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა მატარაძის, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსის კახაბერ ფანცხავას და მთავარი სპეციალისტის იონა ჯოჯუას თანდასწრებით შპს ,,NO-------P“-ის დირექტორმა მ. ქურასბედიანმა განაცხადა, რომ 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ეკონომიური პრობლემების გამო და ითხოვა ვადის გაგრძელება ერთი თვით. (ტ.1.იხ.ს.ფ.21).

6.20. საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიჩნია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი შპს ,,NO-------P“-ის მიმართ ჯარიმის-1508,88 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი გახდა 2016 წლის 25 აპრილის №74 ხელშეკრულება, რომლის პირობა ორჯერ არ შესრულდა (2016 წლის 20 მაისის და 27 მაისის მოთხოვნა) შპს ,,NO-------P“-ის მიერ, რაც იმავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის საფუძველზე, ჯარიმის 1508,88 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

6.21.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.2. მოსარჩელე შპს ,,NO-------P“-მა სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 1404.00 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის 2000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანება გაუქმდა 45.266.40 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 1357.99 ლარი, შპს ,,NO-------P“-ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას. ასევე შპს ,,NO-------P“-ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,NO-------P“-ის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1810.65 ლარი.

შპს ,,NO-------P“-ის მიერ 1508,88 ლარზე გადახდილი სახ. ბაჟი 45.26 ლარი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სსს კოდექსის 1991 - მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ,,NO-------P“-ის სარჩელი.

 

2. გაუქმდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანება, შპს ,,NO-------P’’-ზე პირგასამტეხლოს სახით 45.266.40 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. შპს ,,NO-------P“ის სარჩელი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების, შპს ,,NO-------P“-ზე ჯარიმის სახით 1508.88 ლარის დაკისრების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

4. შპს ,,NO-------P“-ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 1357.99 ლარი, შპს ,,NO-------P“’’-ის სასარგებლოდ გადახდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას. ასევე შპს ,,NO-------P“-ის სასარგებლოდ გადახდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,,,NO-------P“’’-ის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1810.65 ლარი.

 

5. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი.

 

6. შპს ,,NO-------P’’-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისროს 1508.88 ლარის გადახდა.

 

7. შპს ,,NO-------P’’-ის მიერ 1508,88 ლარზე გადახდილი სახ. ბაჟი 45.26 ლარი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე