გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
340210117002020696
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210117002020696

საქმე #2/534-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.04.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - ქე---------–---–ი

მოპასუხეები - ლე---------–---–ი, ვა-–----------–--–-–---–ი, ლი-----------–---–ი, გი----------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ლე---------–---–ს, ვა-–----------–--–-–---–ს, ლი-----------–---–ს და გი----------–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7 002.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 750 ლარი, სარგებელი 1 449.17 ლარი, პირგასამტეხლო 1 706.25 ლარი, დაზღვევის საფასური 97.56 ლარი;

1.2. თავდები პირების ვა-–----------–--–-–---–ის, ლი-----------–---–ის და გი----------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 5 296.75 ლარით განისაზღვროს;

(იხ. სასამართლოს 25.04.2018 წლის სხდომის ოქმი 15:01:34-15:02:50 სთ)

1.3. მოპასუხეებს ლე---------–---–ს, ვა-–----------–--–-–---–ს, ლი-----------–---–ს და გი----------–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 210 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 22 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 200 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2015 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ლე---------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მოპასუხემ სესხად 3 750 ლარი 12 თვის ვადით მიიღო. სარგებლის ოდენობა თვეში 3.2% -ით განისაზღვრა. ხელშეკრულების 3.15 მუხლის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%. თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

მოპასუხეებთან ვა-–----------–--–-–---–თან, ლი-----------–---–თან და გი----------–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები და მოპასუხეებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს სოლიდარული ვალდებულება დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მსესხებელი და თავდები პირები გაფრთხილებულები იქნენ მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე როგორც ზეპირი, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს. მოსარჩელემ, გამარტივებული წარმოებით დავალიანების გადახდევინების განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადახდის ბრძანების გამოცემა მოითხოვა, თუმცა მოპასუხეებმა პროტესტი წარადგინეს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ლე---------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო 5 296.73 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი მხოლოდ ძირითადი თანხის 3 750 ლარის დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ სესხი სარგებლიანი არ იყო და ამიტომ სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.

(იხ. სასამართლოს 25.04.2018 წლის სხდომის ოქმი 14:28:10-14:28:55 სთ)

2.2. მოპასუხე ლი-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სცნო მხოლოდ ძირითადი თანხის 3 750 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 92-100)

2.3. მოპასუხეებს ვა-–----------–--–-–---–ს და გი----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. ამასთან, ვა-–----------–--–-–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 3 750 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სცნო.

(იხ. სასამართლოს 25.04.2018 წლის სხდომის ოქმი 14:29:20-14:30:00 სთ)

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და მოპასუხე ლე---------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მოპასუხემ სესხად 3 750 ლარი 12 თვის ვადით მიიღო. თანხის დაბრუნება ორ ეტაპად - 2016 წლის 02 სექტემბერს და 02 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);

- თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 19).

 

3.1.2. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ 2015 წლის 22 სექტემბერს მოპასუხე ლი-----------–---–თან დადო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ლე---------–---–ის მიერ სამომავლოდ დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 5 296.75 ლარით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადება, ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23);

3.1.3. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ ლე---------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 30 სექტემბერს ვა-–----------–--–-–---–თან და გი----------–---–თან თავდებობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომლითაც თავდებმა პირებმა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. სოლიდარული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეული თავდების მიმართ 5 296.75 ლარით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადებები (ს.ფ. 23; 25);

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24; 26).

 

3.1.4. ლე---------–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2016 წლის 02 სექტემბერს და 02 ოქტომბერს გადასახდელი თანხები არ გადაიხადა. მოსარჩელემ, ძირითადი მოვალეს და თავდები პირებს, 2016 წლის 16 სექტემბერს, წერილობით შეატყობინა ვალდებულების დარღვევის შესახებ, აცნობა გადასახდელი თანხების ოდენობა და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი 3 დღის ვადა განუსაზღვრა. მოსარჩელის გაფრთხილებას მოპასუხეების მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-17);

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 30-32).

 

3.1.5. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ და მოვალეების ლე---------–---–ის, ლი-----------–---–ის, ვა-–----------–--–-–---–ის და გი----------–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა და გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მოვალეების ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა. მოვალეებმა პროტესტი წარადგინეს სს ,,ბანკი კრედოს“ განცხადებაზე, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 1-17);

- მოპასუხე ლე---------–---–ის განმარტება (იხ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი 14:32:42-14:33:27 სთ).

 

3.1.6. მოსარჩელე სს ,,კრ----------ი" არის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ უფლებამონაცვლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 45-46).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების განმარტებას, რომ სესხი სარგებლიანი არ იყო და ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და დაზღვევის საფასურის გადახდა;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ის თავის მოთხოვნებს და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებულ ნორმათა დანაწესი მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს ადგენს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებს, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება, ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისთვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის. ზეპირი განმარტება უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს თუ ის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობის ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და ის, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო დამდგარია. თავის მხრივ, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია.

საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე ლე---------–---–თან 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის 3.1. პუნქტის მიხედვით, სესხის მოქმედების ვადა 12 თვეს შეადგენს და მისი დაბრუნება 2016 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მომხდარიყო. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტში მითითებულია, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით და გრაფიკში მითითებულია თანხები მოიცავდა სესხის ძირ თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვით თანხის დაბრუნება ორ ნაწილად უნდა მომხდარიყო. პირველი გადახდა მსესხებელს 2016 წლის 02 სექტემბერს უნდა განეხორციელებინა და დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 2 707.64 ლარს, საიდანაც 1 250 ლარი ძირი თანხაა იყო, 1 368.21 ლარი სარგებელი, ხოლო 89.43 ლარი დაზღვევის საფასური. ამავე გრაფიკის მიხედვით 02 ოქტომბერს დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 2 589.09 ლარს, საიდანაც 2500 ლარი ძირი თანხა იყო, 80.96 ლარი სარგებელი და 8.13 ლარი დაზღვევის საფასური. ამავე გრაფიკში მითითებულია, რომ სესხის თანხა 3 750 ლარს, ხოლო ყოველთვიური საპროცენო სარგებელი 3.2%-ს შეადგენდა.

მოპასუხეებთან ვა-–----------–--–-–---–თან, ლი-----------–---–თან და გი----------–---–თან დადებული თავდებობის ხელშეკრულებების 2.1. პუნქტებში მითითებულია, რომ - თავდები იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხის ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის ლე---------–---–ის მიერ 30.09.2015 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე - სესხის ძირითად თანხაზე 3 750 ლარზე, დარიცხულ პროცენტზე 1 449.19 ლარზე და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელზე 97.56 ლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 5 296.75 ლარს.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ლე---------–---–თან 30.09.2015 წელს დადებული სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით. თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლები იქნებოდა, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა მხოლოდ 150 დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები ცალსახად მიუთითებს, რომ სესხი სარგებლიანი იყო და მისი გადახდა, ძირითად თანხასთან და დაზღვევის საფასურთან ერთად, სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული პირობების მიხედვით უნდა მომხდარიყო. ამასთან, ხელშეკრულებები ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის საფასურის გადახდასაც, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.

შესაბამისად, მოპასუხეების განმარტება, რომ სესხის დაბრუნება სარგებლის გარეშე უნდა მომხდარიყო და ხელშეკრულებით დაზღვევის საფასურის და პირგასამტეხლოს გადახდა გათვალისწინებული არ იყო, საფუძველს მოკლებულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 17-25);

- სესხის დაფარვის გრაფიკი ( ს.ფ. 19)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო თვლის, რომ სს „კრ----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

5.3. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი;

5.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.06.2010 წლის №144 ბრძანებით დამტკიცებული - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ ლე---------–---–თან სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. მოპასუხეებთან ვა-–----------–--–-–---–თან, ლი-----------–---–თან და გია ფირანიშვითან კი თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ლე---------–---–თან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.

შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტი სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, რომლის საფუძველზეც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი კი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, სესხის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელის საფუძველზეც გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ლე---------–---–თან 30.09.2015 წელს სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მან სესხად 3 750 ლარი მიიღო. აგრეთვე დადასტურდა, რომ სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა მთლიანობაში 1 449.17 ლარით განისაზღვრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, სარგებელთან ერთად, გადახდის გრაფიკის მიხედვით, ორ ეტაპად - 2016 წლის 02 სექტემბერს და 02 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, სახეზეა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება და ვინაიდან დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ლე---------–---–ს, როგორც მსესხებელს, უნდა დაეკისროთ სესხად მიღებული ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება.

რაც შეეხება სადაზღვევო პრემიის გადახდას, მოსარჩელესა და ლე---------–---–ს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების 3.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს სიცოცხლის დაზღვევის საფასურიც უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების დანართი გრაფიკში კი ასახულია დაზღვევის საფასური და მისი ოდენობა 97.56 ლარს შეადგენს. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებით დავალიანებული ძირი თანხის 3 750 ლარის, სარგებლის 1 449.17 ლარის, სადაზღვევო პრემიის 97.56 ლარის გადახდევინების დაკისრება.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ხელშეკრულების დანართში (გრაფიკში) მითითებულ ვადაში უნდა გადაეხადათ სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი და დაზღვევის საფასური. ლე---------–---–ს პირველი გადახდა 2016 წლის 02 სექტემბერს უწევდა, გადასახდელი თანხა კი 2 707.64 ლარს შეადგენდა, საიდანაც ძირი თანხა 1 250 ლარი იყო. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას, ხელშეკრულების 3.9 პუნქტის მიხედვით, პირველ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით, რაც 62.5 ლარს შეადგენს, ხოლო მომდევნო 150 დღეზე დაერიცხა დღეში 0.27%, რაც მთლიანობაში შეადგენს 506.25 ლარს (1250/100*5=32.5; 1250/100*0.27=506.25). მსესხებელმა არც 2016 წლის 02 ოქტომბერს გადასახდელი 2 589.09 ლარი გადაიხადა, საიდანაც ძირი თანხა 2 500 იყო. მსესხებელს გადაუხდელ ძირ თანხაზე დაერიცხა პირგასამტეხლო პირველ დღეზე 5% - 125 ლარს ოდენობით, ხოლო მომდევნო 150 დღეზე დაერიცხა 1 012.5 ლარი (2500/100*5%=125; 2500/100:0.27=1 012.5). ამდენად, მსესხებელს მთლიანობაში დაერიცხა პირგასამტეხლო 1 706.25 ლარი. სწორედ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება, ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლით, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულებასთან ერთად პირგასამტეხლოს გადახდაც მოითხოვოს, თუკი პირგასამტეხლო ვალდებულების დროში შესრულებისთვის არის გათვალისწინებული და მოვალე ვალდებულებას დადგენილ დროში არ ასრულებს. გამომდინარე აქედან, 1706.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხის კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას (სსკ მუხლი 894). სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა (895), იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითად მოვალესთან (ლე---------–---–ი) 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო მოპასუხეებთან ვალოდია ბადუშვილთან და გი----------–---–თან, ხოლო ლი-----------–---–თან 2015 წლის 22 სექტემბერს დადებული იყო თავდებობის ხელშეკრულება სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და სიცოცხლის დაზღვევის საფასურის გადახდაზე. ვინაიდან ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, მოსარჩელე უფლებამოსილია მასთან ერთად ვალდებულების შესრულება სოლიდარულად თავდები პირებისგანაც მოითხოვოს. ამასთან, მოპასუხეებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, თითოეულის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 5 296.75 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული თავდები პირი ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულებაზე მხოლოდ ამ მოცულობით შეიძლება იყო პასუხისმგებელი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის - ლე---------–---–ის დავალიანება 7 002.98 ლარს შეადგენს. მოპასუხეებმა ვა-–----------–--–-–---–მა, ლი-----------–---–მა და გი----------–---–მა ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა იკისრეს 5 296.75 ლარის ფარგლებში. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ,,კრ----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 7002.98 ლარის გადახდა, ამასთან ვა-–----------–--–-–---–ის, ლი-----------–---–ის და გი----------–---–ის პასუხისმგებლობის ოდენობა, თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად, 5 296.75 ლარით უნდა განისაზღვროს.

6.4. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 911 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 912 მუხლით მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.

ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მე-7 პუნქტის მიხედვით კი თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური.

იუსტიციის მინისტრის 30.06.2010 წლის №144 ბრძანებით დამტკიცებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესი, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას (სააპლიკაციო საფასური) შეადგენს 100 ლარს თითოეული სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნაზე, ხოლო მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის შეადგენს 50 ლარს თითოეულ ქონებაზე.

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

მოსარჩელემ მოითხოვა დავის გამარტივებული წესით გადაწყვეტის მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და მოპასუხეების კუთვნილ ორ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი 100 ლარის გადახდევინების დაკისრება და განმარტა, რომ მოპასუხე მხარის პროტესტის გამო გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა შეუძლებელი გახდა. მოსარჩელემ სარჩელთან ერთად წარმოადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 200 ლარის ოდნეობით თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები. მოპასუხე მხარეს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით რაიმე შესაგებელი არ წარმოუდგენია. ამასთან, საქმის განხილვის დროს მოპასუხე ლე---------–---–მა დაადასტურა, რომ სს ,,კრ----------ის“ აპლიკაციაზე გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა პროტესტი.

შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გასწია ხარჯი 200 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება (,,ა" ქვეპუნქტი), ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით (,,დ" ქვეპუნქტი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი 7 002.98 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 210.10 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 22 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასური 42 ლარი.

სხდომაზე დამსწრე მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს 3 750 ლარის ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 112.5 ლარი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სადავო თანხის შესაბამისი სახ. ბაჟი 97.6 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 22 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისთვის გადახდილი 42 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება, რომლითაც მოპასუხე ლევანი ბადაშვილს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ყვარლის რაიონი სოფელი შილდა, საკადასტრო კოდი 57---------3, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა, ხოლო მოპასუხე გი----------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ყვარლის რაიონი სოფელი შილდა, საკადასტრო კოდი 57---------2, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591,369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სარჩელი მოპასუხეების ლე---------–---–ის, ვა-–----------–--–-–---–ის, ლი-----------–---–ის და გი----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს ლე---------–---–ს, ვა-–----------–--–-–---–ს, ლი-----------–---–ს და გი----------–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7 002.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 750 ლარი, სარგებელი 1 449.17 ლარი, პირგასამტეხლო 1 706.25 ლარი, დაზღვევის საფასური 97.56 ლარი;

3. მოპასუხეების ვა-–----------–--–-–---–ის, ლი-----------–---–ის და გი----------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხასთან (7002.98 ლარი) მიმართებით 5 296.75 ლარის ოდენობით განისაზღვროს;

4. მოპასუხეებს ლე---------–---–ს, ვა-–----------–--–-–---–ს, ლი-----------–---–ს და გი----------–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 97.6 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 22 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 200 ლარის ანაზღაურება;

5. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი თანხა - 112.5 ლარი (საგადახდო დავალება №240238; გადახდილი თანხა - 210.1 ლარი; გადახდის თარიღი 20.07.2017 წელი);

6. ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება, რომლითაც მოპასუხე ლევანი ბადაშვილს (პირადი №45001003695) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ყვარლის რაიონი სოფელი შილდა, საკადასტრო კოდი №57---------3, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა; ხოლო მოპასუხე გი----------–---–ს (პირადი №45001007082) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ყვარლის რაიონი სოფელი შილდა, საკადასტრო კოდი №57---------2, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე