გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001917737
საქმე №2-1578/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე ა-----------------ე
წარმომადგენელი ვ--–----------------ე
მოპასუხე ა(ა)იპ ბათუმის ტ-----------–---------------------------------ო
წარმომადგენელი ა-–-------------------ე, დ------------------ე
დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა,განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის ბრძანება ა-----------------ის ა(ა)იპ ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და ა-----------------ე აღდგენილი იქნას სამუშაოზე.
1.2. დაევალოს მოპასუხე ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ აუნაზღაუროს ა-----------------ეს განაცდური ხელფასი 2017 წლის 10 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 ლარის დაანგარიშებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ა-----------------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონის სრული დაცვით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” და „ო“ პუნქტების საფუძველზე, რაც გულისხმობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან და სხვა ობიექტური გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ ა-----------------ე 1995 წლიდან 2017 წლის 10 აპრილამდე მუშაობდა ბათუმის ზოოპარკში (ზოოკუთხე) სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. კერძოდ: 1994 წლის 01 აგვისტოს ა------------------ე მიიღეს სამუშაოდ ქ. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ზოოპარკის უფროს მომვლელად; 1995 წლის 01 სექტემბერს იგი გადაყვანილი იქნა ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკების გაერთიანებაში ზოოკუთხის (ზოოპარკი) გამგედ; ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ა-----------------ე 2003 წლის 31 დეკემბერს განთავისუფლდა დაკავებული თანადებობიდან და რამოდენიმე დღეში, კერძოდ 2004 წლის 05 იანვარს დაინიშნა შპს „ბათუმგამწვანებაში“ ზოოკუთხის (ზოოპარკი) გამგედ; რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ა-----------------ე 2007 წლის 01 მარტს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე დღეს დაინიშნა სსიპ „ზღვისპირა პარკის“ ტექნიკური ზედამხედვეობის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის (გედების ტბის ზედამხედველი) თანამდებობაზე; 2007 წლის 10 ოქტომბერს ა------------------ე ასევე მიღებულ იქნა ასოციაცია „ატუ“-ში ბათუმის ზოოპარკის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; სსიპ „ზღვისპირა პარკის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ა-----------------ე 2008 წლის 04 იანვარს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; 2008 წლის 01 ივნისს ა-----------------ე განთავისუფლად ასოციაცია „ატუ“-ში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე წლის 06 ივნისს დაინიშნა ა(ა)იპ „6 მაისის პარკი“-ს ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2011 წლის 03 ინვარს ა-----------------ე განთავისუფლდა ა(ა)იპ „6 მაისის პარკი“-ს ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და იმავე წლის 05 იანვარს დაინიშნა შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2013 წლის 01 მარტს ა-----------------ე დაინიშნა შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ამავე წლის 01 აპრილს იგი უკვე დაინიშნა მოცემული საზოგადოების ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ რეორგანიზაციის გამო ა-----------------ე 2016 წლის 16 იანვარს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ხოლო ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ის 2016 წლის 14 მარტის N16 ბრძანებით იგი დაინიშნა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ შტატით გათვალისწინებულ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ა-----------------ის შრომის წიგნაკი (ასლი);
- ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს 2016 წლის 14 მარტის N16 ბრძანება ა-----------------ის ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს შტატით გათვალისწინებულ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტებისმართვის სააგენტოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსს ა-----------------ეს 2017 წლის 04 აპრილს გადაეცა ამავე რიცხვით დათარიღებული ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის N 43 წერილი, რომელშიც მითითებული იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მას აფრთხილებდნენ, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მისი სამუშაოდან განთავისუფლებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ და სთავაზობდნენ წერილობითი მოსაზრების წარდგენას 2017 წლის 08 აპრილამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს 2017 წლის 04 აპრილის N43 წერილი.
3.2.2. ა-----------------ემ 2017 წლის 07 აპრილს მოხსენებითი ბარათით მიმართა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორს და მოითხოვა დავის ან უთანხმოების წარმოშობის საფუძვლის ზუსტად განსაზღვრა, რის შემდეგაც 2017 წლის 10 აპრილს ა-----------------ეს გადაეცა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის N67 ბრძანება მისი, როგორც ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ბრძანებაში მიეთითა, რომ იგი თანამდებობიდან განთავისუფლდა და შრომითი ურთიერთობა მასთან შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც გულისხმობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან და სხვა ობიექტური გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----------------ის მოხსენებითი ბარათი.
- ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ 2017 წლის 10 აპრილის N67 ბრძანება ა-----------------ის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან. მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას შემდეგ როდესაც ზოოკუთხე გადაეცა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ 1 წლის განმავლობაში ზოოკუთხეში არსებული ვითარების შესწავლისა და დაკვირვების შედეგად გამოვლინდა მრავალი სახის დარღვევები, რომელიც უარყოფითად აისახებოდა ზოოკუთხის მობინადრეთა ჯანმრთელობაზე და მათ ყოფით ცხოვრებაზე. მოპასუხის მტკიცებით აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ მიეცა სიტყვიერი მითითება ზოოკუთხის განყოფილების უფროსს ა-----------------ეს რათა გამოესწორებინა ზოოკუთხეში არსებული ვითარება, რასაც ერთი წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ მოჰყოლიაო. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი მიუთითებს, რომ მას საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოოკუთხეში არსებული მობინადრეების მოვლა-პატრონობა არ მიმდინარეობდა სწორად, ამიტომ საქმის ვითარების გარკვევის მიზნით დაშვებული იქნა სპეციალური შტატი „ეტოლოგი“-ს და მოწვეული იქნა საერთაშორისო დონის სპეციალისტი, დამყარებული იქნა კავშირი საერთაშორისო დონის ზოოპარკებთან, როგორიცაა პრაღის ზოოპარკი. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი იმასაც მიუთითებს, რომ სამუშაო ვიზით იმყოფებოდა თბილისის ზოოპარკში სადაც გაეცნო თანამედროვე ზოოპარკების მართვის წესებს და მეთოდებს და რომ ყოველივე ამის შედეგად გამოვლინდა ზოოპარკში პრობლემების არსებობის მრავალმხრივი ფაქტები, რაც მისი აზრით დაკავშირებული იყო ზოოკუთხის განყოფილების მხრიდან არაკვალიფიციურ მმართველობასთან. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის აზრით რაციონი რომლებითაც იკვებებოდნენ მობინადრეები არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, როგორც შემადგენლობა ისე მიწოდების წესი, რაც იწვევდა როგორც ცხოველების დაავადებების მრავალრიცხოვნობას და სიკვდილიანობას, ასევე სახელმწიფო რესურსის არამართლზომიერ ხარჯვას. ამასთან მობინადრეთა განთავსების ადგილების ვოილერები არ შეესაბამებოდა მობინადრეთა ყოფა-ცხოვრებისათვის დადგენილ პირიბებს, კერძოდ ხდებოდა გარკვეულ მობინადრეთა განთავსების ადგილების გათბობა, რომლებსაც საერთოდ არ ესაჭიროებოდა მსგავსი რამ. ასევე ვოლიერები არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, რაზედაც ამირან მიურვანიძეს არ მოუხდენია არანაირი რეაგირება და პრობლემა არ დაუყენებია ზემდგომ ორაგნოებთანო. მოპასუხის მტკიცებით ა-----------------ეს არ გააჩნდა საკმარისი კომპეტენცია არც მობინადრეთა ფსიქო რეაბილიტაციის მიმართულებით და ამ ხრივ არანაირი ღონისძიებები არ ტარდებოდა, რაც ასევე აისახებოდა მობინადრეთა ჯანმრთელობაზე.
ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორი ასევე განმარტავს, რომ ამირან მურვანიის არაკვალიფიცურობა და მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან დასტურდებოდა იმ გარემოებითაც, რომ მის მიერ გამობინადრეებზე ხდებოდა უვარგისი საჭმელის მიწოდება, რაც გავლენას ახდენდა მათ ჯანმრთელობაზე, ასევე ირღვეოდა უსაფრთხოების წესები და საღამოობით არ იკეტებოდა ცენტრალური კარები, მიუხედავად იმისა რომ საკეტები აღმოჩენილი იქნა ა-----------------ის კაბინეტში მისი განთავისუფლების შემდეგ. ასევე აღმოჩენილი იქნა საინფორმაციო დაფები შენახული ა-----------------ის სამუშაო კაბინეტში, რომელიც ესაჭიროება ზოოპარკს და ემსახურება როგორც ვიზიტორთა, ასევე ცხოველთა უსაფრთხოებას; ასევე ზოოკუთხის ტერიტორიაზე ა-----------------ეს შემოსახლებული ყავდა სხვადასხვა ტიპის დაავადებების გადამტანი შინაური ცხოველები, რაც საშიშროებას ქმნიდა სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის.
მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი კი განმარტავენ, ა-----------------ე წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ზოოპარკის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მას გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია და მისი მუშაობის დროს არასოდეს დამდგარა ეჭვის ქვეშ მისი კვალიფიკაცია და პროცესული უნარ-ჩვევები. მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით ა-----------------ე ყოველთვის ზრუნავდა ცხოველების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. იგი ცხოველებისათვის პირობების გაუმჯობესების, მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის ყოველთვის აყენებდა მოთხოვნებს ზემდგომი თანამდებობის პირების წინაშე. ერთ-ერთ ასეთი მოთხოვნა იყო 2016 წლის 19 ივლისის მოხსენებით ბარათში დაყენებული მოთხოვნა ზოოკუთხეში ლაბორატორიის ფუნქციონირების აღდგენისა და შესაბამისი საჭირო ხელსაწყოებითა და დანადგარების აღჭურვაზე, რათა მომხდარიყო ცხოველის სიცოცხლეშივე ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკისათვის ლაბორატოლიული კვლევები, მათ შორის სისხლის ბიოქიმიური, მორფოლოგიური და საერთო ანალიზი, კოპროლოგიური ანალიზი (კუჭნაწლავის ტრაქტის პათოლოგიური ცვლილებებისა და სწორნაწლავის ფუნქციონალური მდგომარეობის შესახებ), რომელიც უნდა ჩატარებულიყო გადაუდებლად ცხოველის კლინიკური დაავადებისა და დისპანსერიზაციის დროს. იგი ასევე ითხოვდა ზოოკუთხის ნორმალური ფუნქციონირებისათის ზოოტექნიკოსის შტატის დამატებას, რაც დაფიქსირებულია ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს 2017 წლის 23 იანვრის თათბირის ოქმი N3-ში.
ამდენად მხარეების მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოდაა გამხდარი. სასამართლო სადაო საკითხის დადგენისას ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----------------ე მართლაც წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ზოოპარკის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მას გააჩნია საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია და მისი მუშაობის დროს არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი კვალიფიკაცია და პროფესული უნარ-ჩვევები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სწორედ ა-----------------ის მიერ არასწორად შერჩეული საკვებით და ასევე მის მიერ ზოოპარკის ბინადრების ჯანმრთელობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე სათანადოდ არ ზრუნვის გამო ხდებოდა ხშირად ცხოველების დაცემა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, როგორც საქმეში წარმოდგენილი ა-----------------ის მოხსებითი ბარათებით დგინდება იგი არაერთხელ ითხოვდა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–--------------------ოს“ დირექტორისაგან მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ზოოპარკის მობინადრეთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი სოცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას. აღნიშნულს მიუთითებს მოსარჩელის არაერთი მოხსენებით ბარათები. კერძოდ:
· პრიმატების დაზიანებული ვოლიერების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 18 იანვრის მოხსენებით ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი, სადაც მითითებულია შემდეგი: „მოგახსენებთ, რომ პრიმატების ვოლიერში დაზიანებულია სახურავი, საზამთრო ვოლიერებში ჩადის წვიმის წყალი. ასევე წვიმის წყალი ესხმება გაზის გამათბობელ ღუმელებსა და ელექტრო დანადგარებს, რის შედეგადაც შეუძლებელია გათბობა ვენტილაციის ჩართვა ტექნიკური უსარფრთხოების შესაბამისად. გათბობის უქონლობის გამო ირღვევა ცხოველებისათვის საჭირო მიკრო კლიმატი რაც იწვევს მათ სხვადასხვა დაავადებებს. ასევე სახურავის ქვეშ გამავალი წყალი აზიანებს გადახურვის მზიდ ხის კონსტრუქციებს და იქმნება საშიშროება სახურავზე დამონტაჟებული გათბობა ვენტილაციის დანადგარების ჩამონგრევის. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია N1 N2 N3 N4 N5 ვოლიერები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს რეაგირებას.“
· ზოოკუთხის მობინადრეებისათვის ვეტერიანრული მომსახურებისათვის საჭირო პრეპარატებისა და მასალების საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 18 იანვრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხის თანამშრომლებისათის სპეც ტანისამოსის შეძენის საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 18 იანვრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ„ბათუმისტურისტულიობიექტებისმართვისსააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· დიდთოვლობის გამო თუთიყუშების ვოილერის დაზიანებისა და რეაგირების საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 27 იანვრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· პრიმატების განყოფილებაში დენდრო ექსპოზიციის აღდგენისა და ქანდარების საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 17 მაისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· იაპონური მაკაკას მკურნალობაზე და მის გადასარჩენად პრევენციული ზომების გატარებისას გახარჯული პრეპარატების შესახებ ა------------------ის 2016 წლის 30 ივნისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ფსიქოტროპული პრეპატარების საცავი ოთახის აშენების საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 21 ივნისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოპარკში მოყვანილი, დროებით ჩაბარენული შველის სრულ ასაკამდე აღზრდისა და რომელიმე დაცული ტყე-პარკისათვის გადაცემის აუცილებლობის შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 22 ივნისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხეში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისათვის საწამლი აპარატის საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 13 ივლისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხის უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის ინსტრუქციების წარდგენის შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 18 ივლისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი და ა-----------------ის მიერ მომზადებული ინსტრუქციები.
· ზოოკუთხეში მობინადრე ცხოველების, ინფექციური, ინვაზიური და სხვა დაავადებების დროული გამოვლინებისა და მათი თავიდან აცილების, ასევე ცხოველის სიცოცხლეშივე ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკისათვის ლაბორატორიის ფუნქციონირების აღდგენისა და საჭირო ხელსაწყოებითა და დანადგარებით დაკომპლექტების აუცილებლობის შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 19 ივლისის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხისათვის საჭირო სამეურნეო, სარემონტო, საოფისე, ვეტერიანრული და სამედიცინო პრეპარატებისა და ცხოველთა კვების რაციონის ნუსხების მიწოდების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 10 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხის ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული განათებების შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 29 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხისათვის მობინადრეთათვის საჭირო საკვების ნუსხის წარდგენის შესახებ ა-----------------ის 2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხეში ცხოველთა გეგმიური და არაგეგმიური მომსახურებისას გახარჯული პრეპარატების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ზოოკუთხეში დაცემული ცხოველებისა და ფრინველების ბეიკერის ორმოში მოსათავსებლად შესაბამისი სამსახურების საჭიროების შესახებ ა-----------------ის 2017 წლის 10 იანვრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· პრიმატების განყოფილების N6 ვოილერში არსებული რკინის კარების ხისაგან დამზადებული გულების დაზიანებისა და ცხოველთა გარეთ უნებლიე გამოსვლის საშიშროებისა და შესაბამისი ზომების მიღების შესახებ ა-----------------ის 2017 წლის 10 იანვრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· პრიმატების საზამთრო განყოფილებაში დაზიანებული და ვადაგასული მეტალო-პლასტმასების კარკასიდან წვიმის დროს წყლის შემოსვლისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ ა-----------------ის 2017 წლის 20 იანვრის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
· ჩლიქოსნების განყოფილებაში დილის შემოვლისას ხალებიან ირემზე დაზიანებების აღმოჩენისა და ზოოკუთხეში ლაბორატორიული აღჭურვილობის არ ქონის გამო ირემისათვის ლაბორატორიული დიაგნოზის დასმისათვის შესაბამის ოარგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის შესახებ ა-----------------ის 2017 წლის 21 მარტის მოხსენებითი ბარათი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი და ა.შ.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებით, ა-----------------ის მოხსენებითი ბარათებით, საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ თათბირის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოში“ არასოდეს ყოფილა დაყენებული საკითხი ა-----------------ის არაკომპეტენტურობისა ან/და არასაკმარისი კვალიფიკაციის შესახებ და ამ კუთხით ზოოკუთხეში პრობლემების არსებობის შესახებ. პირიქით, როგორც საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმებში ფიქსირდება ზოოკუთხეში არსებული პრობლემების მოგვარების უნიციატორი სწორედ ზოოკუთხის უფროსი ა-----------------ე იყო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოხსენებითი ბარათები.
- ფოტოსურათები.
- ცხოველთა კვებაზე დახარჯული პროდუქტების აქტები.
- ზოოკუთხეში ცხოველების დაბადების 2011-2017 წლების სტატისტიკა.
- თათბირის ოქმები.
- ზოოკუთხის სამუშაო გრაფიკები.
- ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ შტატით გათვალისწინებული ზოოკუთხის განყოფილების უფროსის ტანამდებობრივი ინსტრუქცია.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ ისე მოხდა ა-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლება, რომ მის მიმართ არ ყოფილა გატარებული არანაირი ადმინისტრაციული ღონისძიება. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორმა ა-----------------ე სამუშაოდან დაითხოვა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მისთვის ცნობილი გახდებოდა, თუნდაც მოპასუხის მიერ შესაგებელზე თანდართული შპს „ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ზოოკუთხის ბინადართა ჯანმრთელობის მონიტორინგის შემსწავლელი კომისიის 2013 წლის 05 აპრილის დასკვნა და ა-----------------ის 10.03.2014 წლის განცხადება შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის ნ-----–---------ისადმი. ანუ სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა ჯერ შეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა და მერე დაიწყო მტკიცებულებების მოძიება მისი არაკომპეტენტურობისა და არასაკმარისი კვალიფიკაციის დასამტკიცებლად. ამასთან სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ მოცემულ მტკიცებულებებს შემხებლობა არა აქვს დავის საგანთან, რადგან მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის N67 ბრძანება ა-----------------ის ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, ხოლო ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა დაწესებულების მიერ არის შედგენილი და ამასთანავე რამდენიმე წლით ადრე შეუძლებელია საფუძველი გამხდარიყო მოპასუხე ორგანიზაციის მიერ ა-----------------ის თანამდებობიდან დათხოვნისა, თანაც იმ მოტივით, რომ თითქოს მისი კვალიფიკაცია ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამოა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. ამასთანავე სწორედ შპს „ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ 2017 წლის 19 ივნისს გაცემული N77 დახასიათებით დასტურდება, რომ ა-----------------ე შპს „ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში“ მუშაობის დროს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად და მაღალი პასუხისმგებლობით. იგი იყო დისციპლინირებული, ორგანიზებულლი, კომუნიკაბელური, შრომის შინაგანაწესს იცავდა განუხრელად, გამოირჩეოდა ზოოპარკის ბინადრებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა პირნათლად, თანამშრომლებს შორის სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს „ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ზოოკუთხის ბინადართა ჯანმრთელობის მონიტორინგის შემსწავლელი კომისიის 2013 წლის 05 აპრილის დასკვნა.
- ა-----------------ის 10.03.2014 წლის განცხადება შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის ნ-----–---------ისადმი.
- შპს „ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ 2014 წლის 28 თებერვლის N83 ბრძანება.
- შპს „ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ 2017 წლის 19 ივნისს გაცემული N77 დახასიათება.
- ა-----------------ის 2017 წლის 19 ივნისის განცხადება შპს „ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“-სადმი.
- შპს „ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ 2017 წლის 20 ივნისის N79 წერილი.
- ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ის 2017 წლის 30 მაისის N71 წერილი შპს „ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიმართ.
- შპს „ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის 2017 წლის 02 ივნისის N70 წერილი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ისადმი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–--------------------ოს“ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის N67 ბრძანება ა-----------------ის ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ა-----------------ე აღდგენილი იქნას ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–--------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. დაევალოს მოპასუხე ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ აუნაზღაუროს ა-----------------ეს განაცდური ხელფასი 2017 წლის 10 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 ლარის დაანგარიშებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის - კონსტიტუციის 42-ე, 30-ე მუხლები; შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე, 38-ე, 32-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე, 408-ე, 411-ე მუხლები, საერთაშორისო ნორმები - ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლი (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 1982 წლის N158 კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით,აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ან/და დამსაქმებლის ინტერესები.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მითითებები ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) და განმარტება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრების სახელმწიფოებრივი ნება პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც მოიცავს დასაქმებულის უფლების დაცვას;
6.3. განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ა-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების გადამეტებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----------------ე 1995 წლიდან 2017 წლის 10 აპრილამდე მუშაობდა ბათუმის ზოოპარკში (ზოოკუთხე) სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. კერძოდ: 1994 წლის 01 აგვისტოს ა------------------ე მიიღეს სამუშაოდ ქ. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ზოოპარკის უფროს მომვლელად; 1995 წლის 01 სექტებერს იგი გადაყვანილი იქნა ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკების გაერთიანებაში ზოოკუთხის (ზოოპარკი) გამგედ; ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ა-----------------ე 2003 წლის 31 დეკემბერს განთავისუფლდა დაკავებული თანადებობიდან და რამოდენიმე დღეში, კერძოდ 2004 წლის 05 იანვარს დაინიშნა შპს „ბათუმ გამწვანებაში“ ზოოკუთხის (ზოოპარკი) გამგედ; რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ა-----------------ე 2007 წლის 01 მარტს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე დღეს დაინიშნა სსიპ „ზღვისპირა პარკის“ ტექნიკური ზედამხედვეობის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის (გედების ტბის ზედამხედველი) თანამდებობაზე; 2007 წლის 10 ოქტომბერს ა------------------ე ასევე მიღებულ იქნა ასოციაცია „ატუ“-ში ბათუმის ზოოპარკის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; სსიპ „ზღვისპირა პარკის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ა-----------------ე 2008 წლის 04 იანვარს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; 2008 წლის 01 ივნისს ა-----------------ე განთავისუფლად ასოციაცია „ატუ“-ში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე წლის 06 ივნისს დაინიშნა ა(ა)იპ „6 მაისის პარკი“-ს ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2011 წლის 03 ინვარს ა-----------------ე განთავისუფლდა ა(ა)იპ „6 მაისის პარკი“-ს ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და იმავე წლის 05 იანვარს დაინიშნა შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2013 წლის 01 მარტს ა-----------------ე დაინიშნა შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ამავე წლის 01 აპრილს იგი უკვე დაინიშნა მოცემული საზოგადოების ზოოკუთხის (ზოოპარკის) განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ რეორგანიზაციის გამო ა-----------------ე 2016 წლის 16 იანვარს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ხოლო ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის ა-–-------------------ის 2016 წლის 14 მარტის N16 ბრძანებით იგი დაინიშნა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ შტატით გათვალისწინებულ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ ა-----------------ე ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის N67 ბრძანებით გათავისუფლდა ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან. ბრძანებაში მიეთითა, რომ იგი თანამდებობიდან განთავისუფლდა და შრომითი ურთიერთობა მასთან შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი ნაწილის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
„ვ)“ _ დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
„ო)“ _ სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული გარემოებები და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერების საკითხი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალური“ წესი. ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. მით უმეტეს, რომ შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც ერთურთის მიმართ ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის ცვლილებაზე ან მითუმეტეს საერთოდ შეწყვეტასა და დასრულებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს, მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია, როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
6.5. შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
„ვ)“ _ დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
„ო)“_ სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა; ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ზ/აღნიშნული მუხლის მოთხოვნები, ამასთან მიუხედავად ა-----------------ის წერილობითი მოთხოვნისა, დამსაქმებლის მიერ არ მომხდარა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლა, რასაც შედეგად უკავშირდება დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის ძალიან დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის (დამსაქმებელი-დასაქმებული) სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს ისეთი პირის სამუშაოდან გათავისუფლება, რომლის პროფესიული უნარ-ჩვევები შეუსაბამოა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით დამსაქმებელს არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
„რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს – კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს“.
„შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს“. აღნიშნული კონვენციის სრული სათაურია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კონვენცია“. შესაბამისად, იგი ძირითადად დასაქმებულის უკანონო საფუძვლით დათხოვნისაგან დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა ამავე დროს, კონვენცია მიზნად ისხავს წონასწორობის დამყარებას შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი შემთხვევის დროს. ამ მხრივ კონცენცია შეიცავს სპეციალური დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი: არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი).
სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
ევროპის სოციალური ქარტია 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას. ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ვერ იქნა.
ვინაიდან მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი და ის ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით, შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
6.8. სასამართლო მიიჩნევს, იმ საკითხის განსაზღვრა, თუ რამდენად შეუსაბამოა დასაქმებულის კვალიფიკაცია ან პროფესიული უნარ-ჩვევები მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, ასევე თუ რა სხვა ობიექტური გარემოება არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა წარმოადგენს დამსაქმებლის შეფასების საგანს, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმებული მოკლებულია უფლებას და/ან შესაძლებლობას, მოითხოვოს მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისას ობიექტური კრიტერიუმების გამოყენება. მოცემულ პირობებში სასამართლოს ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს იმ საკითხის განსაზღვრა, დამსაქმებლის მიერ დაცულია თუ არა ობიექტურობის კრიტერიუმი. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი მოტიცავიით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის კვალიფიკაციის ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან, ასევე არ დასტურდება არც ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა საფუძველი ყოფილიყო ა-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხემ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ დაადგინა ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი გარემოებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად სასამართლო თვის, რომ ა-----------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და სადაო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.9. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ზემოთდასახელებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ალტერნატივა და მოახდინოს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა და ან დააკისროს კომპენსაცია.
საქართველოს შრომის კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა დასაქმებულს მოუსპო შესაძლებლობა, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - მოსარჩელის სამსახურში აღდგენის სახით და მოსარჩელისათვის მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის - განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ფარგლებში - ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, 2017 წლის 10 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის სასარჩელო მოთხოვნაზე ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს ა-----------------ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 360 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–--------------------ოს„ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის N67 ბრძანება ა-----------------ის ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ა-----------------ე აღდგენილი იქნას ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–--------------------ოს“ ზოოკუთხის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
1.2. დაევალოს მოპასუხე ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ აუნაზღაუროს ა-----------------ეს განაცდური ხელფასი 2017 წლის 10 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 ლარის დაანგარიშებით.
2. დაეკისროს მოპასუხე ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ მოსარჩელე ა-----------------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
3. ა(ა)იპ „ბათუმის ტ-----------–---------------------------------ოს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 360 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე