გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
200210017002059215
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/597-17

N200210017002059215

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - თ----- ტ-------ე

წარმომადგენელი - ლ---–- გ---------–---–ი

მოპასუხე - ა------ ღ-------–-–---–ი

წარმომადგენელი - ბ------ ზ----–---–ი

დავის საგანი მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს (---------------) მოსარჩელის თ----- ტ-------ის (--------------- სასარგებლოდ დაეკისროს თანაცხოვრებისას შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების: 2010 წლის 11 იანვარს-1996 წელს გამოშვებული B--------- სახ.N Q-----, საიდენტ. №შასი W-----------------, ფერი -შავი, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 3600 ლარად. 2012 წლის 08 ივლისს-1996 წელს გამოშვებული H------------, სახ N C-----, საიდენტ. №შასი J-----------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 2400 ლარად. 2012 წლის 04 ოქტომბერს -1988 წელს გამოშვებული K-------------, სახ N A-----, საიდენტ. №შასი E-----------, ფერი -თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 2400 ლარად. 2014 წლის 18 სექტემბერს-2002 წელს გამოშვებული O-----------, სახ N A-----, საიდენტ. №შასი W-----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 6000 ლარად. 2014 წლის 15 ოქტომბერს-2007 წელს გამოშვებული M------------------, სახ N A------, საიდენტ. №შასი W-----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 16800 ლარად, 2015 წლის 18 ივნისს-2004 წელს გამოშვებული წ გამოშვებული R--------------, სახ N D------- საიდენტ. №შასი V-----------------, ფერი - ლურჯი 8/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 4800 ლარად, სულ ღირებულების 36000 ლარის ნახევარი ე.ი. 18000 ლარი.

1.2. მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს მისი კუთვნილი ნივთების ოქროს ჯაჭვისა და გულსაკიდის (”კულონის”) ღირებულება- 1150 ლარი.

1.3. მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 609 ლარი, ყადაღისათვის გადახდილი 50 ლარი და ადვოკატის მომსახურეობის 375 ლარი, სულ 1034 ლარი.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

2009 წლის 8 იანვარს ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობით შეუღლდა მოსარჩელე მოპასუხესთან- ა------ ღ-------–-–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ. 2013 წლის 7 თებერვალს ქორწინება დაარეგისტრირეს. თავდაპირველად ჰქონდათ ნორმალური ოჯახი, მაგრამ შემდგომ ა------ ღ-------–-–---–მა შეიცვალა ხასიათი და ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ გახადა იძულებული ამა წლის ივლისის თვეში წამოსულიყო ოჯახიდან. ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე, გაწყვეტილი აქვთ ყოველგვარი ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ერთად ცხოვრების პერიოდში ოჯახური დანაზოგით არაერთი სატრანსპორტო საშუალება შეიძინეს, რომელიც დარეგისტრირებულია ა------ ღ-------–-–---–ის საკუთრებაში, კერძოდ: 2010 წლის 11 იანვარს-1996 წელს გამოშვებული B--------- სახ N Q-----, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი -შავი, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 3600 ლარად. 2012 წლის 08 ივლისს-1996 წელს გამოშვებული H------------, სახ N C-----, საიდენტ.№შასი J-----------, ფერი -შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 2400 ლარად. 2012 წლის 04 ოქტომბერს -1988 წელს გამოშვებული K-------------, სახ N A-----, საიდენტ.№შასი E-----------, ფერი -თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 2400 ლარად. 2014 წლის 18 სექტემბერს-2002 წელს გამოშვებული O-----------, სახ N A-----,, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 6000 ლარად. 2014 წლის 15 ოქტომბერს-2007 წელს გამოშვებული M------------------ , სახ N A------ , საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - შავი , სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 16800 ლარად, 2015 წლის 18 ივნისს-2004 წელს გამოშვებული წ გამოშვებული R--------------, სახ N D------- საიდენტ.№შასი V-----------------, ფერი - ლურჯი 8/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 4800 ლარად, სულ ღირებული 36000 ლარად. მოსარჩელეს სურს, აღნიშნული თანხის ნახევარი, ე.ი. 18000 ლარი დაეკისროს მოპასუხეს მის სასარგებლოდ ან ამ თანხის სატრანსპორტო საშუალება გადაეცეს საკუთრებაში. გარდა აღნიშნულისა 2016 წლის 25 ნოემბერს მოპასუხემ სთხოვა აეღო 2 სესხი თიბისი ბანკიდან: 1000 ლარი ავტომანქანის შესაკეთებლად, ხოლო 744,48 ლარით შეიძინა მობილური ტელეფონი, რომელიც გაყიდა და შეიძინა სანაცვლო. კრედიტის დასაფარად ზოგჯერ თავის კუთვნილ თანხას იხდიდა, ზოგჯერს თავად აძლევდა, ზოგჯერ კი მისი დედა. დღეისათვის ორივე სესხიდან დასაფარია 531.58 ლარი.ამა წლის 27 მარტს საქართველოს ბანკის თავისი ბარათით, რომლის პაროლიც იყო 7098, გაუნაღდებია 1130 ლარი, 70 ლარი ბანკმა ჩამოაჭრა საკომისიო. მისთვის ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც მიიღო სმს შეტყობინება, რომ 2017 წლის 8 აპრილს გადასახდელი ჰქონდა 120 ლარი, რის გამოც იძულებული გახდა თავისი საკრედიტო ბარათის დაბლოკვა მოეთხოვა. დღეისათვის გადასახდელია 626,06 ლარი. ორივე ბანკში სულ დასაფარია-1157,64 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ.მოსარჩელის კუთვნილი 15 გრამიანი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 900 ლარად, და ოქროს 2 გრამიანი ”კულონი”, ღირებული 250 ლარად, სულ -1150 ლარად ღირებული, დღესაც დაგირავებული აქვს ლომბარდში, მაგრამ მისთვის უცნობია რომელ ლომბარდში. ეს ოქროს ნივთები შეძენილი აქვს გათხოვებამდე. თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებით დღეისათვის ყადაღა ადევს ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც სადაოდ აქვს გამხდარი.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სარჩელი და აღარ მოითხოვა სესხის თანხის დაკისრება მოპასუხისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ყველა ავტომანქანა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაშია მითითებული, ჩამოყვანისთანავე რეალიზებულია ფაქტიურად, ისინი ფორმალურად ირიცხებიან მის სახელზე. ზოგიერთი ამ ავტომობილთაგანი ფიზიკურად აღარც არსებობს. სარჩელში მითითებული და მოთხოვნილი ავტომანქანები შეძენილია მამამისის მიერ, რომელიც ოფიციალურად დაკავებულია ავტომანქანების ბიზნესით-საზღვარგარეთიდან შემოჰყავს ავტომანქანები და შემდეგ ყიდის მათ საქართველოში. სარცელში მითითებული ავტომანქანებიც რეალიზებულია სხვადასხვა პირებზე. მის სახელზე ავტომანქანები რეგისტრირებული იყო იმის გამო, რომ მამამისს ეხმარება ავტომანქანების შეკეთებასა და ბაზრისათვის მომზადებაში. ავტომანქანები არ არის მათი ოჯახის დანაზოგით შეძენილი.

წარდგენილი ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ მოპასუხე და თ----- ტ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2013 წლის 7 თებერვლიდან. მიუხედავად ამისა ის ითხოვს ქორწინებამდე მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანებიდან: 2010 წლის 11 იანვარს შეძენილ ბმვ-318 I-ს, 2012 წლის 8 ივლისს შეძენილ ჰონდას, 2012 წლის 4 ოქტომბერს შეძენილ კავასაკი ეიქს, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან, რასაც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ნივთები, რომლებიც ლომბარდში იყო და რომელსაც ითხოვს მოსარჩელე, დედამისთან ერთად მოსარჩელის მიერ, მისი ხელმოწერით გამოტანილია ლომბარდიდან და იქ არცერთი ნივთი აღარ არსებობს. ოქროს ჯაჭვი, რომელიც მისმა ნათესავებმა აჩუქეს მოსარჩელეს დაეკარგა ორი წლის წინ. როდესაც მოსარჩელე წავიდა მისგან მისი მშობლების და მისი ახლობლების მიერ ნაჩუქარ ოქროს ნივთებთან ერთად წაიღო თავისი კუთვნილი ჯაჭვი, რომელსაც იგი ატარებდა. მანვე წაიღო თავისი საგვარეულო ოქროს ნივთები, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდათ და ისინი მათი სახლიდან არ უნდა გატანილიყო. არც ის და არც თ----- ტ-------ე არ მუშაობდნენ და არანაირი შემოსავალი არ გააჩნდათ, რომ ავტომანქანები შეეძინათ. ცხოვრობდნენ მისი მშობლების ხარჯზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 8 იანვარს ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობით შეუღლდა მოსარჩელეთ----- ტ-------ე მოპასუხესთან- ა------ ღ-------–-–---–თან. 2013 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ და მოპასუხემ მოახდინეს ქორწინების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16).

 

3.1.2. ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე, გაწყვეტილი აქვთ ყოველგვარი ცოლ-ქმრული ურთიერთობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი 15 გრამიანი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 900 ლარად, და ოქროს 2 გრამიანი გულსაკიდი(”კულონი”), ღირებული 250 ლარად, სულ -1150 ლარად მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს არა აქვს დაბრუნებული მოსარჩელე მხარისათვის. ეს ოქროს ნივთები მოსარჩელეს შეძენილი აქვს გათხოვებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ ა------ ღ-------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანებიდან ერთად ცხოვრების პერიოდში ოჯახური დანაზოგით შეძენილი აქვთ შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები:

2014 წლის 18 სექტემბერს-2002 წელს გამოშვებული O-----------, სახ N A-----,, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 6000 ლარად. 2014 წლის 15 ოქტომბერს-2007 წელს გამოშვებული M------------------, სახ N A------, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 16800 ლარად,2015 წლის 18 ივნისს-2004 წელს გამოშვებული წ გამოშვებული R--------------, სახ N D------- საიდენტ.№შასი V-----------------, ფერი - ლურჯი 8/8 , სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 4800 ლარად, სულ ღირებული 27600 ლარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (ს.ფ. 17)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ შემდეგი ავტომანქანები :2010 წლის 11 იანვარს-1996 წელს გამოშვებული B--------- სახ N Q-----, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი -შავი, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 3600 ლარად; 2012 წლის 08 ივლისს-1996 წელს გამოშვებული H------------, სახ N C-----, საიდენტ.№შასი J-----------, ფერი -შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 2400 ლარად; 2012 წლის 04 ოქტომბერს -1988 წელს გამოშვებული K-------------, სახ N A-----, საიდენტ.№შასი E-----------, ფერი -თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 2400 ლარად, მათი თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადსტურებული.

,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს შინაგანსაქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის ბრძანება N 146-ის 1.4. პუნქტის თანახმად ,,სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები, მათი შეძენის გაფორმების...და სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისრტირებული მონაცემების შეცვლასთან ვალდებულნი არიან სატრანსპრტო საშუალებები რეგისტრაციაში გაატარონ 10 დღე-ღამის განმავლობაში“.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამრთლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული და მოთხოვნილი შემდეგი ავტომანქანები: 2014 წლის 18 სექტემბერს-2002 წელს გამოშვებული O-----------, სახ N A-----,, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - რუხი 1/8 , სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 6000 ლარად.2014 წლის 15 ოქტომბერს-2007 წელს გამოშვებული M------------------, სახ N A------ , საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 16800 ლარად, 2015 წლის 18 ივნისს-2004 წელს გამოშვებული წ გამოშვებული R--------------, სახ N D------- საიდენტ.№შასი V-----------------, ფერი - ლურჯი 8/8 , სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 4800 ლარად მოპასუხე მხარეს არ ეკუთვნის და უკვე გასხვისებული აქვს სხვადასხვა პირებზე, რის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებაც მას არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-1159-ე, 1160-ე, 1164-ე, 1168-ე, 982-ე, 979-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს (---------------) მოსარჩელე თ----- ტ-------ის (--------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების: 2014 წლის 18 სექტემბერს-2002 წელს გამოშვებული O-----------, სახ N A-----,, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - რუხი 1/8 , სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 6000 ლარად;. 2014 წლის 15 ოქტომბერს-2007 წელს გამოშვებული M------------------, სახ N A------ , საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 16800 ლარად, 2015 წლის 18 ივნისს-2004 წელს გამოშვებული წ გამოშვებული R--------------, სახ N D------- საიდენტ.№შასი V-----------------, ფერი - ლურჯი 8/8 , სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 4800 ლარად, სულ 27600 ლარის ღირებულების ნახევარი -13800 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს (---------------) მოსარჩელე თ----- ტ-------ის (--------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი კუთვნილი ნივთების ოქროს ჯაჭვისა და გულსაკიდის ღირებულების - 1150 ლარის ანაზღაურება.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს მოსარჩელე თ----- ტ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 609 ლარიდან 483 ლარის, ყადაღისათვის გადახდილი 50 ლარის და ადვოკატის მომსახურეობის 375 ლარის, სულ 1034 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 126 ლარი უნდა ჩაეთვალოს გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე თ----- ტ-------ის სარჩელი მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს (---------------) მოსარჩელე თ----- ტ-------ის (--------------- სასარგებლოდ დაეკისროს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების: 2014 წლის 18 სექტემბერს-2002 წელს გამოშვებული O-----------, სახ N A-----,, საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - რუხი 1/8 , სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 6000 ლარად; 2014 წლის 15 ოქტომბერს-2007 წელს გამოშვებული M------------------, სახ N A------ , საიდენტ.№შასი W-----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- ღირებული 16800 ლარად; 2015 წლის 18 ივნისს-2004 წელს გამოშვებული წ გამოშვებული R--------------, სახ ND------- საიდენტ.№შასი V-----------------, ფერი - ლურჯი 8/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------- ღირებული 4800 ლარად- სულ 27600 ლარის ღირებულების ნახევარი -13800 ლარი.

1.2. მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს (---------------) მოსარჩელე თ----- ტ-------ის (--------------- სასარგებლოდ დაეკისროს მისი კუთვნილი ნივთების ოქროს ჯაჭვისა და ”კულონის” ღირებულების - 1150 ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხე ა------ ღ-------–-–---–ს მოსარჩელე თ----- ტ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 609 ლარიდან 483 ლარის, ყადაღისათვის გადახდილი 50 ლარის და ადვოკატის მომსახურეობის 375 ლარის, სულ 1034 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 126 ლარი ჩაეთვალოს გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე