განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2018
საქმის ნომერი
010100117002196961
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002196961

1-1055/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - გ-------------–--ლი

 

ბრალდებული - ა----- ა-------ანი

ადვოკატი - ი-----–---------–-

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N171271216001

 

ბრალდებული: ა----- ა-------ანი

მამის სახელი: ვასილი

დაბადებული: 08.07.1988

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: საშუალო

პირადი ნომერი: 61001053345

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული: ბათუმი, გამსახურდიას ქN42

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ' ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ' ქვეპუნქტები

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით ქურდობისათვის (საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით) ნასამართლევმა ა----- ა-------ანმა 2016 წლის 27 დეკემბერს ღამის საათებში ქ.ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქN93 არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ------–ი"-ს ტექნიკის მაღაზიაში უკანონო შეღწევით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის დაეუფლა 11 ცალ სხვადასხვა ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით ქურდობისათვის (საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით) ნასამართლევმა ა----- ა-------ანმა 2016 წლის 27 დეკემბერს ღამის საათებში ქ.ბათუმში, გორგასლის ქN65/67 არსებულ გ------------ძის საცხოვრებელ ბინაში (N42) უკანონო შეღწევით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის დაეუფლა "lenovo"-ს ფირმის ნოუთბუქს, სამუხტს, ყურსასმენს და სუნამოს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

მოეწმე ექსპერტმა რ------------ემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სრულად დაადასტურა მის იერ ჩატარებული მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებე, კერძოდ: გ------------ძის, ქ----–--------------–---------------------------------------------–----------------------------------------–---–---–------------- შემთხვევის ადგილის დათვალიარების ოქმები, ა----- ა-------ანის ამოცნობის ოქმი, სისხლის ნიმუშის აღების ოქმები, ქურთუკის დათვალიერების ოქმი და ქურთუკი, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები და ვიდეოჩანაწერები, მობილური ტელეფონის ყუთების დათვალიერების ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის N000584317 დასკვნა, ზ----------–---–--ლის მიერ წარმოდგენილი ფურცლის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერიტიზის N000458317 დასკვნა, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი და მობილური ტელეფონი, მომართვის MOC 51700023595 წერილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20914 წლის 10 თებერვლის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა ა----- ა-------ანმა სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა წარმოადგენს საკურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და იმავდროულად დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე.

 

დადგენილი, რომ ა----- ა-------ანს არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდა დაზარალებულების ნივთებზე და ისიც დადგენილია, რომ დაზარალებულებმა ვერ დაინახეს ქურდობის ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ფარულად დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ------–ი"-ს და გ------------ძის კუთვნილ ნივთებს.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ------–ი"-ს და გ------------ძის პირადი ნივთები, ამ უკანასკნელების მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე და ა----- ა-------ანმა შეძლო მოპარული ნივთის, როგორც საკუთარის ისე განკარგვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ა----- ა-------ანი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ------–ი"-ს და გ------------ძის მოძრავ ნივთს.

 

ქმედება , ჩადენილი არაერთგზის:

 

უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით ა----- ა-------ანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 01 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ა----- ა-------ანს ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ქურდობას არაერთგზის დასჯადობას.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

ამრიგად დადგენილია, რომ ა----- ა-------ანი დანაშაულის ჩადენისას ითვლებოდა ნასამართლევად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----- ა-------ანმა დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

უდავოა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ------–ი"-ს ტექნიკის მაღაზიიდან დაეუფლებული 11 ცალი მობილური ტელეფონების ღირებულება 150 ლარზე მეტია.

 

ასევე გ------------ძის საცხოვრებელ ბინიდან დაეუფლებული "lenovo"-ს ფირმის ნოუთბუქის ღირებულება 150 ლარზე მეტია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა----- ა-------ანის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა----- ა-------ანის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ა----- ა-------ანმა ჩაიდინა ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ' ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ' ქვეპუნქტებიტ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა----- ა-------ანს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ა----- ა-------ანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, რის გამოც განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, ა----- ა-------ანს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა----- ა-------ანის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ვინაიდა საქმეში არსებული მასალების მიხედვით ა----- ა-------ანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისს გასამართლებული იქნა განზრახი კატეგორიის დანაშაულისთვის, საბოლოოდ ა----- ა-------ანის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერობლიობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ა----- ა-------ანი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა----- ა-------ანი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- ა-------ანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 04 წლისა და 06 თვის ვადით) და საბოლოოდ ა----- ა-------ანს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა----- ა-------ანს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან _ 2018 წლის 25 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 06 თებერვლიდან 2018 წლის 25 აპრილამდე.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სუნის ნიმუში, ნერწვის ნიმუში, სისხლის ნიმუში, სუნის კვალი განადგურდეს.

ა----- ა-------ანის ქურთუკი დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა----- ა-------ანს ან მისი ნობით აღჭურვილ პირს; შპს „რამეზიდან“ და შპს „ბ------–იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი და ზ----------–---–--ლის მიერ წარმოდგენილი ფურცელი იმეიკოდებით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და ინახებოდეს საქმის შენახვის ვადით; ლენოვოს ფირმის ნოუთბუქი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი