გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210118002313977
საქმე #2/141-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.05.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - თი-------–-–---–---–ი
წარმომადგენელი - ლო-–--------–---–ი
მოპასუხე - ვა-–--------–-–---–---–ი
მოპასუხე - მე-----------–-ძე
წარმომადგენელი - ალ-------------–---–ი
მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 08 თებერვლის №14---- აქტით დაყადაღებული ნივთები - ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი და ,,ვაგნერის" ფირმის სარეცხი მანქანა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: 2018 წლის 08 თებერვალს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები - ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი და ,,ვაგნერის" ფირმის სარეცხი მანქანი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ი არის მისი შვილი, ხოლო მოპასუხე მე-----------–-ძე - მისი ყოფილი რძალი. 2010 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და შეეძინათ შვილი მა------–-–---–---–ი. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ვა-–--------–-–---–---–ს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა მე-----------–-ძის სასარგებლოდ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვა-–--------–-–---–---–ი ცხოვრობს თბილისში, დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ არის მისი შეძენილი. მაცივარი მოსარჩლემ ბე–-----------–---–ისგან 150 ლარად შეიძინა, ხოლო სარეცხი მანქანა 2016 წლის 15 დეკემბერს „ტე---------ის“ მაღაზიაში შეიძინა. ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა აღწერა წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილებას და ვა-–--------–-–---–---–ს მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ის ვალდებულების გამო არ უნდა მოხდეს მოსარჩელის კუთვნილი ნივთების რეალიზაცია. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; 2.2. მოპასუხე მე-----------–-ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს სარეცხი მანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დაეთანხმა, ხოლო მაცივრის ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია; 2.3. მესამე პირს - სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს №A18001338 სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორს მე-----------–-ძე, ხოლო მოვალეს ვა-–--------–-–---–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2018 წლის 08 თებერვალს გურ----------------ს სოფე-–--------ში, თამ-----–-–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი და ,,ვაგნერის" ფირმის სარეცხი მანქანა. ამავე აქტის მიხედვით ნივთების აღწერას ესწრებოდა მოსარჩელე თი-------–-–---–---–ი და დაყადაღებული ნივთები შესანახად მანვე ჩაიბარა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 29-30). 3.1.2. მოსარჩელემ ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთი - ,,ვაგნერის“ ფირმის სარეცხი მანქანა 2016 წლის 15 დეკემბერს შპს ,,ტე---------ში“ 539 ლარად შეიძინა და წარმოადგენს მის საკუთრებას. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - 19.02.2018 წლის ცნობა №0161/02/18 (ს.ფ. 33); - - სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-14; 62-70). 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 08 თებერვლის №14---- აქტში მითითებული ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი, მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ი გურ----------------ს სოფე-–--------ში არ ცხოვრობს. ყადაღის აქტში მითითებული მაცივარი მოსარჩელემ ბე–-----------–---–სგან 150 ლარად შეიძინა და ამიტომ, მის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მე-----------–-ძემ განმარტა, რომ მაცივარი შეძენილია ვა-–--------–-–---–---–ის მიერ. აგრეთვე ვა-–--------–-–---–---–ი ცხოვრობს გურ----------------ს სოფე-–--------ში და მუშაობს ხელობაზე. სადავო ნივთის კუთვნილების დადასტურების ნაწილში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე მოწმედ ნა--------–-–---–--ლი და მა-------------–--ლი დაიკითხა. მოწმე ნა--------–-–---–--ლმა განმარტა, რომ თი-------–-–---–---–ი ცხოვრობს სოფე-–--------ში, ხოლო ვალერი შიშნიაშვილი ცხოვრობს სხვაგან. ეს უკანასკნელი პერიოდულად ჩამოდის და დედას ნახულობს. თი-------–-–---–---–მა მაცივარი შეიძინა მეზობლად მცხოვრები ბე–-----------–---–ისგან, რომელსაც ახალი მაცივარი ჰქონდა შეძენილი და ძველი მაცივრის გაყიდვა უნდოდა. თი-------–-–---–---–მა მაცივრის ღირებულება - 150 ლარი პირადად გადაუხადა ბე–-----------–---–ს. მოწმე მა-------------–--ლმა განმარტა, რომ თი-------–-–---–---–მა მაცივარი შეიძინა მეზობლისგან ბე–-----------–---–ისგან, რომელსაც 150 ლარი გადაუხადა. სოფე-–--------ში მდებარე სახლში თი-------–-–---–---–ი მარტო ცხოვრობს. ვალერი შიშნიაშვილი სოფე-–--------ში არ ცხოვრობს და სოფლიდან წასულია. საქმეში წარმოდგენილია ბე–-----------–---–ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, იგი არის თი-------–-–---–---–ის მეზობელი და მან მიჰყიდა მოსარჩელეს „ვესტელის“ ფირმის მაცივარი 150 ლარად. სასამართლო გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ყურადღებას ამახვილებს საფოსტო უკუგზავნილზე, რომლიტაც დასტურდება, რომ მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–მა სასამართლოს გზავნილი პირადად ჩაიბარა მისამართზე - ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 35. აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად, თი-------–-–---–---–ის ოჯახი შესდგება ერთი წევრისგან და ვა-–--------–-–---–---–ი მისი ოჯახის წევრად მითითებული არ არის. საქმეში წარმოდგენილია ყადაღის აქტი, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის 08 თებერვალს ჩატარებულ სააღსრულებო მოქმედებას მოვალის მხრიდან მხოლოდ თი-------–-–---–---–ი ესწრებოდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ვა-–--------–-–---–---–ი არ ცხოვრობს გურ----------------ს სოფე-–--------ში მდებარე იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც სააღსრულებო მოქმედება განხორციელდა, ხოლო მოწმეთა ჩვენებით და ბე–-----------–---–ის ახსნა-განმარტებით კი დასტურდება, რომ სადავო ნივთი მოსარჩელემ შეიძინა და შესაბამისად, მის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხე მე-----------–-ძეს ამ გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - - სასარჩელო განცხადება, შესაგებლები (1-14; 62-70); - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 29-30); - - გზავნილი, საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ. 45-46; 49); - - მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეების ჩვენებები (იხ. სასამართლოს 22.05.2018 წლის და 29.05 2018 წლის სხდომის ოქმები). სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ყადაღის აქტში მითითებული ქონების კუთვნილებაზე დავობს და შესაბამისად, ყადაღისაგან მათი გათავისუფლებას მოითხოვა. ყადაღის აქტით კი ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი და ,,ვაგნერის" ფირმის სარეცხი მანქანაა დაყადაღებული. სარჩელზე მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე მე-----------–-ძემ, რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კრედიტორს წარმოადგენს, სარჩელი სარეცხი მანქანის ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში სცნო. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ვინაიდან, მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო მოპასუხე მე-----------–-ძემ, რომელიც სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორია, სარჩელი სარეცხი მანქანის ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში სცნო, ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეცხი მანქანის მოსარჩელისადმი კუთვნილება სადავო არ არის და დისპოზიციურობის და შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მეორე ნივთის - მაცივრის კუთვნილებას, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ეს ნივთიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელე კი არ არის მოვალე და არც ის პირი, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი ვა-–--------–-–---–---–ის ფულად ვალდებულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ ყადაღის აქტში მითითებული ,,ვესტელის“ ფორმის სარეცხი მანქანაც ყადაღისგან გათავისუფლდეს. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მე-----------–-ძემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო მოსამზადებელ ეტაპზე. მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ს შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. დავის საგნის ფასი 689 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელე და მოპასუხე მე-----------–-ძე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა №A1------8 სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების -“ვაგნერის” ფირმის სარეცხი მანქანის და “ვესტელის” ფირმის მაცივრის რეალიზაცია. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე თი-------–-–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 08 თებერვლის №14---- აქტით დაყადაღებული ნივთები - ,,ვესტელის“ ფირმის მაცივარი და ,,ვაგნერის" ფირმის სარეცხი მანქანა; 3. მოპასუხე ვა-–--------–-–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა; 4. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა №A1------8 სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების -,,ვაგნერის“ ფირმის სარეცხი მანქანის და ,,ვესტელის“ ფირმის მაცივრის რეალიზაცია; 5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლე რომან კუპატაძე