განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
010100117002159846
დავის ტიპი
214 5 დ , 381 1 , 214 2 , 200 3 , 200 2 გ
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100117002159846

საქმეN1-981/17წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17.05.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-----------ძე, ოლ-----------–--ლი

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ზუ------------–--ლი

მამის სახელი - ავ--------–-

დაბადების თარიღი - 1--03.1978 წელი

პირადი ნომერი - 4---------9

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ს-–----–--

ნასამართლობა - არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული

რეგისტრირებული - ქ. თბილისი, ქე-----------------–--------------------------.

ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი მე-3------–----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით.

 

2. ბრალდებული: რა-----------–--ნი

მამის სახელი - მ-----ს

დაბადების თარიღი - 1--09.1980 წელი

პასპორტის ნომერი - BA2------

მოქალაქეობა - სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება - ს-–----–---ტექნიკური

ნასამართლობა - მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული

რეგისტრირებული - სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ერევანი, ან---------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

ბრალდებულების ადვოკატები - მზე---–--------------------------------–----------ძე

 

თარჯიმანი - ხა----------------–--ნი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N092190817005

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად

 

1.1. 2016 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე, სგპ ,,სარფში’’ შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის რა-----------–--ნის კუთვნილი და მისივე მართვის ქვეშ მყოფი ,,D---------F-ის’’ მარკის ავტობუსი (სანომრე ნიშნით ZZ-8---QQ, რომლის ამჟამინდელი სახელმწიფო ნომერია FF-2---XX).

 

საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს მებაჟე ოფიცრების მიერ ამავე ავტობუსის სამალავში აღმოჩენილი იქნა 107 281.1 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (რაზედაც ბრალდება წარედგინა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა რა-----------–--ნის მეგობარი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გე---------------ი), ხოლო ამავე ავტობუსის სალონში აღმოჩენილი იქნა 10.336 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა რა-----------–--ნმა.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით რა-----------–--ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელთან ერთად ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

 

რა-----------–--ნი, რომელსაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ძალაში შესული განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 16 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში’’ და სგპ ,,სარფში’’ მართავდა FF-2---XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 27 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში’’ მართვადა FF-2---XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 29 ივლისს სგპ ,,ნინოწმინდაში’’ მართვადა KB-8---KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 30 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სარფში’’ მართავდა KB-8---KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 02 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სარფში’’ მართავდა KB-8---KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 03 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში’’ მართავდა KB-8---KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 06 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სარფში’’ მართავდა FF-2---XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,ნინოწმინდაში’’ მართავდა FF-2---XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,ნინოწმინდაში’’ მართავდა FF-2---XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას.

 

1.2. რა-----------–--ნი, ზუ------------–--ლი, რუ---- ოვ-------ი და ბა-–-- შა--------ი, 2017 წლის 19 აგვისტოს (11:00 სთ-იდან 23:00 სთ-მდე პერიოდში), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებაში ( ნო--–---–-ს ქუჩა N63 მიმდებარე ტერიტორიაზე) გაჩერებულ „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელს - 48 920 კოლოფ თამბაქოს ნაწარმს (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

რა-----------–--ნმა, ზუ------------–--ლმა, რუ---- ოვ-------მა და ბა-–-- შა--------მა, (2017 წლის 19 აგვისტოს 23:00 სთ-იდან 2017 წლის 20 აგვისტოს 01:06 სთ-მდე პერიოდში), მათ მფლობელობაში არსებული „D---------F“-ის მარკის ავტობუსით (სანომრე ნიშნით FF 2-- XX), ქალაქ ბათუმში ბარცხანის დასახლებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში გადაზიდეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის ღირებულების საქონელი - 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

1.3. რა-----------–--ნმა და ზუ------------–--ლმა, 2017 წლის 20 აგვისტოს, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 73 380 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი - 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) მათ მფლობელობაში არსებულ „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) სპეციალურად მოწყობილი სამალავით საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაიტანეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“.

 

1.4 ზუ------------–--ლი, რა-----------–--ნი, რუ---- ოვ-------ი და ბა-–-- შა--------ი, 2017 წლის 19 აგვისტოს (11:00 სთ-იდან 23:00 სთ-მდე პერიოდში), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებაში (იოსებ ნო--–---–-ს ქუჩა N63 მიმდებარე ტერიტორიაზე) გაჩერებულ „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელს - 48 920 კოლოფ თამბაქოს ნაწარმს (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

ზუ------------–--ლმა, რა-----------–--ნმა, რუ---- ოვ-------მა და ბა-–-- შა--------მა, (2017 წლის 19 აგვისტოს 23:00 სთ-იდან 2017 წლის 20 აგვისტოს 01:06 სთ-მდე პერიოდში), მათ მფლობელობაში არსებული „D---------F“-ის მარკის ავტობუსით (სანომრე ნიშნით FF 2-- XX), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში გადაზიდეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის ღირებულების საქონელი - 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

1.5. რა-----------–--ნმა და ზუ------------–--ლმა, 2017 წლის 20 აგვისტოს, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 73 380 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი - 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) მათ მფლობელობაში არსებულ „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) სპეციალურად მოწყობილი სამალავით საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაიტანეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“.

 

2. ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რა-----------–--ნის მიმართ:

 

2.1 ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით რა-----------–--ნი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის ცნობილ იქნა დამნაშავედ და ძირითად სასჯელთან ერთად „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა ძალაში.

 

რა-----------–--ნი, რომელსაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ძალაში შესული განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 16 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში" და სგპ "სარფში" მართავდა FF2--XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 27 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში" მართავდა FF2--XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 29 ივლისს სგპ "ნინოწმინდაში" მართავდა KB8--KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 30 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "სარფში" მართავდა KB8--KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 02 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სარფში’’ მართავდა KB979BK სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 03 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "სადახლოში" მართავდა KB8--BK" საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას. 2017 წლის 06 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "სარფში" მართავდა KB8--BK" საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "ნინოწმინდაში" მართავდა FF2--XX საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "ნინოწმინდაში" მართავდა KB8--BK" საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას.

 

2.2. რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი სხვა პირებთან ერთად 2017 წლის 19 აგვისტოს (11:00 სთ-იდან 23:00 სთ-მდე პერიოდში), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებაში (იოსებ ნო--–---–-ს ქუჩა N63 მიმდებარე ტერიტორიაზე) გაჩერებულ „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელს - 48 920 კოლოფ თამბაქოს ნაწარმს (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

2.3. რა-----------–--ნმა და ზუ------------–--ლმა სხვა პირებთან ერთად 2017 წლის 19 აგვისტოს 23:00 სთ-იდან 2017 წლის 20 აგვისტოს 01:06 სთ-მდე პერიოდში, მათ მფლობელობაში არსებული „D---------F“-ის მარკის ავტობუსით მასში მოთავსებული სპეციალური სამალავით (სანომრე ნიშნით FF 2-- XX), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში გადაზიდეს და რა-----------–--ნმა და ზუ------------–--ლმა საბაჟო საზღვარზე გადაიტანეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის ღირებულების საქონელი - 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

ზუ------------–--ლის მიმართ

 

2.4. ზუ------------–--ლი და რა-----------–--ნი სხვა პირებთან ერთად 2017 წლის 19 აგვისტოს (11:00 სთ-იდან 23:00 სთ-მდე პერიოდში), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებაში (იოსებ ნო--–---–-ს ქუჩა N63 მიმდებარე ტერიტორიაზე) გაჩერებულ „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელს - 48 920 კოლოფ თამბაქოს ნაწარმს (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

ზუ------------–--ლმა და რა-----------–--ნმა სხვა პირებთან ერთად 2017 წლის 19 აგვისტოს 23:00 სთ-იდან 2017 წლის 20 აგვისტოს 01:06 სთ-მდე პერიოდში, მათ მფლობელობაში არსებული „D---------F“-ის მარკის ავტობუსით მასში მოთავსებული სპეციალური სამალავით (სანომრე ნიშნით FF 2-- XX), ქალაქ ბათუმში ბარცხანას დასახლებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში გადაზიდეს და რა-----------–--ნმა და ზუ------------–--ლმა საბაჟო საზღვარზე გადაიტანეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 171 220 ლარის ღირებულების საქონელი - 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“) ქართული აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და გადაზიდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები:

 

საქმეში არსებული ინფორმაციული პატაკით 19.08.2017წ დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის გოგა ლორიას მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რა-----------–--ნს (დაბ.18/09/1980წ. პასპორტის ნომერი BA2------), საკუთრებაში ჰყავს რამდენიმე სამგზავრო ავტობუსი (რომლებშიც მოწყობილი აქვს სპეციალური სამალავები), რომლებიც რეგისტრირებული ჰყავს სხვადასხვა პირებზე და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით და სხვადასხვა პირთა მონაწილეობით ახდენს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - თამბაქოს ნაწარმის, ქართული აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე საქართველოში შენახვას, გადაზიდვას და აღნიშნული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანას, ასევე ამავე სატრანსპორტო საშუალებებით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით შემოაქვს ოქრო და სხვა ძვირფასეულობა.

 

მიღებული ინფორმაციით ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც რა-----------–--ნი ახდენდა უაქციზო სიგარეტების საქართველოში გადაზიდვისა და საბაჟო საზღვარზე მალულად სპეციალური სამალავების გამოყენებით გადატანას იყო ,,დაფის’’ მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით FF 2-- XX, რომელიც რა-----------–--ნს გაფორმებული ჰყავს სხვა პირზე, ხოლო ავტობუსის მძღოლია ზუ------------–--ლს. მიღებული ინფორმაციის თანახმად ისინი შეთანხმებული იყვნენ საქართველოში გადაეზიდათ და სგპ ,,სარფის’’ გავლით საქართველოში საბაჟო საზღვარზე მალულად გადაეტანათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი ,,მასტერი’’) ზემოთ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მასში მოწყობილი სამალავის გამოყენებით. არსებობდა ინფორმაცია ასევე მასზედ, რომ ავტობუსით უაქციზო სიგარეტების გადაზიდვაში და საბაჟო საზღვარზე მალულად გადატანაში მონაწილეობდა მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირები. (ტ-1, ს.ფ.4-5).

 

ინფორმაციული პატაკით 19.08.2017წ დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს გოგა ლორიას, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სე-------------–-–--ლს და და-------------ს პროკურორის დავალებით დაევალათ სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება 19.08.2017 წლის პატაკში აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. (ტ-1, ს.ფ.6-7).

 

საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას გო-----–-----ამ, სე-------------–-–--ლმა და და-------------მა განმარტეს, 2017 წლის აგვისტოს თვეში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იყო მოქალაქე რა-----------–--ნი ახდენდა უაქციზო სიგარეტის - საქონლის -გადაზიდვას სპეციალური ავტობუსით, რომელშიც იყო სამალავი თურქეთის რესპუბლიკაში; მათთვის ფიგურანტი იყო ცნობილი, მასზედ სხვადასხვა ინფორმაციები გააჩნდათ; შეისწავლეს ეს ოპერატიული ინფორმაცია; მოხსენდა ხელმძღვანელს; პროკურორისაგან დაევალათ განეხორციელებინათ აღნიშნული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა და გადაადგილება; რა-----------–--ნთან ერთად იმყოფებოდა საქმეში იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაე რუ---- ოვ-------ი; ამ პირებს უნდა მოეხდინათ უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა; ოპერატიული შესწავლის დროს მოხდა მათ სახელზე რიცხული ავტომობილების შესწავლა, რა-----------–--ნი შემჩნეული იყო ასევე სხვა დანაშაულის ჩადენაში, მას მის სახელზე ყავდა გაფორმებული ავტობუსი სახ ნომრით ZZ 8-- QQ; ეს ავტობუსი გადაფორმებული იყო ვინმე მოქალაქე ნო------------–--ლზე; მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ავტობუსით - უკვე სანომრე ნიშნით FF2--XX უნდა მოეხდინათ გადაზიდვა; დამუშავდა ინფორმაცია, და დაევალათ ვიზუალური კონტროლი განეხორციელებინათ ამ პირებზე;

 

2017 წლის 19 აგვისტოს დილით მიიღეს ინფორმაცია, რომ ტრანსპორტი რომელიც მათ მიერ იყო დადგენილი იმყოფებოდა ე.წ. „ბენზეში“ შემოსასვლელში, განლაგდნენ მიმდებარედ თვალთვალის მიზნით; ავტობუსთან მერსედესის მარკის სახელმწიფო ნომრით 307 ავტომანქანით მოვიდნენ რა-----------–--ნი, რუ---- ოვ-------ი და როგორც მოგვიანებით დადგინეს - პიროვნება - ბა-–-- შა--------ი; ავტობუსის საჭესთან იჯდა მოქალაქე ზუ------------–--ლი; ცოტა ხნით გაჩერდა სამივე, ავიდნენ ავტობუსში და რამოდენიმე დრო იქ დაყვეს, ამის შემდეგ ავტობუსი დაიძრა ბათუმის მიმართულებით, რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი იყვნენ ავტობუსში უკვე; ბათუმის მიმართულებით წავიდნენ და გადაუხვიეს ე.წ. ბარცხანას დასახლებაში, ავტობუსი გაჩერდა ნო--–---–-ს ქუჩაზე, შპს საზღვაო ტექსერვისის შენობის გვერდით; გაგრძელდა ვიზუალური კონტროლი, ავტობუსში იყვნენ ოთხივე, დაახლოებით ნახევარი ერთი საათის შემდეგ რა-----------–--ნი ტოვებს ავტობუსს და ავტობუსში რჩება ზუ------------–--ლი და რუ---- ოვ-------ი, უკვე შემდეგ დადგენილი იქნა, რომ ახდენდნენ ავტობუსში ე.წ. სამალავში უაქციზო სიგარეტის განთავსებას;

ეს შეუმჩნეველი მათთვის არ დარჩენილა იქედან გამომდინარე, რომ იყო აგვისტოს თვე და მაღალი ტემპერატურა, ავტობუსის კარი ღია იყო, რადგან სხვაგვარად გაუსაძლისი იქნებოდა დახურულ ავტობუსში ყოფნა; დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაცია იყო უტყუარი, დაიწერა პატაკი, იმის შესახებ, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფი ახდენდა უაქციზო სიგარეტის გადატანას თურქეთის რესპუბლიკაში; კვლავ გაგრძელდა ამ ავტობუსზე ვიზუალური კოტროლი, საღამოს საათებში, მოგვიანებით, ავტობუსთან კვლავ მიდის რა-----------–--ნი, იქ დაყო რამდენიმე წუთი, შემდეგ ისევ მიემგზავრება ამჯერად უკვე ტაქსით და ადგილზე რჩება დანარჩენი პირები: რუ---- ოვ-------ი, ბა-–-- შა--------ი და ზუ------------–--ლი; ავტობუსი სვლას განაგრძობდა ქალაქის, პორტის მიმართულებით ე.წ. საბაგიროსთან უცნობი პირები სხდებიან ასევე ავტობუსში და აგრძელებს სვლას; ავტობუსი ჩერდება ჭა------ის ქუჩაზე რუ---- ოვ-------ი ჩამოდის და შედის სავალუტო ჯიხურში, რამდენიმე წუთში ისევ ავტობუსში ბრუნდება ; მერსედესის მარკის ავტომანქანიდან ბა-–-- შა--------ს მოაქვს საწვავი და ასხამს ავტობუსის ავზში; ამის შემდეგ ავტობუსი აგრძელებს გზა ჭა------ის ქუჩის მიმართულებით; ავტობუსი ჩერდება აეროპორტის გზატკეცილზე სადაც არის „ვისოლის“ ბენზინ გასამართი სადგური, ავტობუსიდან ჩამოდის ზუ------------–--ლი და რუ---- ოვ-------ი, შედიან სადგურის ოფისში; დიდი ხნის შემდეგ ისინი ტოვებენ ამ ადგილს, სხდებიან ავტობუსში და აგრძელებენ სვლას; ამ პერიოდის განმავლობაში მათ უკან მოყვება მერსედესის მარკის ავტომობილით ბა-–-- შა--------ი; ავტობუსით ამ დროს გადაადგილდება ზურაბი და რუ---- ოვ-------ი; „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე კვლავ ჩერდება ავტობუსი ავსებენ ბენზინის ავზს, ავტობუსიდან ჩამოდის რუ---- ოვ-------ი და იხდის საწვავის ღირებულებას „სოკარის“ ოპერატორთან; ამის შემდეგ ავტობუსი სარფის მიმართულებით კვლავ აგრძელებს მოძრაობას; ჩერდება სარფის გამშვებ პუნქტთან; თანამშრომლების მხრიდან ხდება უკვე ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმვა კონტროლი, ვიზუალური თვალთვალი, სარფის გამშვებ პუნქტთან, როცა უნდა გაიაროს ნეიტრალურ ზონასთან, ავტობუსთან მოდის რა-----------–--ნი, ავტობუსიდან გამოაქვს სასაზღვრო კონტროლის გასავლელად საჭირო დოკუმენტაცია, აწვდის კონტროლის ოფიცერს; იქ ავტობუსთან არის ზუ------------–--ლი, ამ დოკმენტების მიწოდების შემდეგ ტოვებს ავტობუსს და კვლავ უბრუნდება ნეიტრალურ ზონას და შემდეგ გადადის „Duty free „ს მაღაზიასთან; ზურაბი ტურაშვილი ზის საჭესთან, გაივლის საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და ნეიტრალურ ზონაში მასში ჯდება რა-----------–--ნი, ავტობუსი იწყებს მოძრაობას თურქეთის მიმართულებით; უკვე თავად მიდიან მიმართავენ რომ ავტობუსი გადაიყვანონ საბაჟო კონტროლის ზონაში; შემოაბრუნეს ავტობუსი რა-----------–--ნისათვის მოწვეული იქნა სომხურენოვანი თარჯიმანი და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება; ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი სახელწოდებით „MASTER LITHS“ (იხ. სასამართლო სხდომების ოქმები: 05.04.2018 წ 12:22:22სთ-12:56:37სთ; 01.05.2018წ 13:34:57სთ-14:02:30სთ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას მი--------------ძემ დაადასტურა ზემოთმითითებული გარემოებები; ის მონაწილეობას იღებდა ასევე ვიზუალური თვალთვალის განხორციელებაში; ასევე მონაწილოება მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც ზუ------------–--ლმა მიუთითა თანმიმდევრულად მიუთითა თავის მიერ განხორციელებული ქმედებების და ავტობუსის გადაადგილების შესახებ; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი);

 

მოწმე ნო------------–--ლმა განმარტა , რომ 2016 წელს დაუკავშირდა მისი მეგობარი საბერძნეთიდან და თხოვა, რომ მის სახელზე გადაეფორმებინა კუთვნილი ავტობუსი და შემდეგ გაეცა მინდობილობა სხვა პირზე მართვის და სარგებლობის უფლებით განკარგვის გარეშე; მართლაც გადაფორმების დროს მივიდა პირი ვისზეც უნდა გაეკეთებინა მინდობილობა; ეს პიროვნება იყო რა-----------–--ნი; რა-----------–--ნის თხოვნით მინდობილობაში ჩაიწერა ასევ მეორე პირი, ზუ------------–--ლი, ვინაიდან მისივე გადმოცემით ეს ავტობუსი ასევე უნდა ემართა ამ უკანასკნელს; ამ მინდობილობით შესაძლებელი იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაც; რუსთავში მომსახურების სააგენტოში მოხდა მინდობილობის გაფორმება; გასულ წელს ასევე დაუკავშირდნენ გადასაფორმებლად, მისი მეგობრის თხოვნით, ვიანიდან ავტობუსის ღირებულება სრულად არ იყო დაფარული კიდევ მინდობილობა უნდა გაეფორმებინა და გააფორმა, როგორც ახსოვს 2017 წლის 13 მაისს; ავტობუსი იყო დაფის მარკის, მოყვითალო ფერის; თავიდან ავტობუსი სანომრე ნიშანი იყო ZZ822QQ; მეორედ მინდობილობის გაფორმებისას ეს ნომრები მოხსნეს და გააკეთეს ახალი სანომრე ნიშანი FF772XX; გარკვეული პერიოდის შემდეგ დაუკავშირდნენ საფინანსო პოლიციიდან და ამის შესახებ მისცა განმარტება; მას სხვა რაიმე სახით კავშირი ბრალდებულებთან არ ჰქონია (იხ ოქმი 04.05 .2018წ 15.19.12სთ-15:24:02სთ) ;

 

მოწმე მი----------------ძემ დაადასტურა, რომ დასაქმებულია ს/ს მისო „კრ------–ში“ ჭა------ის ქუჩაზე; რუ---- ოვ-------მა მის სავალუტო ჯიხურში 2017 წლის 19 აგვისტოს საღამოს საათებში მოახდინა 400 აშშ დოლარის კონვერტაცია; გამოწერა შესაბამისი დოკუმენტი, კონვერტაციის ორდერი; როგორც ახსოვს გადაუხადა 954.80 ლარი (იხ ოქმი 04.05.2018წ 15:33:57სთ-15:35:38სთ) ;

 

მოწმე რუ--–---------ემ განმარტა, რომ დასაქმებულია ავტოსადგურში საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მგზავრთა გადამყვან ავტობუსების მძღოლებს აძლევს აღრიცხვის ფურცელს, სადაც მათ თავად შეჰქონდათ მგზავრთა მონაცემები პირადი ნომრებით; ის მხოლოდ ბეჭედდასმულ ფურცელს აწვდიდა; მას ხშირად ჰქონია კავშირი რა-----------–--ნთან და ზუ------------–--ლთან; სამსახურში იმ დღესაც გაატარა ავტობუსი, შემდეგ შეიტყო, რომ დაუკავებიათ; 5-6 წელია იცნობს რა-----------–--ნს დადიოდა მასთან და საბუთს აძლევდა კანონის ფარგლებში; რა-----------–--ნს ყავს საკუთარი ავტობუსი და ზუ------------–--ლი იყო მძღოლი, როცა დააპირებდა გამგზავრებას ტელეფონით დაუკავშირდებოდა და ფიზიკურადაც მოდიოდა; 2017 წლის 19 აგვისტოს მოვიდა მგზავრებით; მგზავრების გარეშე არ მოდიოდა ზოგადად; მძღოლი იყო სულ ზუ------------–--ლი; მოსვლისას რუ---- ოვ-------იც ახლდა ზოგჯერ ; (იხ ოქმი 04.05.2018 15:58:10სთ-16:11:45სთ;)

 

მოწმე ვლ----------------ძემ განმარტა, რომ საკონტროლო გამტარ პუნქტ სარფში ახდენს საქართველოდან გასული ავტობუსების და მძღოლების რეგისტრაციას, გამსვლელ ზოლშუ შემოვიდა თეთრი ფერის მანი BK8--KB სომხეთის მოქალაქე რა-----------–--ნი ახლდა, მიაწოდეს დოკუმენტები შეამოწმა, გაატარეს შესაბამის ბაზაში; ამის შემდეგ შემოვიდა ავტობუსი სახელმწიფო ნომრით FF2--XX რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ზუ------------–--ლი, ავტობუსის გაჩერების შემდეგ ხდებოდა დათვალიერება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამ დროს ავტობუსში ავიდა რა-----------–--ნი და მიაწოდა მას დოკუმენტები, აღნიშნული ავტობუსის მინდობილობა, რომელიც იყო გაცემული მის სახელზე; მან განმარტა, რომ ეს მანქანა მინდობილი იყო მის სახელზე და მძღოლად ყავდა აყვანილი ზუ------------–--ლი; რა-----------–--ნმა დაუდასტურა, რომ მათ ერთად სურდათ ამ ავტობუსის გაყვანა; რა-----------–--ნი წავიდა Duty free-? მაღაზიის მიმართულებით; ზუ------------–--ლს მოთხოვა შესაბამისი დოკუმენტები; მან დაუძახა რა-----------–--ნს, რომელმაც ავტომანქანის ტექპასპორტი; დაარეგისტრირა დოკუმენტები და რა-----------–--ნი უხსნიდა, რომ მას ყავდა საქართველოდან ამ ავტობუსის გაყვანის უფლება და იმიტომ იყო მასთან დოკუმენტები; შემოწმების შემდეგ მისცა უფლება საზღვარზე გასვლის, ამის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა ავტობუსი გვერდით გადაყვანილი და ავტომანქანიდან იცის, რომ ამოიღეს სიგარეტები; (იხ ოქმი 01.05.2018წ 13:17:24სთ-13:23:13სთ)

 

მოწმე ბე-------------–-ძემ დაადასტურა ვლ----------------ძის მიერ მიცემული განმარტებით დადგენილი გარემოებები განმარტა, რომ ახდენს გასვლის მხარეს სატვირთო და ავტობუსების საბაჟო კონტროლს; ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემოწმდა ავტობუსი სახელმწიფო ნომრით FF2--XX და მძღოლთან გასაუბრებით დაადგინეს, რომ არ ჰქონდა რაიმე სახის დასადეკლარირებელი საქონელი; (იხ.ოქმი 01.05.2018წ, 14:06:42სთ-14:17:50სთ)

 

მოწმე ომ----------ძემ განმარტა, რომ მუშაობს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე; 2017 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 00:30 საათზე ბენზინგასამართ სადგურზე დაფიქსირებულია ავტობუსი ნომრით FF2--XX; ჩანაწერების ნახვის შემდეგ აღიდგინა ავტობუსი და პიროვნებები, ავტობუსის მძღოლთან ერთად იმყოფებოდა სხვა პირი; მძღოლს ეცვა თეთრი ფერის მოკლე სახელოიანი პერანგი და ჯინსის შარვალი; თანმხლები პირი იყო ს-–----–-- სიმაღლის შავგვრემანი, რომლესაც ეცვა მოკლესახელოიანი ვარდისფერი მაისური და ე.წ. ბრიჯები მძღოლის თანმხლებმა პირმა მოითხოვა საწვავის ჩასხმა; 470 ლიტრ საწვავში გადაუხადეს 790 ლარი; თანხის მიღების შემდეგ ირ---–---------ემ -ოპერატორმა განახორციელა საწვავის ავტობუსში ჩასხმა; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 01.05.2018წ 14:47:04სთ-14:49:35სთ )

 

მოწმე ჯა-------------ემ განმარტა, რომ ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ადასტურებს ამ მოქმედებების ავთენტურობას და კანონიერებას, დამატებით განმარტავს, რომ ავტობუსის შეჩერებისას თავად ზუ------------–--ლმა გაუხსნათ სამალავი; სიგარეტი იყო 48 920 კოლოფი როგორც ახსოვს; ავტომანქანიდან გარდა სიგარეტებისა ამოღებული იქნა დოკუმენტაცია; ასევე ამოღებული იქნა სანომრე ნიშანი ZZ822QQ , რომელიც გადამოწმებისას აღმოჩნდა რომ არ იყო რეგისტრირებული დამზადებული იყო კუსტარული წესით; საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას რა-----------–--ნი დააკავა თვითონ, მან უარი განაცხადა ოქმზე ხელისმოწერაზე გაურკვეველი მოტივით , გადაეცა ოქმის ასლი და აღნიშნულის ჩაბარებაზე ხელის მოწერაზეც უარი განაცხადა მოტივის გარეშე; (ოქმი 01.05.2018წ, 14:56:11სთ-15:07:54სთ)

 

მოწმე ომ----------–-ძემ განმარტა, რომ მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე; მოცემულ საქმეში მან გამოითხოვა მხოლოდ ინფორმაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების განჩინებაში მითითებული პერიოდების მიხედვით; დაილუქა ინფორმაცია და დაერთო საქმეს (იხ ოქმი 10.05.2018წ 14:42:24სთ-14:43:22სთ;

 

მოწმის სახით დაკითხვისას კა-----------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და ავთენტურობა (იხ ოქმი 01.05.2018წ; 14:22:46სთ-14:24:00სთ)

 

ავტობუსის ჩხრეკის ოქმით 20.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ზუ------------–--ლის, რა-----------–--ნის, აგაჯან ბაგდოიანი, გოგა ლორიას, და-------------ის და სე-------------–-–--ლის მონაწილეობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ სარფი, სგპ ,,სარფში’’ ჩატარებული იქნა ,,D---------F-ის’’ მარკის და მოდელის ავტობუსის (სახ.ნომრით FF 2-- XX) ჩხრეკა.

 

ჩხრეკის დროს ავტობუსის ჭერში, შუა ნაწილში აღმოჩენილი იქნა სპეციალური კარი საკეტებით, რომლის გახსნა განხორციელა ზუ------------–--ლმა და ავტობუსის ჭერის მთელ სიგრძეზე აღმოჩენილი იქნა სპეციალური სამალავი. სპეციალური სამალავი ქვედა მხარეს მოწყობილია ლითონის ორმაგი ფირფიტებით და ლითონის ფირფიტაზე მიკრულია წითელი ფერის ნაჭერი. სპეციალური სამალავის მართკუთხა ფორმის კარი ზუ------------–--ლმა გახსნა სპეციალური ლითონის ორი ცალი ბაგირის მეშვეობით. კარი გაიხსნა ზემოდან ქვემოთ და ჭერში გამოჩნდა მართკუთხა ფორმის სარქველი, რომელშიც მოჩანს თამბაქოს ნაწარმი, მართკუთხა ფორმის ბლოკების სახით.

 

ჩხრეკის შედეგად ავტობუსის ჭერში მოთავსებული სპეციალური სამალავიდან ამოღებული იქნა 48 920 (ორმოცდარვა ათას ცხრაას ოცი) კოლოფი სიგარეტი ,,Master LIGHTS’’, რომელსაც არა აქვს დაკრული ქართული აქციზური მარკა. ასვე ავტობუსის მარცხენა კარის სათავსოდან ამოღებული იქნა 2017 წლის 17 ივნისით დათარიღებული რწმუნებულება/მინდობილობა N170673006. სანოტარო აქტში ავტომანქანის ,,D---------F’’ (სახ.ნომრით FF 2-- XX) მიმნდობ პირად მოხსენიებულია რა-----------–--ნი. სანოტარო აქტი გაცემულია ქართულ და რუსულ ენაზე. სანოტარო აქტს ხელს აწერენ მიმნდობი რა-----------–--ნი, თარჯიმანი და ნოტარიუსი მარიამ გოგვაძე. ასევე ავტობუსის სალონის ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან’’ ამოღებული იქნა ავტომანქანის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანი ZZ-8---QQ წყვილად

 

ავტობუსის სალონის ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან’’, ასევე ამოღებული იქნა 2017 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებული კონვერტაციის ორდერი N23958172, რომელშიც კლიენტის გრაფაში მითითებულია რუ---- ოვ-------ი.

 

ასევე ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის საშუალება ,,D---------F-ის ’’ ფირმის ავტობუსი სახ.ნომრით FF 2-- XX.

 

საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ზუ------------–--ლის განმარტებით მისი მართვის ქვეშ არსებული ავტობუსი (FF 2-- XX) ეკუთვნის რა-----------–--ნს და მასში დამალული სიგარეტიც მთლიანად ეკუთვნის რა-----------–--ნს. მისივე განმარტებით აღნიშნული უაქციზო სიგარეტი მან, რა-----------–--ნმა და რადიკის ნაცნობმა ორმა პირმა ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე დატვირთეს აღნიშნულ ავტობუსში (FF 2-- XX) და გადაზიდეს ქ.ბათუმში, ნო--–---–-ს ქუჩაზე, სადაც ზ.ტურაშვილმა, რ.ბადალიანმა, რ.ოვ-------მა და ოვ-------ის ნაცნობმა პირმა ერთად დამალეს ავტობუსის ჭერში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, რომელიც მან და რა-----------–--ნმა გადაზიდეს სოფ.სარფში და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაიტანეს საბაჟო საზღვარზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა.

ავტობუსის ჩხრეკა დაიწყო 2017 წლის 20 აგვისტოს 03:35 საათზე და დასრულდა 2018 წლის 20 აგვისტოს 06:45 საათზე. (ტ-1, ს.ფ.14-25).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით 20.08.2017წ. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, და-------------ის და აგაჯან ბაგდოიანის მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარფი, სგპ ,,სარფის’’ ადმინისტრაციულ შენობაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ხელოვნური განათების პირობებში, 2017 წლის 20 აგვისტოს 06:50 საათზე დაკავებული იქნა რა-----------–--ნი.

 

რა-----------–--ნის ჩხრეკა მიმდინარეობდა 2017 წლის 20 აგვისტოს 07:05 საათიდან 2017 წლის 07:15 საათამდე დროის შუალედში.

 

ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რა-----------–--ნის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ,,IPHONE-ს’’ ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი იმე კოდით 013631008471978, რომელშიც მოთავსებულია სიმ ბარათი ნომრით 558754800. ასევე პირადი ჩხრეკის დროს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებულია 6 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა, 6 ცალი 20 აშშ დოლარიანი კუპიურა, 5 ცალი 10 აშშ დოლარიანი კუპიურა, 1000 სომხური დრამი და თურქული ლირა. ასვე, საფულიდან ამოღებული იქნა 10 ცალი საბანკო და სხვა სახის სავიზიტო ბარათები. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა. (ტ-1, ს.ფ.31-38).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით 20.08.2017წ. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ნათია დოლიძის მიერ, სე-------------–-–--ლის მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარფი, სგპ ,,სარფის’’ ადმინისტრაციულ შენობაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ხელოვნური განათების პირობებში, 2017 წლის 20 აგვისტოს 06:50 საათზე დაკავებული იქნა ზურაბ ავ--------–-ს ძე ტურაშვილი.

 

ზუ------------–--ლის ჩხრეკა მიმდინარეობდა 2017 წლის 20 აგვისტოს 07:10 საათიდან 2017 წლის 07:20 საათამდე დროის შუალედში.

 

ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ზუ------------–--ლის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ერთი კოლოფი გახსნილ მდგომარეობაში სიგარეტი ,, Master LIGHTS’’, რომელზეც არ არის დაკრული აქციზური მარკა. ასევე მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ,,Iphone-ის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია სიმ ბარათი ნომრით 555681040. მობილური ტელეფონის იმეი კოდია 013200001899542. ზუ------------–--ლის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ასევე ამოღებული იქნა სააღრიცხვო ფურცელი 03 (სამი) ეგზემპლარად და ერთი ცალი შპს ,,ულუსიო ბათუმის’’ საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა. (ტ-1, ს.ფ.48-55).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0--------, 21.08.2017წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: 1) 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი ( Master LIGHTS) არ არის ქართული აქციზური მარკით ნიშანდადებული და საქართველოს საგადასახდო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარება ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას. 2) 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი ( Master LIGHTS) საერთო საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 171220.00 (ას სამოცდათერთმეტი ათას ორას ოცი) ლარს. 3) 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი ( Master LIGHTS) მთლიანი საბაჟო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 73 380.00 (სამოცდაცამეტი ათას სამას ოთხმოცი) ლარს. (ტ-1, ს.ფ.116-121).

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით 23.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, და-------------ის მონაწილეობით, დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, ნალექიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში, ნო--–---–-ს ქუჩა N63-ში არსებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს და არის გრუნტიანი. ტერიტორიის მარჯვენა მხარეს განთავსებულია შპს ,,საზღვაო ტექ სერვისის’’ კუთვნილი ორ სართულიანი შენობა ნაგებობა, რომლის პირველ სართულზე, მარჯვენა კუთხეში განთავსებულია სასურსათო მაღაზია, მაღაზიის გვერდით განთავსებულია 6 კარ-ფანჯარა, რომელსაც გააჩნია რკინის ჟალუზები, ფანჯრის გვერდით განთავსებულია რკინის კონსტრუქციის კარი, რომელიც არის დაკეტილი. კართან აღინიშნება წარწერა ,,სავაჭრო წერტი’’ და ,,ბათუმის ლუდი’’, ასევე კედელზე არის წარწერა ,,63’’. ლითონის კარის გვერდით განთავსებულია ფანჯარა, რომელსაც გააჩნია რკინის გისოსები. ფანჯრის გვერდით განთავსებულია ხის ერთ ფრთიანი კარი. ორ სართულიანი შენობის გვერდით ერთ სართულიანი შენობა ნაგებობა, რომელსაც მარცხენა მხარეს გააჩნია ორ ფრთიანი ლითონის კონსტრუქციის კარი, აღნიშნული კარის გვერდით განთავსებულია ერთ ფრთიანი ლითონის კონსტრუქციის კარი, რომელიც არის ბოქლომით დაკეტილი. აღნიშნული ერთ სართულიანი შენობის კუთხეში, განთავსებულია დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის რკინის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და კარის შიგნით არსებულ სათავსოში მოჩანს მუყაოს ყუთები და ყუთის ზედა მხარეს შეიმჩნევა ლათინური ასოებით წარწერა ,,Master LIGHTS’’.. დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო ოქმს.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 23 აგვისტოს 14:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 23 აგვისტოს 14:45 საათზე. (ტ-1, ს.ფ.128-145).

 

ამოღების ოქმით 23.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ნელი კუნჭულიას და და-------------ის მონაწილეობით ქ.ბათუმში, ნო--–---–-ს ქუჩა N63-ში მდებარე შპს ,,საზღვაო ტექ სერვისის’’ კუთვნილი ერთ სართულიანი შენობა ნაგებობის სათავსოდან ამოღებული იქნა 8 ცალი მუყაოს ყუთი, რომელსაც ლათინური ასოებით აქვს წარწერა ,,Master LIGHTS’’. მუყაოს ყუთები წვიმისაგან არის დასველებული.

 

ამოღებაში მონაწილე პირის შპს ,,საზღვაო ტექ სერვისის’’ იურისტის ნელი კუნჭულიას განმარტებით, აღნიშნული მუყაოს ყუთები შპს ,,საზღვაო ტექ სერვისს’’ არ ეკუთვნის და თუ საიდან მოხვდა მუყაოს ყუთები შენობა ნაგებობაში არსებულ სათავსოში მისთვის უცნობია.

 

დაიწყო 2017 წლის 23 აგვისტოს 15:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 23 აგვისტოს 15:40 საათზე. ამოღებული ნივთები დაილუქა. (ტ-1, ს.ფ.148-152).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 04.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ უფროსის მოადგილის - გიგა სოსელიას მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარფი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტი ,,სარფის’’ ადმინისტრაციულ შენობაში 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტი ,,სარფის’’ კომპიუტერული სისტემიდან 2017 წლის 19 აგვისტოს 13:00 საათიდან 2017 წლის 20 აგვისტოს 02:00 საათამდე პერიოდში საბაჟო გამშვებ პუნქტი ,,სარფის’’ სათვალთვალო გარე კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია - ვიდეო მასალა.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 4 სექტემბერს 15:50 საათზე და დასრულდა 2017 წლის 4 სექტემბერს 16:55 საათზე. (ტ-1, ს.ფ.219-220).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 04.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, მენეჯერის - მონაწილეობით, ქ.ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N22-ში მდებარე მისო ,,კრ------–ის’’ ოფისიდან, 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 19 აგვისტოს 23:15 საათიდან 23:40 საათამდე პერიოდში სათვალთვალო გარე კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია - ვიდეო მასალა.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 4 სექტემბერს 18:05 საათზე და დასრულდა 2017 წლის 4 სექტემბერს 18:55 საათზე. (ტ-1, ს.ფ.222-224).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 04.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, მენეჯერის - საიარ გუსეინოვის და სპეციალისტის - გიორგი ხარაზის მონაწილეობით, ქ.ბათუმი, გონიოს დასახლება, ანდრია პირველწოდებულის ქ.N8-ში მდებარე შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის’’ ბენზინგასამართი სადგურიდან, 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო ვიდეო კამერების მიერ 2017 წლის 20 აგვისტოს 00:20 საათიდან 00:40 საათამდე პერიოდში გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია - ვიდეო მასალა.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 4 სექტემბერს 10:45 საათზე და დასრულდა 2017 წლის 4 სექტემბერს 11:30 საათზე. (ტ-1, ს.ფ.226-229).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 04.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, მენეჯერის - ნუგზარ კვაჭაძის მონაწილეობით, ქ.ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N20-ში მდებარე ი/მ მერაბ ნარაკიძის კუთვნილი ტოტალიზატორიდან 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა კომპიუტერულ სისტემაში არსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ 2017 წლის 19 აგვისტოს 23:00 საათიდან 2017 წლის 20 აგვისტოს 00:40 საათამდე პერიოდში გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია - ვიდეო მასალა.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 4 სექტემბერს 12:05 საათზე და დასრულდა 2017 წლის 4 სექტემბერს 13:58 საათზე. (ტ-1, ს.ფ.233-235).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 06.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, მენეჯერის - თეა სონგულიას მონაწილეობით, ქ.ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N22-ში მდებარე მისო ,,ბონაკოს’’ ოფისიდან 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 19 აგვისტოს 23:00 საათიდან 2017 წლის 20 აგვისტოს 00:40 საათამდე პერიოდში გარე სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია - ვიდეო მასალა.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 6 სექტემბერს 12:40 საათზე და დასრულდა 2017 წლის 6 სექტემბერს 13:45 საათზე. (ტ-1, ს.ფ.250-251).

 

დათვალიერების ოქმით 24.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ნო------------–--ლის მონაწილეობით, ქ.ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა, კვარტალი N5ა-ში დათვალიერებული იქნა მოწმე ნო------------–--ლის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის13 მაისით დათარიღებული სანოტარო აქტი/მინდობილობა ,,D---------F-ის’’ ფირმის ავტობუსის (სახ.ნომრით FF 2-- XX) მართვის უფლებით მინდობაზე. სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემ პირად მითითებულია ნო------------–--ლი, მინდობილ პირად მითითებულია რა-----------–--ნი. სანოტარო აქტი განთავსებულია ერთ ფურცელზე. დათვალიერების შემდეგ სანოტარო აქტი/მინდობილობა ერთ ფურცლად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 24 აგვისტოს 11:25 საათზე და დასრულდა 2017 წლის 24 აგვისტოს 11:35 საათზე. (ტ-1, ს.ფ.242-244).

 

დათვალიერების ოქმით 12.10.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, მოწმე ომ----------ძის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა N8-ში მდებარე შპს ,,სოკარ ჯორჯია პერტოლიუმის’’ ბენზინგასამართი სადგურიდან 2017 წლის 20 აგვისტოს გარე სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაციის - ვიდეო მასალის დათვალიერება, რომელიც განთავსებულია ერთ ცალ DVD-R დისკზე.

 

ვიდეო მასალაში 20.08.2017 12:31 (00:31) საათზე ფიქსირდება ავტობუსი სახელმწიფო ნომრით FF 2-- XX, რომელიც ჩერდება ბენზინგასამართი სადგურის საწვავის ჩამსხმელ ყუთთან. ავტობუსთან ჩამოდის ს-–----–-- აღნაგობის მამაკაცი (აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ფერის მოკლე სახელოიანი პერანგი) და ს-–----–--ზე მსხვილი აღნაგობის მამაკაცი (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯი), რომლებიც მიდიან საწვავის ჩამსხმელ ყუთთან, სადაც დგას ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი. მათთან 12:32 (00:32) საათზე მიდის ს-–----–--ზე მსხვილი აღნაგობის მამაკაცი მელოტი მამამკაცი, რომელიც ესაუბრება ავტობუსით მოსულ პირებს და 12:33 (00:33) საათზე ტოვებს აღნიშნულ პირებს, მას უკან მიყვება ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი და ისინი საუბრობენ ერთმანეთში. ვიდეო მასალაში ასევე ჩანს სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც დგას ავტობუსთან. ვიდეო მასალაში ფიქსირდება, რომ ბენზინგასამართ სადგურზე ავტობუსში ასხამენ საწვავს.

 

ვიდეო მასალაში 20.08.2017 12:34 (00:34) საათზე ავტობუსიდან ჩამოსული ორი პირი მამაკაცი (აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ფერის მოკლე სახელოიანი პერანგი) და მამაკაცი (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯი), მიდიან აფსაროსის გზატკეცილის მხარეს და უკან ავტობუსთან ბრუნდებიან 23:38 (00:38) საათზე, მამაკაცს (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯი) ხელში უჭირავს პარკი. ვიდეო მასალაში საწვავის ჩასხმის შემდეგ ავტობუსი (სახელმწიფო ნომრით FF 2-- XX) ტოვებს ბენზინგასამართ სადგურს და მიდის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ მიმართულებით.

 

დათვალიერებაში მონაწილე პირის ომ----------ძის განმარტებით 12:33 (00:33) საათზე კადრში ფიქსირდება თავად და იგი მიდის ბენზინგასამართი სადგურის საწვავის ჩამსხმელ ყუთთან, სადაც დგას ავტობუსი, ავტობუსის მძღოლი- ს-–----–-- აღნაგობის მამაკაცი (აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ფერის მოკლე სახელოიანი პერანგი), მისი თანმხლები ს-–----–--ზე მსხვილი მამაკაცი (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯი) ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ირ---–---------ე. ომ----------ძის განმარტებით ადგილზე მისვლისას ავტობუსის მძღოლის თანმხლებმა პირმა - ს-–----–--ზე მსხვილი აღნაგობის მამაკაცმა (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯი) მას მოსთხოვა ფასდაკლება და გადაუხადა 470 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 790 ლარი.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 12 ოქტომბერს 11:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 12 ოქტომბერს 11:45 საათზე. (ტ-1, ს.ფ. 341-342).

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით 30.10.2017წ. დადგენილია, რომ ამოსაცნობად რუ--–---------ეს წარედგინა შემდეგი პირები :

 

1. დ-----------–------------------------–--------------------------–---–---–----------------------

2. ბა-–-- არმენის ძე შა--------ი (-------------------–---------------–-----------–----–---------------–------–-----------------–----------------------------------------------------------------------------–---------------------------------–--–-----------------------------------------------------------------------–---------------------------------–----–-----

 

ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ N2 ფოტო სურათზე გამოსახული პირი სახელად ბა-–--ი, რომელსაც რუ---- ოვ-------ის თხოვნით 2017 წლის 19 აგვისტოს ღამის საათებში ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე დაეხმარა საწვავის აღებაში და სწორედ აღნიშნული პირი თან ახლდა რუ---- ოვ-------ს (შაკოს) 20 აგვისტოს და ის მართვადა რუ---- ოვ-------ის კუთვნილ მერსედესის ფირმის ავტომანქანას. რუ---- ოვ-------ის განმარტებით აღნიშნული პირი იყო მისი მეგობარი. რუ--–---------ემ N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სუსტი პირისახით, შავი თმით, შავი რკალის ფორმის ხშირი წარბებით, ს-–----–-- ზომის ტუჩებით, სწორი ცხვირით და ოდნავ წამოწეული ყურებით.

 

ფოტოსურათით ამოცნობა დაიწყო 2017 წლის 30 ოქტომბერს 10:45 საათზე და დასრულდა 2017 წლის 30 ოქტომბერს 11:25 საათზე. (ტ-1, ს.ფ. 356-358).

 

დათვალიერების ოქმით 26.10.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, რუ--–---------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი ზუ------------–--ლის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 555 68 10 40, რა-----------–--ნის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 558 75 48 00 და რუ---- ოვ-------ის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 568 55 59 99 - განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი, ერთ ცალ კომპაქტდისკში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სულ კომპაქტ დისკში ასახულია 5862 სატელეფონო კომუნიკაცია.

 

გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რა-----------–--ნსა და რუ--–---------ეს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს 01:14:39 სთ-დან 19 აგვისტოს 23:27:08 სთ-მდე განხორციელებულია 5 სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო რუ---- ოვ-------სა და რუ--–---------ეს შორის 2017 წლის 19 აგვისტოს 23:07:45 სთ-დან 2017 წლის 20 აგვისტოს 21:01:14 სთ-მდე პერიოდში განხორციელებულია 13 სატელეფონო კომუნიკაცია, ზუ------------–--ლსა და რუ--–---------ეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია ფიქსირდება 2017 წლის 18-19 აგვისტოს.

 

დათვალიერებაში მონაწილე რუ--–---------ის განმარტებით 2017 წლის 17 აგვისტოდან 2017 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით რა-----------–--ნთან, რუ---- ოვ-------თან და ზუ------------–--ლთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა რა-----------–--ნის კუთვნილი ავტობუსისათვის (სახელმწიფო ნომრით FF 2-- XX) მგზავრთა სააღრიცხვო ფურცლის დამზადების თაობაზე. ასევე რუ---- ოვ-------თან 20 აგვისტოს სატელეფონო კავშირი ჰქონდა რა-----------–--ნსა და ზუ------------–--ლის დაკავებასთან დაკავშირებით.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:10 საათზე და დასრულდა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:40 საათზე. (ტ-1, ს.ფ. 359-361).

 

დათვალიერების ოქმით 26.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა, კვარტალი N5ა-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში დათვალიერებული იქნა:

1) საქართველოს მოქალაქის რუ---- ოვ-------ის (პ/ნ 1----------) პირადი მონაცემები. პირადი მონაცემების დათვალიერებით დგინდება, რომ რუ---- ოვ-------ს (პ/ნ 1----------) პირად მონაცემებში 2016-2017 წლებში საკონტაქტო ნომრად ხუთჯერ მითითებული აქვს შპს ,,მობიტელის’’ სიმ ბარათის ნომერი 568 555 999.

2) საქართველოს მოქალაქის რ---–-----------------------------------8) პირადი მონაცემები. პირადი მონაცემების დათვალიერებით დგინდება, რომ რ---–-----------------------------------8) პირად მონაცემებში 2014-2017 წლებში საკონტაქტო ნომრად სამჯერ მითითებული აქვს შპს ,,მაგთიკომის’’ სიმ ბარათის ნომერი 596 75 17 17.

3) საქართველოს მოქალაქის გ----------–----------------------- პირადი მონაცემები. პირადი მონაცემების დათვალიერებით დგინდება, რომ გ----------–----------------------- პირად მონაცემებში საკონტაქტო ნომრად მითითებული აქვს შპს ,,მობიტელის’’ სიმ ბარათის ნომერი 568 682 398.

4) საქართველოს მოქალაქის დ---------–---------------------) პირადი მონაცემები. პირადი მონაცემების დათვალიერებით დგინდება, რომ დ---------–---------------------) პირად მონაცემებში 2014-2017 წლებში საკონტაქტო ნომრად სამჯერ მითითებული აქვს შპს ,,მაგთიკომის’’ სიმ ბარათის ნომერი 591 81 81 22

დათვალიერებული ინფორმაცია ამობეჭდილი იქნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 26 აგვისტოს 14:10 საათზე და დასრულდა 2017 წლის 26 აგვისტოს 14:20 საათზე. (ტ-1, ს.ფ. 368-370).

 

დათვალიერების ოქმით 28.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ჩატარებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე N092190817005 ,,D---------F-ის’’ ფირმის (სახელმწიფო ნომრით FF 2-- XX) ჩხრეკის დროს ამოღებული სანომრე ნიშნის დათვალიერება.

 

დათვალიერებით დადგინდა, რომ სანომრე ნიშანი დამზადებულია კუსტარული წესით, მასზე აღინიშნება წარწერა ZZ-8---QQ. სანომრე ნიშანზე ასოების და ციფრების გამყოფი დრობების ადგილზე დაწებებულია შავი ფერის მწებავი ლენტი, ასევე სანომრე ნიშანზე სავი ფერის მწებავი ლენტი დაწებებულია სანომრე ნიშნის ბოლო ასოების OO ქვედა მხარეს და მწებავი ლენტით იქმნება QQ წარმოსახვა.

 

დათვალიერების მიმდინარეობის დროს სამსუნგის A-3 მოდელის მობილური ტელეფონით გადაღებული იქნა ფოტოსურათები და დაერთო დათვალიერების ოქმს.

დათვალიერების შემდეგ კუსტარულად დამზადებული სანომრე ნიშანი დაილუქა.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 28 აგვისტოს 19:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 28 აგვისტოს 19:35 საათზე. (ტ-2, ს.ფ. 1-2).

 

დათვალიერების ოქმით 23.10.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, დათვალიერებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი ზუ------------–--ლის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 555 68 10 40, რა-----------–--ნის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 558 75 48 00 და რუ---- ოვ-------ის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 568 55 59 99 - განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი, ერთ ცალ კომპაქტდისკში არსებული ინფორმაცია. დათვალიერებით გაირკვა, რომ სულ კომპაქტ დისკში ასახულია 5862 სატელეფონო კომუნიკაცია.

 

2017 წლის 18 აგვისტოს რა-----------–--ნის, ზუ------------–--ლის და რუ---- ოვ-------ის სატელეფონო კომუნიკაციის დათვალიერებით დადგინდა შემდეგი:

1) 2017 წლის 18 აგვისტოს პირველი სატელეფონო კომუნიკაცია რა-----------–--ნის ტელეფონის ნომერზე (558 75 48 00) განხორციელებულია 11:53:07 საათზე, რა დროსაც რა-----------–--ნი იმყოფებოდა ბათუმში, ჭა------ის ქუჩა N121-ში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში.

2) რა-----------–--ნი 2017 წლის 18 აგვისტოს 11:53:07 სთ-დან 21:05:07 სთ-მდე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა სატელეფონო ანძების დაფარვის არეალში.

3) 2017 წლის 18 აგვისტოს პირველი სატელეფონო კომუნიკაცია ზუ------------–--ლის ტელეფონის ნომერზე (555 68 10 40) განხორციელებულია 14:29:51 საათზე, რა დროსაც ზუ------------–--ლი იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში.

4) 2017 წლის 18 აგვისტოს რუ---- ოვ-------ის (568 55 59 99) 13:43:40 სთ-ზე განხორციელებულია სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც რუ---- ოვ-------ი იმყოფებოდა თბილისში აღმაშენებლის გამზირის N182-ში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში (5311). აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაცია რუ---- ოვ-------ის ტელეფონის ნომრიდან (568 55 59 99) განხორციელებულია რა-----------–--ნის ნომერზე (558 75 48 00) .

5) 2017 წლის 18 აგვისტოს 19:11 საათამდე პერიოდში რუ---- ოვ-------ი იმყოფებოდა ქ.თბილისში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში.

6) 2017 წლის 18 აგვისტოს რუ---- ოვ-------სა და რა-----------–--ნის შორის 13:43:40 სთ-დან 23:43:09 სთ-მდე სულ განხორციელებულია 14 სატელეფონო კომუნიკაცია.

7) 2017 წლის 18 აგვისტოს რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი 13:43:40 სთ-დან 14:38:34 სთ-მდე პერიოდში იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში.

8) 2017 წლის 18 აგვისტოს რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი 15:08:33 სთ-დან 19:07:51 სთ-მდე პერიოდში იმყოფებოდნენ ბათუმში ,,ბათუმი თაუერის’’ ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში.

9) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რა-----------–--ნი 2017 წლის 18 აგვისტოს 20:42:31 სთ-დან (აღნიშნულ დროს იმყოფება ბათუმი, თამარ მეფის დასახლებაში მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში) ბათუმიდან გადაადგილდება და 23:39:43 სთ-ზე იმყოფება ქუთაისში (ქუთაისი, მშენებლობის ქუჩა N2-ში მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში), სადაც ჩერდება 19 აგვისტოს 00:30:07 სთ-მდე პერიოდში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქუთაისის ბაზრის ტერიტორიაზე, თაბუკაშვილის ქუჩა N181-ში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

10) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რუ---- ოვ-------ი 2017 წლის 18 აგვისტოს 19:26:38 სთ-დან (აღნიშნულ დროს იმყოფება მცხეთაში, ჭა------ის ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში) თბილისიდან გადაადგილდება და 22:18:59 სთ-ზე იმყოფება ქუთაისში (აღნიშნულ დროს იმყოფება სტამბის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში), სადაც ჩერდება 19 აგვისტოს 00:30:07 სთ-მდე პერიოდში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქუთაისის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

 

2017 წლის 19 აგვისტოს (ღამის პერიოდი) რა-----------–--ნის, ზუ------------–--ლის და რუ---- ოვ-------ის სატელეფონო კომუნიკაციის დათვალიერებით დადგინდა შემდეგი:

 

1) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რა-----------–--ნი 2017 წლის 19 აგვისტოს 01:02:59 სთ-დან (აღნიშნულ დროს იმყოფება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში) ქუთაისიდან გადაადგილდება და 03:15:39 სთ-ზე იმყოფება ქობულეთში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქობულეთში სასტუმრო კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში), ქობულეთში ჩერდება 19 აგვისტოს დილის 10:04:26 სთ-მდე პერიოდში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქობულეთში სასტუმრო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

2) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რუ---- ოვ-------ი 2017 წლის 19 აგვისტოს 01:02:59 სთ-დან (აღნიშნულ დროს იმყოფება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში) ქუთაისიდან გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით და 07:07:21 სთ-ზე იმყოფება ქობულეთში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქობულეთში სასტუმრო კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში), ქობულეთში ჩერდება 19 აგვისტოს დილის 10:09:24 სთ-მდე პერიოდში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქობულეთში აღმაშენებლის 135-ში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

3) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ ზუ------------–--ლი 2017 წლის 19 აგვისტოს 00:44:55 სთ-დან (აღნიშნულ დროს იმყოფება ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში) ბათუმიდან გადაადგილდება და 02:47:50 სთ-ზე იმყოფება ფოთში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქობულეთში სასტუმრო კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში), ქობულეთში ჩერდება 19 აგვისტოს დილის 09:07:45 სთ-მდე პერიოდში (აღნიშნულ დროს იმყოფება ქობულეთში სასტუმრო კოლხეთის სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

4) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს 00:10:16 სთ-დან 10:01:24 სთ-მდე პერიოდში რა-----------–--ნსა და ზუ------------–--ლს შორის განხორციელებული 15 სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო 19 აგვისტოს 00:30:07 სთ-დან 06:40:21 სთ-მდე რა-----------–--ნსა და რუ---- ოვ-------ს შორის განხორციელებულა 6 სატელეფონო კომუნიკაცია.

 

2017 წლის 19 აგვისტოს (10 სთ-დან 23 სთ-მდე პერიოდი) რა-----------–--ნის, ზუ------------–--ლის და რუ---- ოვ-------ის სატელეფონო კომუნიკაციის დათვალიერებით დადგინდა შემდეგი:

 

1) 2017 წლის 19 აგვისტოს 10:21:03 სთ-ზე ზუ------------–--ლი იმყოფება ქ.ბათუმში, თამარის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება სასტუმრო სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

2) 2017 წლის 19 აგვისტოს 10:39:24 სთ-ზე რა-----------–--ნი იმყოფება ქ.ბათუმში, თამარის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

3) 2017 წლის 19 აგვისტოს 11:12:14 სთ-ზე ზუ------------–--ლი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ზეთის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

4) 2017 წლის 19 აგვისტოს 13:09:41 სთ-ზე რა-----------–--ნი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ზეთის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

5) 2017 წლის 19 აგვისტოს 16:49:43 სთ-ზე ზუ------------–--ლი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ზეთის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

6) 2017 წლის 19 აგვისტოს 17:07:29 სთ-ზე რუ---- ოვ-------ი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება თაბუკაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

7) 2017 წლის 19 აგვისტოს 18:30:23 სთ-ზე რუ---- ოვ-------ი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ზეთის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

8) 2017 წლის 19 აგვისტოს 22:58:23 სთ-ზე რუ---- ოვ-------ი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

9) 2017 წლის 19 აგვისტოს 23:07:245 სთ-ზე და 23:09:16 სთ-ზე რუ---- ოვ-------ი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ბარცხანაში მდებარე ინფექციური საავადმყოფოს სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

10) 2017 წლის 19 აგვისტოს 22:59:26 სთ-ზე ზუ------------–--ლი იმყოფება ქ.ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ზეთის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

11) 2017 წლის 19 აგვისტოს 22:59:26 სთ-ზე რა-----------–--ნი იმყოფება ქ.ბათუმში, ადლიის დასახლებაში (აღნიშნულ დროს იმყოფება ადლიის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში). დასახელებული სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელებულია რა-----------–--ნისა და ზუ------------–--ლს შორის.

 

2017 წლის 19 აგვისტოს (საღამოს 23 საათის შემდგომი პერიოდი) რა-----------–--ნის, ზუ------------–--ლის და რუ---- ოვ-------ის სატელეფონო კომუნიკაციის დათვალიერებით დადგინდა შემდეგი:

 

1) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რუ---- ოვ-------ი 2017 წლის 19 აგვისტოს 23:21:14 სთ-დან (აღნიშნულ დროს იმყოფება ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში) 2017 წლის 20 აგვისტოს 00:18:10 სთ-ზე პერიოდში იმყოფება ბათუმში, ჭა------ის ქუჩაზე (აღნიშნულ დროს იმყოფება ბათუმი პლაზას ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის დაფარვის არეალში).

2) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ ზუ------------–--ლი 2017 წლის 19 აგვისტოს 23:33:35 სთ-ზე იმყოფება ბათუმში, ჭა------ის ქუჩაზე (აღნიშნულ დროს იმყოფება ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში). დასახელებული სატელეფონო კომუნიკაცია ზუ------------–--ლთან განხორციელებულია რა-----------–--ნისა მიერ.

3) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რუ---- ოვ-------ი 2017 წლის 20 აგვისტოს 00:39:38 სთ-ზე იმყოფება გონიოს ტერიტორიაზე (აღნიშნულ დროს იმყოფება გონიოს ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში). დასახელებული სატელეფონო კომუნიკაცია რუ---- ოვ-------თან განხორციელებულია რა-----------–--ნისა მიერ, რა დროსაც რა-----------–--ნი იმყოფება სარფში (სარფის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში).

4) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ ზუ------------–--ლი 2017 წლის 20 აგვისტოს 01:06:51 სთ-ზე იმყოფება სარფის ტერიტორიაზე (აღნიშნულ დროს იმყოფება სარფის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში). დასახელებული სატელეფონო კომუნიკაცია ზუ------------–--ლის მიერ განხორციელებულია რა-----------–--ნისთან, რა დროსაც რა-----------–--ნი იმყოფება სარფში (სარფის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში).

5) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ რუ---- ოვ-------ი 2017 წლის 20 აგვისტოს 01:51:54 სთ-ზე იმყოფება სარფის ტერიტორიაზე (აღნიშნულ დროს იმყოფება სარფის ტერიტორიაზე მდებარე სატელეფონო ანძის მომსახურების არეალში).

6) გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს 10:21:03 სთ-დან 20 აგვისტოს 01:06:56 სთ-მდე პერიოდში რა-----------–--ნსა და ზუ------------–--ლს შორის განხორციელებული 9 სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო 19 აგვისტოს 17:25:08 სთ-დან 20 აგვისტოს 00:48:38 სთ-მდე რა-----------–--ნსა და რუ---- ოვ-------ს შორის განხორციელებულია 16 სატელეფონო კომუნიკაცია.

 

დათვალიერების დასრულების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი ზუ------------–--ლის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 555 68 10 40, რა-----------–--ნის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 558 75 48 00 და რუ---- ოვ-------ის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათის ნომერზე 568 55 59 99 - განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი, ერთ ცალ კომპაქტდისკში არსებული ინფორმაცია დაერთო დათვალიერების ოქმს.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 23 ოქტომბერს 11:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 23 ოქტომბერს 17:15 საათზე. (ტ-2, ს.ფ. 3-20).

 

დათვალიერების ოქმით 30.10.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ჩატარებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სარფიდან’’, მისო ,,ბონაკოდან’’, მისო ,,კრ------–იდან’’, ი/მ მერაბ ნარაკიძის ტოტალიზატორიდან, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის’’ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერება. ასევე დათვალიერებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტი ,,სარფის’’, სგპ ,,სადახლოს’’ და სგპ ,,ნინოწმინდის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი რა-----------–--ნის საზღვრის კვეთის ამსახველი ვიდეო მასალა.

 

სგპ ,,სარფის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2017 წლის 16 ივლისის 16:57 საათიდან 2017 წლის 16 ივლისის 17:16 საათამდე პერიოდის და 2017 წლის 30 ივლისის 02:23 საათიდან 2017 წლის 30 ივლისის 02:28 საათამდე პერიოდში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 16-07-2017 16:57 საათზე საქართველოს მხრიდან კადრში შემოდის ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX). კადრში საჭესთან მჯდომი ავტობუსის მძღოლი რა-----------–--ნი. რა-----------–--ნს აცვია ჯინსის შარვალი და რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური და აქვს სათვალე. რა-----------–--ნის გვერდით იმყოფება ზუ------------–--ლი. რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი ჩამოდიან ავტობუსიდან. ავტობუსის (სახ.ნომრით FF 2-- XX) მძღოლი რა-----------–--ნი მიდის საპასპორტო კონტროლის ფანჯარასთან და დოკუმენტს აწვდის საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში.

 

ვიდეო მასალის კადრში 16-07-2017 17:04 საათზე ავტობუსთან (სახ.ნომრით FF 2-- XX) მიდის რა-----------–--ნი ემშვიდობება ზუ------------–--ლს და თავად ადის ავტობუსში. 17:16 საათზე რა-----------–--ნი ავტობუსით ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას თურქეთის მიმართულებით, რა დროსაც ავტობუსს თავად მართავს.

 

ვიდეო მასალის კადრში 30-07-2017 02:23 საათზე საქართველოს მხრიდან კადრში შემოდის ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK). კადრში ჩანს ავტობუსს მართვას რა-----------–--ნი, რომელსაც აცვია შორტი და მოკლე სახელოიანი მაისური. რა-----------–--ნი მართავს ავტობუსს. კადრში ასევე ჩანს პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე -კონტროლიორი ქალბატონი, რომელსაც რა-----------–--ნი საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის დოკუმენტებს.

 

ვიდეო მასალის კადრში 30-07-2017 02:27 საათზე ავტობუსის (სახ.ნომრით KB 8-- BK) მძღოლს რა-----------–--ნს პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქალბატონი აწვდის დოკუმენტებს, რა-----------–--ნი კი დოკუმენტების მიღების შემდეგ ადის ავტობუსში და აღნიშნული ავტობუსით (სახ.ნომრით KB 8-- BK) ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას თურქეთის მიმართულებით. ავტობუსის საჭესთან ზის რა-----------–--ნი და თავად მართავს ავტობუსს.

 

დათვალიერებული იქნა 2017 წლის 02 აგვისტოს 23:03 საათიდან 2017 წლის 02 აგგვისტოს 23:06 საათამდე პერიოდში სგპ ,,სარფის’’ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია. ვიდეო მასალაში დაფიქსირებულია სგპ ,,სარფის’’ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემომსვლელი დერეფანი.

 

ვიდეო მასალის კადრში 02-08-2017 23:03 საათზე საქართველოს მხრიდან კადრში შემოდის მანის ფირმის თეთრი ფერის ავტობუსი სახ.ნომრით KB 8-- BK, რა დროსაც ავტობუსს მართვას რა-----------–--ნი. კადრში ავტობუსის მძღოლ რა-----------–--ნთან ერთად ჩანს მისი მგზავრი (ქალბატონი). ასვე კადრში ჩანს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე კონტროლიორი. ავტობუსის (სახ.ნომრით KB 8-- BK) მძღოლი რა-----------–--ნი საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში პატრულ -ინსპექტორ, მესაზღვრე-კონტროლიორს აწვდის დოკუმენტებს, რომელიც მძღოლს - რა-----------–--ნს მალევე უბრუნებს დოკუმენტებს.

 

ვიდეო მასალის კადრში 02-08-2017 23:06 საათზე მძღოლი- რა-----------–--ნი და მგზავრი აღნიშნული მანის ფირმის თეთრი ფერის ავტობუსით (სახ.ნომრით KB 8-- BK) ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას.

 

სგპ ,,ნინოწმინდიდან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგინდა, რომ ვიდეო მასალაში 29-07-2017 14:25 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდის’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში ჩანს ზუ------------–--ლი, კადრში ასევე ჩანს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ესაუბრებიან ზუ------------–--ლს. ვიდეო მასალაში 29-07-2017 14:25 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდის’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში ასევე ჩანს მანის ფირმის ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK). 14:31 საათზე კადრში ჩანს, რომ სომხეთიდან საქართველოში შემომსვლელ დერეფანში შემოდის მანის ფირმის ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK). კადრში ჩანს ავტობუსის საჭესთან მჯდომი რა-----------–--ნი, რომელიც საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის პასპორტს და დოკუმენტებს და 14:34 საათზე ავტობუსით ტოვებს (სახ.ნომრით KB 8-- BK) საბაჟო კონტროლის ზონას და შემოდის საქართველოში.

 

ვიდეო მასალაში 10-08-2017 10:55 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდის’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში ჩანს რა-----------–--ნი (რომელსაც აცვია შორტი და მოკლე სახელოიანი მაისური), რომელიც საპასპორტო კონტროლის ფანჯარასთან ესაუბრა საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორ, მესაზღვრე კონტროლიორს და პატრულ ინსპექტორისაგან იღებს დოკუმენტებს. 10-08-2017 10:57 საათზე კადრში ჩანს საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გამსვლელი ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX), რომლის საჭესთან ზის რა-----------–--ნი, რომელიც ჩამოდის ავტობუსიდან და საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის დოკუმენტებს.

 

ვიდეო მასალაში 12-08-2017 14:16 საათზე კადრში ჩანს, რომ სომხეთიდან საქართველოში შემომსვლელ დერეფანში შემოდის მანის ფირმის ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK). კადრში ჩანს ავტობუსის საჭესთან მჯდომი რა-----------–--ნი, რომელიც საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის პასპორტს და დოკუმენტებს და 14:18 საათზე ავტობუსით ტოვებს (სახ.ნომრით KB 8-- BK) საბაჟო კონტროლის ზონას და შემოდის საქართველოში.

 

სგპ ,,სადახლოდან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 16-07-2017 00:49 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში შემოდის სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX). ვიდეო მასალის კადრში ასვე ჩანს ავტობუსის საჭესთან მჯდომი რა-----------–--ნი, რომელიც ჩამოდის ავტობუსიდან და საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის პასპორტს და დოკუმენტებს. 00:52 საათზე რა-----------–--ნს უბრუნებენ დოკუმენტებს და იგი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსით (სახ.ნომრით FF 2-- XX) ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას და შემოდის საქართველოში. ვიდეო მასალაში 16-07-2017 00:49 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში ჩანს ზუ------------–--ლი, კადრში ასევე ჩანს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ესაუბრებიან ზუ------------–--ლს. ვიდეო მასალაში 29-07-2017 00:53 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდის’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში ასევე ჩანს სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX), რომელსაც ადგილზე ხვდება ზუ------------–--ლი. ვიდეო მასალაში 16-07-2017 00:54 საათზე კადრში ჩანს, რომ ავტობუსში (სახ.ნომრით FF 2-- XX) ადის ზუ------------–--ლი.

 

ვიდეო მასალაში 27-07-2017 22:08 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში შემოდის საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გამსვლელი ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX). ვიდეო მასალის კადრში ასევე ჩანს ავტობუსის საჭესთან მჯდომი რა-----------–--ნი, რომელიც ჩამოდის ავტობუსიდან და საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის პასპორტს და დოკუმენტებს. 22:10 საათზე რა-----------–--ნს უბრუნებენ დოკუმენტებს და იგი საჭესთან მჯდომი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსით (სახ.ნომრით FF 2-- XX) ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას და საქართველოდან გადის სომხეთის რესპუბლიკაში.

 

ვიდეო მასალაში 03-08-2017 07:54 საათზე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს’’ საბაჟო კონტროლის ზონაში კადრში შემოდის საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გამსვლელი მანის ფირმის ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK), საიდანაც ჩამოდის ზუ------------–--ლი და საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის პასპორტს, რომელსაც მალევე უბრუნებენ. 07:55 საათზე კადრში ჩანს რა-----------–--ნი, რომელიც ჩამოდის ავტობუსიდან და საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის დოკუმენტებს და 07:56 საათზე რა-----------–--ნი ადის ავტობუსში და საჭესთან მჯდომი მისი მართვის ქვეშ მყოფი მანის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომრით KB 8-- BK) ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას და საქართველოდან გადის სომხეთის რესპუბლიკაში.

 

მისო ,,ბონაკოდან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:20 საათზე ფიქსირდება ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX). ავტობუსის მძღოლად საჭესთან ფიქსირდება ზუ------------–--ლი (აცვია თეთრი ფერის პერანგი), მძღოლის უკანა სავარძელზე ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი, რომელსაც აცვია ვარდისფერი მაისური.

 

ვიდეო მასალაში 20-09-2017 23:22 საათზე კადრში ფიქსირდება ზუ------------–--ლი, რომელიც ხსნის ავტობუსის უკანა ნაწილში არსებულ სათავსს და მალევე ბრუნდება ავტობუსის წინა კართან.

 

ვიდეო მასალაში 19-09-2017 23:27 საათზე კადრში ფიქსირდება ავტობუსიდან ჩამოსული სუსტი აღნაგობის პირი, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის შარვალი და ლურჯი ფერის მოკლე სახელოიანი მაისური, ასევე ლურჯი ფერის ჩუსტები თეთრი ზოლებით.

 

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:36 საათზე კადრში ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი (რომელსაც აცვია მოკლე სახელოიანი ვარდისფერი მაისური და ე.წ. ბრიჯები, ფეხზე აცვია ე.წ. ჩარუხები, წინა მხარეს წითელი ფერის დეტალით). რუ---- ოვ-------ი მიდის ჭა------ის ქუჩის დასაწყისისაკენ, კვეთავს მაზნიაშვილის ქუჩას და გადის კადრიდან. რუ---- ოვ-------ი ავტობუსთან ბრუნდება 23:39 საათზე, რა დროსაც საუბრობს მობილურ ტელეფონზე და ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი წყლის ბოთლით.

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:52 საათზე კადრში ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი, ზუ------------–--ლი, სუსტი აღნაგობის პირი (რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის მოკლე სახელოიანი მაისური) და სუსტი აღნაგობის ჭაღარათმიანი მამაკაცი (რომელსაც აცვია შავი ფერის შორტი და თეთრი ფერის მოკლესახელოიანი მაისური).

 

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:52 საათიდან 23:54 საათამდე პერიოდში ფიქსირდება, რომ რუ---- ოვ-------ი და ზუ------------–--ლი ეკამათებიან ორ პირს.

 

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:57 საათიდან 23:59 საათამდე პერიოდში კადრში ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი და ზუ------------–--ლი. რუ---- ოვ-------ი საუბრობს ტელეფონზე.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 00:09 საათზე კადრში ფიქსირდება მერსედესის ფირმის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება ავტობუსის უკან, საიდანაც გამოდის ბა-–-- შა--------ი. აღნიშნულ მერსედესთან მიდის ზუ------------–--ლი. ავტომანქანიდან ბა-–-- შა--------ს გადმოაქვს ბენზინის ავზი და ავზს 00:12 საათზე უკან მანქანაში აბრუნებს და მიდის ავტობუსის წინა კართან. 00:13 საათზე კადრში ჩანს ზუ------------–--ლი, რომელიც მიდის ავტობუსის უკანა მხარეს და 00:14 საათზე ბრუნდება ავტობუსის წინა კართან.

 

ვიდეო მასალაში 20.08.2017 00:16 საათზე კადრში ფიქსირდება, რომ ავტობუსი ტოვებს ჭა------ის ქუჩა N20-ის ტერიტორიას და გადის კადრიდან. ავტობუსის წასვლის შემდეგ ბა-–-- შა--------ი ჯდება მერსედესის მარკის ავტომანქანაში და 00:18 საათზე ტოვებს ტერიტორიას.

 

ი/მ მერაბ ნარაკიძის ტოტალიზატორიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:17 საათზე ფიქსირდება ავტობუსი სახ.ნომრით FF 2-- XX. ავტობუსის მძღოლად ფიქსირდება ზუ------------–--ლი (აცვია თეთრი ფერის პერანგი), მძღოლის უკანა სავარძელზე ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი.

 

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:19 საათზე კადრში ფიქსირდება ზუ------------–--ლი და რუ---- ოვ-------ი, რომლებიც ჩამოდიან ავტობუსის წინა კარიდან, რუ---- ოვ-------ი საუბრობს ტელეფონზე, ზუ------------–--ლი ხსნის ავტობუსის უკანა ნაწილში არსებულ სათავსს და მალევე ბრუნდება ავტობუსის წინა კართან. ზუ------------–--ლი და რუ---- ოვ-------ი საუბრობენ ერთმანეთში ავტობუსის წინა კართან. ავტობუსიდან ასევე ჩამოდის სუსტი აღნაგობის ქუდიანი პიროვნება. 23:21 საათზე რუ---- ოვ-------ი მიდის მისო კრ------–ის ოფისთან და უკან ბრუნდება 23:23 საათზე, 23:25 საათზე რუ---- ოვ-------ი ისევ მიდიდ მისო კრ------–ის ოფისის მიმართულებით.

 

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:19 საათზე კადრში ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი (რომელსაც აცვია მოკლე სახელოიანი ვარდისფერი მაისური და ე.წ. ბრიჯები, ფეხზე აცვია ე.წ. ჩარუხები, წინა მხარეს წითელი ფერის დეტალით). რუ---- ოვ-------ი მიდის ჭა------ის ქუჩის დასაწყისისაკენ, კვეთს მაზნიაშვილის ქუჩას და გადის კადრიდან. რუ---- ოვ-------ი ავტობუსთან ბრუნდება 23:36 საათზე, რა დროსაც საუბრობს მობილურ ტელეფონზე. 23:37 საათზე რუ---- ოვ-------ი და რა-----------–--ნი საუბრობენ ერთმანეთში.

 

ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:50 საათიდან 23:56 საათამდე პერიოდში კადრში ავტობუსთან ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი, ზუ------------–--ლი, სუსტი აღნაგობის პირი (ახურავს შავი ფერის კეპკიანი ქუდი) და სუსტი აღნაგობის პიროვნება (აცვია შორტი და მოკლე სახელოიანი თეთრი ფერის მაისური). კადრში ფიქსირდება, რომ 23:54 საათზე რუ---- ოვ-------ი საუბრობს ტელეფონზე.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 00:05 საათზე კადრში ფიქსირდება მერსედესის ფირმის ავტომანქანა (სახ.ნომრით FI 307 IF, რეგისტრირებულია რუ---- ოვ-------ის სახელზე), რომელიც ჩერდება ავტობუსის უკან, საიდანაც გამოდის სუსტი აღნაგობის პირი ბა-–-- შა--------ი (აცვია შორტი მართკუთხა კუბიკების ფორმებით და მოკლე სახელოიანი მაისური). აღნიშნულ მერსედესთან (სახ.ნომრით FI 307 IF, რეგისტრირებულია რუ---- ოვ-------ის სახელზე) მიდის ზუ------------–--ლი და ბა-–-- შა--------ი. ავტომანქანიდან ბა-–-- შა--------ს გადმოაქვს ბენზინის ავზი, საიდანაც საწვავს ასხამენ ავტობუსში.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 00:13 საათზე კადრში ფიქსირდება, რომ ავტობუსი იძვრება ჭა------ის ქუჩა N20-ის ტერიტორიიდან და რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ჩერდება და ავტობუსში წინა კარიდან ადის რუ---- ოვ-------ი და სუსტი აღნაგობის შორტებიანი პირი. ავტობუსის წასვლის შემდეგ ბა-–-- შა--------ი ჯდება მერსედესის მარკის ავტომანქანაში (სახ.ნომრით FI 307 IF) და 00:15 საათზე ტოვებს ტერიტორიას.

 

მისო ,,კრ------–იდან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 19-08-2017 23:24:26 საათზე რუ---- ოვ-------ი (ტანთ აცვია ვარდისფერი მოკლესახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯები), რომელიც მოძრაობს ჭა------ის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე და ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი. რუ---- ოვ-------ი 23:24:33 საათიდან 23:25:10 საათამდე საუბრობს ტელეფონზე, რის შემდეგაც მიდის და უყურებს მისო კრ------–ის სალაროს და გზას აგრძელებს ჭა------ის ქუჩის დასაწყისისკენ.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 23:28 საათზე ფიქსირდება რუ---- ოვ-------ი (ტანთ აცვია ვარდისფერი მოკლესახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯები), რომელიც მოძრაობს ჭა------ის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე და ჩერდება ჭა------ის ქუჩა N22-ის წინ ხესთან, რა დროსაც მასთან მიდის ახალგაზრდა მამაკაცი (აცვია ჯინსის შარვალი, მოკლე სახელოიანი მაისური და თავზე ახურავს შავი ფერის კეპკიანი ქუდი), რომელიც ესაუბრა რუ---- ოვ-------ს. რამოდენიმე წამის შემდეგ 23:28:50 საათზე რუ---- ოვ-------ი შედის ჭა------ის ქუჩა N22-ში მდებარე მისო ,,კრ------–ის’’ ფილიალში, მიდის სალაროსთან და მოლარე ოპერატორს აწვდის 4 ცალ 100 აშშ დოლარიან კუპიურას და პირადობის მოწმობას. სალაროსთან ყოფნის დროს 23:31 საათზე რუ---- ოვ-------ს ურეკავს ტელეფონი, რომელსაც პასუხობს და საუბრობს ტელეფონზე 23:32:37 საათამდე. ტელეფონზე საუბრის დროს რუ---- ოვ-------ი ხელს აწერს მოლარის მიერ მიწოდებულ დოკუმენტს. 23:32:53 საათზე მოლარე რუ---- ოვ-------ს უბრუნებს კონვერტაციის თანხას (ლარებში) და 23:33 საათზე რუ---- ოვ-------ი ტოვებს მისო ,,კრ------–ის’’ ოფისს და გადის ჭა------ის ქუჩაზე და გზას აგრძელებს ჭა------ის ქუჩის დასაწყისისკენ და 23:33:18 საათზე რუ---- ოვ-------ი გადის კადრიდან.

 

შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის’’ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 20-08-2017 12:31 (00:31) საათზე ფიქსირდება ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX), რომელიც ჩერდება ბენზინგასამართი სადგურის საწვავის ჩამსხმელ ყუთთან. ავტობუსთან ჩამოდის ს-–----–-- აღნაგობის ზუ------------–--ლი (აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ფერის მოკლე სახელოიანი პერანგი) და რუ---- ოვ-------ი (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯი), რომლებიც მიდიან საწვავის ჩამსხმელ ყუთთან , სადაც დგას ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ირ---–---------ე. მათთან 12:32 (00:32) საათზე მიდის ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ომ----------ძე, რომელიც ესაუბრა ავტობუსით მოსულ პირებს რუ---- ოვ-------ს და ზუ------------–--ლს და 12:33 (00:33) საათზე ტოვებს აღნიშნულ პირებს, მას უკან მიყვება ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი და ისინი საუბრობენ ერთმანეთში. ვიდეო მასალაში ასევე ჩანს ბა-–-- შა--------ი, რომელიც დგას ავტობუსთან. ვიდეო მასალაში ფიქსირდება, რომ ბენზინგასამართ სადგურზე ავტობუსში ასხამენ საწვავ.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 12:34 (00:34) საათზე ზუ------------–--ლი (აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ფერისა მოკლე სახელოიანი პერანგი) და რუ---- ოვ-------ი (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯები), მიდიან აფსაროსის გზატკეცილის მხარეს და უკან ავტობუსთან ბრუნდებიან 12:38 (00:38) საათზე, მამაკაცს (აცვია მოკლე სახელოიანი მაისური და ე.წ. ბრიჯები) ხელში უჭირავს პარკი. ვიდეო მასალაში საწვავის ჩასხმის შემდეგ ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX) ტოვებს ბენზინგასამართ სადგურს და მიდის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ მიმართულებით.

 

სგპ ,,სარფიდან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალის დათვალიერებით დადგენილია, რომ ვიდეო მასალაში 20-08-2017 00:52 საათზე კადრში ფიქსირდება რა-----------–--ნი, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური, თეთრი ფერის შარვალი და თეთრი ფერის ბოტასები, ასვე კადრში ჩანს მინის ფირმის თეთრი ფერის ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK). კადრში ასევე ჩანს საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორი და საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცერი, რომლებსაც ესაუბრა რა-----------–--ნი.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 00:57 საათზე ავტობუსიდან ჩამოდის რა-----------–--ნის მამა - მჰერ ბადალიანი, რომელიც რა-----------–--ნთან ერთად მიდის საპატრულო კონტროლის ფანჯარასთან. რა-----------–--ნი ავტობუსში ეძებს დოკუმენტებს, რის შემდეგაც დოკუმენტს აწვდის საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში. ჩანაწერის კადრში 20-08-2017 01:05 აღნიშნული ავტობუსი (სახ.ნომრით KB 8-- BK) გადის კადრიდან.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 01:06 საათზე ავტობუსი წარწერით TOUR (სახ.ნომრით FF 2-- XX), საიდანაც ჩამოდის ავტობუსი მძღოლი - ზუ------------–--ლი, რომელსაც აცვია თეთრი ფერის პერანგი. კადრში ასევე ჩანს მებაჟე ოფიცერი, რომელიც ესაუბრება ზუ------------–--ლს.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 01:06:19 საათზე ავტობუსში (სახ.ნომრით FF 2-- XX, წარწერით TOUR) წინა მარჯვენა კარიდან ადის რა-----------–--ნი და ავტობუსის (სახ.ნომრით FF 2-- XX, წარწერით TOUR) წინა მარჯვენა კარიდან ჩამოდის 20-08-2017 01:08:03 საათზე და საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში აწვდის ავტობუსიდან ჩამოტანილ დოკუმენტებს, რის შემდეგაც გადის კადრიდან.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 01:19 საათზე სატრანსპორტო კონტროლის ფანჯარასთან მიდის ზუ------------–--ლი და ესაუბრება ფანჯრის შიგნით მყოფ პირს. 20-08-2017 01:10:42 საათზე საპასპორტო კონტროლის ფანჯარასთან მიდის რა-----------–--ნი, რომელიც ჯიბიდან იღებს საფულეს, საფულიდან იღებს მცირე ზომის დოკუმენტს და მას გადასცემს ზუ------------–--ლს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ დოკუმენტს აწვდის საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში.

 

ვიდეო მასალაში 20-08-2017 01:16 საათზე საპასპორტო კონტროლის ფანჯრიდან ზუ------------–--ლს აწვდიან დოკუმენტებს და ის ჯდება ავტობუსში და აღნიშნული ავტობუსი გამსვლელ დერეფანს ტოვებს 20-08-2017 01:17 საათზე. ავტობუსის მიერ გამსვლელი დერეფნის დატოვების შემდეგ ვიდეო მასალაში ფიქსირდება, რომ ავტობუსი (სახ.ნომრით FF 2-- XX) ჩერდება და ავტობუსში ადის რა-----------–--ნი.

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 30 ოქტომბერს 13:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 30 ოქტომბერს 22:00 საათზე. (ტ-2, ს.ფ. 21-29).

 

დათვალიერების ოქმით 23.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, დათვალიერებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა POL.GE-ში D---------F-ის ფირმის (სახ.ნომრით FF 2-- XX) ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები.

 

დათვალიერებით დადგინდა, რომ D---------F-ის ფირმის (სახ.ნომრით FF 2-- XX) ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსის) საიდენტიფიკაციო (VIN) კოდია XMGDE33WSOHOO7199. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებას (საიდენტიფიკაციო (VIN) კოდით XMGDE33WSOHOO7199). 2016 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 13 მაისამდე პერიოდში განთავსებული ჰქონდა სახელმწიფო სანომრე ნიშანი ZZ822QQ. 2017 წლის 13 მაისს აღნიშნული სანომრე ნიშანი ZZ822QQ მოხსნილია ბაზიდან და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (საიდენტიფიკაციო (VIN) კოდით XMGDE33WSOHOO7199) 2017 წლის 13 მაისიდან განთავსდა სახელმწიფო სანომრე ნიშანი FF 2-- XX. ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო (VIN) კოდით XMGDE33WSOHOO7199) მესაკუთრედ მითითებულია ნო------------–--ლი (პ/ნ 35001018763).

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 23 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 23 აგვისტოს 12:30 საათზე. (ტ-2, ს.ფ.30-34).

 

დათვალიერების ოქმით 23.08.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, დათვალიერებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა POL.GE-ში ზუ------------–--ლის და რა-----------–--ნის საზღვრის კვეთის მონაცემები.

 

დათვალიერებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რა-----------–--ნს 124-ჯერ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ზუ------------–--ლს 204-ჯერ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი.

 

დათვალიერებით დადგინდა, რომ: 1) რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს 2016 წლის 04 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით დატოვებული აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით და 2017 წლის 08 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გამოვლით რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი შემოვიდნენ საქართველოში თურქეთიდან. ასევე დათვალიერებით დადგინდა, რომ 2016 წლის 04 დეკემბერს ზუ------------–--ლმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი’’ გადაკვეთა ,, D---------F-ის’’ ფირმის ავტობუსით (სანომრე ნიშანი ZZ822QQ) და უკან დაბრუნდა ამავე ავტობუსით;

2) 2016 წლის 11 დეკემბერს რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით დატოვებული აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და 2016 წლის 15 დეკემბერს ზუ------------–--ლი საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გამოვლით დაბრუნდა საქართველოში, ხოლო რა-----------–--ნი საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გამოვლით საქართველოში დაბრუნდა 2016 წლის 22 დეკემბერს. ასევე დათვალიერებით დადგინდა, რომ 2016 წლის 11 დეკემბერს ზუ------------–--ლმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი’’ გადაკვეთა ,, D---------F-ის’’ ფირმის ავტობუსით (სანომრე ნიშანი ZZ822QQ) და უკან დაბრუნდა ამავე ავტობუსით;

3) რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს 2016 წლის 25 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით დატოვებული აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით და 2017 წლის 28 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გამოვლით რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი შემოვიდნენ საქართველოში თურქეთიდან. ასევე დათვალიერებით დადგინდა, რომ 2016 წლის 25 დეკემბერს ზუ------------–--ლმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი’’ გადაკვეთა ,, D---------F-ის’’ ფირმის ავტობუსით (სანომრე ნიშანი ZZ822QQ) და 2016 წლის 28 დეკემბერს უკან დაბრუნდა ამავე ავტობუსით;

4) რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს 2017 წლის 09 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით დატოვებული აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით და 2017 წლის 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გამოვლით რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი შემოვიდნენ საქართველოში თურქეთიდან. ასევე დათვალიერებით დადგინდა, რომ 2017 წლის 09 მარტს ზუ------------–--ლმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი’’ გადაკვეთა ,, D---------F-ის’’ ფირმის ავტობუსით (სანომრე ნიშანი ZZ822QQ) და 2017 წლის 12 მაისს უკან დაბრუნდა ამავე ავტობუსით;

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 23 აგვისტოს 13:05 საათზე და დასრულდა 2017 წლის 23 აგვისტოს 14:00 საათზე. (ტ-2, ს.ფ.35-69).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 10.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, თარჯიმნის -ინგა გოგუას მონაწილეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში 2017 წლის 27 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ზუ------------–--ლის კუთვნილი ,,IPHONE-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინტერნეტ კავშირ viber-ში არსებული შემდეგი ინფორმაცია: 1) ზუ------------–--ლსა და kenan memis-ს შორის არსებული მიმოწერა; 2) ზუ------------–--ლსა და რუ---- ოვ-------ს შორის არსებული მიმოწერა; 3) ზუ------------–--ლსა და ნო------------–--ლს (NODARI RUSTAVI) შორის არსებული მიმოწერა; 4) ზუ------------–--ლსა და რა-----------–--ნს შორის არსებული მიმოწერა;

 

ზუ------------–--ლის კუთვნილი ,,IPHONE-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინტერნეტ კავშირ WhatsApp-ში არსებული შემდეგი ინფორმაცია: 1) ზუ------------–--ლსა და დავო ბადალიანს შორის არსებული მიმოწერა; 2) ზუ------------–--ლსა და რუ---- ოვ-------ს (შაკო) შორის არსებული მიმოწერა; 3) ზუ------------–--ლსა და რა-----------–--ნს შორის არსებული მიმოწერა;

 

ზუ------------–--ლის კუთვნილი ,,IPHONE-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 18-20 აგვისტოს სატელეფონო კავშირების შესახებ ინფორმაცია.

 

რა-----------–--ნის კუთვნილი ,,IPHONE-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინტერნეტ კავშირ viber-ში არსებული შემდეგი ინფორმაცია: 1) რა-----------–--ნსა და ნო------------–--ლს შორის არსებული მიმოწერა; 2) რა-----------–--ნსა და kenan memis-ს შორის არსებული მიმოწერა;

 

რა-----------–--ნის კუთვნილი ,,IPHONE-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინტერნეტ კავშირ WhatsApp-ში არსებული შემდეგი ინფორმაცია: 1) რა-----------–--ნსა და kenan memis-ს შორის არსებული მიმოწერა და ხმოვანი შეტყობინებები;

 

რა-----------–--ნის კუთვნილი ,,IPHONE-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 19-20 აგვისტოს სატელეფონო კავშირების შესახებ ინფორმაცია.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 10 სექტემბერს 11:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 10 სექტემბერს 14:40 საათზე. (ტ-2, ს.ფ.70-233).

 

დათვალიერების ოქმით 05.09.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ჯა-------------ის მიერ, ქ.ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა, ბინა N5ა-ში დათვალიერებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა pol.ge-ში 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რა-----------–--ნის (RADIK BADALYAN, დაბ:1--09.1980; პ/ნ BA2------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაკვეთის და გადმოკვეთის მონაცემები.

 

დათვალიერებით დადგინდა შემდეგი:

1) რა-----------–--ნს 2016 წლის 22 დეკემბერს 17:41 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი ZZ822QQ) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

2) რა-----------–--ნს 2017 წლის 11 იანვარს 19:09 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი ZZ822QQ) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

3) რა-----------–--ნს 2017 წლის 8 თებერვალს 21:52 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი RA505DO) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

4) რა-----------–--ნს 2017 წლის 9 თებერვალს 09:28 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი RA505DO) სგპ ,,ნინოწმინდის’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

5) რა-----------–--ნს 2017 წლის 19 თებერვალს 04:07 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი RA505DO) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

6) რა-----------–--ნს 2017 წლის 18 მაისს 03:33 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,სადახლოს’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

7) რა-----------–--ნს 2017 წლის 16 ივლისს 00:49 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,სადახლოს’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

8) რა-----------–--ნს 2017 წლის 16 ივლისს 17:00 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

9) რა-----------–--ნს 2017 წლის 27 ივლისს 22:09 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,სადახლოს’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

10) რა-----------–--ნს 2017 წლის 29 ივლისს 14:32 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი KB8--BK) სგპ ,,ნინოწმინდის’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

11) რა-----------–--ნს 2017 წლის 30 ივლისს 02:25 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი KB8--BK) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

12) რა-----------–--ნს 2017 წლის 2 აგვისტოს 23:05 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი KB8--BK) სგპ ,,სარფის’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

13) რა-----------–--ნს 2017 წლის 3 აგვისტოს 07:56 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი KB8--BK) სგპ ,,სადახლოს’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

14) რა-----------–--ნს 2017 წლის 6 აგვისტოს 00:37 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,სადახლოს’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

15) რა-----------–--ნს 2017 წლის 10 აგვისტოს 00:46 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,სადახლოს’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

16) რა-----------–--ნს 2017 წლის 10 აგვისტოს 10:59 საათზე დაფის ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი FF 2-- XX) სგპ ,,ნინოწმინდის’’ გავლით გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

17) რა-----------–--ნს 2017 წლის 12 აგვისტოს 14:17 საათზე მან-მან A03 ფირმის ავტობუსით (სახ.ნომერი KB8--BK) სგპ ,,ნინოწმინდის’’ გავლით გადმოკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი;

 

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 09 სექტემბერს 13:45 საათზე და დასრულდა 2017 წლის 09 სექტემბერს 14:45 საათზე. (ტ-2, ს.ფ.234-2--).

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 03.10.2017წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებლის ომ----------–-ძის მიერ, მიხეილ სტეფნაძის მონაწილეობით, ქ.თბილისი, აბზიანიძის ქუჩა N4, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში 2017 წლის 06 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემაში არსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის N11/დ-188/17წ განჩინებაში მითითებული ინფორმაცია.

 

საგამოძიებო მოქმედება დაიწო 2017 წლის 03 ოქტომბერს 09:50 საათზე და დასრულდა 2017 წლის 03 ოქტომბერს 10:30 საათზე. (ტ-2, ს.ფ.284-286).

 

საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით ასევე დათვალიერებული იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია; (იხ ოქმი 11.05.2018წ

 

ბრალდებული რა-----------–--ნი ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ იმ ნაწილში სადაც მას ბრალი წარდგენილი აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის; ის გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შენახვისათვის და საქართველში უკანონოდ შემოტანისათვის და ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა არ დადგა შენახვისათვის, არ იცოდა თუ ეს არ გავრცელდებოდა მართვის უფლების აკრძალვაზე, თვლიდა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა და არ ექნებოდა აკრძალული; ადასტურებს, რომ ის ნამდვილად მართავდა ავტობუსს რამდენჯერმე საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას და საქართველოში შემოსვლისას; რაც შეეხება უაქციზო სიგარეტების გადაზიდვას , - ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისთვის უცნობის იყო სიგარეტების გადაზიდვის თაობაზე; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 17.05.2018წ )

 

ბრალდებული ზუ------------–--ლი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ ; განმარტავს, რომ რა-----------–--ნთან ერთად მას არ მოუხდენია სიგარეტების გადაზიდვა და გადატანა, ის იყო მარტო, და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ წარდგენილი ბრალდების ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ; ეთანხმება ბრალდებაში მითითებულ ფაქტებს, მხოლოდ მოქმედებდა მარტო; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 17.05.2018წ )

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების და დაცვის მხარის მტკიცებას, ბრალდებულების რა-----------–--ნის და ზუ------------–--ლის მიერ უაქზიცო სიგარეტების ჯგუფურად გადაზიდვის უარყოფის შესახებ, ბრალდებულის რა-----------–--ნის უდანაშაულობას ამ ფაქტთან მიმართებით და ზუ------------–--ლის მტკიცებას, რომ ის მოქმედებდა მარტო, რადგან საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახადაა დადგენილი ბრალდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ქ/პუნქტით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა;

 

დაცვის მხარის პოზიცია, მოსაზრებები და მტკიცებები, არ ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საპირისპიროს, კერძოდ დადასტურებულია, რომ რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი სხვა პირებთან ერთად ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას და გადაზიდვას;

 

სასამართლოს მიერ აღნიშნული სახის დასკვნის საფუძველს იძლევა მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც დადგენილია:

 

არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ რა-----------–--ნი და ზუ------------–--ლი ადენდნენ აქციზურ მარკას დაქვემდებარებული საქონლის - უაქციზო სიგარეტების შენახვას და გადაზიდვას;

 

ოპერატიული ჯგუფის ვიზუალური კონტროლით დადასტურდა, რომ რა-----------–--ნი მოქმედებდა ზუ------------–--ლთან ერთად;

 

ავტობუსი, რომლითაც ახდენდნენ ბარლდებულები სიგარეტების შენახვას და შემდეგომ გადაზიდვას , წარმოაგდენდა რადიკ ბადალიკაინის ,,ფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ ტრანსპორტს, დაფის მარკის ავტობუსი სახელმწიფო ნომრით FF772XX;

 

აჭარისა და გურიის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად ახსნილი იქნა ავტობუსის გადაადგილება , მაში არსებულ სამალავში უაქციზო სიგარეტის მოთავსება და მისი გადაზიდვა სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით; კერძოდ

 

2017 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ზუ------------–--ლი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსით (სახელმწიფო სანომრე ნისნით: FF2--XX) გაჩერებულია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც აღნიშნულ ავტობუსთან მიდიან რა-----------–--ნი, და სხვა პირები; ავტობუსი იძვრება ბათუმის მიმართულებით, რომელსაც მართავს ზუ------------–--ლი, ხოლო რა-----------–--ნი სხვა პირებთან ერთად აღნიშნულ ავტობუსს მერსედესის მარკის ავტომანქანით მიყვებაა. აღნიშნული ავტობუსი ბარცხანას ხიდით გადადის ბარცხანის დასახლებაში და ჩერდება ნო--–---–-ს ქუჩა N63-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიანი შენობა-ნაგებობის წინ. ავტობუსს კი თან მიჰყვა აღნიშნული მერსედესის მარკის ავტომანქანა. ავტობუსში რჩება ზუ------------–--ლი სხვა პირებთან ერთად, ხოლო რა-----------–--ნი მიდის მერსედესის მარკის ავტომანქანით.

ნო--–---–-ს ქუჩა N63-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი ზუ------------–--ლი სხვა პირებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ახდენდა სალონში დალაგებული უაქციზო სიგარეტის ავტობუსის ჭერში მოწყობილ სამალავში დამალვასა და შენახვას. შუადღის საათებში ავტობუსთან ბრუნდება რა-----------–--ნი და უერთდება აღნიშნულ პირებს უაქციზო სიგარეტის ავტობუსის ჭერში მოწყობილ სამალავში დამალვასა და შენახვაში, რა დროსაც რა-----------–--ნს ავტობუსიდან ჩამოაქვს სიგარეტის მუყაოს ყუთები და ალაგებს იქვე არსებული შენობა-ნაგებობის სათავსში.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რა-----------–--ნი მიდის აღნიშნული ტერიტორიიდან, ხოლო ზუ------------–--ლი აგრძელებს სხვა პირებთან ერთად ავტობუსის ჭერში მოწყობილ სამალავში სიგარეტის დამალვას და შენახვას. საღამოს დაახლოებით 18-19 საათისთვის ზუ------------–--ლმა, რუ---- ოვ-------მა და ბა-–-- შა--------მა დაასრულეს ავტობუსის ჭერში მოწყობილ სამალავში სიგარეტის დამალვა და მერსედესის მარკის აღნიშნული ავტომანქანით მიდიან ხსენებული ტერიტორიიდან. ღამის 23:00 საათზე ზუ------------–--ლი, სხვა პირებთან ერთად ბრუნდება ავტობუსთან და ავტობუსი იძვრება ჭა------ის ქუჩის მიმართულებით გზას აგრძელებს საბაგიროს მიმართულებით, გადადის ჭა------ის ქუჩაზეე და ჩერდება ჭა------ის ქუჩა N20-ში მდებარე ტოტალიზატორის წინ ავტომანქანის სავალ გზაზე.

 

..... ზუ------------–--ლი სხვა პირტან ერთად 2017 წლის 20 აგვისტოს 01 საათისათვის ავტობუსით მიდის სგპ "სარფში". თავდაპირველად ავტობუსიდან ჩამოდის სხვა პირი, ხოლო ზუ------------–--ლი ავტობუსით შედის სგპ "სარფის" საბაჟო კონტროლის ზონაში, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ავტომანქანებით გამსვლელ დერეფანში და თვითონაც ჩამოდის ავტობუსიდან. ამ დროს საბაჟო კონტროლის ზონაში ასევე იმყოფება რა-----------–--ნი, რომელიც მიდის ავტობუსთან (სახელმწიფო სანომრე ნიშნით: FF2--XX), რომელიც ზუ------------–--ლის მიერ გაჩერებული იყო საბაჟო კონტროლის ზონაში. რა-----------–--ნი ადის ავტობუსში და იღებს დოკუმენტებს და წარუდგენს საპასპორტო კონტროლის ფანჯარაში მყოფ მესაზღვრე კონტროლიორს. მცირე ხანში აღნიშნულ ფანჯარასთან ასევე მიდის ზუ------------–--ლიც და გადის საპასპორტო კონტროლს. საბაჟო და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ზუ------------–--ლმა აღნიშნული ავტობუსი გაიყვანა ავტომანქანების გამსვლელი დერეფნიდან თურქეთის მიმართულებით და გააჩერა ავტობუსი, რა დროსაც ავტობუსში ადის რა-----------–--ნიც და როგორც ავტობუსი, ასევე ზუ------------–--ლი და რა-----------–--ნი ტოვებენ საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონას. ამ დროს ავტობუსთან მიდიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლები და რა-----------–--ნთან და ზუ------------–--ლთან ერთად ატარებს ,,DAF BERKNOF”-ის მარკის და მოდელის ავტობუსის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით: FF2--XX) გადაუდებელი აუცილებლობისას ჩხრეკას, რომლის შედეგად სამალავიდან ამოღებულ იქნა აქციზურ მარკას სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 48 920 კოლოფი სიგარეტი „MASTER LIGHTS” -ი რომელსაც არ ჰქონდა ქართული აქციზური მარკა. აღნიშნული ავტობუსის მარცხენა კარის სათავიდან ამოღებულ იქნა 2017 წლის 17 ივნისით დათარიღებული მინდობილობა, რომელიც გაცემულია რა-----------–--ნის მიერ, ავტობუსის ე.წ. ბარდაჩიკიდან ამოღებულ იქნა კუსტარული წესით დამზადებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ZZ822QQ.

 

სგპ ,,სარფში’’,,D---------F-ის’’ მარკის და მოდელის ავტობუსის (სახ.ნომრით FF 2-- XX) ავტობუსის ჩხრეკის შედეგად 20.08.2017წ დადგენილია, რომ

ავტობუსის ჭერში მოთავსებული სპეციალური სამალავიდან ამოღებული იქნა 48 920 (ორმოცდარვა ათას ცხრაას ოცი) კოლოფი სიგარეტი ,,Master LIGHTS’’, რომელსაც არა აქვს დაკრული ქართული აქციზური მარკა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0--------, 21.08.2017წ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: 1) 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი ( Master LIGHTS) არ არის ქართული აქციზური მარკით ნიშანდადებული და საქართველოს საგადასახდო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარება ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას. 2) 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი ( Master LIGHTS) საერთო საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 171220.00 ლარს.

 

2017 წლის 23 აგვისტოს ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 15:00 საათიდან 15:40 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ ბათუმში, ნო--–---–-ს ქუჩა N63-ში მდებარე შპს „საზღავაო ტექ. სერვისის“ კუთვნილი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობიდან ამოღებულ იქნა 8 ცალი „MASTER LIGHTS”-ის მუყაოს ყუთები.

 

ბრალდებულთა ზუ------------–--ლის და რა-----------–--ნის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონებიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფომაციით დასტურდება, რომ აღნიშნულ პირებს დანაშაულის ჩადენამდე და მათ დაკავებამდე ჰქონდათ ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია.

 

სასამართლოს განჩინების საფუძველზე კავშირგაბმულობის კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს დანაშაულის ჩადენის დღეს და მის ჩადენამდეც ჰქონდათ ინსტენსიური სატალეფონო კომუნიკაცია. ასევე მათ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონათ დანაშაულში მონაწილე სხვა პირებთან ; ასევე დადასტურდა, რომ რა-----------–--ნის და ზუ------------–--ლის მობილურ ტელეფონებს (მასში მოთავსებულ სააბონენტო ნომრებს) დანაშაულის ჩადენის დღეს ემსახურებოდა სწორედ ის მომსახურე ანძები და იმ პერიოდში, რაა ადგილებზეც და რა პერიოდზეც ბრალდების მხარე აპელირებს დასკვნით სიტყვაში, რაც ასევე დადასტურეს საქმეში დაკითხხულმა მოწმეებმა, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულთა სატელეფონო კავშირების შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურ შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებთან და სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერებთან.

 

ბრალდების მხრის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისო „ბონაკოდან“, მისო „კრ------–იდან“, სს „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიადან“ და სგპ „სარფიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერიას ჩანაწერით დგინება დანაშაულის ჩადენის საშუალების - ავტობუსის და ბრალდებულ ზუ------------–--ლის, რა-----------–--ნის და მათთან დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გადაადგილების ტრაექტორია, ზუსტი დრო და დანაშაულებრივი კავშირები, რაც ცხადყოფს მათ წინასწარ შეკავშირებას, საერთო განზრახვასა და საერთო მიზანზე.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო ნომრის ფარული მიყურადების მასალებით დგინდება, რომ საპატიმროში მყოფი რა-----------–--ნი დანაშაულში მონაწილე სხვა პირთან განიხილავს დანაშაულის ჩადნის გარემოებებს, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს, ასევე რა-----------–--ნის დანაშაულებრივი ჯგუფიდან გამორიცხვის, მოსალოდნელი მკაცრი სს პასუხისმგებლობისაგან თავისარიდების კანონსაწინააღმდეგო გზებს.

 

ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის რაოდენობა და თანხვედრა ჩხრეკის ოქმთან დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით; ბრალდებულების გადაადგილება ტრანსპორტით და მათი მოქმედება დადასტურებულია და თანხვედრაშია გამოკვლეულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის შენიშვნის მიხედვით განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ათი ათას ლარს ზევით. ექსპერტიზის დასკვნით 48920 კოლოფი, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული სიგარეტი ,,Master LIGHTS’’ საბაზრო ღირებულება აღემატება 10 000 ლარიან ნიშნულს და შეადგენს 171220.00 ლარს.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რა-----------–--ნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი პროკურორის შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და სასამართლოს განჩინება; ზუ------------–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; ერთი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, შპს „ულუსოი ბათუმის“ საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, მგზავრთა სააღრიცხვო ფურცელი, პროკურორის შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და სასამართლოს განჩინება; დადგენილება საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვის წერილი ექსპერტიზის ბიუროს, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები; ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეთა - სე-------------–-–--ლის, და-------------ის, გოგო ლორიას, მი--------------ძის, ნო------------–--ლის, ომ----------ძის, ვლ----------------ძის, ბე-------------–-ძის, რუ--–---------ის და სხვათა ჩვენებები ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს და ზედმიწევნით ადგენს დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ, სწორედ რა-----------–--ნმა და ზუ------------–--ლმა სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ქ/პუნქტით და მესამე ნაწილით;

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა; აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ქვეყნის საფინანსო ინტერესები. დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი - ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი. დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვაში და გადაზიდვაში; სუბიექტური მხრივ დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერ პირს და არ არის აუცილებელი სპეციალური ამსრულებელი. ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ იცოდნენ რა, რომ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და გადაზიდვა წარმოადგენდა სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, მოქმედებდნენ შენიღბულად, სიგარეტს შეინახეს ავტობუსში მოწყობილ სპეციალურ სამალავში. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ჯგუფს და განსაკუთრებით დიდი ოდენობას, - დადასტურებულია, რომ მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მათ მიერ შენახული უაქციზო სიგარეტის ღირებულებამ შეადგინა სსკ-ის მე-200 მუხლის შენიშვნითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი ოდენობა, შესაბამისად, ბრალდებულებს სწორად აქვთ წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშნები;

 

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის გამორიცხვა;

 

სასამართლო სადავო მტკიცებულებების განხილვით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს უნდა ამოერიცხოთ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ქ/პუნქტით, ვინაიდან მათ ქმედებებში ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამადასტურებელი გარემოებები არ იკვეთება;

 

აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგ სამართლებრივი ნორმებიდან:

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. (მუხ.1)

 

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ასევე წესრიგდება მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კერძოდ საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. (მუხ. 2)

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება N290,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

 

გადასახადების ადმინისტრირებაა – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში (მუხ.8.8).

 

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპია პირმა სავალდებულოდ გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. (მუხ.5)

 

გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე (მუხ.6)

გადასახადის ერთერთ სახეებს სხვებთან ერთად წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); იმპორტის გადასახადი.

 

ინსტრუქციის თანახმად: სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი და მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“,„სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“,„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული

ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები

და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.

 

ამავე ინსტრუქციის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

 

საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში,კანონის თანახმად საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.

საქონლის გაფორმებისას, სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად, წარმოიშობა კუთვნილი გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება. გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს.

 

ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით, მათ შორისაა სატრანსპორტო დოკუმენტი, საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი.

 

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით 214-ე მუხლის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური და კონკრეტულად ფინანსური ინტერესი; დანაშაულის საგნები კი ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობის დადგენისათვის დაყოფილია ორ ჯგუფად: პირველი ეს არის თავისუფალ ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა ან გადმოტანა ეკონომიკურ საზღვარზე დასჯადია, თუ ის ეხება დიდი ოდენობით ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავ ნივთებს და კანონში მითითებული არალეგალური ხერხებით ხდება და მეორე - საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი ბრუნვიდან და მათი გადაადგილება ეკონომიკურ საზღვარზე აკრძალულია ამავე მუხლში მითითებული სხვა გარემოებების მიუხედავად - ეს ეხება იარაღს, რადიაქტიურ შხამიან ნივთიერებებს და ასევე 214 მუხლის ამ ნაწილში მითითებულ სხვა საგნებს;

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანასა და გადმოტანაში; დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს მოქმედებას - - კონტრაბანდის საგნის გადატანას და გადმოტანას, ხოლო დანაშაულის ჩადენის ადგილია - საქართველოს ეკონომიკური საზღვარი;

კონტრაბანდა კი ეს არის საქონლის ფარულად გადატანა სახელმწიფო საზღვარზე;

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რა ბრალდებულების მიერ სავალდებულო აქციზურ მარკას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო შენახვასა და გადაზიდვას, მას საბაჟო მიზნებისათვის მიიჩნევს, რომ ღირებულება არ გააჩნია, რადგანაც დეკლარირებას ექვემდებარება არა სასაქონლო ბრუნვაში აკრძალული ნივთი, არამედ თავისუფალ ბრუნვაში არსებული საქონელი; უაქციზო სიგარეტი ამ შემთხვევაში დეკლარირებას ვერ დაექვემდებარებოდა მისი ბრუნვაში მიმოქცევისათვის დადგენილი აკრძალვის გამო; აქედან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-200 მუხლი სრული მოცულობით ადგენს პასუხისმგებლობას მათი ქმედებებიდან გამომდინარე; დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონოდ შენახული და გადაზიდული საქონელი არ წარმოადგენდა მისი ბუნებიდან გამომდინარე დასადეკლარირებელ საქონელს და ვერც მოხდებოდა მისი დეკლარირება თუნდა ხილულად გადატანით, სასამართლო თვლის რომ ქმედების დაკვალიფიცირება დამატებით 214-ე მუხლით არ არის მართებული; პასუხისმგებლობა მოცემული დადგენილი ქმედებისათვის სრულადაა გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ი მე-200 მუხლის შესაბამისი - ბრალად შერაცხული ნაწილებით;

 

ზემოთაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდებულებს რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს უნდა ამოერიცხოთ ბრალდებიდან მითითება საქართველოს სსკ-ის 214- ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოდ ინდა იქნენ ცნობილი ;

 

5. ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის ძალაში შესული განაჩენით და ნასამართლობის ცნობით დასტურდება, რომ რა-----------–--ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასხელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის დასაბუთებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილისა და 269-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის დაუნიშნავად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 05 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებები. აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. (იხ განაჩენი ს.ფ.315-319, ტ-2)

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;

 

მოწმე ანა რაზუმოვამ საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ 2017 წლის 05 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ; მისი მორიგეობის დროს რა-----------–--ნი მართავდა ავტობუსს, შეუფერხებლად გაიარა სასაზღვრო კონტროლი და წავიდა თურქეთის მიმართულებით; მოძრაობდა დაფის მარკი ავტობუსით სახელმწიფო სანომრე ნიშნით FF272XX (იხ ოქმი 04.05.2018 15:38:47სთ-15:41:31სთ);

 

მოწმე თამარ ჯორდანიმ საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოდან ამავე წლის 03 აგვისტოს 10:00 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ; მისი მორიგეობის დროს რა-----------–--ნი შემოვიდა მის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსით თურქეთიდან საქართველოში; მის მოვალეობას შეადგენდა საქართველოში შემომავალი მძღოლის და ავტომობილის დარეგისტრირება შსს ბაზაში, რაც მოახდინა; სასაზღვრო პუნქტი რა-----------–--ნმა გაიარა შეუფერხებლად; (იხ ოქმი 04.05.2018 15:45:59სთ-15:49:20სთ)

 

მოწმე ნანული მგელაძემ განმარტა, რომ დასაქმებულია სასაზღვრო საიმიგრაციო განყოფილება სარფში; 2017 წლის 16 ივლისს 10 საათიდან იმყოფებოდა 21 საათამდე დილის ცვლაში საქართველოდან გასვლის მიმართულებით, გაატარა ჩვეულებრივად რა-----------–--ნი, მან წარუდგინა მართვის მოწმობა და მინდობილობა;

 

2017 წლის 29 ივლისს იმყოფებოდა საღამოს ცვლაში, რა-----------–--ნი იყო ისევ ავტობუსით FF2--XX; ორივე შემთხვევაში როგორც ახსოვს იყო მარტო; რა-----------–--ნი თვითონ მართავდა ორივე შემთხვევაში ავტობუსს; უშუალოდ მან დაარეგისტრირა მონაცემთა ბაზაში, მას აქვს კუთვნილი ე.წ. იუზერი, სხვა ამ მონაცემებს მისი იუზერით ვერ დააფიქსირებს; (იხ ოქმი 10.05.2018წ 14:29:45სთ-14:37:47სთ)

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებებით: საინფორმაციო პორტალ POL.GE-ს დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია; პროკურორის 2017 წლის 5 სექტემბრის შუამდგომლობა და სასამართლოს განჩინება სგპ „სარფიდან“, სგპ „სადახლოდან“ და სგპ „ნინოწმინდიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; სგპ „სარფიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან (სგპ „ნინოწმინდა“ და სგპ „სადახლო“) ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია; ვიდეო ინფორმაციების დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია. ინფორამციაა მხარეთა მონაწილეობით ასევე დათვალიერებული იქნა საქმის განხილვისას (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 11.05.2018წ)

 

საქმის განხილვისას დაკითხულ მოწმეთა პატრულ-ინსპექტორების ნანული მგელაძის, თამარ ჯორდანის, ანა რაზუმოვას ჩვენებებით და მათი მონაწილეობით შედგენილი დათვალიერების ოქმებით, სგპ „სარფიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და გამოთხოვილი ინფორმაციით; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან (სგპ „ნინოწმინდა“ და სგპ „სადახლო“) გამოთხოვილი ინფორმაციით. ვიდეო ინფორმაციების დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია დაადასტურებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა მძღოლი რა-----------–--ნი და სხვა პირის არსებობა ან/და სხვა პირის მიერ ავტობუსის მართვა არ დასტურდება.

 

სასამართლო სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების, მოწმეების: ნანული მგელაძის, თამარ ჯორდანის, ანა რაზუმოვას განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რა-----------–--ნმა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, და მისი განმარტება, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ეგონა იყო აღდგენილი, რადგან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უკავშირდებოდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, - არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რა-----------–--ნისათვის ცნობილი იყო სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვის თაობაზე, მას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მართვის უფლება აეკრძალა 5 წლის ვადით; საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ადგენს, რომ რა-----------–--ნი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვის მიუხედავად 2017 წლის 16 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში" და სგპ "სარფში" მართავდა FF2--XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 27 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სადახლოში" მართავდა FF2--XX სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 29 ივლისს სგპ "ნინოწმინდაში" მართავდა KB8--KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 30 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "სარფში" მართავდა KB8--KB სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 02 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ ,,სარფში’’ მართავდა KB979BK სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 03 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "სადახლოში" მართავდა KB8--BK" საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას. 2017 წლის 06 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "სარფში" მართავდა KB8--BK" საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "ნინოწმინდაში" მართავდა FF2--XX საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, სგპ "ნინოწმინდაში" მართავდა KB8--BK" საანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებას.

 

ამდენად გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რა-----------–--ნმა ზ/ მითითებულ დროსა და პერიოდში ავტომანქანის მართვით ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;

 

6. ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა რა-----------–--ნმადა ზუ------------–--ლმა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გასაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის 48920 კოლოფი სიგარეტის ,,Master LIGHTS’’ის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და გადაზიდვა

 

მანვე ხელვაჩაური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით აკრძალული ჰქონდა რა 5 წლით მართვის უფლება - სატრანსპორტო საშუალების მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, ჩადენილი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე;

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რა-----------–--ნს და ზუ------------–--ლს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

რა-----------–--ნის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული , რომ ის გასამართლებულია 2016 წლის 18 ნოემბერს და დღეის მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი

 

ამდენად, ბრალდებულების რა-----------–--ნის და ზუ------------–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეების მიერ ქმედების შემდეგ მათი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი ბრალდებულებისათვის მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

9. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთმტკიცების სახით არსებული საგნების და ნივთების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 158-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ზუ------------–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

ბრალდებული ზუ------------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

ბრალდებულ ზუ------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზუ------------–--ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 აგვისტოდან.

 

ბრალდებული რა-----------–--ნი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

ბრალდებული რა-----------–--ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ბრალდებული რა-----------–--ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რა-----------–--ნს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ბრალდებულ რა-----------–--ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ რა-----------–--ნს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - რა-----------–--ნის საზღვრის კვეთის მონაცემების დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - სასამართლოს განჩინების საფუძველზე სგპ „სარფიდან“, სგპ „სადახლოდან“ და სგპ „ნინოწმინდიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან (სგპ ,,სარფი“, სგპ „ნინოწმინდა“ და სგპ „სადახლო“) ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები და გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - „D---------F“-ის მარკის ავტობუსში (სანომრე ნიშნით FF 2-- XX) ჩხრეკის შედეგად ამოღებული 48 920 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ,,MASTER LIGHTS“, რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმში“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „D---------F“-ის მარკის ავტობუსი, სანომრე ნიშნით FF 2-- XX - რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მფლობელს, ან მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანი ZZ 822 QQ (კუსტარულად გადაკეთებული), რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჩხრეკის შედეგად ამოღებული რუ---- ოვ-------ის სახელზე შევსებული კონვერტაციის ქვითარი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 17 ივნისის სანოტარო აქტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - რა-----------–--ნის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ზუ------------–--ლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ამოღებული ,,MASTER LIGHTS“ წარწერიანი მუყაოს ყუთები, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - სგპ „სარფიდან“გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - მისო „კრ------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმიდან" გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - მისო „ბონაკოდან" გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - ინდ მეწარმე "მერაბ ნარაკიძის“ ტოტალიზატორიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება რუ---- ოვ-------ის ტელეფონზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია და კრებსი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმი; აუდიო მასალა ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - რა-----------–--ნის და ზუ------------–--ლის მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია, გამოთხოვილი ხმოვანი შეტყობინებები, ჩაწერილი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (ასლი ინახება საგამოძიებო სამსახურში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენის აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პენიტენციურ დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე