გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2509 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - თ----- ბ----–-–---–ი
წარმომადგენელი - ა---------– ბ----------ე
მოპასუხეები - ე-–------ ჭ------ე, ა--- დ---–-–---–ი
წარმომადგენელი - ი-–-- ჯ----–--ე
დავის საგანი: ალიმენტის გადახდის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე-–------ ჭ------ისათვის არასრულწლოვანი შვილების, ნ-----–---- ჭ------ის (დაბადებული 2007 წლის 08 იანვარს) და გ----- ჭ------ისათვის (დაბადებული 2010 წლის 13 მაისს), ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულზე 300 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 01 სექტემბრიდან) მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 28.07. 2017 წლის ჩუქების ხელშეკრულება ე-–------ ჭ------ეს და ა--- დ---–-–---–ს შორის უძრავი ქონების ½ ნაწილზე, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა უ----ი, ს/კ #------------------- და ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს თ----- ბ----–-–---–ის საკუთრებად;
1.3. ე-–------ ჭ------ის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთის, ავტომანქანა ,,მ--------- ბ--–- ე 200, სახნომერი გ-------, რეგისტრაციის თარიღი- 03.03.2011,- ½ ნაწილის თ----- ბ----–-–---–ის საკუთრებად აღრიცხვა.
მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–ი და მოპასუხე ე-–------ ჭ------ე ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 06 აპრილიდან; თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ-----–---- ჭ------ე (დაბადებული 2007 წლის 08 იანვარს) და გ----- ჭ------ე (დაბადებული 2010 წლის 13 მაისს). არასრულწლოვანი ნ-----–---- და გ----- ჭ------ეები ცხოვრობენ დედასთან, თ----- ბ----–-–---–თან ერთად. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და განვითარებაში, არ უწევთ მათ ფინანსურ დახმარებას.
თ----- ბ----–-–---–მა და ე-–------ ჭ------ემ ქორწინების პერიოდში 2011 წლის 17 ნოემბერს შეიძინეს უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი მდებარე უ----------ის მუნიციპალიტეტის დაბა უ----ში, რაც აღირიცხა ე-–------ ჭ------ის საკუთრებად.
2017 წლის 28 ივლისს მოსარჩელე და მოპასუხე დაშორდნენ. ე-–------ ჭ------ემ კი მასთან შეუთანხმებლად აღნიშნული ქონება გააჩუქა დედაზე, ა--- დ---–-–---–ზე, რაც წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს ამ თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ერთი მეორედ ნაწილზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
თ----- ბ----–-–---–მა და ე-–------ ჭ------ემ 2011 წლის 03 მარტს ასევე შეიძინეს ავტომანქანა ,,მ--------- ბენც ე 200’’, სახნომერი G------, რეგ.თარიღი- 03.03.2011წ. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მოძრავი ნივთის ½ ნაწილზეც საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებლის მოპასუხე ე-–------ ჭ------ე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. ხოლო ა--- დ---–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ე-–------ ჭ------ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, ალიმენტის ნაწილში თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდის და ავტომანქანის ½ წილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვის ნაწილში.
2.3. ე-–------ ჭ------ემ და ა--- დ---–-–---–მა სარჩელი არ ცნეს უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.
ე-–------ ჭ------ემ განმარტა, რომ იგი თავს არ არიდებს არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას. მას სისტემატური ურთიერთობა აქვს შვილებთან, მაგრამ რადგან არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ამიტომ თითოეული შვილისთვის ყოველთვიურად 100-100 ლარზე მეტის გადახდა ალიმენტის სახით არ შეუძლია.
ამასთან, ე-–------ ჭ------ე თანახმაა მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანის ½ ნაწილი აღირიცხოს მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–ის საკუთრებად.
მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას: იგი შეძენილია მოპასუხე ე-–------ ჭ------ის მამის და ა--- დ---–-–---–ის მეუღლის მიერ მისივე სახსრებით და მათ არ მიუღიათ არანაირი მონაწილეობა ამ ქონების შეძენაში. ქონების აღრიცხვა მოხდა ე-–------ ჭ------ის სახელზე, რადგან მამამისი იმ დროს საქართველოდან წასვლას აპირებდა უცხოეთში. ამიტომ არ ეთანხმებიან ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე 2017 წლის 28 ივლისიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (19.04 2018 წლის სხდომის ოქმი);
-მოპასუხეების ახსნა-განმარტება (19.04 2018 წლის სხდომის ოქმი).
3.1.2. არასრულწლოვანი ნ-----–---- ჭ------ე და გ----- ჭ------ე ცხოვრობენ მოსარჩელესთან, თ----- ბ----–-–---–თან ერთად მისამართზე ქ. ქუთაისი, ნ----ს ქ. #----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს/ფ 2-15), მოსარჩელის ახსნა-განმარტება (19.04 2018 წლის სხდომის ოქმი);
-მოპასუხის ახსნა-განმარტება (19.04 2018 წლის სხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–ი შრომისუნარიანია, თუმცა ამჟამად იგი დაუსაქმებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (19.04 2018 წლის სხდომის ოქმი);
3.1.4. მოპასუხე ე-–------ ჭ------ე შრომისუნარიანია. ამჟამად არ მუშაობს, თუმცა მუშაობდა და ჰქონდა კიდეც შემოსავალი. იგი არის მცირე მეწარმე. დაბა უ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ზაფხულის პერიოდში გაქირავებულია და მოპასუხეებს აქვთ სოლიდური შემოსავალი, დაახლოებით 6000 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (19.04 2018 წ. სასამ.სხდომის ოქმი),-ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ (ს/ფ 117).
3.1.5. ე-–------ ჭ------ე და ა--- დ---–-–---–ი არიან დედა-შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამ.სხდომის ოქმი)
3.1.6. სპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის’’ მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ე-–------ ჭ------ის საკუთრებად რიცხული ავტომანქანა შეფასებულია 4800 ლარად, ხოლო ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 100 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აუდიტორული დასკვნა #02/145 (ს/ფ 36),-აუდიტორული დასკვნა #02/146 (ს.ფ 35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე დაქორწინდნენ 2006 წლის 06 აპრილს; თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ-----–---- ჭ------ე, დაბადებული 2007 წლის 08 იანვარს და გ----- ჭ------ე, დაბადებული 2010 წლის 13 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა №6----------, სააქტო ჩანაწერი № 2---------- (ს/ფ 16);
-დაბადების მოწმობები (ს/ფ 17-18).
3.2.2. თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე 2017 წლის 24 ივლისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთ ახსნა-განმარტება (19.04 2018 სასამ.სხდომის ოქმი)
3.2.3. 2011 წლის 17 ნოემბერს კ--–---------- ი-–---–-ა გაყიდა, ხოლო ე-–------ ჭ------ემ იყიდა ო----------ის მუნიციპალიტეტის დაბა უ----ში მდებარე სააგარაკო სახლი, საკად.კოდით # 2--------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 19-20)
3.2.4. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 18.08.2017წ. გაცემული #49/7/2/3-01418559 ცნობის თანახმად, მოქალაქე ე-–------ ჭ------ის სახელზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: ,,მ--------- ბ--–- E---’’, სახ.ნომერი - G-----, ვინ კოდი W----------------, გამოშვების წელი 1995; ფერი-ლურჯი, ტექ.პასპორტი D--------, რეგ. თარიღი-03.03.2011 წ. - უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს/ფ 21)
3.2.5. 2017 წლის 28 ივლისს ე-–------ ჭ------ეს და ა--- დ---–-–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე-ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა უ----ი, საკ.კოდი #------------------- (1-ლი,მე-2, მე-3 სართულები) და ეს ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--- დ---–-–---–ის სახელზე (უფლების რეგისტრაციის საფუძველია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 28.07.2017წ.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 33-34)
-ჩუქების ხელშეკრულება (ს/ფ 22-23)
3.2.6. შემოსავლების სამსახურის მიერ 20/04/2018წ. გაცემული #21-11/51930 ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბა---ში არსებული მონაცემებით, 20/04/2018 წლის გადასახადის დეკლარაციის თანახმად, ი/მ ე-–------ ჭ------ის (პ/ნ 1----------), წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 5441 ლარს. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს - 0 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს/ფ 117)
3.2.7. მოწმის სახით დაკითხულმა ც-–---- დ---–-–---–მა განმარტა, რომ მთელი სადავო ქონება შეძენილი მისი ძმის, შესაბამისად ე-–------ ჭ------ის მამის, ე-–------ ჭ------ის მიერ. ე-–------ს დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს, თუმცა უ----ის სააგარაკო სახლიდან ოჯახს აქვს სეზონური შემოსავალი. მშობლები ე-–------ს ეხმარებიან ფინანსურადაც.
3.2.8. მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ბ------–---–მა განმარტა, რომ ოჯახის წევრებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ გასული წლის აგვისტოში გაიგო თ-----ს და ე-–------ს დაშორების შესახებ და ძალიან გაუკვირდა. თ----- ამასთან არის მისი შვილის ნათლია. იცის, რომ ე-–------ს მამამ, ე-–------ ჭ------ემ, ააშენა სახლი უ----ში.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. წარმოდგენილი რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უფლების რესგიტრაციის საფუძველია სადავო უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ე-–------ ჭ------ე და ა--- დ---–-–---–ი (დედა-შვილი). უძრავ ნივთზე უფლება რეგისრტირებულია 28.07.2017წ., ხოლო მოსარჩელე და მოპასუხე ე-–------ ჭ------ე ერთად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის 24 ივლისიდან.
შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას მასთან მიმართებით, რომ უძრავი ქონება შეძენილია ამ უკანასკნელის მშობლის და მეუღლის მიერ, ამ უკანასკნელთა სახსრებით, ან ამ უკანასკნელთა ნაჩუქარი თანხით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. სარჩელის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ. რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას.
დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება წარმოიშვა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში და შესაბამისად, ამ უკანასკნელს აქვს თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს ყოველთვიურად 120-120 (ასოცი) ლარის ოდენობით, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4.2. სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება წარმოიშვა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში და შესაბამისად, ამ უკანასკნელს აქვს თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე;
4.3. სადავო მოძრავ ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლება წარმოიშვა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში და შესაბამისად, ამ უკანასკნელს აქვს თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 180-ე, 1212-1214-ე, 1234-ე, 1130-ე, 1158-ე-1160-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ამდენად, არასრულწლოვანი ნ-----–---- და გ----- ჭ------ეების მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არასრულწლოვანი ნ-----–---- და გ----- ჭ------ეების საცხოვრებელი ადგილი არის დედის, თ----- ბ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
დადგენილია, რომ თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე დაქორწინდნენ 2006 წლის 06 აპრილს და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ-----–---- ჭ------ე, დაბადებული 2007 წლის 08 იანვარს და გ----- ჭ------ე, დაბადებული 2010 წლის 13 მაისს (3.2.1).
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---- და გ----- ჭ------ეების მშობლები თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე არიან შრომისუნარიანი. მოსარჩელე დროებით დაუსაქმებელია, ხოლო მოპასუხე ე-–------ ჭ------ე არის ინდმეწარმე, რომელსაც აქვს გარკვეული შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან, ამასთან საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, აკისრია სხვა პირის რჩენის ვალდებულება.
სასამართლო შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილების, ისე მშობლების მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე სამართლებრივი დანაწესი ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების შესახებ ზრუნავდეს შვილზე. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნები იზრდებიან დედასთან, თ----- ბ----–-–---–თან, რომელიც ამ ეტაპზე დაუსაქმებელია, მოპასუხე კი დასაქმებულია, აქვს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან და არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი (არასრულწლოვანი ნ-----–----ი და გ----- ჭ------ეები სწავლობენ სკოლაში) საჭირო პირობები კი ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოს სახელმწიფოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.
1979 წლის 18 დეკემბრის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (რატიფიცირებულია 1994 წლის 22 სექტემბერს) თანახმად, ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცთა და ქალთა და მთლიანად საზოგადოების ერთობლივ პასუხიმგებლობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან მშობლების ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 120-120 (ასოცი) ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
7. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
ვინაიდან მოპასუხე ე-–------ ჭ------ემ სარჩელი ცნო მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში რიცხულ ავტომანქანაზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ის ცნობილ უნდა იქნეს ე-–------ ჭ------ის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების, ,,მ--------- ბ--–- E---’’, სახ.ნომერი - G-----, ვინ კოდი W----------------, გამოშვების წელი 1995; ფერი-ლურჯი, ტექ.პასპორტი D--------, რეგ. თარიღი-03.03.2011 წ. ½ ნაწილის მესაკუთრედ.
8. მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–მა ასევე მოითხოვა ა--- დ---–-–---–სა და ე-–------ ჭ------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა უძრავი ქონების ½ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ა--- დ---–-–---–ის (მოპასუხის დედა) სახელზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონება, ამიტომ მოსარჩელე ითხოვს ამ უძრავი ქონების, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა უ----ი, ს/კ # 2------------------ - 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებას.
დადგენილია, რომ თ----- ბ----–-–---–ი და ე-–------ ჭ------ე საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2006 წლის 06 აპრილიდან. სადავო უძრავი ქონება, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა უ----ი, ს/კ # 2------------------ შეძენილია მოსარჩელის და მოპასუხის ქორწინების განმავლობაში, 2011 წლის 17 ნოემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
მოპასუხეებს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 28 ივლისს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა ეს ხელშეკრულება დადეს მოსარჩელის ე-–------ ჭ------ესთან დაშორებიდან მე-4 დღეს, რის გამოც ის მოჩვენებითი გარიგებაა და დადებულია მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოსარჩელეს არ მიეღო მისი ½ წილი ამ ქონებიდან.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის ამ მოსაზრებას, რადგან ე-–------ ჭ------ემ უძრავი ქონება შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის ნოემბერში მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში. მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის 24 ივლისიდან. მოსარჩელემ მოსთხოვა რა თავისი წილი სადავო ქონებიდან, ე-–------ ჭ------ემ მაშინვე, სულ რამდენიმე დღეში, სადავო ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა დედას, ა--- დ---–-–---–ს, რომელიც მის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში იმავე დღეს 2017 წლის 28 ივლისს.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამ ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას იურიდიული შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ და ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 16.08.2017) მოპასუხე ა--- დ---–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა უ----ი, ს/კ # 2------------------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 28.07.2017. აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მოპასუხე ე-–------ ჭ------ე და მოპასუხე ა--- დ---–-–---–ი.
სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სადავო ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას, სადავო უძრავი ქონების ე-–------ ჭ------ის მამის, ე-–------ ჭ------ის კუთვნილების თაობაზე იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ქონების შეძენის დროისათვის ვერ მოხერხდა მასზე ქონების გადაფორმება, რადგან 2011 წლიდან 2017 წლის ივლისამდე საკმაო დროა გასული და სავსებით შესაძლებელი იყო ე-–------ ჭ------ეს (უფროსს) ქონება აღერიცხა თავის სახელზე, საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს. მოწმედ მოწვეული პირები კი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს, მოპასუხის ახლო ნათესავებს, რომელთა განმარტებები არაა სარწმუნო და გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. ამიტომ სასამართლო თვლის, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენი-–-- თ----- ბ----–-–---–ისა და ე-–------ ჭ------ის ერთად ცხოვრების პერიოდში მათ მიერ და წარმოადგენს მეუღლეთ თანასაკუთრებას.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
მხარეთა შორის საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში შეძენილ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეს წარმოეშვა საკუთრების უფლება იმ უძრავი ქონების ნახევარზე, რომელიც რეგისტრირებულია მოპასუხე ა--- დ---–-–---–ის სახელზე და შეძენი-–-- თ----- ბ----–-–---–ის და ე-–------ ჭ------ის ერთად ცხოვრების განმავლობაში.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–ის სარჩელი უძრავ ქონებაზე, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა უ----ი, ს/კ # 2------------------ ე-–------ ჭ------ეს და ა--- დ---–-–---–ს შორის 2017 წლის 28 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და თ----- ბ----–-–---–ი აღიარებულ იქნეს სადავო ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე თ----- ბ----–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 1572 ლარის გადახდა მესაკუთრედ აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით და ასევე, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 700 ლარი, სასამართლო ხარჯი 42 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელე ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე ე-–------ ჭ------ემ ცნო სარჩელი მთლიანად მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ხოლო ნაწილობრივ ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის გათვალისწინებით, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 86.40 ლარის გადახდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თ----- ბ----–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 72.00 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო: 1. მოპასუხე ე-–------ ჭ------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, მ--------- ბ--–- E---, სახ.ნომერი - G-----, ვინ კოდი W----------------, გამოშვების წელი 1995; ფერი-ლურჯი, ტექ.პასპორტი D--------, რეგ. თარიღი-03.03.2011 წ.; 2. მოპასუხე ა--- დ---–-–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილს, მდებარე: საქართველო, დაბა უ----ი, დაზუსტებული მიწის ფართი 309 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2------------------; სართული 1-2-3, 200.31 კვ.მ - უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 49-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ----- ბ----–-–---–ის (პირადი №6----------) სარჩელი ე-–------ ჭ------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხეების ე-–------ ჭ------ის და ა--- დ---–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს სრულად:
1.1. მოპასუხე ე-–------ ჭ------ეს (პირადი №1----------) არასრულწლოვანი შვილების 2007 წლის 08 იანვარს დაბადებული ნ-----–---- ჭ------ის და 2010 წლის 13 მაისს დაბადებული გ----- ჭ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 120-120 (ასოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 01 სექტემბრიდან) მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ე-–------ ჭ------ეს და ა--- დ---–-–---–ს შორის 28.07.2017წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე ქ. ო----------ი, დაბა უ----ში, ს/კ # 2------------------, ½ ნაწილზე და ამ ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს თ----- ბ----–-–---–ის საკუთრებად;
1.3. თ----- ბ----–-–---–ი (პირადი №6----------) ცნობილ იქნეს ე-–------ ჭ------ის (პირადი №1----------) საკუთრებაში არსებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების - ავტომანქანა მ--------- ბ--–- E---, სახ.ნომერი - G-----, ვინ კოდი W----------------, გამოშვების წელი 1995; ფერი-ლურჯი, ტექ.პასპორტი D--------, რეგ. თარიღი-03.03.2011 წ.- ½ (ერთი მეორედი) ნაწილის მესაკუთრედ;
2. დაეკისროს მოპასუხე ე-–------ ჭ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 86.40 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეებს ე-–------ ჭ------ეს და ა--- დ---–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1500 ლარის გადახდა;
4. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 700 ლარი, სასამართლო ხარჯი 42 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ;
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც ყადაღა დაედო: 1. მოპასუხე ე-–------ ჭ------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, მ--------- ბ--–- E---, სახ.ნომერი - G-----, ვინ კოდი W----------------, გამოშვების წელი 1995; ფერი-ლურჯი, ტექ.პასპორტი D--------, რეგ. თარიღი-03.03.2011 წ.; 2. მოპასუხე ა--- დ---–-–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილს, მდებარე: საქართველო, დაბა უ----ი, დაზუსტებული მიწის ფართი 309 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2------------------; სართული 1-2-3, 200.31 კვ.მ - დარჩეს უცვლელად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე