გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001464848
# 2-2557/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - თა-------–-----ე
წარმომადგენელი - ლ--–------------ე
მოპასუხე - ვ-–-------–--ე, თე-----------–--ე, ქ---------------–--ე
წარმომადგენელი - ქე-------------–---–ი, მა-----–-------ე, სუ-–--------–-------–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოსახლების გზით
შეგებებულ სარჩელზე:
მოსარჩელე - ვ-–-------–--ე, თე-----------–--ე, ქ---------------–--ე
წარმომადგენელი - ქე-------------–---–ი, მა-----–-------ე, სუ-–--------–-------–---–ი
მოპასუხე - თა-------–-----ე
წარმომადგენელი - ლ--–------------ე
დავის საგანი - სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების (ჩუქების) და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრეებად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეები - ვ-–-------–--ე, თე-----------–--ე და ქ---------------–--ე, გამოსახლებულ იქნენ თა-------–-----ის კუთვნილი სამოთახიანი N80, 78,91 კვ.მ. ფართის ბინიდან, მდებარე ქ. ბათუმი, ხ--–--–---–-ს ქ. N--, საკადასტრო კოდი N05.24.04.001.01.0-- და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე თა-------–-----ეს.
1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ--–--–---–-ს ქუჩა N--, 78,91 კვ.მ, N80, სამოთახიანი - 2011 წლიდან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებს ამავე მისამართზე საკუთრების უფლებით გააჩნიათ ოროთახიანი N79 ბინა, ისინი ცხოვრობენ მოსარჩელის კუთვნილ ბინაში, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს მის კუთვნილ ქონებას.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ვ-–-------–--ე, თე-----------–--ე და ქ---------------–--ე, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ:
- ვა-–----------–-----ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქუჩა N--, ბ-80. აღნიშნულ მისამართზე ვა-–----------–-----ის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობენ ლ--–----–-----ე და მისი შვილები თ-----------–--ე და ქ---------------–--ე, თა-------–-----ე არის რუსეთის მოქალაქე და მუდმივად ცხოვრობს ქ. მოსკოვში, გ---------------–---–--ის ქ. N 31,ბინა N 74-ში. ლ--–----–-----ეს სამკვიდრო ქონება მიღებული ქონდა ფაქტობრივი ფლობით, ვინაიდან ის ცხოვრობდა დედასთან ერთად უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. N 25, ბ-80.
- 2011 წლის 28 ოქტომბერს ლ--–----–-----ეს დაუკავშირდა მისი ძმა თა-------–-----ე და სთხოვა, რომ ვინაიდან ის იყო რუსეთის მოქალაქე და სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ფორმალურად სამკვიდრო მოწმობა გაცემულიყო მხოლოდ მის სახელზე, რადგან ეს გაამარტივებდა მისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებას, ასევე დაპირდა, რომ ის კვლავ იცხოვრებდა ბინაში და როგორც კი მიიღებდა საქართველოს მოქალაქეობას, ლ--–----–-----ეს თავის კუთვნილ 1/2 წილს უძრავი ქონებიდან გადაუფორმებდა საჯარო რეესტრში.
- ლ--–----–-----ემ 21.10.2011 წელს მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა თ---------–-----ის სახელზე სამკვიდროს გაცემა, ამავდროულად მან დაწერა განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, ძმის, თ---------–-----ის სასარგებლოდ.
- 06.12.2011 წელს გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლითაც უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. N--, ბ.80, აღირიცხა თა-------–-----ის სახელზე.
- 22.06.2016 წელს ლ--–----–-----ე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეები გახდნენ მოპასუხეები.
- 2016 წლის აგვისტოში თა-------–-----ე დაუკავშირდა მოპასუხეებს და განუცხადა, რომ ის იყო ქონების ერთადერთი მესაკუთრე და მის გაყიდვას აპირებდა.
- მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ არიან რა ლ--–----–-----ის მემკვიდრეები, ისინი მართლზომიერად ცხოვრობენ სადავო ბინაში და სარჩელი უსაფუძვლოა.
3. სასარჩელო მოთხოვნა (თე-----------–--ის, ქ---------------–--ისა და ვ-–-------–--ის დაზუსტებული შეგებებული სარჩელით):
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი 31.10.2011 წლის, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული განცხადება, რეგ: #1--------, რომლითაც ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარი იქნა გაცხადებული მისი ძმის თა-------–-----ის სასარგებლოდ.
3.2. ბათილად იქნეს ცნობილი 06.12.2011 წლის, ნოტარიუს მ---------------ის მიერ გაცემული #1-------- სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში და 22.06.2016 წელს გარდაცვლილი ლ--–----–-----ის მემკვიდრეები - თე-----------–--ე, ქ---------------–--ე და ვ-–-------–--ე ცნობილ იქნენ 12.05.2011 წელს გარდაცვლილი ვა-–----------–-----ის მემკვიდრეებად და უძრავი ქონების მდებარე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25,ბ-80, ს/კ 05.24.04.001.01.0--, - 1/2 წილის მესაკუთრეებად.
მოსარჩელეები თავის მოთხოვნებს ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
- მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ვა-–----------–-----ე გარდაიცვალა 2011 წლის 12 მაისს, მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - თა-------–-----ე და ლ--–----–-----ე. ვა-–----------–-----ის საკუთრებაში ირიცხებოდ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25, ბინა N80, ფართობი 78,91 კვ.მ., აღნიშნულ ბინაში ვა-–----------–-----ის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომაც ცხოვრობდნენ ლ--–----–-----ე და მისი შვილები თ-----------–--ე და ქ---------------–--ე, ასევე ლ--–----–-----ის მეუღლე ვ-–-------–--ე, თა-------–-----ე კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო და მუდმივად ცხოვობდა ქ. მოსკოვში, გ---------------–---–--ის ქ. #31, ბინა 74-ში.
- 2011 წლის 28 ოქტომბერს ლ--–----–-----ეს, ვა-–----------–-----ის გარდაცვალებიდან ხუთი თვის შემდგომ, რუსეთის ფედერაციიდან დაუკავშირდა მისი ძმა თა-------–-----ე და ლ--–----–-----ეს სთხოვა, რომ ვინაიდან მას სურდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ფორმალურად სამკვიდრო მოწმობა გაცემულიყო მხოლოდ მის სახელზე, რადგან ეს გაამარტივებდა მისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესს, ლ--–----–-----ეს კი დაპირდა, რომ მისი ოჯახი გააგრძელებდა ბინაში ცხოვრებას, მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ კი ქონების 1/2 წილს კვლავ დაუბრუნებდა.
- ლ--–----–-----ემ 21.10.2011 წელს მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა თ---------–-----ის სახელზე სამკვიდროს გაცემა, ამავდროულად მან დაწერა განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, ძმის - თ---------–-----ის სასარგებლოდ.
- 06.12.2011 წელს გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლითაც უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. N 25, ბ. 80, - აღირიცხა თა-------–-----ის სახელზე.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 01.06.2012 წლის დასკვნით, თა-------–-----ეს უარი ეთქვა მოქალაქეობის მინიჭებაზე, თუმცა იმ დროისათვის უძრავი ქონების წილის დაბრუნებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ 6 თვის შემდგომ ის კვლავ აპირებდა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენას.
- 22.06.2016 წელს ლ--–----–-----ე გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეები კი 03.02.2017 წლის N1-------- სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, მოიპოვეს მოთხოვნის უფლება და გახდნენ მოსარჩელეები.
- 2016 წლის აგვისტოში ლ--–----–-----ის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდგომ თა-------–-----ე დაუკავშირდა მოსარჩელეებს და განუცხადა, რომ ის იყო ქონების ერთადერთი მესაკუთრე და მის გაყიდვას აპირებდა.
- 06.12.2011 წლიდან, ანუ თა-------–-----ის მიერ მთლიან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ლ--–----–-----ის გარდაცვალებამდე, თა-------–-----ეს არ განუცხადებია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ერთპიროვნულად ქონის რაიმე პრეტენზია, არ მოუთხოვია ქოების ერთპიროვნული ან/და სხვაგვარი სარგებლობა, არ მოუხდენია ქონების რეალიზაცია, არ მოუთხოვია ქონების გაქირავება.
- მოსარჩელეები აღიარებენ, რომ თა-------–-----ეს კანონიერად ეკუთვნის ქონების 1/2 წილი, ისინი განიხილავენ ქონების გაყოფის შესაძლებლობას ან ქონების რეალიზაციის და თანხის გაყოფის შესაძლებლობას.
- მოსარჩელეების განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის დას, ასევე არასწორია თა-------–-----ის მითითება იმის თაობაზე, რომ ბინის მომიჯნავედ არსებული ბინა #79 შეძენილ იქნა მისი დახმარებით.
- გარიგება ლ--–----–-----ის მხრიდან იყო მოჩვენებითი და ის არ ისახავდა მიზნად რაიმე იურიდიული შედეგების დადგომას.
4. მოპასუხის პოზიცია:
4.1. მოპასუხე თა-------–-----ე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. კერძოდ:
- მიუთითებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ის არის სადავო ქონების ერთადერთი მესაკუთრე.
- მოპასუხის განმარტებით, შეგებებულ სარჩელზე მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, ვინაიდან თავად მოსარჩელეები აღიარებენ, რომ მათთვის ჯერ კიდევ 2011 წლის 28 ოქტომბერს, მათთვის ცნობილი იყო, რომ 2011 წლის 28 ოქტომბერს ლ--–----–-----ეს დაუკავშირდა მისი ძმა თა-------–-----ე და სთხოვა, რომ ,,ვინაიდან ის იყო რუსეთის მოქალაქე და სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ფორმალურად სამკვიდრო მოწმობა გაცემულიყო მხოლოდ მის სახელზე, რადგან ეს გაამარტივებდა მისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებას", - საქართველოს სკ-ის 1450-ე მუხლის შესაბამისად, 2 თვის ვადაში არ გახადეს საცილო ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა და 6 წლის შემდეგ აღძრეს შეგებებული სარჩელი.
5. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 12.05.2011 წელს გარდაიცვალა ვა-–----------–-----ე, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25,ბ-80, ს/კ #05.24.04.001.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- გარდაცვალების მოწმობა;
5.1.2. ვა-–----------–-----ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან თა-------–-----ე და ლ--–----–-----ე (შვილები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები;
5.1.3. 22.06.2016 წელს ლ--–----–-----ე გარდაიცვალა, მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: ორი შვილი - თ-----------–--ე და ქ---------------–--ე, ასევე ლ--–----–-----ის მეუღლე - ვ-–-------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
- დაბადების მოწმობები;
- ქორწინების მოწმობა;
5.1.4. თ-----------–--ემ, ქ---------------–--ემ და ვ-–-------–--ემ, როგორც პირველი რიგის მემკივიდრეებმა, მიმართეს ნოტარიუსს და მიიღეს 22.06.2016 წელს გარდაცვლილი ლ--–----–-----ის სამკვიდრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
- დაბადების მოწმობები;
- ქორწინების მოწმობა;
- 03.02.2017 წლის N1-------- სამკვიდრო მოწმობა;
5.1.5. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ--–--–---–-ს ქუჩა N--, 78,91 კვ.მ., ბინა N80, -2011 წლიდან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის - თა-------–-----ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 06.12.2011 წ. სამკვიდრო მოწმობა N1--------;
5.1.6. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. მხარეებს შორის სადავოა:
- მოჩვენებითია თუ არა გარიგება - 31.10.2011 წლის განცხადება, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, რომლითაც ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარი იქნა გაცხადებული მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს თუ არა ცნობილი;
- როგორც თანამდევი შედეგი, ბათილად უნდა იქნეს თუ არა ცნობილი 06.12.2011 წლის ნოტარიუს მ---------------ის მიერ გაცემული #1-------- სამკვიდრო მოწმობა - 1/2 ნაწილში და 22.06.2016 წელს გარდაცვლილი ლ--–----–-----ის მემკვიდრეები - თე-----------–--ე, ქ---------------–--ე და ვ-–-------–--ე ცნობილ უნდა იქნენ თუ არა 12.05.2011 წელს გარდაცვლილი ვა-–----------–-----ის მემკვიდრეებად და უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25, ბ. 80, ს/კ #05.24.04.001.01.0--, - 1/2 წილის მესაკუთრეებად.
- ხანდაზმულია თუ არა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა;
- შესაბამისად, მოპასუხეები - ვ-–-------–--ე, თე-----------–--ე და ქ---------------–--ე, გამოსახლებულ უნდა იქნენ თუ არა თა-------–-----ის საკუთრებაში რიცხული N80, 78,91 კვ.მ ბინიდან, მდებარე ქ. ბათუმი, ხ--–--–---–-ს ქ. N--, საკადასტრო კოდი N05.24.04.001.01.0--.
5.2.2. ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
განსახილველ შემთხვევაში, მოჩვენებითია თუ არა გარიგება - 31.10.2011 წლის განცხადება, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, რომლითაც ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარი იქნა გაცხადებული მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ, - ამის მტკიცების ტვირთი შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეებს - ვ-–-------–--ეს, თე-----------–--ეს და ქ---------------–--ეს ეკისრება.
5.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
5.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.
5.2.5. განსახილველ შემთხვევაში, ვ-–-------–--ის, თე-----------–--ისა და ქ---------------–--ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს თა-------–-----ის სარჩელის დაკმაყოფილებას.
5.2.6. დადგენილია, რომ თა-------–-----ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25, ბ. 80, ს/კ #05.24.04.001.01.0--, - რომელიც დაკავებული აქვთ მოპასუხეებს - ვ-–-------–--ეს, ქ---------------–--ესა და თე-----------–--ეს, რომლებიც ფლობენ (ცხოვრობენ) ამ ქონებას და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 06.12.2011წ. სამკვიდრო მოწმობა N1--------;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2.7. დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25, ბ-80, ს/კ 05.24.04.001.01.0--, - თა-------–-----ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 16/12/2011 წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა N1--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.12.2011წ. სამკვიდრო მოწმობა N1--------;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2.8. გარიგების - 31.10.2011 წლის განცხადების, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, რომლითაც ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარი იქნა გაცხადებული მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ, - მოჩვენებითობის დასამტკიცებლად შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეებმა გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა ჩვენებისა, სხვა უფრო მყარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელზე) ზეპირი ახსნა-განმარტებით და თავისი მოწმეების ჩვენებებით უარყო შეგებებული სარჩელი, საქმეში წარმოდგენილია 31.10.2011 წლის განცხადება, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, რომლითაც ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარი იქნა გაცხადებული მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ, ასევე 06.12.2011წ. სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლითაც თა-------–-----ემ მიიღო აწგარდაცვლილი დედის სამკვიდრო და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
5.2.9. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეებმა მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2011 წლის 28 ოქტომბერს ლ--–----–-----ეს, ვა-–----------–-----ის გარდაცვალებიდან ხუთი თვის შემდგომ, რუსეთის ფედერაციიდან თა-------–-----ე დაუკავშირდა ლ--–----–-----ეს და სთხოვა, რომ ვინაიდან მას სურდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ფორმალურად სამკვიდრო მოწმობა გაცემულიყო მხოლოდ მის სახელზე, რადგან ეს გაამარტივებდა მისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესს, ლ--–----–-----ეს კი დაპირდა, რომ მისი ოჯახი გააგრძელებდა ბინაში ცხოვრებას, მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ კი ქონების 1/2 წილს კვლავ დაუბრუნებდა, - ვერ დაამტკიცეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
5.2.10. შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ ლ--–----–-----ე გარდაიცვალა 22.06.2016 წელს, ხოლო მან ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, 31.10.2011წ. განცხადებით, სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ. შესაბამისად, შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეები მამკვიდრებლის სიცოცხლეში, არც იყვნენ უფლებამოსილნი საცილოდ გაეხადათ ეს გარიგება. თავად ლ--–----–-----ეს კი სიცოცხლეში საცილოდ არ გაუხდია თავისი განცხადება, როგორც მოჩვენებით ან მოტყუებით დადებული. თავად თ-----------–--ემ, ქ---------------–--ემ და ვ-–-------–--ემ, როგორც პირველი რიგის მემკივიდრეებმა, მიმართეს ნოტარიუსს და მიიღეს 22.06.2016 წელს გარდაცვლილი ლ--–----–-----ის სამკვიდრო 03.02.2017 წლის N1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თა-------–-----ის მიერ კი სარჩელი აღძრულია 2016 წლის 10 აგვისტოს. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო ხანდაზმულობის შესახებ იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თა-------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვ-–-------–--ეს, თე-----------–--ესა და ქ---------------–--ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ.
7. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
1. საქართველოს კონსტიტუცია 2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
3. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით:
,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
8.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც
ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
ვ-–-------–--ის, თე-----------–--ისა და ქ---------------–--ის შეგებებულ სარჩელზე:
8.3. როგორც ზემოთ აღინიშნა, ვ-–-------–--ის, თე-----------–--ისა და ქ---------------–--ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს თა-------–-----ის სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, სასამართლო ჯერ იმსჯელებს შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, შეგებებული სარჩელი ხანდაზმულია თუ არა. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ხანდაზმულობის საკითხი.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
8.5. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებები, გარიგებები, რომლის ბათილობასაც ითხოვენ მოსარჩელე ვ-–-------–--ე, თე-----------–--ე და ქ---------------–--ე, თვითონ აღიარებენ, რომ ამ გარიგებათა შესახებ მათთვის ცნობილი იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 73-ე, 76-ე, 79-ე, 84-ე მუხლები ადგენენ თვალთმაქცური, ასევე მოტყუებით დადებული გარიგებების შეცილების 1-თვიან და 1-წლიან ვადებს. განსახილველ შემთხვევაში არათუ ეს ვადები, არამედ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებიც არის გასული.
8.6. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის საფუძველია.
შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25,ბ-80, ს/კ 05.24.04.001.01.0-- - ვერ დარეგისტრირდება მოსარჩელეების ვ-–-------–--ის, ქ---------------–--ისა და თე-----------–--ის საკუთრებაში და ბათილად ვერ იქნება ცნობილი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება და სამკვიდრო მოწმობა. დადგენილია, რომ ლ--–----–-----ე გარდაიცვალა 22.06.2016 წელს, მან, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, 31.10.2011წ. განცხადებით, სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ. აღნიშნული გარიგების შეცილებაზე ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს თავად მამკვიდრებელს, გარიგების დადებიდან მის გარდაცვალებამდე გასულია 4 წელი და 8 თვე და მას სიცოცხლეში ეს გარიგება სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სამკვიდროს მიღებით, შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეებს ეს ვადა ვერ აღუდგებათ.
8.7. მიუხედავად შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობისა, სასამართლო მაინც იმსჯელებს მის საფუძვლიანობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე-56-ე, 81-ე-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით ,,1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად დაფარულ გარიგებას მოჩვენებით დადებული გარიგება ჰქვია. მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება. მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული - არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდო იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა არ არის საჭირო, რომელიც მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა. იგი შეფასებითი კატეგორიისაა და იგი უნდა დგინდებოდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. თუმცა სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მამკვიდრებელმა ცალმხრივი გარიგებით დადო მოჩვენებითი ხასიათის გარიგება, მოჩვენებით განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე უარი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარიგების - 31.10.2011 წლის განცხადების, ნოტარიუს მ---------------ის მიერ დამოწმებული, რეგ: #1--------, რომლითაც ლ--–----–-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარი იქნა გაცხადებული მისი ძმის - თა-------–-----ის სასარგებლოდ, - მოჩვენებითობის დასამტკიცებლად შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეებმა გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა ჩვენებისა, სხვა უფრო მყარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.
თა-------–-----ის სარჩელზე:
8.7. რაც შეეხება თა-------–-----ის სარჩელს, დადგენილია, რომ თა-------–-----ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25,ბ-80, ს/კ 05.24.04.001.01.0--, - რომელიც დაკავებული აქვთ მოპასუხეებს - ვ-–-------–--ეს, ქ---------------–--ესა და თე-----------–--ეს, რომლებიც უკანონოდ ფლობენ ამ ქონებას და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
8.8. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
8.9. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25,ბ-80, ს/კ 05.24.04.001.01.0--, - მისი საკუთრებაა. მთლიან ფართს ფლობენ მოპასუხეები და არ აძლევენ მას სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მისი საკუთრების უფლებას, რის გამოც მოითხოვს აღიკვეთოს საკუთრების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
8.10. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
8.11. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს, ყოველგვარი მართლზომიერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
8.12. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ. #25,ბ-80, ს/კ 05.24.04.001.01.0-- - რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელიც ითხოვს ამ ნივთის სარგებლობაში მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლის აღკვეთას.
8.13. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის, 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
8.14. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით.
შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
თა-------–-----ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს - ვ-–-------–--ეს, თე-----------–--ესა და ქ---------------–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს. ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია მხოლოდ 268-ე მუხლის 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
10.2. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვლებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება, კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველზე მითითება, ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროვებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ არის მოტივირებული და არგუმენტირებული, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე, შეგებებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით (საქმე N 358 უზრ/2016) გამოყენებულია უზრუნველყოფა.
საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას”.
საქმის განხილვით დადგენილი იქნა, რომ შეგებებული სარჩელი ხანდაზმული და უსაფუძვლოა, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქმეზე, შეგებებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით (საქმე # 358 უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფა უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-258-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გადაწყვიტა:
1. თა-------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეების - ვ-–-------–--ის, თე-----------–--ისა და ქ---------------–--ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქუჩა N--, საკადასტრო კოდი: N05.24.04.001.01.80, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელე თა-------–-----ეს.
3. თე-----------–--ის, ვ-–-------–--ისა და ქ---------------–--ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს - ვ-–-------–--ეს, თე-----------–--ესა და ქ---------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეების მიერ ბაჟი გადახდილია.
6. საქმეზე, შეგებებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით (საქმე N 358 უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფა გაუქმდეს.
7. მოსარჩელე თა-------–-----ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უარის თქმის ნაწილში, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე