განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
010100118002341060
დავის ტიპი
19 - 177 3 ბ , 19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა , 177 3 ბ , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002341060

1-214/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - მი---ნდა თურმანიძე

 

პროკურორი - პ----- ც-–--–---

 

ბრალდებული - ა-–---------- ო---–------

ადვოკატი - დ----- კ----–---

თარჯიმანი - ზ------- ა----------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N172250118001

 

ბრალდებული: ა-–---------- ო---–------

მამის სახელი: ვ-–---------

დაბადებული: 30.11.1-----------–--------------------–------------–-------–----–-----------------------------------------------–---------------------------------------------------------–---------------------–-------------------------–-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ' ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ' ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ქ.ქობულეთში, ლესელიძის ქუჩა N12-ში მდებარე ი-----–- რ--------- სახლის პირველ სართულზე მდებარე საცავში უკანონო შეღწევით ა-–---------- ო---–------ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაეუფლა ი-----–- რ--------- კუთვნილ სკუტერ “HONDA DIO”-ს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 22 იანვარს, დღის საათებში, ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N281-ში მდებარე ი--- ფ------- კუთვნილ სასტუმრო „ივერია“-ს ტერიტორიაზე უკანონო შეღწევით, ა-–---------- ო---–------ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის ცდილობდა დაუფლებოდა 21 ცალ მოსაპირკეთებელი გრანიტის ფილებს ღირებულს 226 ლარად და 80 თეთრად, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივიზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: ი-----–- რ--------- ჩვენება, ი-----–- გ---------- ჩვენება, რ----–-- მ------–---–-- ჩვენება, ხ---- დურგლიშვილის ჩვენება, ა-–---------- ო---–------ს ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, დაკავების და პი---დი ჩხრეკის ოქმი, სასაქონლო ექსპერტის N43/ს დასკვნა, ი--- ფ------- ჩვენება, ვ--–--- ბ-------- ჩვენება, ბ------ გ--------- ჩვენება, ლ---- ს--------–-–---–-- ჩვენება, მ------ ხ-------- ჩვენება, ა-–---------- ო---–------ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმები, ოზურგეთის რაიონული საქალაქოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენი,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, გათავისუფლების ცნობა, სასაქონლო ექსპერტის N39/ს დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა ა-–---------- ო---–------მ სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა წარმოადგენს საკურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და იმავდროულად დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე.

 

დადგენილი, რომ ა.ო---–------ს არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდა დაზარალებულების ნივთებზე და ისიც დადგენილია, რომ დაზარალებულებმა ვერ დაინახეს ქურდობის ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ფარულად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ ნივთებს.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–- რ--------- ნივთები, ამ უკანასკნელების მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე და ა.ო---–------მ შეძლო მოპარული ნივთის, როგორც საკუთარის ისე განკარგვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული აა-–---------- ო---–------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი-----–- რ--------- სკუტერს, ასევე ცდილობდა დაუფლებოდა ი--- ფ------- კუთვნილ მოსაპირკეთებელ გრანიტის ფილებს.

 

ქმედება , ჩადენილი არაერთგზის:

 

უდავოა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით ა-–---------- ო---–------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 02 წელი ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა-–---------- ო---–------ს ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ქურდობას არაერთგზის დასჯადობას.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

ამრიგად დადგენილია, რომ ა-–---------- ო---–------ დანაშაულის ჩადენისას ითვლებოდა ნასამართლევად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ო---–------მ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

უდავოა, რომ ი-----–- რ--------- კუთვნილი სკუტერის ღირებულება 150 ლარზე მეტია.

 

ასევე უდავოა, რომ ი--- ფ------- მოსაპირკეთებელი გრანიტის ფილების დაუფლების შედეგად შესაძლოა მიდგომოდა 150 ლარზე მეტი ღირებულების ქონებრივი ზიანი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა-–---------- ო---–------ს ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა-–---------- ო---–------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ო---–------ ჩაიდინა ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ' ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ქურდობის მცდელობა, 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ' ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–---------- ო---–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ა-–---------- ო---–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, რის გამოც განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, ა-–---------- ო---–------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-–---------- ო---–------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ვინაიდა საქმეში არსებული მასალების მიხედვით ა-–---------- ო---–------ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 14 მაისს გასამართლებული იქნა განზრახი კატეგორიის დანაშაულისთვის და დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ ა-–---------- ო---–------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერობლიობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ა-–---------- ო---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ა-–---------- ო---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- ო---–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა-–---------- ო---–------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ო---–------ს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „ჰონდას“ ფირმის მოპედი, 21 ცალი გრანიტის ფილა, ავტომანქანა ვაზ 2107 სახN BC 926 ACდაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი