განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2018
საქმის ნომერი
010100116001414167
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001414167

1-659/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ------- გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - პ----- ც-–--–---

 

ბრალდებული - მ--------- ჯ-–--------

ადვოკატი - მ-----– ნ------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

საქმის გამოძიების ნომერი № 171090516006

 

ბრალდებული: მ--------- ჯ-–--------

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 22.02.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–--------------------------------------------------------------------–-------–-----------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

ბრალდების არსი:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე და 180-ე მუხლებით ნასამართლევი მ--------- ჯ-–--------, 2016 წლის 09 მაისს, დაახლოებით 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბათუმში თაყაიშვილის და გოგიტიძის ქუჩის კვეთაში არსებულ მ----- დ--------- კუთვნილ სავაჭრო მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, არაერთგზის, დაეუფლა მ----- დ--------- კუთვნილ 1970 ლარს, რამაც მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ქ. ბათუმში გოგიტიძის ქუჩაზე ფლობს სასურსათო მაღაზიას. 2016 წლის 09 მაისს იმყოფებოდა მაღაზიასთან რა დროსაც მაღაზიაში მომუშავე გამყიდველმა მ--–---- დ-------- შეატყობინა ტელეფონით, რომ მაღაზიაში შევიდა უცნობი პირი, რომელმაც მაღაზიაში განთავსებული მაგიდის უჯრიდან მოიპარა ფული. მოპარულმა თანხამ შეადგინა 1970 ლარი. ლართან ერთად იდო თავის გამყიდველის ერთ დოლარიანი.

 

მოწმე მ--–---- დარჩიძის ჩვენების ანალიზით სასამრთლომ დაადგინა, რომ გამყიდველად მუშაობს ქ. ბათუმში გოგიტიძის ქუჩაზე მდებარე მ----- დ--------- კუთვნილ მაღაზიაში. 2016 წლის 09 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შუალედში იმყოფებოდა მაღაზიასთან ახლოს და ელაპარაკებოდა გვერდით მაღაზიაში მომუშავე რ--------- მ---------. თვითონ მაღაზიისკენ ზურგით იდგა, ხოლო რ---------ი უყურებდა მაღაზიას რა დროსაც რ---------მა უთხრა, რომ შენი მაღაზიიდან ვიღაც გავიდა ხელები დამალული ქონდა და რაღაც ეჭირაო. მაშინვე წავიდა იქითკენ დაინახა, რომ უცნო მამაკაცი სწრაფად მიდიოდა ჩხაიძის ქუჩისკენ, ქუჩაში გაჩერებულ მცირე ზომის მსუბუქ მანქანაში მძღოლის გვერდით ჩაჯდა და მანქანა დაიძრა. მ--–---- დ------- შევიდა მაღაზიაში, ნახა რომ მაგიდის უჯრაში სადაც ნავაჭრ ფულს ინახავს ფული აღარ იყო და მაშინვე გაეკიდა მანქანას ფეხით, შემდე ტაქსში ჩაჯდა და ასე შეეცადა დაწეოდა, მაგრამ გადატვირთული მოძრაობის გამო ვეღარ შეძლო. მასთან ერთად მანქანას დაედევნა რ--------- მ---------თან მომუშავე გ------- შ----–---–, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ნახა, რომ ფული დაახლოებით 1800-დან 2000-მდე ლარი იყო მოპარული. ნავაჭრ ფულთან ერთად ფულისთვის განკუთვნილ უჯრაში იდო ასევე მისი კუთვნილი ერთ დოლარიანი კუპიურაც, რომელსაც თილისმად ხმარობდა. ამ ერთ დოლარიან კუპიურაზე თავისი ხელმოწერა ქონდა გაკეთებული. მოპარულ ლართან ერთად ეს ერთ დოლარიანიც იყო მოპარული.

 

მ--–---- დარჩიძის ჩვენება დადასტურეს მოწმეებმა რ--------- მაკარაძემ და გ------- შ----–----.

 

მოწმე ზ---- დ--------- ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ მუშაობს ქალაქ ბათუმში მტვირთავად. 2016 წლის 09 მაისს იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში მ----- დ--------- კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ელოდებოდა ავტომანქანას რათა გადმოეტვირთა ხილ-ბოსტანი. მან დაინახა რომ მ----- დ--------- კუთვნილ მაღაზიაში შევიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მაგიდის უჯრიდან რაღაც ამოიღო და სწრაფად წავიდა ჩხაიძის ქუჩის მიმართულებით და ქუჩაში მდგომ მომწვანო ფერის მანაქანაში ჩაჯდა. მაღაზიაში რამდენიმე წამში მალევე შევიდა გამყიდველი მ--–---- დ------- და დაედევნა იმ უცნობ პირს ვინც მანამდე გამოვიდა მაღაზიიდან. მ--–---- დ-------ს გ------- შ----–---– გაყვა. გ-------ც და მ--–----იც დაახლოებით სამ წუთში უკან დაბრუნდნენ. მათგან გაიგო რომ უცნობმა პირმა მაღაზიიდან ფული მოიპარა. მოგვიანებით პოლიციაში ფოტო სურათით ამოცნობისას ამოიცნო ის პირი ვინც ნახა მაღაზიაში.

 

2016 წლის 10 მაისის ფოტო სურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ზ---- დ--------- ამოიცნო მ--------- ჯ-–--------.

 

მოწმე ბ------- ჟ-------- ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 09 მაისს იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში მ----- დ--------- კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბოსტნეულის შესაძენად. იმ მაღაზიაში რომელშიც აპირებდა შესვლას დაინახა, რომ შევიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მაგიდის უჯრიდან რაღაც ამოიღო და სწრაფად წავიდა ჩხაიძის ქუჩის მიმართულებით. მას მალევე დაედევნა ორი პირი. მოგვიანებით გაიგო, რომ უცნობმა პირმა მაღაზიიდან ფული მოიპარა. მან პოლიციაში ფოტო სურათით ამოცნობისას ამოიცნო ის პირი ვინც ნახა მაღაზიაში.

 

2016 წლის 16 მაისის ფოტო სურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ბ------- ჟღენტმა ამოიცნო მ--------- ჯ-–--------.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ----- დ--------- მაღაზია მდებარეობს ქ. ბათუმში თაყაიშვილის და გოგიტიძის ქუჩების კვეთაში. მაღაზია არის ერთ სართულია და წარმოადგენ სურსათის სავაჭრო ობიექტს. მაღაზიაში შესასვლელ კართან ახლოს დგას ხის მაგიდა, რომელსაც აქვს პატარა უჯრა. უჯრაში ფული სხვადასხვა კუპიურებით ფულია განთავსებული.

 

2016 წლის 10 მაისის მ--------- ჯ-–--------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ. ჯ-–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 11 (თერთმეტი) ცალი ას ლარიანი კუპიურა, 16 (თექვსმეტი ) ცალი 50 ლარიანი კუპიურა და ესევე სხვა კუპიურები ასევ ამოღებულია ერთ დოლარიანი კუპიურა, რომელზედაც ლურჯი მელნით შესრულებულია ხელმოწერა. ამოღებული ფული დაილუქა.

 

2016 წლის 15 მაისის ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმით დადგენილია, მ--------- ჯ-–--------სგან ამოღებული ფულის დათვალიერებაში მონაწილეობდა მოწმე მ--–---- დ-------, რომელმაც ერთ ცალ დოლარიანის ზედაპირზე კალმით შესრულებულ წარწერაზე განაცხადა, რომ წარწერა შესრულებული მის მიერ, დოლარის კუპიურაზე არსებული წარწერა მას ეკუთვნის და ეს არის სწორედ ის კუპიურა, რომელიც მოპარეს 2016 წლის 09 მაისს მაღაზიიდან.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა წარმოადგენს საკურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და იმავდროულად დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე.

 

დადგენილი, რომ მ. ჯ-–-------- არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდა დაზარალებულების ფულზე და ისიც დადგენილია, რომ დაზარალებულებმა ვერ დაინახეს ქურდობის ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ფარულად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ ნივთებს.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ----- დ--------- ფული, ამ უკანასკნელების მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და მ. ჯ-–--------- შეძლო მოპარულის, როგორც საკუთარის ისე განკარგვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ--------- ჯ-–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ----- დ--------- ფულს 1970 ლარის ოდენობით.

 

ქმედება , ჩადენილი არაერთგზის:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივნისის განაჩენით მ--------- ჯ-–-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქ. სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქ. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქ. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის და 06 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2013 წლის 17 სექტემბრიდან.

 

მ--------- ჯ-–-------- ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ქურდობას არაერთგზის დასჯადობას.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

ამრიგად დადგენილია, რომ მ--------- ჯ-–-------- დანაშაულის ჩადენისას ითვლებოდა ნასამართლევად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------- ჯ-–--------- დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

დადგენილია, რომ დაზარალებულ მ----- დ---------გან ფარულად გატაცებული თანხა შეადგენს 1970 ლარს, რაც მეტია 150 ლარზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა “.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ მ--------- ჯ-–--------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა მ--------- ჯ-–--------- ჩაიდინა ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--------- ჯ-–-------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

მ--------- ჯ-–-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, რის გამოც განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, მ--------- ჯ-–-------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ--------- ჯ-–--------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

მ--------- ჯ-–-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მ--------- ჯ-–--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მ--------- ჯ-–--------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ჯემალ ქობულაძის (პ/ნ 60001013627) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ქუთაისი, ასლანიკაშვილის ქN42 ( საკადასტრო კოდი N03.02.03.214 ) 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

მსჯავრდებულ მ--------- ჯ-–-------- სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან _ 2018 წლის 05 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2016 წლის 18 მაისიდან 2016 წლის 25 მაისამდე.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ფულადი თანხა დაუბრუნდეს დაზარალებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

მ--------- ჯ-–--------ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, უნიქარდის ბარათი, ხატი, მცირე ზომის ფურცელზე დაბეჭდილი ციფრები, ერთი ცალი გაგზავნის ბარათი წარწერით „რიკო ექსპრეს“ ფულადი თანხა წარწერით 350 ლარი, და მოყავისფრო ფერის ტყავის საფულე - დაუბრუნდეს მ--------- ჯ-–-------- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი