განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2018
საქმის ნომერი
010100118002538941
დავის ტიპი
19 - 177 3 ბ , 19 - 177 2 ა
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002538941

საქმეN1-627/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25.07. 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თო------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ქრ--------–------ძე

 

ადვოკატი - მა-----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 171180518008

 

ბრალდებული: ქრ--------–------ძე

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 2--02.1995 წელი

პირადი ნომერი: 6---------2

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მისამართი: ქ. ბათუმი, ფრ----------–--–--------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი ქრ--------–------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ქ. ბათუმში, შ-----–--–---–----------ში მდებარე, საცხოვრებელი კორპუსის „თ--------------–-ის“ მოპირდაპირე მხარეს, ბულვარში, ზღვის სანაპიროზე არსებული საფეხბურთო მოედნის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში განთავსებულ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხულ, A--------------------- წყლის გამაცხელებელ ავზს, რასაც შეეძლო გამოეწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლის მიერ იქნა შემჩნეული, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: სასამართლოს მიაჩნია, რომ ქრ--------–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ქრ--------–------ძის ბრალეულობას, კერძოდ: ამირან ყურაშვილის დავით საფარიძის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი და ამოღებული წყლის გამაცხელებელი ავზი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიძის N----- დასკვნა, ბათუმის საქალაქო სასამარტლოს 2017 ქლის 15 სექტემბრის განაჩენი, მომართვის M---------------- წერილი აჭარის პრობაციის ბიუროდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლების მცდელობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ქრ--------–------ძე ცდილობდა ფარულად დაეუფლებოდა ქ. ბათუმში, შ-----–--–---–----------ში მდებარე, საცხოვრებელი კორპუსის „თ--------------–-ის“ მოპირდაპირე მხარეს, ბულვარში, ზღვის სანაპიროზე არსებული საფეხბურთო მოედნის ტერიტორიაზე, შენობაში განთავსებულ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხულ, A--------------------- წყლის გამაცხელებელ ავზს.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული A--------------------- წყლის გამაცხელებელ ავზი ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და ქრ--------–------ძე ცდილობდა დაუფლებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ქრ--------–------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაეუფლებოდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული A--------------------- წყლის გამაცხელებელ ავზს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით;

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებით ექსპერტიზის დასკვნით #406/ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული A--------------------- წყლის გამაცხელებელ ავზის საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 200 (ორასი) ლარს; (იხ დასკვნა ს.ფ.56-57);

 

ზემოთაღნიშნული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ასევე ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა მხედველობაში მიღებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ქრ--------–------ძეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობით შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი;

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ქრ--------–------ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; (იხ. განაჩენი 15.09.2017წ, ს.ფ. 37-41);

 

ქრ--------–------ძეს ნასამართლობა გაქარწყლებული, ან მოხსნილი არა აქვს;

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზის დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ქურდობის არაერთგზისობის დასჯადობას.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

დადგენილია, რომ ქრ--------–------ძე წარსულში მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით; დღეის მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ არის, რადგან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; საქმეში არსებული პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად ის იმყოფება პირობითი მსჯავრის პერიოდში;

 

ამდენად, ეჭვის გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ქრ--------–------ძემ დანაშაულებრივი ქმედება - ქურდობა - ჩაიდინა არაერთგზის;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქრ--------–------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგის - ჩაიდინა დანაშაული - ქურდობის მცდელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ქრ--------–------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არის ორსულად, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ქრ--------–------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ქრ--------–------ძეს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ქრ--------–------ძე 2017 წლის 15 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რის საფუძველზეც იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;

 

სასამართლო ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

 

განაჩენის აღსრულების გადავადება:

 

საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა-მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100ა დასტურდება, რომ ბრალდებული ქრ--------–------ძე არის ორსულად; 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ორსულობა დასტურდება 19-20 კვირის; (იხ ცნობა) შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე, 283-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ქრ--------–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ქრ--------–------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ქრ--------–------ძეს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განაჩენის აღსრულება გადაევადოს მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

 

განაჩენის აღსრულების გადავადების პერიოდში მსჯავრდებულ ქრ--------–------ძის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

მსჯავრდებულ ქრ--------–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ქრ--------–------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედების შედეგად ქრ--------–------ძისგან ამოღებული A-------------------- ფირმის წყლის გამაცხელებელი ავზი, რომელიც ინახება შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე