გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240210016001500382
(2/373-2016 წ)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.07.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ი----------------ა
წარმომადგენელი - ზუ---- მჭ----–-–---–ი, გი-----ი მი----–---–ი
მოპასუხე -შპს „მე-------------ი“ (დირექტორი პა---- შე---–--ე)
წარმომადგენელი -გო-- სა---ე, თო-----ე მუ---------ე, ზუ---- და---–-ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მე-------------ის“ დირექტორის 2016 წლის 1 ივლისის ი----------------ასათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და ი----------------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ №60 ბრძანების 1-ლი და მე-3 პუნქტების გაუქმება;
1.2. მოსარჩელის ი----------------ას აღდგენა შპს „მე-------------ის“ აბ-–-ს სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხე შპს „მე-------------ი“-სათვის მოსარჩელე ი----------------ას სასარგებლოდ, იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 6 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე. დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად, ადმინისტრაციის მიერ არასოდეს დასჯილა, პირიქით, სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულების გამო მიღებული აქვს პრემია.
2016 წლის 26 მარტს კომპანიის თანამშრომელმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა სამსახურებრივი ავტომანქანა, რაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა შეწყდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. შპს „მე-------------ის“ დირექტორის მიერ 2016 წლის 1 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება, რომლის 1-ლი პუნქტით დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურება, ხოლო ბრძანების მე-3 პუნქტით- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის განმარტებით, დირექტორის ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია. ავტომანქანა, რომელიც დაზიანდა რ---- ტყ-------ას მართვისას, არ ყოფილა გაპიროვნებული მოსარჩელეზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც თვითონ, ისე კომპანიის თანამშრომლები სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად პერმანენტულად სარგებლობდნენ ამ სატრანსპორტო საშუალებით. ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, რ---- ტყ-------ას სწორედ ამ მიზნით გადაეცა ავტომანქანა, რის გამოც ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაეკისროს, შესაბამისად, მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ბრძანება (1-ლი პუნქტი) უკანონოა. ასევე უკანონოა ბრძანების მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან მას შრომის კანონმდებლობა და შრომის შინაგანაწესი, რა საფუძვლითაც გათავისუფლდა სამსახურიდან, არ დაურღვევია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ მოსარჩელე იყო კომპანიის მენეჯერი და შესაბამისად, მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, რის გამოც სადავო ბრძანებით ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა კანონიერად, ხოლო რაც შეეხება სამუშაოდან გათავისუფლებას, იგი გათავისუფლდა აბ-–-ს სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებ-–- დაბრკოლების შექმნისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულებების შეუსრულებლობისა და აბ-–-ს სერვის-ცენტრში გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო,საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ”ზ” პუნქტისა და კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტების საფუძველზე.
მოპასუხის განმარტებით, საწარმოს ადმინისტრაციის მიერ ი----------------ას მიმართ გადაწყვეტილებები მიღებულია ამ სფეროში მოქმედი ყველა სამართლებრივი ნორმის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ი----------------ა „შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის ვა–- ნა---–---–---–ის მიერ 2013 წლის 13 თებერვალს (N34 ბრძანება) სამი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მე-------–--სა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 6 ივნისს „შპს „მე-------------ის“ გენერალურ დირექტორს ზვ---- ჩხ---ესა და ი----------------ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ი----------------ა აბ-–-ს სერვისცენტრში მენეჯერის პოზიციაზე გამწესდა განსაზღვრული ვადით, 2015 წლის 21 ივლისამდე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-„შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის ბრძანება (13.02.2013 წ. და შრომითი ხელშეკრულება (06.06.2014წ)
3.2.2.2015 წლის 1 ივნისს „შპს „მე-------------ის“ გენერალურ დირექტორს ზვ---- ჩხ---ესა და ი----------------ას შორის ისევ დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ი----------------ა იმავე პოზიციაზე გამწესდა ისევ განსაზღვრული ვადით, ერთი წლით- 2016 წლის 1 ივნისამდე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-შრომითი ხელშეკრულება (01.06.2015 წ)
3.2.3. „შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 1 ივნისის „შპს „მე-------------ის“ სტრუქტურისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების განახლების შესახებ ბრძანების შესაბამისად, 2015 წლის შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2016 წლის 1 ივნისს „შპს „მე-------------ის“ გენერალურ დირექტორს პა---- შე---–--ესა (დამსაქმებელი) და ი----------------ას (დასაქმებული) შორის ისევ დაიდო შრომითი ხელშეკრულება და ი----------------ა ახალი ვადით-2017 წლის 1 ივნისამდე, ისევ გამწესდა აბ-–-ს სერვისცენტრში მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თავიდანვე (2014 წლიდან) განისაზღვრა 1300 ლარით.
ხელშეკრულების 1.2. მუხლით დადგინდა, რომ დასაქმებულის შრომითი და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა კომპანიის შინაგანაწესით და სამუშაო ადგილის აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც დანართი 1-ს სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-„შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის ბრძანება (01.06.2016 წ, 01.07.2016წ);
-შრომითი ხელშეკულება (01.06.2016 წ)
3.2.4. შპს „მე-------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომაქანა M--------------, სახ. N-------, სარგებლობ-–- გადაეცა აბ-–-ს სერვისცენტრს.
ამ და სხვა სერვისცენტრებისათვის სარგებლობ-–- გადაცემულ ავტომანქანებზე, შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 7 ივლისის N180 ბრძანებით დადგინდა მატერიალური პასუხისმგებელი პირები და განისაზღვრა მათზე გასაცემი საწვავის ყოველთვიური ლიმიტი.
მითითებულ ბრძანებ-–- (2014 წლის 7 ივლისის N180) 2015 წლის 5 იანვარს შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის N1 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება და ბრძანების N1 დანართით კომპანიის კუთვნილ ავტომანქანაზე M--------------,სახ N------- მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრა აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას (პ/ნ0----------) და ამავე ბრძანების დანართი N2 -ით განისაზღვრა სამსახურებრივ ავტომანქანაზე საწვავის გაცემის ყოველთვიური ლიმიტი.
იგივე ვალდებულება,- კომპანიის კუთვნილ ავტომანქანაზე M--------------,სახ N------- მატერიალური პასუხისმგებლობა, დაეკისრა აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას (პ/ნ0----------) შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 1 თებერვალს გამოცემული N12 ა ბრძანებითა და N1 დანართით, ხოლო N2 დანართით დადგინდა სამსახურებრივ ავტომანქანაზე წლის განმავლობ-–- (2016 წელს) გასაცემი საწვავის ყოველთვიური ლიმიტი.
ამდენად, ავტომანქანაზე მატერიალური პასუხისმგებლობა დაკისრებული ქონდა ი----------------ას და ავტომანქანაზე გასაცემი დიზელის საწვავიც ირიცხებოდა ი----------------ას სახელზე, ხოლო ი----------------ა, როგ----ც სერვისცენტრის მენეჯერი, გასცემდა მინდობილობას სერვისცენტრის თანამშრომლებზე და ანიჭებდა მისთვის განკუთვნილი საწვავის მიღების უფლებამოსილებას.
აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის N1 დ N12-ა ბრძანებები (05.01.205წ;01.02.2016 წ);
-ი----------------ას მიერ გაცემული მინდობილობები საწვავის მიღებაზე (03.09.2014 წ;07.10.2014 წ და 2015 წლის იანვრიდან (01-დან) დეკემბრის (12-ის) ჩათვლით);
3.2.5. 2016 წლის 26 მარტს, შპს „მე-------------ის“ კუთვნილ, სამსახურებრივ M--------------, მარკის ავტომანქანას (სახ N-------), მართავდა აბ-–-ს სერვის-ცენტრის მე-3 ბრიგადის ს.ს. ტექნიკის ოპერატორი რ---- ტყ-------ა, რა დროსაც მის მიერ დარღვეულ იქნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება, ხოლო რ---- ტყ-------ამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღნიშნულზე, ხ----- რაიონულ სამმართველოში 2016 წლის 26 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პ------–ი ნაწილით, თუმცა ფოთის რაიონული პროკურორის 2016 წლის 11 ივლისის დადგენილებით შეწყდა გამოძიება დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო დათვალიერების შედეგად ამოღებული დაზიანებული ავტომანქანა დაუბრუნდა შპს „მე-------------ის“ აბ-–-ს სევისცენტრის მენეჯერს ი----------------ას.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-ფოთის რაიონული პროკურორის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ (11.07.2016 წ);
-მხართა განმარტებები:
3.2.7.ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ფასი, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს- 8060 ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N5005109416 დასკვნა (19.09.2016 წ);
3.2.8.ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია „ა-–----–-“ შპს „მე-------------ის“დირექტორსა და ამავე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმება მოიცავდა 2015 წლის 9 ივლისის 24 საათიდან, 2016 წლის 9 ივლისის 24 საათამდე პერიოდს. ა-–----ის გენერალური დირექტორის წერილის მიხედვით, აღნიშნულ ავტომანქანაზე არ არსებობს ცნობილი და გაცხადებული ზარალები.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (MO/G 028569/15)
-ა-–----ის გენერალური დირექტორის წერილი (23.09.2016წ);
3.2.9. შპს „მე-------------ი“-სათვის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანი დღემდე ანაზღაურებული არ არის.
აღნიშნული გარემოება დასტურდება
-მხარეთა განმარტებებით.
3.2.10.შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2015 წლის 16 ნოემბრის N81 ბრძანებით შპს „მე-------------ის“ საკუთრებ-–- არსებული საოფისე ინვენტარის, სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. ამავე ბრძანებით დამტკიცდა სამუშაო გეგმა და კომისიას დაევალა სათაო ოფისში, ასევე სერვისცენტრებში მატერიალურ პასუხისმგებელ პირებთან შესაბამისი აღრიცხვის ჩატარება დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ხოლო სერვისცენტრისა და ბრიგადის მენეჯერებს დაევალათ კომისიის მუშაობ-–- ხელშეწყობა.
3.2.11.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აბ-–-ს სერვის ცენტრში გამოვლენილი ნაკლოვანების გამო აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 2 ივნისის N52 ბრძანებით დაედო დისციპლინური სასჯელი- შენიშვნა. აღნიშნული სასჯელი ი----------------ას არ გაუსაჩივრებია და შესულია ძალაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის N81 და N52 ბრძანებები (16.11.2015 წ. და 02.06.2016 წ.);
3.2.12. შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 29 ივნისის N 1------- ბრძანების შესაბამისად, აბ-–-ს სერვისცენტრში ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობებისა და განკარგვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, აბ-–-ს სერვისცენტრში 2016 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით (სამი დღით) მივლინებულ იქნენ -შპს „მე-------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი და---- კუ-----–---–ი და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტი გი-----ი ხმ--–--ე.
მითითებული პირების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, შერჩევით, აბ-–-ს სერვის ცენტრში და სხვადასხვა დისლოკაციებზე შეამოწმეს აბ-–-ს სერვის- ცენტრზე რიცხული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობები და განკარგვის მდგომარეობა.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ერთ-ერთ დისლოკაციაზე, კერძოდ, ა-----–ის მასივებში განთავსებული იყო შპს ,,მე-------------ის“ კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა, კერძოდ ტრაქტორი ,, ZETOR”-ი სახ.N------- (ოპერატორი გ.ფოფხაძე) რომელზედაც აბმული იყო კულტივატორი/რიგთაშორისი/სასუქის შემტანი ,,M--------------”, ასევე ადგილზე იყო კულტივატორი/რიგთაშორისი/ სასუქის შემტანი ,,M--------------” და ფარცხი/დისკოებიანი/ზემძიმე ,,M-------------- RA--------”. დათვალიერებისას აღმოჩნდა კერძო პირის მფლობელობ-–- არსებულ ტრაქტორზე ,,BELARUS 821” სახ. N------- აბმული იყო კულტივატორი/რიგთაშორისი/სასუქის შემტანი ,,M--------------” აღნიშნული ტრაქტორის ოპერატორ შ. სი----სთან გასაუბრებისას გაირკვა რომ ზემოთაღნიშნულ ტრაქტორზე მუშაობს ხელშეკრულებით და კულტივატორი რომელიც ეყენა მის მფლობელობ-–- არსებულ ტრაქტორს, არის შპს ,,მე-------------ის“ საკუთრება. შა-–-- სი----ს წერილობითი განმარტების მიხედვით, ცხოვრობს აბ-–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------აში, არის შპს ,,მე-------------ის“ ყოფილი თანამშრომელი, კარგად ერკვევა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ამჟამად მუშაობს ტრაქტორზე „ ბელარუსი“ სახ.N A-----., რომელიც ეკუთვნის მის ახლობელს და ა-----–ის მასივებში ახდენს კულტივაციას და სასუქის შეტანას. აღნიშნული აგროოპერაციის ჩასატარებლად იყენებს იმპლიმენტს - გასპარდო, რომელიც წამოიღო აბ-–-ს სერვისცენტრიდან და ააწყო თვითონ, თავისივე სახსრებით. დაახლოებით ორი კვირაა, ამ იმპლიმენტის გარდა, ასევე, აქვს შპს ,,მე-------------ის“ კუთვნილი სათესი აგრომასტერი N1----, რომელიც ასევე აღადგინა თვითონ. ითხოვა ორივე იმლიმენტის მისთვის დროებით სარგებლობ-–- დატოვება, რადგან აღდგენილია მის მიერ.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, გადამოწმების შედეგად გაირკვა რომ შა-–-- სი----ს მიერ რომ აღნიშნული სათესი/პლევმატური/A----------------r N1---- ერიცხება აბ-–-ს სერვის ცენტრის ბრიგადის მენეჯერს ვ. ცო----ს, ხოლო კულტივატორზე ნომერი არ აღმოჩნდა, თუმცა შ. სი----მ სიტყვიერად განმარტა, კულტივატორი ერიცხებოდა ბრიგადის მენეჯერს მ. ქვ--–------ს. სათესის მდგომარეობა გადამოწმდა მათ მიერ და აღმოჩნდა, რომ ზემოთაღნიშნული სათესი განთავსებული იყო აბ-–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------აში შა-–-- სი----ს საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ ღობის მიმდებარედ.
საკითხის გარკვევის მიზნით გამოცხადდნენ აბ-–-ს სერვის ცენტრში, სადაც მათივე თხოვნით, ასევე გამოცხადდნენ ბრიგადის მენეჯერები მ.ქვ--–------ და ვ.ცო----, რომელთაც თხოვეს კულტივატორისა და სათესის უცხო პირთან არსებობასთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მიცემა, რა დროსაც სერვისცენტრში გამოცხადდა სერვისცენტრის მენეჯერი ი----------------ა, რომელმაც მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ აღელვებულმა განაცხადა, რომ სერვისცენტრში მიმდინარე პროცესებზე თვითონ იყო პასუხისმგებელი და ბრიგადის მენეჯერები არაფერ შუაში არ იყვნენ, მან ასევე განაცხადა, რომ თვითონ მოიკვლევდა მოცემულ საკითხს და თუ საჭირო გახდებოდა, წერილობით აცნობებდა, არა მათ (კუ-----–---–ს და ხმ--–--ეს), არამედ კომპანიის გენერალურ დირექტორს. აღნიშნული წინააღმდეგობის გამო, მათ ვერ შეძლეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ბრიგადის მენეჯერებზე განმარტებითი ბარათების ჩამორთმევა.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, თხოვეს ი.ტყ-------ას, რომ მასთან ერთად შერჩევით, შეემოწმებინათ სერვის ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული აგრეგატები, რაზეც მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერში გაარკვევდათ ტექნიკური სამსახურის უფროსი, რის შემდეგაც დატოვა სერვისცენტრის ტერიტორია. ტექნიკური სამსახურის უფროსთან თ.ჟღ----თან ერთად, აგრეგატების დათვალიერებისას, ვერ იქნა ნანახი -შპს „მე-------------ის“ კუთვნილი კულტივატორი /რიგთაშორისი/ სასუქის შემტანი NARDI მოდელი N----- შასი N------. მათივე თანდასწრებით, თ.ჟღ----ი დაუკავშირდა ბრიგადის მენეჯერებს, თუმცა აღნიშნული აგრეგატის არსებობა მასთან, არავინ დაადასტურა. აღნიშნულის თაობაზე ვერ შედგა სათანადო დოკუმენტი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ი. ტყ-------ას ადგილზე არ ყოფნის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე ი----------------ას მხრიდან ადგილი აქვს შრომითი ხელშეკრულების დანართი N 1-ის მე-11 პუნქტის ,, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, სტანდარტებისა და დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად მოვლასა და შენახვაზე ზედამხედველობის განხორციელება“ დარღვევის ფაქტს.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, აბ-–-ს სერვის ცენტრის ხ----- ბრიგადის ოპერატორს ე. კვ-–--–---ს ერიცხებოდა 2015 წლის აპრილი -მ----ს თვეებში შესრულებული 19.79 ჰა ფართობის ხვნის ღირებულება- 2 271 ლარის ოდენობით, საიდანაც 2016 წლის 27 იანვარს დაიფარა 658 ლარი, თუმცა ე .კვ-–--–---მ დარჩენილი 1613 ლარის საწარმოს შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვაზე უარი განაცხადა. მან ასევე უარყო 658 ლარის მის მიერ გადახდის ფაქტი და აღნიშნა, რომ მას საწარმოს ანგარიშზე თანხა არ ჩაურიცხავს. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოღებულ იქნა საგადახდო დავალება N 5---------, საიდანაც გაირკვა, რომ სს ,, ლ--------------ს“ აბ-–-ს ფილიალის მეშვეობით კომპანიის ანგარიშზე 2016 წლის 27 იანვარს 658 ლარი გადაიხადა ხ----- ბრიგადის მენეჯერმა დ.პე--------მ, როგორც ოპერატორ ე.კვ-–--–---ს ზარალის ანაზღაურება. ე.კვ-–--–---ს 2015 წლის 3 სექტემბრის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ მასზე გაპიროვნებულია „ჯ--------------“ მოდელის ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით N-----, აპრილ -მ----ს თვეში მუშაობდა ხვნაზე და მითითებულ პერიოდში ვაუჩერებით ხვნის გარდა არსად არ უმუშავია. ხ----- ბრიგადის მენეჯერის დ.პე--------ს განმარტებით, ბრიგადის ტრაქტორები ფაქტიურად იყვნენ ჩართული საგაზაფხულო ხვნის სახელმწიფო პროგრამაში. ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით N-----, მუშაობდა ხ----- მუნიციპალიტეტის სოფელი პ------–ი მ----ს ნაკვეთებში. მონიტორინგის სამსახურიდან შეიტყო, რომ რეესტრში ასახულ მონაცემებსა და GPS- ს მონიტორინგის სისტემის მონაცემებს შორის იყო დაახლოებით 19 ჰექტარი სხვაობა, რაც მისი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ აგრობარათებზე ნაჩვენები მიწის ფართობი ნაკლებია მოხნული ნიადაგის რეალურ ფართობზე.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ე.კვ-–--–--- და ე.პე-------- არ აღიარებენ საწარმოს წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს და განმარტავენ, რომ აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს აგრობარათებზე ნაჩვენები მიწის ფართობის განსხვავება ფაქტიურთან, შესაბამისად, გაურკვეველი და საეჭვოა, თუ რატომ მოახდინა დ. პე--------მ ოპერატორ ე.კვ-–--–---ს ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურება.
მოხსენებითი ბარათის ავტორები იძლევიან რეკომენდაციას გატარდეს შესაბამისი ზომები მოქალაქე შ. სი----სთან არსებული საწარმოს კუთვნილი ქონების, კერძოდ კულტივატორ /რიგთაშორისი / სასუქის შემტანი ,,M--------------”-ს და სათესსი / სიმინდის /პმევმატური ,, A----------------r’’ N 1-----ის დროულად დასაბრუნებლად და შემდგომში ზემოთ აღნიშნული ფაქტების პრევენციის მიზნით განხორციელდეს საწარმოს ქონების პერიოდული შემოწმება.
მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურეს -შპს „მე-------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა და---- კუ-----–---–მა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტმა გი-----ი ხმ--–--ემ, რომლებმაც, დეტალურად, დამაჯერებლად და სარწმუნოდ, აღწერეს მოხსენებით ბარათში ასახული გარემოებები და შემოწმების შედეგები.
3.2.13.შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის მიერ 2016 წლის 1 ივლისს მიღებული იქნა №60 ბრძანება, რომლის მიხედვით: 1.ი----------------ას დაეკისრა 2016 წლის 26 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მასზე გაპიროვნებული კომპანიის კუთვნილი დაზიანებული ავტომობილის M--------------,სახ N------- აღდგენის ხარჯები; 2. დაევალა ადმინისტრაციულ დირექტორს დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯების დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად შესაბამისი რეაგირება; 3.შპს „მე-------------ის“ 2016 წლის 29 ივნისის N1-------- ბრძანებით აბ-–-ს სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებ-–- დაბრკოლების შექმნისათვის, კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულებების შეუსრულებლობის და გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო, რომელიც ასახულია პროცედურებისა და ინსპექტორების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დ. კუ-----–---–ის და აუდიტორის გ. ხმ--–--ის 2016 წლის 1 ივლისს შედგენილ მოხსენებით ბარათში, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შპს “მე-------------ის“ აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერი ი----------------ა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ”ზ” პუნქტისა და კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტების საფუძველზე და დაევალა მის დაქვემდებარებ-–- არსებული კომპანიის კუთვნილი ქონება ჩააბაროს აბ-–-ს სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსს თა---- ჟღ----ს.; 4.კომერციულ დირექტორს ი-------------ვას დაევალა ქონების გადაბარებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; 5. ტექნიკური სამსახურის უფროსს დაევალა სევისცენტრის მენეჯერის მოვალეობის შესრულება; 6.ფინანსურ მენეჯერს დაევალა ი----------------ასათვის საბოლოო ანგარიშსწორება; 7.კომერციულ დირექტორს, ფინანსურ დირექტორს და შიდა აუდიტისა და პროცედურების დირექტორს დაევალა აბ-–-ს სერვისცენტრში შესაძლო სხვა დარღვევების გამოვლენა; 8.ადმინისტრაციულ დირექტორს დაევალა-ბრძანების გაცნობა ი----------------ასათვის და 9. გასაჩივრების უფლება და ვადა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის ბრძანება N60 (01.07.2016 წ);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის - კონსტიტუციის 42-ე, 30-ე მუხლები; შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2-4-ე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე,327-ე,316-317-ე, 319-ე, 361-ე, 999-ე, 408-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პ------–ი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 1 ივლისის №60 ბრძანების 1-ლი და მე-3 პუნქტების გაუქმება.
მითითებული ბრძანების 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე შპს „მე-------------ის“ აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის M--------------,სახ N------- აღდგენის ხარჯები; ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ი----------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ”ზ” პუნქტისა და კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტების საფუძველზე.
შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია, შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 1 ივლისის №60 ბრძანების 1-ლი და მე-3 პუნქტების კანონიერების შემოწმება, რომელსაც სასამართლო შეამოწმებს და შეაფასებს თანმიმდევრობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ურთიერთობა უნდა შეფასდეს სამართლებრივი თვალსაზრისით. გასაჩივრებული ბრძანების პ------–ი პუნქტი, რომელიც მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯების ი----------------ასათვის დაკისრებას, გულისხმობს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და სამართლებრივად მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, შპს “მე-------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანით M--------------,სახ N-------, რომელსაც მართავდა ამავე საწარმოს ოპერატორი რ---- ტყ-------ა, ამ უკანასკნელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა, ხოლო გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელე ი----------------ას, როგორც მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, დაეკისრა დაზიანებული ავტომობილის აღდგენის, ხარჯების ანაზღაურება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შპს „მე-------------ი“-სათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობ-–-, ზიანი წარმოადგენს ინტერესის ხელყოფას. ინტერესის ხელყოფის შემთხვევაში კი ხელმყოფი ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტური თუ სხვა სახის ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ: სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი, ანუ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია ყველა ამ წინაპირობის ერთდროულად, კუმულაციურად არსებობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალების, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი ნივთის, ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი, სამოქალაქო კანონმდებლობით განსხვავებულად წესრიგდება იმ თავისებურების გამო, რაც ახასიათებს სატრანსპორტო საშუალებას, როგორც საფრთხისშემცველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ დანაწესებს, განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც ვალდებულია, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და ეს პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი პასუხიმგებლობაა, რომელიც შეიძლება დადგეს ბრალის გარეშეც. კერძოდ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პ------–ი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ქონდა მფლობელისაგან.
განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, ვინც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ამ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. (მაგალითად, სატრანსპორტო საშულების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობ-–- არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადო დაცვა, რაც გახდა სხვა პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი, ხოლო როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება, ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, მის მიერ მიყენებულია თუ არა ზიანი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999–ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გასათვალისწინებელია ორი გარემოება, რომლის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და არა მოსარგებლეს, ანუ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრასპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრასპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ორივე შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ მიყენებული ზიანისათვის ზიანის ანაზრაურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატრასპორტო საშულების მფლობელს და არა მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებ-–-.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა განპირობებულია სატრანსპორტო საშუალების მომეტებული საფრთხის შემცველობით. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებ-–-. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი ნორმა არ ართმევს დაზარალებულს უფლებას, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს იმ პირისაგან, ვისაც უშუალოდ ბრალი მიუძღვის ზიანის მიყენებ-–- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად. Kკონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999 –ე მუხლის პ------–ი და მე-4 ნაწილის მე-3 წინადადების დანაწესები აკონკრეტებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც პასუხიმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში, წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 7 ივლისის N180, 2015 წლის 5 იანვრის N1, 2016 წლის 1 თებერვლის N12 ა ბრძანებები, N1 და N2 დანართებით, საიდანაც დგინდება, რომ 2014 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, რაც ი----------------ა დასაქმებული იყო აბ-–-ს სერვისცენტრში მენეჯერის პოზიციაზე, შპს „მე-------------ის“ ბალანსზე რიცხულ და აბ-–-ს სერვისცენტრზე სარგებლობ-–- გადაცემულ ავტომანქანაზე M--------------,სახ N-------, მატერიალური პასუხისმგებლობა დაკისრებული ქონდა აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას (პ/ნ0----------). ამავე ბრძანებებით (დანართებით) ასევე, განსაზღვრული იყო წლის განმავლობ-–- ავტომანქანაზე ყოველთვიურად გასაცემი დიზელის საწვავის ლიმიტი და იგი გაიცემოდა ი----------------ას სახელზე. საქმეზე წარმოდგენილია ასევე, ი----------------ას მიერ სერვისცენტრის თანამშრომლებზე გაცემული მინდობილობები, რომლითაც იგი, როგორც სერვისცენტრის მენეჯერი, ანიჭებდა მისთვის განკუთვნილი საწვავის მიღების უფლებამოსილებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ შპს „მე-------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანა M--------------,სახ N------- სარგებლობ-–- გადაცემული იყო აბ-–-ს სერვისცენტრზე, ამ მანქანაზე მატერიალური პასუხისმგებლობა დაკისრებული ქონდა ამავე სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას, რომელიც დამატებით სარგებელსაც ავტომანქანის ლიმიტირებული საწვავის სახით, თვითონ იღებდა. შესაბამისად, ი----------------ასათვის ავტომანქანა გადაცემული იყო მესაკუთრისგან, რაც ნიშნავს, რომ იგი ამ სატრანსპორტო საშუალებაზე faqtobriv batonobas (მფლობელობას) ახორციელებდა სამართლებრივი საფუძვლით.
რაც შეეხება უშუალოდ ზიანის მიყენებ-–- ბრალეულ პირზე, რ---- ტყ-------აზე ავტომანქანის გადაცემას, ი----------------ა სარჩელში უთითებს, რომ „2016 წლის 26 მარტს კომპანიის თანამშრომელს რ---- ტყ-------ას სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------------, რომლითაც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა...“
ამდენად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ზიანის უშუალო მიმყენებელი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----------------ა ვალდებულია აანაზღაუროს სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
ი----------------ა უარყოფს რა ავტომანქანაზე ფაქტობრივ მფლობელობას და საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ავტომანქანის მატერიალურ პასუხისმგებლობაზე თანხმობა არ განუცხადებია, ავტომანქანა მასზე (ი----------------აზე) გაპიროვნებული არ ყოფილა და არც მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებია. მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტაცია არ გამომდინარეობს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებიდან (შრომითი ხელშეკრულებიდან) და არც საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობ-–- შეფასებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეებს შორის, მათივე ნების საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას და არეგულირებს შრომით ურთიერთობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. 2015 წლის 1 ივნისს შპს „მე-------------ის“ დირექტორსა და ი----------------ას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 1.2. მუხლის მიხედვით, დასაქმებული იღებს სრულ განაკვეთს აბ-–-ს სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე და თანახმაა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და შეთანხმებული ხელფასის სანაცვლოდ შეასრულოს აღნიშნული პოზიციის შესაბამისი სამუშაოები. იგივე ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლები. მითითებული მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის პერიოდში მასზე გადაცემული კომპანიის საკუთრებ-–- არსებული ქონების ჯეროვნად მოვლა-პატრონობის, შენახვის და დაცვის შესახებ. დასაქმებული აცნობიერებს, რომ მის მიმართ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და/ან არაჯეროვანი შესრულება იწვევს მატერიალურ პასუხისმგებლობას.
შრომითი ხელშეკრულების ამ დებულებით ი----------------ამ იკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კონკრეტულ ავტომანქანაზე, არამედ კომპანიის საკუთრებ-–- არსებულ, შრომითი ურთიერთობის პერიოდში მასზე გადაცემულ ნებისმიერ ქონებაზე, რომელთა მოვლა-პატრონობის, შენახვის ან დაცვის წესების დარღვევა იწვევდა მატერიალურ პასუხისმგებლობას, რაც გაცნობიერებული ქონდა და რაც თავისივე ხელმოწერით დაადასტურა. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია, ავტომანქანის მატერიალურ პასუხისმგებლობაზე თანხმობა არ განუცხადებია, საფუძველს მოკლებულია. იმ ვითარებ-–-, როცა კონკრეტული ავტომანქანისათვის გათვალისწინებული ლიმიტირებული საწვავი ყოველთვიურად ირიცხებოდა ი----------------ას სახელზე, დაუსაბუთებელია ამ უკანასკნელის პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს ავტომანქანა მასზე გაპიროვნებული არ ყოფილა.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს რა ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობაზე, რითაც ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას, რაც ასევე, საფუძველს მოკლებულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარკვეული გარემოების ან ინფორმაციის არსებობა და მისი უტყუარობა, რასაც თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარეები. ფაქტის რეალურად არსებობა კი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან არ არის დაკავშირებული და პირიქითაც, მისი შეუდგენლობა არ ნიშნავს ამ ფაქტის არარსებობას. მიღება-ჩაბარების აქტი არის ორმხრივად შესასრულებელი დოკუმენტი, რომელიც სადავოობის შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ დამადასტურებელ მტკიცებულებას ამ ფაქტის არსებობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა, არ ნიშნავს, რომ ავტომანქანა მფლობელობ-–- არ გადაცემია, ვინაიდან ი----------------ასათვის, როგორც მენეჯერისთვის, ავტომანქანის სარგებლობ-–- გადაცემის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით და მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა არ შეცვლის იმ რეალობას, რაც ავტომანქანის სამართლებრივი საფუძვლით ფლობას უკავშირდება და რაც სასამართლომ ზემოთ დაადგინა.
ამდენად, ი----------------ას არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება,სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
გარდა იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ი----------------ა, როგორც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ბრალის გარეშეც ვალდებულია აანაზღაუროს სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანი, სასამართლო მიიჩნევს, ზიანთან მიმართებ-–- ი----------------ას, როგორც მენეჯერის, ბრალეულობაც დგინდება. კერძოდ, დადგენილია, რომ ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია „ა-–----–-“ შპს „მე-------------ის“ დირექტორსა და ამავე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (MO/G 028569/15). ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სწორედ სადაზღვევო პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციისა და გაცხადებული ზარალის დროულად მიწოდების შემთხვევაში, ვალდებულია აანაზღაუროს იგი, თუმცა სადაზღვევო კომპანიაში ასეთი არ გაცხადებულა. დაზღვეული ავტომანქანის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა, ი----------------ას სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სერვის-ცენტრის მენეჯერის, როგორც სერვის-ცენტრის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის, რომელიც კონტროლს უწევს საწარმოში მიმდინარე პროცესებს და პასუხს აგებს არა მხოლოდ მის, არამედ სერვის-ცენტრის თანამშრომელთა ქმედებებზე, პირდაპირი მოვალეობა იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის სადაზღვევო კომპანიისათვის დროულად მიწოდება, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის ინტერესების დაცვას და ზიანის დროულად ანაზღაურებას.
ამდენად, სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ასევე 992-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ეკისრება ი----------------ას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ხელყოფილი სიკეთის აღდგენის მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, ვისი სიკეთეც იქნა ხელყოფილი. შესაბამისად, შპს „მე-------------ის“ დირექტორის 2016 წლის 1 ივლისის ბრძანების პ------–ი პუნქტი, ი----------------ასათვის ავტომაქანის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 1 ივლისის აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერის ი----------------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ №60 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებ-–-. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მითითებები ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) და განმარტება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრების სახელმწიფოებრივი ნება პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც მოიცავს დასაქმებულის უფლების დაცვას;
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებ-–-, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული საკითხის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებ-–- მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი----------------ა 2014 წლის 6 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, განსაზღვრული ვადით, 2015 წლის 21 ივლისამდე, გამწესდა „შპს „მე-------------ის“ აბ-–-ს სერვისცენტრში მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯერ 2015 წელს, ხოლო შემდგომ 2016 წელს, იმავე მხარეებს შორის, ასევე განსაზღვრული ვადით, 1 წლით, ისევ დაიდო შრომითი ხელშეკრულებები იმავე თანამდებობაზე გამწესების შესახებ. 2016 წლის შრომითი ხელშეკრულების მიხედვით იგი მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნული იყო 2017 წლის 1 ივნისამდე, თუმცა „შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის გასაჩივრებული ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ”ზ” პუნქტი, კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტები;
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ”ზ” პუნქტით დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია განხორციელდა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით.
ამ მიზნით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებ-–- მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებ-–- თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სსს კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).
თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, ვიდრე დასაქმებულს, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარმოდგენას მასზე, რომ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).
შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოპასუხე, შპს „მე-------------ია“ ვალდებული ამტკიცოს ი----------------ას მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც მისი სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა შპს „მე-------------ის“ 2016 წლის 29 ივნისის N1-------- ბრძანებით აბ-–-ს სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებ-–- დაბრკოლების შექმნისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულებების შეუსრულებლობ-–- და პროცედურებისა და ინსპექტორების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დ. კუ-----–---–ის და აუდიტორის გ. ხმ--–--ის მიერ აბ-–-ს სერვის-ცენტრში გამოვლენილი უხეშ დარღვევებში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში, მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაედასტურებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან ისეთი მძიმე დარღვევების ჩადენის დადასტურება, რაც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის ხარისხის, სიხშირის და შედეგის გათვალისწინებით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება. კერძოდ:
დადგენილია, რომ შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 29 ივნისის N 1------- ბრძანების შესაბამისად, აბ-–-ს სერვისცენტრში ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობებისა და განკარგვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, აბ-–-ს სერვისცენტრში 2016 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით (სამი დღით) მივლინებულ იქნენ -შპს „მე-------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი და---- კუ-----–---–ი და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტი გი-----ი ხმ--–--ე.
აღნიშნული პირების მიერ აბ-–-ს სერვისცენტრში გამოვლენილ იქნა დარღვევები, რაც მათ მიერ ასახულ იქნა თავიანთ მოხსენებით ბარათში (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.12 პუნქტი) და რაც ფაქტობრივად საფუძვლად დაედო ი----------------ას სამუშაოდან გათავისუფლებას. მთავარი ინსპექტორი და---- კუ-----–---–ი და აუდიტი გი-----ი ხმ--–--ე მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ იქნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც დაადასტურეს მოხსენებით ბარათში ასახული გარემოებები და დეტალურად, სარწმუნოდ და დამაჯერებლად აღწერეს მოვლენათა თანმიმდევრობა და შემოწმების შედეგები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით არსებითი შედავება არ განუხორციელებია, არ გაუპროტესტებია დარღვევის ფაქტები, რაც ასახულია მოხსენებით ბარათში და რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა, შესაბამისად, ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოს ეჭვის საფუძველი არ გაჩენია.
შესაბამისად, დადგენილია, რომ:
1.შპს „მე-------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის და---- კუ-----–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტის გი-----ი ხმ--–--ის მიერ აბ-–-ს რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ა-----–ის მასივებში შპს ,,მე-------------ის“ კუთვნილი ტექნიკის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ შპს ,,მე-------------ის“ კუთვნილი ტრაქტორის იმპლიმენტი- კულტივატორი/რიგთაშორისი/სასუქის შემტანი ,,M--------------” აბმული იყო კერძო პირის, შა-–-- სი----ს მფლობელობ-–- არსებულ ტრაქტორზე „ ბელარუსი“ სახ.N A-----.; 2. ასევე, შპს ,,მე-------------ის“ კუთვნილი ტექნიკის ტრაქტორის იმპლიმენტი- სათესი/პლევმატური/A----------------r N1----, იყო შა-–-- სი----ს მფლობელობ-–-, რომელიც მისივე (შა-–-- სი----ს) მითითებით, აღმოჩენილ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შა-–-- სი----ს განმარტებით, ორივე იმპლიმენტი წამოიღო აბ-–-ს სერვისცენტრიდან და მათი მეშვეობით, მის მფლობელობ-–- არსებული ტრაქტორით ა-----–ის მასივებში ახდენს კულტივაციას და სასუქის შეტანას; 3. აბ-–-ს სერვისცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული აგრეგატების შემოწმებისას სერვისცენტრის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა -შპს „მე-------------ის“ კუთვნილი კულტივატორი /რიგთაშორისი/ სასუქის შემტანი NARDI მოდელი N----- შასი N------, რომლის ადგილმდებარეობაც, მიუხედავად ტექნიკური სამსახურის უფროსის თ. ჟღ----ის მცდელობისა, რომელიც ბრიგადის მენეჯერებისგან შეეცადა ინფორმაციის მიღებას აგრეგატის ადგილმდებარეობის შესახებ, ვერ იქნა დადგენილი;
შესაბამისად, აბ-–-ს სერვისცენტრში გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც თავის მხრივ, სამ ფაქტს მოიცავს და რომელიც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლებას, შეეხება -შპს „მე-------------ის“ კუთვნილი ტექნიკის იმლიმენტების: სათესისა და სასუქის შემტანი კულტივატორების, რომელთაგან ერთ-ერთი საერთოდ ვერ იქნა ნაპოვნი, სერვისცენტრის ტერიტორიიდან გატანას და საწარმოს ინტერესების საზიანოდ, სხვა პირთა მიერ გამოყენებას.აღნიშნული მეტყველებს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის კუთვნილი ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვის სტანდარტების უგულებელყოფაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანიის კუთვნილი ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულება შრომითი ხელშეკრულებით, საწარმოს შინაგანაწესითა და სამუშაო ადგილის აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად დაკისრებული ქონდა სერვისცენტრის მენეჯერს ი----------------ას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერის ი----------------ას შრომითი და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა შრომითი ხელშეკრულებით, კომპანიის შინაგანაწესითა და სამუშაოს ადგილის აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქციით (დანართი 1), რომელიც კომპანიის შინაგანაწესთან ერთად წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
შრომითი ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, დასაქმებული (სერვის-ცენტრის მენეჯერი) კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის პერიოდში მასზე გადაცემული კომპანიის საკუთრებ-–- არსებული ქონების ჯეროვნად მოვლა-პატრონობის, შენახვისა და დაცვის შესახებ. დასაქმებული აცნობიერებს, რომ მის მიმართ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და/ან არაჯეროვანი შესრულება იწვევს მატერიალურ პასუხისმგებლობას.
სამუშაო ადგილის აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქციის, რომელიც კომპანიის შინაგანაწესთან ერთად შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მიხედვით სერვისცენტრის მენეჯერი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი შესაბამის სერვისცენტრში და მისი ფუნქცია ძირითადად განპირობებული იყო აგრარულ, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების სფეროში ზედამხედველობითი და კონტროლის მექანიზმით, რაც უზრუნველყოფდა სერვისცენტრის კომპანიის (შპს“მე-------------ის“) ინტერესების შესაბამისად ფუნქციონირებას. ამავე ინსტრუქციის მე-11 პუნქტის თანახმად, სერვისცენტრის მენეჯერის მოვალეობაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სტანდარტებისა და დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად მოვლასა და შენახვაზე ზედამხედველობის განხორციელება.
ამდენად, ი----------------ასათვის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული იყო შპს “მე-------------ის“ კუთვნილი ტექნიკა, რომლის დაცვა და მოვლა-შენახვაზე კონტროლი მისი უშუალო და პირდაპირი მოვალეობა იყო. იგივე შრომითი ხელშეკრულება (2.2. მ) ავალდებულებდა თავისი მოვალეობის კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და გულმოდგინედ შესრულებას, თუმცა ი----------------ას მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, საწარმოს კუთვნილი ტექნიკა კერძო პირის მიერ გატანილ იქნა სერვისცენტრის ტერიტორიიდან და იყენებდა თავის სასარგებლოდ, საწარმოს ინტერესების საზიანოდ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარე (ამ შემთხვევაში მოპასუხე) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, მეწარმე სუბიექტი, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და პასუხსაც დამოუკიდებლად აგებს მთელი თავისი ქონებით (სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მ). ამდენად, ქონების დაცვა, მოვლა-პატრონობა და შენახვა, მნიშვნელოვანია მეწარმე სუბიექტისთვის და ამ სფეროში მინიჭებული უფლებამოსილების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება და საწარმოს ინტერესების საზიანო ქმედება, სასამართლოს მოსაზრებით, არის მძიმე დარღვევა, რაც და იწვევს უფლებამოსილი პირის შესაბამის პასუხისმგებლობას.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მითითებული დარღვევა არ დადებია საფუძვლად სამუშაოდან ი----------------ას გათავისუფლებას. მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, რაც ასევე გახდა მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გამოიხატა აბ-–-ს სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებ-–- დაბრკოლების შექმნაში. კერძოდ:
შპს „მე-------------ის“კუთვნილი ტექნიკის იმპლიმენტის, სათესისა და კულტივატორის გარეშე პირთან, შა-–-- სი----სთან აღმოჩენის შემდეგ, პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის და---- კუ-----–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტის გი-----ი ხმ--–--ის მიერ დადგენილ იქნა, რომ სათესი და კულტივატორი ერიცხებოდათ აბ-–-ს სერვის-ცენტრის ბრიგადის მენეჯერებს ვ.ცო----ს და მ.ქვ--–------ს. აღნიშნული პირები, დასადგენად იმისა, თუ საიდან მოხვდა საწარმოს კუთვნილი ტექნიკა სხვა პირის სარგებლობ-–-, კუ-----–---–ისა და ხმ--–--ის თხოვნით, ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით გამოცხადდნენ აბ-–-ს სერვისცენტრში, თუმცა მათგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების მიღება ვერ შეძლეს, ი----------------ას მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო. კერძოდ, ი----------------ამ მივლინებულ პირებს არ მისცა ბრიგადის მენეჯერებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის შესაძლებლობა და განუცხადა, რომ ბრიგადის მენეჯერები არაფერ შუაში იყვნენ, სერვისცენტრში მიმდინარე პროცესებზე თვითონ იყო პასუხისმგებელი და აღნიშნულ საკითხს, მათ გარეშე, თვითონვე გაარკვევდა და თუ საჭირო გახდებოდა, აცნობებდა არა მათ (კუ-----–---–ს და ხმ--–--ეს), არამედ გენერალურ დირექტორს.
შპს „მე-------------ის“ შინაგანაწესის, რომლის მოქმედება, ამავე შინაგანაწესის მიხედვით, ვრცელდება კომპანიაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს შრომითი ვალდებულებები, თანამდებობის, სპეციალობის, კვალიფიკაციის შესაბამისად; არ დაუშვას ისეთი ქმედება, რაც შეაფერხებს დაწესებულების მუშაობას და შელახავს მის ინტერესებსა და ავტორიტეტს, გამოიჩინოს თავაზიანობა კოლეგების მიმართ (მ.2. ა,ე,ვ.)
სასამართლო აღნიშნავს, რომ ი----------------ა, რომელიც თვითონ იყო პასუხისმგებელი საწარმოს ტექნიკაზე და ევალებოდა მათ მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა, თვითონვე უნდა ყოფილიყო დაინტერესებული იმ საკითხის გარკვევით - რატომ (როგორ) იქნა გატანილი სერვისცენტრის ტერიტორიიდან კომპანიის კუთვნილი ტექნიკა და რატომ (როგორ) აღმოჩნდა კერძო პირის სარგებლობ-–- და ამ საკითხთან დაკავშირებით, მოესმინა ბრიგადის მენეჯერების, რომლებსაც ერიცხებოდათ ეს ქონება, ახსნა-განმარტება, თუმცა მან განაცხადა, რომ ბრიგადის მენეჯერები არ იყვნენ შუაში და შინაგანაწესის მითითებული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ხელი შეუშალა უფლებამოსილ პირებს მათგან ინფორმაციის მიღებ-–- (ახსნა-განმარტების ჩამორთმევაში). აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით ასევე მძიმე დარღვევაა.
გარდა აღნიშნულისა, ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხსენებითი ბარათის მიხედვით, უფლებამოსილმა პირებმა (კუ-----–---–მა და ხმ--–--ემ) ი----------------ას თხოვეს მათთან ერთად მიეღო მონაწილეობა სერვის -ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული აგრეგატების შემოწმებ-–-, რაზეც მან უარი განაცხადა და დატოვა სერვისცენტრის ტერიტორია, ხოლო უფლებამოსილმა პირებმა შემოწმება (დათვალიერება) განახორციელეს ტექნიკური სამსახურის უფროსთან თ.ჟღ----თან ერთად, რა დროსაც აღმოჩნდა ერთ-ერთი აგრეგატის დანაკლისი.
შემოწმების შედეგებით, რაც ზემოთმითითებულ ფაქტებთან ერთად გახდა ი----------------ას სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, ასევე გამოვლენილ იქნა აბ-–-ს სერვის-ცენტრის ხ----- ბრიგადის ოპერატორის ე. კვ-–--–---ს მიერ აბ-–-ს სერვისცენტრის კუთვნილი ტექნიკის გამოყენებით, რეალურად მოხნულ მიწის ფართობსა და აგრობარათებზე ნაჩვენებ მოხნულ ფართობებს შორის შეუსაბამობა. კერძოდ, რეესტრში ასახულ მონაცემებსა და GPS- ს მონიტორინგის სისტემის მონაცემებს შორის აღმოჩნდა დაახლოებით 19 ჰექტარი სხვაობა, ანუ რეალურად მოხნულია 19 ჰექტარით მეტი, ვიდრე ნაჩვენებია აგრობარათებზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლენილი ფაქტები წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებით, ასევე შინაგანაწესითა და ინსტრუქციით, დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ჩადენილი დარღვევის სიხშირის გათვალისწინებაც, კერძოდ, ის, რომ შემოწმების შედეგების მიხედვით, აბ-–-ს სერვის-ცენტრში გამოვლენილია დარღვევის არაერთი ფაქტი, რომლებიც, როგორც აღინიშნა, თითოეული ცალ-ცალკე, წარმოადგენს მძიმე დარღვევას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ი----------------ას, როგორც მენეჯერს, რომელიც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი სერვისცენტრში და გააჩნდა ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების მექანიზმი, არ უცდია ამ დარღვევების გამოსწორება.
ი----------------ას მიერ საქმეზე წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობ-–-, არ გამორიცხავენ დარღვევის ფაქტებს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულების გამო მიღებული აქვს პრემია, ვინაიდან ასეთი სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. მართალია, დადგინდა დამატებითი ფულადი სარგებლის მოსარჩელის სახელზე გაცემის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ უკავშირდება სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულებას, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ასეთი სახის წახალისება გაცემული იყო შპს “მე-------------ში“ დასაქმებულ ყველა პირზე და დაკავშირებული იყო დღესასწაულთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, თუმცა დამსაქმებელსაც არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.
სასამართლო სხდომაზე, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა ეჭვის საფუძველს, რომ დამსაქმებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებდა არაგონივრულად და დაუსაბუთებლად ხელყოფდა დასაქმებულის შრომით უფლებებს.
ამდენად, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერება სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.
საქმეზე დადგენილი გარემოებების, ასევე დარღვევის სიხშირის, სიმძიმის და შედეგების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული სანქცია ჩადენილი დარღვევების (გადაცდომის) ადეკვატური ღონისძიებაა, რის გამოც არ არსებობს შპს „მე-------------ის“ გენერალური დირექტორის პა---- შე---–--ის 2016 წლის 1 ივლისის აბ-–-ს სერვისცენტრის მენეჯერის ი----------------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ №60 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ი----------------ას აბ-–-ს სერვის-ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას მოცემულ დაწესებულებ-–-, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პირდაპირ დაკავშირებულია შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტის დადასტურებასა და სამუშაოზე აღდგენასთან და არის თანმდევი შედეგი.
ვინაიდან არ დადგინდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვეტის ფაქტი და არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დარჩეს იმავე ანგარიშზე
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე ი----------------ას სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლებისა და მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2.ი----------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დარჩეს იმავე ანგარიშზე
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია