გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.08.2018
საქმის ნომერი
080210118002347998
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/849-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ბორენა იობიძე

მოსარჩელე - დ--–------------

წარმომადგენელი - კ------------

მოპასუხეები - თ-------------, ნ-------------, ქ-----------------, ჟ----–------------- წარმომადგენელი - რ---------------–--–---

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების დაკისრება და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა თ-------------სა და ჟ----–-------------ს შორის;

1.2. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა ჟ----–-------------სა და ნანა და ქ-----------------ებს შორის;

1.3. მოპასუხე თ-------------ს აღუდგეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ--------------------–---–--------------- საკადასტრო კოდი: 03.02.01.032.01.005.

1.4. ფულადი ვალდებულების 17000 ლარის და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრება თ-------------ზე. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, ის ცხოვრობს ქ----------–----------–---–-------------ში. წლების წინ, 1989 წელს მეზობლების საერთო გადაწყვეტილებით დაიწყეს და განახორციელეს მათ საცხოვრებელ სახლზე მიშენების პროექტი. გამომდინარე იქედან, რომ მის მეზობელს თ-------------ს საამისო ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი თანხა მასთან შეთანხმებით გაიღო მოსარჩელემ იმ პირობით, რომ შემდგომში მის მიერ იქნებოდა ეს თანხა მოსარჩელესთვის დაბრუნებული. რაზეც მან პირობა დადო რომ გაისტუმრებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა ამ ფართის რეგისტრაცია. აღნიშნულზე შედგა ხელწერილი. გადიოდა წლები და მოსარჩელე პერიოდულად თხოვდა მოპასუხეს ვალის დაბრუნებას, თუმცა ის ვერ ახერხებდა მოსარჩელის ვალის დაბრუნებას. ბოლოს ისე, რომ არავის გაუგია, მან თავისი ბინა ჯერ საკუთარ ძმას ჟ----–-------------ს აჩუქა, ხოლო იმან თავის მხრივ ეს ბინა საჩუქრად გადასცა მის ქალიშვილებს ქეთევან და ნ-------------ებს. აღნიშნულის შესახებ არც მან და არც მისმა მეზობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან თ------------- ახლაც განაგრძობს ცხოვრებას ამ ბინაში. თ-------------მ მხოლოდ ერთხელ 2015 წლის 15 სექტემბერს ერთჯერადად გადაუხადა მოსარჩელეს 300 ლარი, რასაც ესწრებოდა მეზობელი ნ-----------–-----. ბინის გაჩუქების შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 4 იანვარს. ვინაიდან თ-------------მ და მისმა ძმიშვილმა ნ-------------მ, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში, უარი განაცხადეს ვალის დაბრუნებაზე, მოსარჩელემ მიმართა პროკურატურას 2016 წლის 9 თებერვალს. პროკურატურამ პოლიციის მეხუთე განყოფილების მეშვეობით შეისწავლა აღნიშნული საკითხი, გამოკითხა ყველა მოწმე, თვით თ-------------ც და მან აღიარა მოსარჩელის მიმართ ვალი 17000 ლარის ოდენობით. ნაჩუქრობის ხელშეკრულება თ-------------სა და ჟ----–-------------ს შორის მიზნად ისახავდა იმას, რომ თ-------------ს ვალის გადახდისათვის თავი აერიდებინა და ვერ მომხდარიყო მისი უძრავი ქონებით ვალის უზრუნველყოფა. ნაჩუქრობის ხელშეკრულება ფიქტიურია და მიზნად ისახავს თ-------------ს მიერ მის მიმართ არსებული ვალის გადახდისაგან თავის არიდებას. მოსარჩელის მითითებით მან ყველა ღონე იხმარა სასამართლოს გარეშე ვალის დაბრუნებისათვის, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ჩუქების ხელშეკრულებები დადებულია კანონის დაცვით, ამასთან მესამე პირი მით უფრო მოსარჩელე მხარე არ არის უფლებამოსილი იდავოს ჩუქების ბათილობასთან და პირვანდელ მესაკუთრის სახელზე აღრიცხვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 17000 ლარის დაკისრებას, გაუგებარია საიდან ითხოვს, მაშინ როცა 1989 წელს ვალდებულება შესრულებულია და დღემდე უკვე მოთხოვნა ხანდაზმულია, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1989 წელს ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–--------------ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთოთახიანი ბინის ხუთივე სართულის მობინადრეებმა გამოთქვეს თანხმობა მათ საცხოვრებელ კორპუსზე გაკეთებულიყო ოთახის მიშენება. ამავე წელს მოპასუხე თ-------------მ ხელი მოაწერა ხელწერილზე, რომლის თანახმადაც მიშენების საფასურს თ-------------ს წილად გადაიხდიდა დ--–------------ იმ პირობით, რომ აღნიშულ თანხას თ------------- დაუბრუნებდა ეტაპობრივად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 34)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 09 თებერვლის განცხადებით დალი ტორაძემ მიმართა ქუთაისის რაიონულ პროკურატურას ნანა და ქ-----------------ების საკუთრებაში იმ ფართების დარეგისტრირების კანონიერების გარკვევის მოთხოვნით, რომელიც წარმოადგენდა მისი და მისი მეზობლების სახსრებით განხორციელებული მშენებლობის პროდუქტს, რის გამოც დაზარალდა ამხანაგობა, რადგანაც, მიშენების ხარჯების დაფარვის შემდეგ უნდა მომხდარიყო ფართის დარეგისტრირებაზე თანხმობის მიცემა.

 

3.2.2. 2016 წლის 20 მაისის წერილით დ--–------------ს განემარტა, რომ მეზობლებთან საცხოვრებელ ბინაზე მიშენების თანხის აუნაზღაურებლობის გამო დავა წარმოადგენდა სამოქალაქო დავის საგანს და მიემართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დ--–------------- განცხადება (იხ. ს.ფ. 21)

- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსის მ/შემსრულებლის 2016 წლის 20 მაისის წერილი (იხ. ს.ფ. 22)

 

3.2.3. 2016 წლის 13 ივნისს მოსარჩელე დ--–------------მ ნანა და ქ-----------------ებს გაუგზავნა განცხადებები, რომლის თანახმადაც დ--–------------ მოპასუხეებს ნანა და ქ-----------------ებს სთხოვდა საცხოვრებელ სახლზე მიშენებისათვის მის მიერ გადახდილი თანხის - 17000 ლარის დროულად გასტუმრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დ--–------------- განცხადებები (იხ. ს.ფ. 23-24)

 

3.2.4. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითხნენ მოსარჩელის მეზობლები ნ------------- და ნ-----------–-----, რომლებსაც ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა ბინის მოშენებაში. შესაბამისად მათი ჩვენებების საფუძველზე მოსარჩელე ცდილობდა დაედასტურებინა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები. მაგრამ საქმის განხილვის შედეგად დადგენილი იქნა, რომ მოწმეთა ჩვენებები გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ასევე მოსარჩელის განმარტებებთან, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

 

1) 1989 წელს მშენებლობა არ დაწყებულა, იყო მხოლოდ მშენებლობის დაწყების იდეა;

 

2) მშენებლობა დაიწყო 1992 წელს, იმავე წელს დაასრულეს კონსტრუქციის მონტაჟი, მაგრამ მშენებლობა დასრულებული არ არის. პირველი სართულის მეზობელმა ახლახანს გაუკეთა იატაკი თ-------------ს. კედლები ამოშენებული არ არის.

 

3) დ--–------------მ თ-------------ს მიშენების თანხის გადახდა მოსთხოვა 5 წელიწადში, ანუ 1997 წელს, რადგან დალი ტორაძის განმარტებით, თ-------------ს თანხა არ ჰქონდა, რადგან წინა მიშენების ხარჯებს იხდიდა. მან მოსთხოვა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა.

 

4) თ-------------ს წარმომადგენლის განმარტებით, თ-------------ს მიშენების თანხები, რაც შეადგენდა 300 მანეთს, გადახდილი აქვს მიშენების დასრულებისთანავე, ხოლო დ--–------------- განმარტებით, გადახდილი არა აქვს.

 

5) განხორციელებული მიშენების ღირებულების ხარჯთაღრიცხვა ან რაიმე სახის ხელშეკრულება გაფორმებული სამშენებლო კომპანიასთან, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებდა სასამართლო, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. ანუ მიშენებისათვის გაწეული ხარჯების რაოდენობის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება მოსარჩელეს არ გააჩნია, ხოლო მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მათ ჩვენებაში არსებითი წინააღმდეგობებია როგორც გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე გადახდის წლებთან მიმართებაში. კერძოდ, როდის, სად და რამდენი გადაიხადეს მიშენებისთვის, სასამართლომ უტყუარად ვერ დაადგინა, რადგან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენება არათანმიმდევრულია და შეუძლებელია როგორც მტკიცებულებას დაეყრდნოს სასამართლო აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად.

 

6) ასევე ვერ დადგინდა დ--–------------მ რამდენი გადაიხადა და გადაიხადა თუ არა საერთოდ თ-------------ს წილი თანხა. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ თ-------------ს დავალიანება შეადგენს 17 000 ლარს და მან ეს ვალი აღიარა პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაკითხვისას, რადგან საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით ეს გარემოება არ დასტურდება.

 

7) ერთმნიშვნელოვნად დადგენილი არ არის როდის მოხდა მოსარჩელისა და მოწმეთა მიერ მითითებული მილიონნახევარი მანეთის (თითქოს ხუთ ოჯახზე თანაბრად განაწილდა 300 000 მანეთის ოდენობით) გადახდა, რადგან მოწმე ნ-------------ს განმარტებით, თანხების გადახდა დაიწყეს 1989 წელს, მაგრამ ერთიანად არ გადაუხდიათ, 1994-1995 წლებშიც ხდებოდა გადახდა მანეთებში. 1700 მანეთი იყო ერთი დოლარი. მოწმის განმარტებით, ხარჯები განაწლდა თანაბრად და მისი წილი თანხა გადაანგარიშებით შეადგენს 7000 აშშ დოლარს. ხოლო მოწმე ნ-----------–-----მ განმარტა, რომ მან 1992-ში გადაიხადა 300 000 რუსული მანეთი.

 

8) მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თ-------------ს საცხოვრებელ ფართს მიშენება გაუკეთდა დ--–------------- ფულადი სახსრებით, რომელიც მან გადაიხადა სამშენებლო მასალებში და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის და 1989-1994 წლების მდგომარეობით მოსარჩელე დ--–------------მ დახარჯა 7 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი, რომელიც იმ პერიოდისათვის იყო მიმოქცევაში, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

 

9) ვინაიდან სადავო გახდა თანხების გადახდის პერიოდი და მოსარჩელე ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას ლარებში ამერიკულ დოლარზე გაანგარიშებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტი კუპონისა და ლარის მიმოქცევაში შემოსვლასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ 1993 წლის 3 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ეროვნული ფულადი ერთეული - კუპონი, რუსულ მანეთს კი უცხოური ვალუტის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონი 1995 წლის 2 ოქტომბრამდე იყო მიმოქცევაში.

 

10) მოსარჩელე და მოწმეები განმარტავენ, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში თ-------------მ დ--–------------ს გადაუხადა მიშენების საფასურის ნაწილი 300 ლარი, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და განმარტავს, რომ მიშენების განხორციელების წელსვე მოხდა თ-------------ს მიერ მიშენების ხარჯების 300 მანეთის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელე მხარის განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. 2010 წლის 20 ივლისს თ-------------სა და ჟ----–-------------ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. ჩუქების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №18, ბინა №5.

 

3.2.6. 2012 წლის 07 სექტემბერს ჟ----–-------------მ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მის შვილებს ნანა და ქ-----------------ებს გადასცა უძრავი ქონება და დღეის მდგომარეობით ქ-------–----------–---–------------, ბ------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქეთევან ტორაძის (პ/ნ 53001018746) და ნანა ტორაძის (პ/ნ 60001095526) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2010 წლის 20 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17)

- 2012 წლის 07 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ.18)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19-20)

 

3.2.7. ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს მოსარჩელე ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული ჩუქებით მოპასუხე თ-------------მ თავი აარიდა დ--–------------- წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, 17000 ლარის გადახდას, რის გამოც აღნიშნული თანხის მიღების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ქონებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 385-ე, 413-ე, 524-ე, 526-ე, 530-ე, 986-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)

 

უწინარესად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის იმგვარი დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.

 

„საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-202-191-2017).

 

განსახილველ საქმეში სასამართლო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაამახვილებს ყურადღებას რამდენიმე კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რათა დავის ფარგლებში სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას.

 

უადვოდ დადგენილია, რომ 1989 წელს ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის N18-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთოთახიანი ბინის ხუთივე სართულის მობინადრეებმა გამოთქვეს თანხმობა მათ საცხოვრებელ კორპუსზე გაკეთებულიყო ოთახის მიშენება. ამავე წელს მოპასუხე თ-------------მ ხელი მოაწერა ხელწერილზე, რომლის თანახმადაც მიშენების საფასურს თ-------------ს წილად გადაიხდიდა დ--–------------ იმ პირობით, რომ აღნიშულ თანხას თ------------- დაუბრუნებდა ეტაპობრივად.

 

ასევე დადგენილია, რომ 1989 წელს მშენებლობა არ დაწყებულა, იყო მხოლოდ მშენებლობის დაწყების იდეა. მშენებლობა დაიწყო 1992 წელს და იმავე წელს დაასრულეს კონსტრუქციის მონტაჟი, მაგრამ მშენებლობა ჯერჯერობით დასრულებული არ არის. პირველი სართულის მეზობელმა ახლახანს გაუკეთა იატაკი თ-------------ს. კედლები ამოშენებული არ არის.

 

დ--–------------მ თ-------------ს მიშენების თანხის გადახდა მოსთხოვა 5 წელიწადში, ანუ 1997 წელს, რადგან დალი ტორაძის განმარტებით, თ-------------ს თანხა არ ჰქონდა, რადგან წინა მიშენების ხარჯებს იხდიდა. მან მოსთხოვა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა, მაგრამ დადგენილი არ არის 1997 წელს მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

 

თ-------------ს წარმომადგენლის განმარტებით, თ-------------ს მიშენების ხარჯები, რაც შეადგენდა 300 მანეთს, გადახდილი აქვს მიშენების დასრულებისთანავე, ხოლო დ--–------------- განმარტებით, თ-------------ს მიშენების ხარჯები გადახდილი არა აქვს.

 

დადგენილია, რომ მიშენებისათვის გაწეული ხარჯების რაოდენობის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება მოსარჩელეს არ გააჩნია. ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მათ ჩვენებაში არსებითი წინააღმდეგობებია როგორც გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე გადახდის წლებთან მიმართებაში. კერძოდ, როდის, სად და რამდენი გადაიხადეს მიშენებისთვის, სასამართლომ უტყუარად ვერ დაადგინა.

 

სასამართლომ ასევე ვერ დაადგინა დ--–------------მ რამდენი გადაიხადა და გადაიხადა თუ არა საერთოდ თ-------------ს წილი თანხა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ თ-------------ს დავალიანება შეადგენს 17 000 ლარს და მან ეს ვალი აღიარა პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაკითხვისას, რადგან საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით ეს გარემოება არ დადასტურდა.

 

სასამართლომ ვერ დაადგინა როდის მოხდა მოსარჩელისა და მოწმეთა მიერ მითითებული მილიონნახევარი მანეთის (თითქოს ხუთ ოჯახზე თანაბრად განაწილდა 300 000 მანეთის ოდენობით) გადახდა, რადგან მოწმე ნ-------------ს განმარტებით, თანხების გადახდა დაიწყეს 1989 წელს, მაგრამ ერთიანად არ გადაუხდიათ, 1994-1995 წლებშიც ხდებოდა გადახდა მანეთებში. 1700 მანეთი იყო ერთი დოლარი. მოწმის განმარტებით, ხარჯები განაწლდა თანაბრად და მისი წილი თანხა გადაანგარიშებით შეადგენს 7000 აშშ დოლარს. ხოლო მოწმე ნ-----------–-----მ განმარტა, რომ მან 1992-ში გადაიხადა 300 000 რუსული მანეთი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლმა სასამართლოს განუმარტა, რომ თ-------------ს საცხოვრებელ ფართს მიშენება გაუკეთდა დ--–------------- ფულადი სახსრებით, რომელიც მან გადაიხადა სამშენებლო მასალებში და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის და 1989-1994 წლების მდგომარეობით მოსარჩელე დ--–------------მ დახარჯა 7 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი, რომელიც იმ პერიოდისათვის იყო მიმოქცევაში, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

 

ვინაიდან სადავო გახდა თანხების გადახდის პერიოდი და მოსარჩელე ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას ლარებში ამერიკულ დოლარზე გაანგარიშებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხმო პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტი კუპონისა და ლარის მიმოქცევაში შემოსვლასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 1993 წლის 3 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ეროვნული ფულადი ერთეული - კუპონი, რუსულ მანეთს კი უცხოური ვალუტის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონი 1995 წლის 2 ოქტომბრამდე იყო მიმოქცევაში.

 

მოსარჩელე და მოწმეები განმარტავენ, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში თ-------------მ დ--–------------ს გადაუხადა მიშენების საფასურის ნაწილი 300 ლარი, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და განმარტავს, რომ მიშენების განხორციელების წელსვე მოხდა თ-------------ს მიერ მიშენების ხარჯების 300 მანეთის გადახდა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლების საფუძველზე ითხოვს მოპასუხეებისათვის 17000 ლარის დაკისრებას, რადგან მისი განმარტებით, დ--–------------- მიერ დახარჯული თანხებით მოხდა თ-------------ს საცხოვრებელი ფართის გაზრდა, რითაც მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს არა მთლიანად 976-ე-991- მუხლებიდან, არამედ სსკ-ის 986-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. მოხმობილი ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ-ები # ას-1022-980-2014-10.03.2015წ.; # ას-303-285-2014, 30.10.2015წ.).

 

ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, თ-------------ს სანაცვლოდ როდის და რამდენი მანეთი გადაიხადა დალი ტორაძემ; თ-------------ს მიერ გადახდილი 300 მანეთი (ან თუნდაც 300 ლარი) იყო თუ არა საკმარისი გაწეული ხარჯების დასაფარავად. მიშენების ხარჯები, რაც თ-------------ს წილად უნდა გადახდილიყო, იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული თ-------------სთან და იყო თუ არა თ------------- თანახმა გადაეხადა ეს თანხები. ანუ არ არის დადგენილი იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რაც დალი ტორაძემ გადაიხადა ვალდებულების გარეშე, ანუ ზედმეტად, თ-------------ს წილის სანაცვლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა გაისტუმრა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით უტყუარად ვერ დადგინდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება ვალდებულების გარეშე გადახდელი თანხის, როგორც ზიანის დაბრუნების თაობაზე, რაც მან გამოიყენა სასარჩელო სამართალწარმოების სახით, რათა მიეღო სასურველი იურიდიული შედეგი, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი მიშენების ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობა.

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მისადაგების შესაბამისად, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონდიქციური მოთხოვნებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობაზე ვრცელდება საერთო 10 წლიანი ვადა.

 

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის საერთო ვადა სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილისშესაბამისად შეადგენს ათ წელს. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა. (იხ. საქმე Nას-762-730-2016, 16 იანვარი, 2017 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, მოშენება დასრულდა 1992 წელს, მაგრამ მან თ-------------ს თანხები მოსთხოვა 1997 წელს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩლეს სასამართლოსთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 2018 წლის 13 მარტს, ანუ მოშენების დასრულებიდან 25 წლის, ხოლო თანხების პირველი მოთხოვნიდან 20 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოშენების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

დადგენილია, რომ საქმის განხილვის შედეგად ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები არ გამოვლენილა. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მიშენების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას 5000 ლარის ოდენობით. ხოლო შესაძლებელია თუ არა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა დადგინდეს პირველ რიგში სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანი (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით). უზენაესმა სასამართლომ (საქმეზე Nას-593-568-2016, 14 ივლისი, 2017 წ.), განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება, გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება, დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

 

შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონით არ არის გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. შესაბამისად, არ არსებობს არც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას. ნორმის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. სხვა კანონებით დადგენილმა შეზღუდვებმა და წესებმა ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა გარიგების ნამდვილობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

 

ამავე კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით ითხოვს მოსარჩელე მხარე მოპასუხე მხარეებს შორის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩუქების დაუშვებლობას (სსკ-ის 526-ე მუხ.). ჩუქების აკრძალვის საფუძველს წარმოადგენს მჩუქებლის ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. თუ მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საარსებო წყარო მოესპობა თავისი ქონების გაჩუქებით, ჩუქების ხელშეკრულება არ შეიძლება დაიდოს, ხოლო უკვე დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაბათილდეს. ამდენად ჩუქების დაუშვებლობა მჩუქებლის ინტერესებითაა განპირობებული. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საფუძვლებით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სუბიექტია გამსაჩუქრებელი და არა ნებისმიერი მესამე პირი, თუნდაც კრედიტორი ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დ--–------------ ჩუქების ხელშეკრულებების სსკ-ის 526, 530-ე მუხლებით ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლების მქონე სუბიექტად ვერ ჩაითვლება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნაჩუქრობის ხელშეკრულება ფიქტიურია, მოჩვენებითი და მიზნად ისახავს თ-------------ს მიერ მის მიმართ არსებული ვალის გადახდისაგან თავის არიდებას, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად შეიძლება მიეთითოს სსკ-ის 56-ე მუხლი (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)). მაგრამ ვერც ამ საფუძვლით ვერ მოხდება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რადგან საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, რომ ეს ხელშეკრულებები დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად; ამასთან თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ გარემოებამ კი თავის მხრივ იურიდიული ინტერესი გამოაცალა მოსარჩელის მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დ--–------------ს უარი უნდა ეთქვას ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება, რის გამოც სარჩელი მოშენების ხარჯების დაკისრების ნაწილში მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. ამასთან მოთხოვნა მიჩნეული იქნა ხანდაზმულად. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სარჩელი აგრეთვე მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში. ვინაიდან თანხების დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელემ დაკარგა იურიდიული ინტერესი მოთხოვნაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ შეძლო დაედასტურებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტისა, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სასამართლო ხარჯების მოპასუხე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ნანა ტორაძის მიერ გაწეულია საადვოკატო მომსახურების ხარჯები 1000 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, რაც შეადგენს 800 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების ნანა ტორაძის და ქ-----------------ების თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №18, ბინა №5, საკადასტრო კოდი: №03.02.21.305.01.005.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება და ყადაღა უნდა მოეხსნას მოპასუხეთა უძრავ ქონებას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ--–------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მოპასუხეების ნანა ტორაძის და ქ-----------------ების თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №18, ბინა №5, საკადასტრო კოდი: №03.02.21.305.01.005.

 

3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. მოსარჩელე დ--–------------ს მოპასუხე ნანა ტორაძის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯები 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე